100 წლის თავებზე

   "ექვსი ერის" პირველ რაუნდში უწინდელი, უნაღდესი "ხუთი ერისა" და ინგლისური რაგბის ტაძრის, თვიქნემის საუკუნოვანი იუბილეები ერთბაშად აღინიშნება.

<<<     ექვსი ერი 2010

1910 წელს შოტლანდიამ ბრიტთაგან ბოლომ გაუყადრა თავი საფრანგეთს და ინვერლისზე 27:0 დაანგრია, მაგრამ კეპები არ გაუცია. მაშინვე ინგლისმა თვიქნემში 11:6 ძლია უელსი.

მას აქეთ სამეზობლო ჯახში ხან პომები მძლავრობენ და ხანაც ტაფიები, რის გამოც 128 წლად გაწელილი, 118-მატჩა სერიის ანგარიში საყაიმოა: 53-53 და 12 ფრე. რაც შეეხებათ გალებს, მათ შემდეგ წელსვე ასწავლეს ჭკუა სქოთებს, "ექვსი ერის" პირველ ათწლეულში კი 9-1 დაიბრიყვეს რესურს-მწირი კელტები.

ჯარიმას გადაიხდის

ინგლისს იუბილის გამო 300 მომღერალი გამოყავს და ჰიმნს სამეფო არტილერიის ანსამბლს დააკვრევინებს. "ვარდებში" საგულისხმო სიახლეები ისაა, რომ 15 ნომრად ბრუნდება მულატი დელონ არმითიჯი, შუამარბად კი დადგება 24 წლის მეთიუ თეითი, ვინც ვუნდერკინდი იყო, მაგრამ მერე ზრდა შეუნელდა.

უელსს აკლია ჯანიანი 9 ნომერი მაიკ ფილიპსი და ორი პირველ ხაზელი "ლომიც" - გარეს ჯენქინსი და მეთიუ რისი. 13 ნომერია უნივერსალი ჯეიმზ ჰუქი, ფულბეკი კი უჩაუქესი ლი ბერნი, ვინც "ჰაინეკენზე" მე-16 კაცად რომ ჩაება ბურთაობაში, სასჯელად ორი კვირა დაუდგინეს, მაგრამ იჩივლა და 5 ათას ევროს გადაიხდის.

საფრანგეთს აკლია კოლორიტი სებასტიან შაბალი, მარქაფაში კი ჟან-ბაპტისტ ელისალდს ფრედერიკ მიშალაკი შეენაცვლა. სქოთთაგან 99-ე კეპს მიითვლის ჩუბინი კრის პატერსონი. ირლანდიამ დაშავებული დონქა ოკალაჰენის ნაცვლად ლეო ქალენი დააწინაურა, იტალიას კი 22-კაცა რაზმში ექვსი (!) უცხო-გვარიანი ოსტატი უწერია და კიდევ ერთი მაგდენი შენიღბული უცხოელიცა ჰყავს.

>>>     ექვსი ერი. I რაუნდი

<<    ირლანდია - იტალია

ირლ: ქარნი ბოუ ოდრისქოლი კაპ, დარსი თრიმბლი <10-9> ოგარა ოლირი / ჰილი ფლენერი ჰეისი; ქალენი ოქონელი; მაკლოჰლინი დ.ვოლესი ჰიზლიფი * მრქ) ერლსი პ.ვოლესი რედენი / რ.ბესთი ქორთი; რაიანი ობრაიენი

იტა: მაკლეინი რობერთსონი კანალე გარსია მი.ბერგამასკო <10-9> გაუერი ტებალდი / პერეჯინი გირალდინი კაპ, კასტროჯოვანი; დელფავა ხელდენჰეისი; სოული მა.ბერგამასკო ძანი * მრქ) მაზი ბოკინო პიკონე / ონგარო აგერო; ბორტოლამი დარბიშირი

რეფ პუატე (სფრ) შაბ 6/02 ქროუქ პარკი (82 300) 18.30 საქ

<<    ინგლისი - უელსი

ინგ: დ.არმითიჯი კვეიტო თეითი ფლუთი მონიე <10-9> ვილქინსონი ქეა / პეინი ჰართლი ვილსონი; შოუ ბორსვიქი კაპ; ჰესქელი მუდი ისთერი * მრქ) ფოდენი ფლადი პ.ჰოჯსონი / თომფსონი ქოული; დიქონი ს.არმითიჯი

უელ: ბერნი თ.ჯეიმზი ჰუქი რობერთსი შ.ვილიამსი <10-9> სთ.ჯოუნზი კუპერი / პ.ჯეიმზი გ.ვილიამსი ად.ჯოუნზი; ავ.ჯოუნზი ჩარტერისი; პაუელი მ.ვილიამსი რ.ჯოუნზი კაპ * მრქ) ჰაფ-პენი ბიშოფი რისი / ბენეთი ჯილი; დევისი თომასი

რეფ როლანი (ირლ) შაბ 6/02 თვიქნემი (82 ათასი) 21.00 საქ

<<    შოტლანდია - საფრანგეთი

შტლ: პატერსონი თ.ევანსი მ.ევანსი მორისონი შ.ლამონთი <10-9> გოდმენი ქაზითერი კაპ / დიქინსონი ფორდი ლოუ; ჰაინსი ქელოქი; ბრაუნი ბარქლეი ბითი * მრქ) საუსველი გრუვი რ.ლოუსონი / ს.ლოუსონი ჯექობსენი; გრეი მაკდონალდი

სფრ: პუატრანო ფოლი ბასტარო ჟოზიონი რუჟრი <10-9> ტრენ-დიუკი პარა / დომინგო სერვა მა; ნალე პაპე; დიუზოტუარი კაპ, უდრაოგო არენორდოკი * მრქ) კლერკი მარტი მიშალაკი / შარჟევსკი დიუკალკონი; პიერი ბონერი

რეფ ოუენსი (უელ) კვი 7/02 მარიფილდი (67 130) 19.00 საქ

<<<     ექვსი ერი 2010

<<< >>>