პრაქტიკა არ აკლიათ

   ევროპული ზამთრის თვალის, "ექვსი ერის" დაწყებამდე "გლობალის" მაყურებლები ინგლისის "გინესის პირველობით" ვიქცევთ თავს, ბორჯღალოსან მორკინალებს კი საფრანგეთის ორ მოწინავე დივიზიონში რიგიანად მიუდით საქმე.

"ექვსი ერის" პირველი რაუნდი 6 თებერვალსაა. ამავე დღეს საქართველო "ერთა თასზე" გერმანიას მასპინძლობს. ევროპაში იანვრის ამ და შემდეგ უქმეებზეც "ჰაინეკენი" და "ჩელენჯი" რომაა, მაგ გინესსაც მოვისაკლისებთ, 12 თებერვლიდან კი ტელე-მენიუს სამხრეთული შოუ, ზე 14 დაემატება და ძირითად ადგილსაც დაიჭერს.

გინესზე თამაშთა თამაში 27 დეკემბერს მოეწყო. შობაზე მოუქმე საზოგადოებამ 80-ათასა თვიქნემი ლამის პირამდე აავსო და იხილა, თუ ლონდონურ დარბში ვოსფსმა როგორ აჯობა ჰარლიქვინზს 21:20. არა უშავდა ყინვისა და თოვლის მიუხედავად, შაბათს გამართულ ერთადერთ მატჩსაც, რომელშიც ჩემპიონმა "ლესთერმა" იგივე ვოსფსი 34:8 დააყუმბარა და ლიდერი შეიქნა.

ფრეები გახშირდა

რაგბი მუდმივად რომ ვითარდება, პლეი-ოფი კელტეთშიც შემოიღეს. ინგლის - საფრანგეთში საეჭვოდ გახშირდა ფრეები: სტადმა, ლიონმა და ვუსთერმა უკვე ოთხ-ოთხი, ხოლო კლერმონმა, გრენობლმა და ნიუკასლმა სამ-სამი "დრო/ნიული" გააგორეს, მაგრამ მაინც ბევრი უკლიათ მოსკოვის "სპარტაკამდე, ვისაც 1969 წელს, 7-მატჩა ჩემპიონატში, ოთხი "ნიჩია" მოუგროვდა.

საფრანგეთში მოღვაწე ქართველობას სათამაშო პრაქტიკა არ აკლია. ბიჭების აქტივშია სამი ლელო, ხოლო პასივში რვა სინბინი. "ტოპში" რვა მორკინალი გვყავს, "დ2"-ში კი ხუთი. ამ 13 კაციდან ათი პირველ ხაზელია და სამიღა მეორე-მესამე. მეტიც, ბეკებიდან ჯერაც ვერავინ დასაქმდა გალურ ელიტაში, მაგრამ ჩვენდა ბედად, რაგბს ოდითგან ფორვარდები იგებენ და ამ პრინციპს არც ჭიდილიანსა და პინგ-პონგიან დროში გასვლია ყავლი.

>>>    ძირძველი "ხუთი ერის" პროფ-დივიზიონები

თამაშით: $ ნაკლები, ^ მეტი

<<    საფრანგეთის "ტოპ 14"

18 რაუნდი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

პრ

კლერმონი 56 10-5*3 436:262 10
კასტრი 56 11-5*2 372:254 8
ტულუზი 50 10-7*1 358:263 8
პერპინიანი $ 50 11-6 325:260 6

რასინგი (პარ)

48

11-7

317:306

4

ტულონი 46 10-7*1 361:340 4
სტადი (პარ) 45  7-7*4 443:360 9
ბიარიცი 42  9-9 316:293 6
ბრივი 42  8-8*2 307:339 6
მონპელიე 37  9-9 275:377 1
მონტობანი 32  6-10*2 266:358 4
ბურგუენი $ 31  7-10*1 254:385 1

ბეიონი $$

25

 4-12

304:302

9

ალბი 20  3-15 238:440 8

<<    საფრანგეთის "პრო დ2"

15 რაუნდი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

პრ

აჟენი 57 12-3 346:186 9
უაიონაზი ^ 51 12-4 318:246 3
გრენობლი ^ 46  9-4*3 271:232 4
ნარბონი ^ 45 10-6 294:281 5
ლიონი 44  8-3*4 277:196 4

ლაროშელი ^

41

 7-7*2

305:245

9

პო ^ 41  7-7*2 279:224 9
ბორდო ^ 40  8-7*1 273:261 6
ორიაკი 35  8-7 253:235 3
დაკსი 34  7-7*1 213:217 4
მონდემარსანი 33  7-7*1 221:288 3
ტარბი 30  6-9 275:306 6
ოში 29  5-9*1 271:274 7
კოლომიე 24  4-9*2 237:316 4

ეგზი

18

 3-11*1

201:329

4

ლანმეზანი 9  1-14 168:366 5

<<    ინგლისის "გინესის პირველობა"

12 რაუნდი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

პრ

ლესთერი ^ 41 8-4*1 280:168 7
სარასენსი (ლ) 40 9-2*1 216:172 2
ნორსჰემპთონი 39 9-3 263:191 3
აირიში (ლონ) 37 7-3*2 264:154 5

ვოსფსი (ლონ)

31

7-5

211:207

3

ნიუკასლი 25 4-5*3 167:184 3
ჰარლიქვინ (ლ) 24 4-6*2 216:246 4
სეილი $ 22 4-6*1 177:212 4
გლოსთერი 21 4-7*1 206:258 3
ბასი 20 3-7*2 172:191 4
ვუსთერი 19 2-6*4 169:206 3

ლიდსი

14

2-9*1

154:306

4

<<    კელტეთის "მაგნერზის ლიგა"

10 რაუნდი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

პრ

გლაზგო (შ) 31 7-2*1 212:150 1
ოსფრიზი (უ) 29 6-3*1 190:133 3
ედინბურგ (შ) ^ 28 6-5 214:190 4
ლენსთერი (ი) $ 26 6-3 174:117 2

მანსთერი (ი)

26

5-5

172:147

6

ალსთერი (ი) 23 5-5 171:173 3
დრეგონზი (უ) 23 5-5 157:181 3
კარდიფი (უ) ^ 19 4-7 175:204 3
ჰლანეჰლი (უ) 17 3-7 160:187 5
ქონოთი (ი) $ 9 2-7 107:250 1

>>>    ჩვენი ფრანგული პროფ-ლეგიონი

სახელი გვარი

კლუბი

XV

სბ

წთ

დავით ზირაქაშვილი კლერმონი 12 10 1 0 745
აქვსენტ გიორგაძე კასტრი 18 11 0 0 895
დავით ქუბრიაშვილი ტულონი 15 12 0 0 858
დავით ხინჩაგიშვილი ბრივი 16 10 1 1 808
მამუკა გორგოძე მონპელიე 13 11 0 1 881
გიორგი ჩხაიძე მონპელიე 4 4 0 0 320
გოდერძი შველიძე მონტობანი 17 6 0 0 578
ბექა შეყლაშვილი მონტობანი 6 2 0 0 170

ანტონ ფეიქრიშვილი

აჟენი

13

9

1

2

639

გიორგი ჟღენტი უაიონაზი 16 13 0 2 930
გურამ კავთიძე ლიონი 1 0 0 0 14
ლევან დათუნაშვილი ორიაკი 7 6 0 0 393
მამუკა მაგრაქველიძე ტარბი 14 9 0 2 616

<<< >>>