ფრანგები მძლავრობენ

   ევროპული საკლუბო რაგბის ელიტარული "ჰაინეკენის თასის" მეოთხედფინალში საფრანგეთის ოთხი, ირლანდიის ორი და უელს-ინგლისის თითო გუნდი გავიდა, ნახევარფინალთა წილისყრით კი იმის ალბათობამ იმატა, რომ სან-დენში დანიშნული ფინალი გალურ შინაომად იქცეს.

ბოლო, მეექვსე პულური რაუნდის წინ პლეი-ოფში მონაწილეობა დაებევებინათ ბიარიცსა და ტულუზს. პარასკევს ამათ დაემატა მანსთერი; შაბათს სამ პულში ისე დასრულდა თამაშები, რომ რვავე მეოთხედ-ფინალისტი გამოვლინდა; კვირას კი ისღა გაირკვა, ვინ ვის შეხვდება და უმცროს "ჩელენჯზეც" ვინ დაეშვა.

ულელოო ომში მანსთერმა ნორსჰემპთონს ოთხივე გოლი შეუგდო ჯარიმებიდან, რომლებიც აბრაგანის დამჭერზე ოთხი მდევრით თავდასხმას მოყვა, სტუმრებმა კი სამივე გოლი შერკინებაში, მეტოქის წაქცევით გამოიმუშავეს. მანსთერი პლეი-ოფში ზედიზედ მეთორმეტედ გავიდა, ინგლისელები კი ბედს მიენდნენ და ფორტუნამ მართლა რომ გაუღიმათ, მეოთხედფინალში კიდევ ეწვევიან ლიმრიქს.

ჯარიმა არ აცდებათ

შაბათს დრამა დატრიალდა თვიქნემში, სადაც "აირიშს" ოთხი ლელოს გატანა ჭირდებოდა ჩემპიონთან, დუბლინის "ლენსთერთან. თამაშის მიწურულს ლონდონის კლუბი ჯარიმით პირველად რომ დააწინაურა კრის მელოუნმა, უმალ ჯონათან სექსთონმა 40 მეტრიდან შეაგდო საპასუხო არეკნი. ბოლო წუთზე არეკნი ორჯერ სცადა მელოუნმაც, მაგრამ ააცილა და აირიში პულში მესამე ადგილზე დარჩა.

ინგლისის ჯილა "ლესთერი" სვონზის "ოსფრიზმა" გააგდო, მაგრამ სისხლზე შეცვლის გამო ერთი ხანობა 16 კაცით რომ რაგბობდა, ფულადი ჯარიმა არ აცდება. უელსელები მეორე ადგილოსნებში საუკეთესონი აღმოჩნდნენ და თასისთვის აგრძელებენ ბრძოლას, იტალიელ მაჩანჩალათა ყოლა კი შეჯიბრს ვერ უხდება, რაღაი ორი-ორი გუნდი პლეი-ოფში სწორედ რომ აპენინელთა პულებიდან გავიდა.

ჩელენჯზე დაეშვნენ

ბელფასთის "ალსთერს" მიზნამდე ცოტა დააკლდა: ბასში ვერ შეიტანა პრემიის მომტანი მეოთხე ლელო, პარიზის "სტადი" კი ედინბურგში, მეორე ტაიმში ლელოს გადაურჩა, თორემ ღირსეულად წაგებისთვის სარგო კომპენსაციას ვეღარ აიღებდა და პულში პირველობა სათუო გაუხდებოდა.

კვირას ტულუზი შესვენებამდე, ხოლო ბიარიცი ბოლო მეოთხედამდე აგებდა და ამად, ფრანგები მეოთხედფინალებს შინ ვეღარ გამართავდნენ, მაგრამ ყველაფერი მაინც მშვიდობიანად დასრულდა, სხვა ევრო-სპორტებიდან გადმოღებული პრინციპით კი "ხელ-მოცარულ მეორე-ადგილოსნებში სამი უკეთესი" გავარდნის ნაცვლად უმცროს ტურნირში დაეშვა. ჰოდა, საწადელს ამ გზით ეწივნენ სტუმრად გამარჯვებულები, ჰლანეჰლი, გლოსთერი და კარდიფი.

