ბეკები ჰყავთო?

   "ექვსი ერის" პირველ რაუნდში ფავორიტებმა, ირლანდიამ და საფრანგეთმა უპრობლემოდ გაასაღეს მაჩანჩალები, იტალია და შოტლანდია, ინგლისმა კი უელსს სინბინზე ხეირობით, პასის ჩაჭრითა და ჯონი ვილქინსონის ჩუბინობით მოუგო.

<<<     ექვსი ერი 2010

ირლანდიას 12 თამაშია, არ წაუგია, შოტლანდიას კი ამ საუკუნეში ერთადერთხელ უძლევია საფრანგეთი. მოგებულებმა ორ-ორი ლელო გაიტანეს. სქოთებს სამაგიერო შანსი არც მისცემიათ, იტალია მოგერიებაზე დაფარებით ეწია მიზანს, ბობოლა საითი "პლანეტი" კი კითხულობს, ბეკები საერთოდ თუ ჰყავთ ამ გუნდებსო.

ირლანდიის პირველ ლელოზე რონან ოგარამ ოდნავ წინ პასით გააქცუნა ენდრიუ თრიმბლი და ბურთაობა იქეთა ფრთაზე დაასრულა ჯემი ჰიზლიფმა, მეორე კი "აძურის" მიერ წაგებულ დერეფანს მოყვა. ფრანგთაგან ორივეჯერ ზანგმა ხვადაგმა, მატიო ბასტრარომ ისახელა თავი: ჯერ ემანოლ არენორდოკმა შექმნა პლაცდარმი 5-მეტრა შერკინებიდან მიძალებით, მეორე ლელო კი თერნოვერს მოყვა.

17-ქულიანი სინბინი

იტალიელმა გონსალო გარსიამ ურჯუკად რომ შებოჭა ბრაიან ოდრისქოლი, ათი წუთით აუქმეს. ძვირად, 17 ქულად დაუჯდა ახმახი ალუნ-ვინ ჯოუნზის სინბინი უელსს, ვინც საკუთარ მოწოდებაზე ექვსი დერეფანიც წააგო და შორიდან ოთხი ჯარიმაც დაახაია, მაშინ როცა "ვილქომ" კარში უშეცდომოდ ურტყა და მეტოქის ფულბეკიც აყუმბარა.

ნახევარი საათი ჩიბლუხში რომ გაილია, ჯოუნზმა იტუტუცა და სარმა (!) გამოდო დაილან ჰართლს. უმალ ჯეიმზ ჰესქელი ჭიდილში მიწვდა ლელოს, მეორე ტაიმის დასაწყისში კი დენი ქეამ თერნოვერიდან გაიჯეჯილა. უელსმა თამაში გაშალა და ბურჯმა ადამ ჯოუნზმა ფრთაზე (!) გამოიყენა მეტობა, მერე კი ჯეიმზ ჰუქმა გაჭრა ხაზი. ამით სხვაობა სამამდე შემცირდა, მაგრამ იქვე დელონ არმითიჯმა ჩაუჭრა პასი სთივენ ჯოუნზს და მეთიუ თეითი გაჭენდა.

>>>    6 ერი. I რაუნდი

<<    ირლანდია 29:11 იტალია

ირლ: ქარნი ბოუ ოდრისქოლი კაპ, დარსი თრიმბლი (ერლსი 57) <10-9> ოგარა (პ.ვოლესი 66) ოლირი (რედენი 74) / ჰილი ფლენერი (რ.ბესთი 57) ჰეისი (ქორთი 73; ქალენი ოქონელი (რაიანი 61; მაკლოჰლინი დ.ვოლესი (ობრაიენი 73) ჰიზლიფი - 2ლ: ჰიზლიფი ოლირი; 2გ: ოგარა; 5ჯ: ოგარა 4, პ.ვოლესი

იტა: მაკლეინი რობერთსონი (მაზი 58) კანალე გარსია სბ 33, მი.ბერგამასკო <10-9> გაუერი (ბოკინო 66-74) ტებალდი (პიკონე 66) / პერუჯინი (კასტროჯოვანი 73, გირალდინი კაპ (ონგარო 73, კასტროჯოვანი (აგერო 56; დელფავა (ბორტოლამი 50) ხელდენჰეისი; სოული მა.ბერგამასკო ძანი - ლ: რობერთსონი; 2ჯ: გაუერი მი.ბერგამასკო

რეფ პუატე (სფრ) დუბლინი, ქროუქ პარკი (77 686)

3:0(10) 10:0(16) 10:3(27) 13:3(28) 16:3(33სბ) 23:3(37) 23:8(39) /
23:11(45) 26:11(47) 29:11(68)

<<    ინგლისი 30:17 უელსი

ინგ: დ.არმითიჯი კვეიტო თეითი ფლადი (ჰიპქისი 78) მონიე <10-9> ვილქინსონი ქეა (პ.ჰოჯსონი 77) / პეინი ჰართლი (თომფსონი 60) ვილსონი (ქოული 60; შოუ (დიქონი 70) ბორსვიქი კაპ; ჰესქელი მუდი (ს.არმითიჯი 77) ისთერი - 3ლ: ჰესქელი (1 3) ქეა; 3გ 3ჯ: ვილქინსონი

უელ: ბერნი თ.ჯეიმზი (ჰაფ-პენი 65) ჰუქი რობერთსი შ.ვილიამსი <10-9> სთ.ჯოუნზი კუპერი (რისი 68) / პ.ჯეიმზი გ.ვილიამსი (ბენეთი 54) ად.ჯოუნზი; ჩარტერისი (ბ.დევისი 14-16 * 55) ავ.ჯოუნზი სბ 35; პაუელი (ჯ.თომასი 68) მ.ვილიამსი რ.ჯოუნზი კაპ - 2ლ: ად.ჯოუნზი ჰუქი; 2გ ჯ: სთ.ჯოუნზი

რეფ როლანი (ირლ) ლონდონი, თვიქნემი (81 406)

3:0(12) 3:3(28) 6:3(35სბ) 13:3(40+2) /
20:3(45) 20:10(50) 20:17(72) 27:17(76) 30:17(80)

<<    შოტლანდია 9:18 საფრანგეთი

შტლ: პატერსონი თ.ევანსი მ.ევანსი მორისონი შ.ლამონთი <10-9> გოდმენი (საუსველი 52) ქაზითერი კაპ / დიქინსონი (ლოუ 70) ფორდი (ს.ლოუსონი 66) ლოუ (ჯექობსენი 52; ჰაინსი (გრეი 67) ქელოქი; ბრაუნი ბარქლეი ბითი - 3ჯ: პატერსონი

სფრ: პუატრანო ფოლი ბასტარო (მარტი 72) ჟოზიონი რუჟრი (კლერკი 5) <10-9> ტრენ-დიუკი პარა (მიშალაკი 72) / დომინგო სერვა (შარჟევსკი 51) მა (დიუკალკონი 46; ნალე პაპე (პიერი 66; დიუზოტუარი კაპ (ბონერი 67) უდრაოგო არენორდოკი - 2ლ: ბასტარო; გ 2ჯ: პარა

რეფ ოუენსი (უელ) ედინბურგი, მარიფილდი (65 687)

3:0(11) 3:5(15) 3:8(28) 6:8(31) 6:15(35) /
6:18(44) 9:18(53)

<<    II რაუნდი

შაბ 13/02 უელსი - შოტლანდია 18.00, საფრანგეთი - ირლანდია 20.30
კვი 14/02 იტალია - ინგლისი 18.30 საქ

<<<     ექვსი ერი 2010

<<< >>>