ჭერი ახდილი იყოსო

   "ექვსი ერის" მეორე რაუნდის მთავარი რკენა პარიზის მიდამოშია, კარდიფში კი სტუმრები ჭერქვეშ ბურთაობას უარობენ.

<<<     ექვსი ერი 2010

ირლანდია შარშანდელი ჩემპიონია, მაგრამ "სან დენზე" 2000 წლის აქეთ ვერ მოუგია. მაშინ ბრაიან ოდრისქოლმა სამი ლელო გაიტანა და "სამყურებმა" 27:25 იმარჯვეს. იმ რაზმიდან კელტებს, კაპიტან "ბოდის" გარდა, შემორჩნენ კიკერი რონან ოგარა, ვინც 95-ე კეპს მოიხვეჭს, და ბურჯი ჯონ ჰეისი, ხოლო ახლანდელთაგან შეიძლება დააკლდეთ მარბიელი სთივენ ფერისი.

ფრანგებმა შეცვალეს ორივე დაშავებული გარემარბი, სქოთთა ორგზის დამლელოებელ ზანგს, მატიო ბასტაროს კი ოდრისქოლის მეურვეობა ეამაყება. თავად შოტლანდიას 10 ნომრად აღუდგენია დენ პარკსი და ბურჯად იუენ მარი, ვინც სტარტზე იმად არ ირაგბა, რომ მატჩი საღმრთოდ განკუთვნილ კვირა დღეს იყო, 31 წლის უნივერსალი ბეკი კრის პატერსონი კი შეიქნება პირველი "ნარშავი, ვინც ნაკრებში მეასედ (!) ითამაშებს.

სქოთებს გამოაკლდათ დაშავებული მეორე ხაზელი ნეითან ჰაინსი. უელსმა ალუნ-ვინ ჯოუნზს აპატია სინბინი, რომლის დროსაც ინგლისმა 17 ქულა მოკრიფა. ტაფიებმა გარემარბად იხმეს ნორჩი ლი ჰაფ-პენი, რაკი ამას შორიდან დარტყმა ეხერხება, შოტლანდიის მოთხოვნა კი, "მილენიუმის" მოძრავი ჭერი მთელი კვირა ახდილი იყოსო, იმას აფიქრებინებს უელსს, რომ სტუმრები პინგ-პონგს გააჩაღებენ.

>>>    6 ერი. II რაუნდი

<<    უელსი - შოტლანდია

უელ: ბერნი ჰაფ-პენი ჰუქი რობერთსი შ.ვილიამსი <10-9> სთ.ჯოუნზი კუპერი / პ.ჯეიმზი გ.ვილიამსი ად.ჯოუნზი; ჯ.თომასი ავ.ჯოუნზი; პაუელი მ.ვილიამსი რ.ჯოუნზი კაპ * მრქ) შენკლინი ბიშოფი რისი / ბენეთი ჯენქინსი; ბ.დევისი ვორბერთონი

შტლ: პატერსონი თ.ევანსი შ.ლამონთი მორისონი რ.ლამონთი <10-9> პარკსი ქაზითერი კაპ / დიქინსონი ფორდი მარი; ჰემილთონი ქელოქი; ბრაუნი ბარქლეი ბითი * მრქ) მ.ევანსი გოდმენი ბლერი / ს.ლოუსონი ჯექობსენი; გრეი მაკდონალდი

რეფ ქლენზი (ირლ) შაბ 13/02 კარდიფი, მილენიუმი 18.00 საქ

<<    საფრანგეთი - ირლანდია

სფრ: პუატრანო კლერკი ბასტარო ჟოზიონი პალისონი <10-9> ტრენ-დიუკი პარა / დომინგო სერვა მა; ნალე პაპე; დიუზოტუარი კაპ, უდრაოგო არენორდოკი * მრქ) მალზიო მარტი მიშალაკი / შარჟევსკი მარკონე; პიერი ბონერი

ირლ: ქარნი ბოუ ოდრისქოლი კაპ, დარსი ერლსი <10-9> ოგარა ოლირი / ჰილი ფლენერი ჰეისი; ქალენი ოქონელი; ფერისი? დ.ვოლესი ჰიზლიფი * მრქ) თრიმბლი პ.ვოლესი (სექსთონი) რედენი / რ.ბესთი ქორთი; რაიანი მაკლოჰლინი (ობრაიენი)

რეფ ბარნსი (ინგ) შაბ 13/02 სან დენი, სტად დე ფრანსი 20.30

<<    იტალია - ინგლისი

იტა: პარასკევსღა იტყვიან!

ინგ: დ.არმითიჯი კვეიტო თეითი ფლუთი მონიე <10-9> ვილქინსონი ქეა / პეინი ჰართლი ქოული; შოუ ბორსვიქი კაპ; ჰესქელი მუდი ისთერი * მრქ) თავის დროზეო!

რეფ ბერდოზი (სფრ) კვი 14/02 რომი, ფლამინიო 18.30

<<    კიბე

ირლანდია 2 (29:11, ინგლისი 2 (30:17, საფრანგეთი 2 (18:9) -
შოტლანდია 0 (9:18, უელსი 0 (17:30, იტალია 0 (11:29)

<<<     ექვსი ერი 2010

<<< >>>