რაც რომ "სპორტიდან" შევიტყვეთ

   როგორც შარშან, ნახევარ-საუკუნოვან იუბილეზე წიგნად გამოცემული "ქართული რაგბის მატიანის" შესავალშივე წერია, ნაშრომი ოდენ პირველი მიახლოებაა, ანუ გაზეთითა და საითით შეიძლება შეივსოს. ჰოდა, საჯარო ბიბლიოთეკაში კიდევ რომ მოვიძიეთ მასალები და ადრეული ნაკვეთებიც შემდგომთა თარგზე ჩამოვქენით, სამი ტურნირის სურათი უკეთ გამოიკვეთა.

პირველ ყოვლისა, მადლობა კახა ალანიას, გენადი ღადუას, გოგი სუთიაშვილსა და პაატა ნარიმანაშვილს კეთილ-მოსურნე შენიშვნებისა და მარგი დაზუსტებებისთვის. გასათვალისწინებლად გვეჩვენა მერაბ ბესელიას წინადადებაც, რომ თუ მატიანე წიგნად ოდესმე კიდევ გამოიცა, ფოტოთა ჩანართი ერთობ მოუხდება, აქამდე უგულებელ-ყოფილი წყაროს, "სავეცკი სპორტის" მოკითხვით კი 1947 და 1967 წლების შეჯიბრებათა სტატისტიკა თითქმის გასრულდა.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ რეგბის გაშუქების ამბავში ცენტრალურ "სპორტს" ჩვენს "ლელომდე" ყოველთვის ძაან ბევრი უკლდა. საჯაროში მისი კინძულათა (პადშივკა) გარჩევით აქამდე ისედაც ცნობილს ისღა შევმატეთ, რომ

@ 1967 წელს "ლოკომოტივს" გატანილ-გაშვებულის სხვაობითღა გაუსწრია ხარკოვში მოსკოვის "სპარტაკისთვის" და აუღია ვერცხლი, რომელიც ახლად შექმნილი საკავშირო ფედერაციის თავკაცს, ავიაციის გენერალ-მაიორ ილიუშინს გადაუცია გუნდისთვის;

@ თამაშები ქარხანა "სერპ ი მოლოტის" (ნამგალი და ურო) სტადიონზე გამართულა და "ზენიტი" ჯარიმით (და არა ლელოთი) გვიძლევია;

@ 1965 წელს, ლიტვაში, "სპარტაკი" ფსკოვის კი არა, მართლაც მოსკოვისა ყოფილა, მეორე სპარტაკი კი, ლენინგრადისა, ძაბუნად შერაცხული უკრაინის "ავანგარდის" ნაცვლად გაურევიათ მარაქაში; და

@ ლოკომოტივს ბოლო პულურ რაუნდში რომ წაუგია მასპინძელ "ჟალგირისთან, "ტრუდს" ფინალში ლატვიის "დაუგავა" გაჰყოლია, "განთიადის" აბრით მორაგბე "დინამო" კი მოსკოვის სპარტაკთან დამარცხებულა და ასევე პულში ჩარჩენილა.

ტარასოვის მიმოხილვა

"სპორტის" გარჩევით საგულისხმო ბევრად მეტი შევიტყვეთ ძაან შორეული 1947 წლისა, როცა გაზეთი კვირაში სულ ორჯერ (სამ შაბ) გამოდიოდა, მაგრამ რეგბის წარმოჩინებას კი ცდილობდა. 1 ივლისს, სარედაქციო სვეტის ქვედა ნახევარი ეგრეც მთავრდება, "მოდით, რეგბი განვავითაროთო, მანამდე კი ნათქვამია, თამაშმა ვერაფრით მიაღწია ომამდელ დონეს; მოსკოვში ოდენ ოთხი გუნდია და ბურთაობა პლიუშჩიხშიღა, ბურევესტნიკზე ეწყობაო.

გაზეთის მოწოდებაში ეგეც წერია, მოსკოველები რეგბის დასანერგად სხვა ქალაქებში უნდა მივავლინოთო. სწორედ ამ მისიით გვეწვია თბილისში (ბურევესტნიკელი) ვლადიმირ ციგან(კ)ოვი და ფიზკულტურის ტექნიკუმში გუნდი შეკრიბა. ახალბედებმა ერთ თვეში იასპარეზეს "სამი ქალაქის მატჩში, რომელიც "ბრძოლის ქუჩაზე" (ახლანდელი წერეთლის გამზირი) მდებარე "დინამოზე" მოეწყო, და სამივე მატჩის წაგებით ბოლო ადგილზე რომ დააფინიშეს, დაიშალნენ.

ამ შეჯიბრებისა წლევანდლამდე წაგვეკითხა მხოლოდ "ზარია ვასტოკაში" დაბეჭდილი (საქინფორმული) რეცენზია, რომელსაც ბოლო ტურის ანგარიშებიც აკლდა. არადა, "სპორტი" რომ თადარიგიანად გვენახა, თურმე ბევრად უფრო ვრცელსა და მსუყე მასალას წავაწყდებოდით. მისი ავტორია გაზეთის აქაური კორესპონდენტი ნ.ტარასოვი და ს.ილინის მიერ პირველ დღეს გადაღებული, რაგბის თემისთვის აქამდე უცნობი ფოტოც (ეს არა) ამშვენებს ამბავს.

