ფიჯი წამოეწიათ

   შვიდკაცის მსოფლიო სერიის მესამე ეტაპზე შინ მოჩაუქე ზელანდიამ ნახევარფინალი წააგო ყმად-ნაფიც სამოასთან, ვისაც მერე ფიჯმა აჯობა და მოწინავე კივებს ცხრილში ოთხ ქულამდე წამოეწია.

ველინგთონის "ვესთპეკის" ტრიბუნებზე ჰონკონგურის დარი ყეენობა გაიმართა. ირბ-მა რეგიონელ არიფებად ტონგა, პაპუასეთი და ნიუე მიიწვია. პულურ სტადიაზე მცირე მოულოდნელობა ის მოხდა, რომ თასზე არგენტინის ნაცვლად კანადა გავიდა, შარშანდელი გამარჯვებული ინგლისი კი ნახევარ-ფინალში ფიჯთან დამარცხდა.

შვიდკაცის ჯადოქრებმა მანამდე შეიწირეს სერიის მოქმედი ჩემპიონი, აფრიკა, სამოამ კი ზელანდია მაის წყვილი ლელოთი ჩამოიტოვა. ფინალის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. მერე ფიჯი ვუთანგომ და კოლინისაუმ დააწინაურეს; ხოლო პესამინომ შეამცირა ჩამორჩენა და სამოას ბოლო შეტევა მეტოქემ მოიგერია.

ფიჯს ზელანდიაში წინა ჯერზე ოთხი წლის წინ ეპირველა. ავსტრალიამ აფრიკის ძლევით ზედიზედ მეორედ აიღო სანუგეშო სინი, ოთხი ქულის მომტანი ფიალა კი მესამე ეტაპზე მესამედვე ერგო მსოფლიო თასის მფლობელ უელსს.

>>>    ირბ-ის შვიდკაცის XI სეზონი

III ეტაპი. 5-6/02 ველინგთონი (ზელანდია)

<<    ბოლო პულური რაუნდი

(დ) სამოა 33:14 არგენტინა
(გ) ინგლისი 24:10 კენია
(ბ) ფიჯი 38:7 ავსტრალია
(ა) ზელანდია 19:7 აფრიკა

<<    მეოთხედფინალი

(ა1) ზელანდია 24:12 ავსტრალია (ბ2)
(დ1) სამოა 14:12 კენია (გ2)
(გ1) ინგლისი 31:0 კანადა (დ2)
(ბ1) ფიჯი 21:5 აფრიკა (ა2)

<<    ნახევარფინალი (ქულა)

(სინი) ავსტრალია 26:17 კენია (6)
. აფრიკა 29:5 კანადა (6)

(თასი) სამოა 24:14 ზელანდია (16)
. ფიჯი 28:19 ინგლისი (16)

<<    ფინალი

ფარი (XIII) შტატები 17:14 ტონგა
ფიალა (IX) უელსი (4) 7:5 საფრანგეთი
სინი (V) ავსტრალია (12) 26:22 აფრიკა (8)
თასი (I) ფიჯი (24) 19:14 სამოა (20)

ფიჯი: სერემაია მბუროტუ, პიო ტუვაი, ვატისონი ვოტუ, ემოსი ვუთანგო, ჯიუტა ლუტუმაილანგი, ოსეა კოლინისაუ, ჯოსევატა მბოლე * სეტეფანო თაკაუ, აპისაი ნაიამბო, ნიუმაია როკომბული, ვილიამ რაიდერი, ვაისალე მბეთი ^ მწ) ილიესა ტანივულა

<<    ქულა

64 ზელანდია (2თ: დუბაი ჯორჯი; 60 ფიჯი (თ: ველინგთონი; 46 სამოა; 44 ინგლისი; 30 ავსტრალია; 28 კენია; 24 აფრიკა; 22 არგენტინა; 12 უელსი; 6 კანადა

<<    გასამართია

13-14/02 ლას ვეგასი (აშშ; 19-21/03 ადელაიდა (ავს) 26-28/03 ჰონკონგი (ჩინ; 22-23/05 ლონდონი (ინგ) 29-30/05 ედინბურგი (შტლ)

<<    თასი

1999-2010 (87 ეტაპი: 37 ზელანდია - 16 ფიჯი, 13 ინგლისი, 11 აფრიკა - 4 ავსტრალია, 3 სამოა, 2 არგენტინა, 1 საფრანგეთი

<<< >>> 

www.000webhost.com