>>>     XV "ჰაინეკენის თასი"

ბოლო, მეექვსე რაუნდი (^ პრემია)

<<    პირველი პული

პერპინიანი^(სფრ) 34:6 ტრევიზო (იტა)

5ლ: ჟელი ტინკუ (2 4) ალვარესი გრანკლოდი; 3გ: ლარაგი 2, პორიკალი; ჯ: ლარაგი - 2ჯ: ხუსენი ბოტესი სბ პიკონე

რეფ ალენი (შტლ) 0:3(19) 3:3(21) სბ(40"2ტ) 8:3(40"3) / 15:3(44) 15:6(53) 22:6(56) 27:6(60პ) 34:6(73)

მანსთერი (ირლ) 12:9 ნორსჰემპთონი^(ინგ)

4ჯ: ოგარა სბ ოქონელი - 3ჯ: რეიჰანა გერათი მაილერი

რეფ პუატე (სფრ) 3:0(3) 3:3(31) 6:3(40) / 6:6(53) 9:6(57) სბ(61მ) 12:6(72) 12:9(76)

ქულა: მნს 24, ნრს 19 - პრპ 11, ტრვ 5

<<    მეორე პული

დრეგონზი (უელ) 23:32 გლოსთერი^(ინგ)

2ლ: დევისი სმითი; 2გ: არლიჯი თავი; 2ჯ ა: არლიჯი სბ ქასლი - 4ლ: ნქერა 3, საჯ; 3გ 2ჯ: ნ.რობინსონი სბ ეთვუდი

რეფ ბერდოზი (სფრ) 0:3(9) 3:3(21) 3:10(23) 6:10(28სბ) 13:10(34) 16:10(40") / 16:15(44) სბ(56დ) 16:18(61) 16:25(66) 16:32(70პ) 23:32(80")

ბიარიცი^(სფრ) 41:20 გლაზგო (შტლ)

4ლ: კუცია ნგვენია საჯ მბოლაკორო; 3გ 5ჯ: კურანი - 2ლ: თ.ევანსი კაზიტერი; 2გ 2ჯ: პარკსი

რეფ პირსონი (ინგ) 3:0(4) 3:7(12) 3:10(23) 3:13(25) 6:13(29) 11:13(37) / 11:20(50) 14:20(53) 17:20(57) 20:20(63) 27:20(65) 34:20(70) 41:20(80პ)

ქულა: ბრც 23 - გლს 17 / გლზ 9, დრგ 6

<<    მესამე პული

ოსფრიზი (უელ) 17:12 ლესთერი^(ინგ)

ლ: ბოუ; 3ჯ ა: ბიგარი - 3ჯ: ფლადი; ა: სთონთონი

რეფ ლუისი (ირლ) 0:3(7) 3:3(9ა) 3:6(12) 6:6(14) 6:9(23ა) 9:9(26) 14:9(39) / 14:12(51) 17:12(55)

ვიადანა (იტა) 20:59 კლერმონი^(სფრ)

2ლ: გარსია კრაუზე; 2გ: ჰოლა; ჯ: ლოუ; ა: ჯოჰანსონი - 9ლ: პარა რუჟრი (2 4) ნალანგა (3 7) ვერმელენი მალზიო საჯ ბონერი; 7გ: ბრ.ჯეიმზი 6, ფლოში სბ პიერი

რეფ სმოლი (ინგ) 0:7(2) 3:7(9ა) 3:14(23) 3:19(26) 3:26(35პ) / 6:26(43) 6:33(50) 6:40(53) 6:45(56) 6:52(65) 13:52(68) სბ(70კ) 13:59(79) 20:59(80) ! დავით ზირაქაშვილი (კლრ) 70' შეცვალეს

ქულა: კლრ 21, ოსფ 20 - ლსთ 18, ვდნ 0

<<    მეოთხე პული

ბასი (ინგ) 10:28 ალსთერი (ირლ)

ლ: ბანაჰანი; გ ჯ: ნ.ლითლი წბ გრუქოქი - 3ლ: თრიმბლი ქეივი ვოლესი; 2გ 3ჯ: ოქონორი

რეფ გარსეზი (სფრ) 0:3(6) 0:6(20) 7:6(22) 7:9(34წბ) / 7:14(43) 7:21(50) 10:21(54) 10:28(79)

ედინბურგი (შტლ) 9:7 სტადი^(სფრ)

3ჯ: პატერსონი - ლ: პაპე; გ: ბოგზისი

რეფ ბარნსი (ინგ) 3:0(12) 3:7(28) 6:7(37) / 9:7(46)