თურმე ტექნიკითაც გვჯობდნენ

ტარასოვი წერს, რომ ფეხბურთის კარზე 5-მეტრა, თეთრი ძელები მიებათ; რომ მოსკოვის "დინამოს" თავიდანვე ტემპიანად შევუტიეთ, მაგრამ ინიციატივა ვერ მოვიხელთეთ, რადგან დასწავლილი მოტივები ვერ გამოგვადგა, გადმოკიდებულებს ვერ ვიჭერდით, პასაობის დროსაც ბევრს ვცოდავდით და დერეფანშიც უხეიროდ ვაწვდიდით ბურთს. ოვალი მეტწილად სტუმრებს ეპყრათ. მათ პირველი ტაიმი 3:0-ღა (ლელო ან ჯარიმა) მოგვიგეს, მეორეში კი ხუთჯერ დაგვალელოვეს და ტიმოშენკომ (4-ქულიანი) არეკნიც გაგვიტანა.

"დინამო" მოსკოვის ჩემპიონად და თასის მფლობელად გვეწვია - პირველობაზე "ბურევესტნიკთან" (გარე მოვაჭრეთა კავშირი) 8:3 და 4:4 ეთამაშა, თასის ფინალი კი, 10 აგვისტოს, ხუთი ათასი მოსეირის თვალწინ, მასთანვე 6:3 მოეგო. "სტალიცის" დანარჩენი ორი კოლექტივი იმხანად მთლად უმწეო ყოფილა - თასზე დინამოს სპარტაკი 92:0 მოესრა, ბურევესტნიკს ლოკომოტივი 69:0, ჩვენს გარდა კი გუნდი ჰყავდა ბაქოს, სადაც რეგბს ომამდეც თამაშობდნენ.

ბაქომ მოგვიგო, ჩვენი გუნდის წევრები კი (უკვე უკლებლივ) რომ წავიდნენ იმქვეყნად, ალბათ ვეღარასოდეს შევიტყობთ, თუ ვინ შეგვძინა კინკილა სამი ქულა. ტარასოვი "ნეფტიანიკებზე" წერს, თბილისელებზე უკეთ ერკვევიან თამაშში, წესებიც იციან (!) და უდაოდ ტექნიკურებიც (!) არიან, მაგრამ ჯერაც ვერ ყოფნით ჯანი და ჯიგარი, რაც რეგბში წარმატების მისაღწევად აუცილებელი არისო. არადა, მაგ ამბებიდან ზუსტად 20 წლის თავზე რომ გვეწვივნენ "აზერები, 88:0 დავანგრიეთ.

>>>    1947

სამი ქალაქის მატჩი

თბილისი, ბერიას სახ. დინამოს სტადიონი

15/09 ბაქო 0:33 ბურევესტნიკი
  თბილისი 0:28 დინამო

16/09

ბურევესტნიკ

3:0

დინამო

  თბილისი 3:11 ბაქო

17/09

ბაქო

3:11

დინამო

  თბილისი 0:45 ბურევესტნიკი

ქალაქთა 1947

მ-წ

გატ:გაშ

ბურევესტნიკი (მ) 3-0 81:0
დინამო (მოსკოვი) 2-1 39:6
ნეფტიანიკი (ბაქო) 1-2 14:47
ფიზკ.ტექნიკ (თბ) 0-3 3:84

>>>    1965

პროფკავშირთა II პირველობა

<<    ვილნიუსის პული

11/09 ლოკომოტივი 6:11 ტრუდი
  ჟალგირისი 6:36 დაუგავა

12/09

ლოკომოტივი

17:9

დაუგავა

  ჟალგირისი 0:12 ტრუდი

14/09

ტრუდი

:

დაუგავა

  ჟალგირისი V:0 ლოკომოტივი

<<    შიაულიაის პული

11/09 განთიადი 9:6 სპარტ (ლენინგ)
  ბურევესტნიკ 9:3 სპარტაკი (მ)

12/09

განთიადი

9:12

ბურევესტნიკი

  სპარ(ლენინ) V:0 სპარტაკი (მ)

14/09

განთიადი

0:V

სპარტაკი (მ)

  ბურევესტნიკ V:0 სპარტ (ლენინგ)

<<    ფინალი ოქროს ქულებით

16-18/09    ვილნიუსი

1#ბურევესტნიკი (ემვეტეუ, 2#სპარტაკი (მ, 3#ტრუდი, 4#დაუგავა

>>>    1967

პროფკავშირთა III პირველობა

ხარკოვი, "სერპ ი მოლოტი"

<<    ჩვენი პული

23/10 ლოკომოტივი 24:13 ჟალგირისი
  სპარტაკი 3:3 ზენიტი

25/10

ლოკომოტივი

3:0

ზენიტი

  სპარტაკი 9:8 ჟალგირისი

26/10

ლოკომოტივი

6:6

სპარტაკი

  ზენიტი 17:0 ჟალგირისი

1#ლოკ 5, 2#სპრ 4 - 3#ზნტ 3, 4#ჟლგ 0

<<    იქეთა პული

23/10 ბურევესტნიკ 32:8 დაუგავა
  ავანგარდი 13:14 ტრუდი

25/10

ბურევესტნიკ

53:6

ტრუდი (56:3)

  ავანგარდი 13:6 დაუგავა (13:8)

26/10

ავანგარდი

8:38

ბურევესტნიკი

  დაუგავა 6:3 ტრუდი

1#ბურ 6, 2#ავგ 2 (+6) - 3#ტრდ 2(-2, 4#დაუ 2(-4)

<<    ფინალი ოქროს ქულებით

28/10 ლოკომოტივი 27:3 ავანგარდი
  ბურევესტნიკ 19:3 სპარტაკი

29/10

ლოკომოტივი

3:15

ბურევესტნიკი

  ავანგარდი 0:V სპარტაკი

პროფკავშირთა 1967

მ-წ*

გატ:გაშ

ბურევესტნიკ(მვტუ) 3-0 72:14
ლოკომოტივი (თბ) 1-1*1 36:24
სპარტაკი (მოსკ) 1-1*1 (9:25)
ავანგარდი (ხარკ) 0-3 (11:65)

<<< >>>