ქულა: სტდ 18 - ალს 17, ედნ 13, ბას 7

<<    მეხუთე პული

სეილი^(ინგ) 13:19 ტულუზი (სფრ)

ლ: თეითი; გ 2ჯ: ჩ.ჰოჯსონი სბ კოიამაიმბოლე ქ.ჯოუნზი - ლ: ლაკონი; გ 2ჯ 2ა: ელისალდი სბ კლერკი

რეფ როლანი (ირლ) 3:0(4) სბ(9ს) 3:3(10ა) 6:3(18) სბ(38ს) 6:6(39ა) / 6:13(43) სბ(48ტ) 6:16(53) 13:16(67) 13:19(71)

ჰარლიქვინზი (ინგ) 20:45 კარდიფი^(უელ)

3ლ: ლოუ ისთერი ქეა; გ ჯ: ქლეგი სბ ისთერი - 6ლ: გ.თომასი ბლერი სვინი რაში რობერთსი (5 6) 6გ ჯ: ბლერი

რეფ ქლენზი (ირლ) 5:0(2) 8:0(11) 8:7(16) 8:14(21) 13:14(24) 13:21(30) სბ(33ჰ) 13:28(35პ) 20:28(40) / 20:35(51) 20:38(58) 20:45(73)

ქულა: ტლზ 23 - კრფ 18 / სელ 14, ჰრლ 2

<<    მეექვსე პული

ბრივი^(სფრ) 17:20 ჰლანეჰლი (უელ)

3ლ: ბონრეპო აგუჯა ქუქი; გ: ორკერა - 2ლ: ველჩი სთოდართი; 2გ 2ჯ: სთ.ჯოუნზი სბ თერნბელი რიდი

რეფ ფითსგიბონი (ირლ) 5:0(20) 10:0(25) 10:3(29) 10:10(38) / 10:17(47) სბ(57ჰ) 17:17(59) 17:20(65) სბ(69ჰ) ! დავით ხინჩაგიშვილი (ბრვ) 56' შევიდა

აირიში (ინგ) 11:11 ლენსთერი (ირლ)

ლ 2ჯ: მელოუნი - ლ: ნათევა; ჯ ა: სექსთონი სბ ჰილი

რეფ ოუენსი (უელ) 0:3(5) 3:3(35) 3:8(39) / სბ(48ლ) 8:8(67) 11:8(78) 11:11(79ა)

ქულა: ლნს 22 - ჰლნ 17 / აირ 17, ბრვ 1

<<    პლეი-ოფი

მეოთხედფინალი (9-11/04)

1#მანსთერი (ირლ) - 8#ნორსჰემპთონი (ინგ)
2#ბიარიცი (სფრ) - 7#ოსფრიზი (უელ)
3#ტულუზი (სფრ) - 6#სტადი (სფრ)
4#ლენსთერი (ირლ) - 5#კლერმონი (სფრ)

ნახევარფინალი (1-2/05)

ტლზ/სტდ - ლნს/კლრ, ბრც/ოსფ - მნს/ნრს

ფინალი (22/05 სან დენი)

>>>     XIV "ემლინ ჩელენჯ ქაფი"

<<    პულები

1: ბურგუენი (სფრ) 23 - ლიდსი (ინგ) 19, პარმა (იტა) 8, ბუქარესტი (რუმ) 7

2: ქონოთი (ირლ) 26 - მონპელიე (სფრ) 19, ვუსთერი (ინგ) 13, მადრიდი (ესპ) 0

3: ტულონი (სფრ) 23 - სარასენსი (ინგ) 22, კასტრი (სფრ) 11, როვიგო (იტა) 0

4: ვოსფსი (ინგ) 23 - ბეიონი (სფრ) 19, რასინგი (სფრ) 16, რომა (იტა) 0

5: ნიუკასლი (ინგ) 23 - მონტობანი (სფრ) 21, ალბი (სფრ) 12, პადოვა (იტა) 1

<<    მეოთხედფინალი (8-11/04)

1#ქონოთი (ირლ) - 8#ბურგუენი (სფრ)
2#ტულონი (სფრ) - 7#ჰლანეჰლი (უელ)
3#ვოსფსი (ინგ) - 6#გლოსთერი (ინგ)
4#ნიუკასლი (ინგ) - 5#კარდიფი (უელ)

<<< >>>