ჩემპიონი დაჯაბნეს

   "ექვსი ერის" მეორე რაუნდში უელსმა სასწაულად ძლია შოტლანდია; საფრანგეთმა დაჯაბნა შარშანდელი ჩემპიონი ირლანდია; ინგლისმა კი იტალიაში რის-ვაინაჩრობით იმარჯვა.

<<<     ექვსი ერი 2010

სქოთები დისციპლინირებული ხალხია და რაც ეხერხებათ, იმას გამართულ ოთხიანზე ასრულებენ, მაგრამ ბოლო ათ წუთში რომ აირივნენ, ვერაფერი მოუხერხეს ლაღსა და გიჟმაჟ უელსს, ვინც 17 ქულა მოკრიფა და უიმედოდ წაგებული თამაში მოიგო.

შესვენებამდე შოტლანდიამ ორი ლელო დადო: ჯერ მარბიელმა ჯონ ბარქლეიმ ახლოდან იფრინა ორი ბეკი, მერე კი დენ პარკსმა ლელოს შორი კუთხისკენ დაუგორა ბურთი მაკს ევანსს. ამისმა უმცროსმა ძმამ, თომმა მალე კისერი ისე იტკინა, რომ ოპერაცია დაჭირდა, მეასე კეპის მომხვეჭ კრის პატერსონს კი თირკმელი დაეჟეჟა.

მიამიტი სქოთები

მეორე ტაიმში დროის 80 პროცენტი უელსი უტევდა, მაგრამ პარკსმა მეორე არეკნიც რომ დაკრა, ბოლომდე ექვსი წუთით ადრე შოტლანდია მაინც ათით იგებდა. აქ ბურჯმა სქოთ ლოუსონმა ზედახორაში იურჯუკა და გაასინბინეს, მაგრამ ბეკებით შეტევაში უელსს ბლოკი გამოუვიდა და დაჯარიმდა.

სტუმრებმა ოვალი კიდეს ვერ უწიეს და გემრიელი ბურთაობა ლი ჰაფ-პენმა ლელოთი დააგვირგვინა. შემდეგ ეპიზოდში ფილ გოდმენმა მოცელა ჯეიმზ ჰუქი, ვინც ბურთი ლელოსკენ ფეხით გაიგდო. რეფმა დამნაშავე გააძევა, მაგრამ მასპინძლები ჯარიმას დააჯერა და ანგარიში გათანაბრდა.

ამ დავიდარაბაში ტელი-რეფს საათის გაჩერება დაუგვიანდა, რის გამოც შოტლანდიამ "დროის გაწითლების" შემდეგ შეასრულა ქიქოფი. მიამიტმა სქოთებმა ბურთი მოედანში დაარტყეს, უელსმა კი ციმციმ წუთ-ნახევრიანი ექსპრომტი დაახალა მეტოქეს, ვისაც ორი კაცი სინბინში ხომ ეჯდა და ხაზშიც ორი არა-სპეციალისტი ეყენა.

ვერ განეწყვნენ

ირლანდია თავიდან ეძალებოდა საფრანგეთს, მაგრამ მას შემდეგ წახდა, რაც მსაჯმა მიმყოლის (უბურთოდ) დაჭერისთვის ბურჯი ჰილი დაითხოვა. "ლე ბლემ" ზედიზედ ოთხი 5-მეტრა შერკინების შედეგად კარში გაიტანა პირველი ლელო, შემდეგი ორი კი, ლამის ნახევარი საათის შუალედით, ხვადაგ მატიო ბასტაროს რეიდებს მოყვა.

ინგლისი მთელი კვირა გაიძახოდა, იტალია რომში სერიოზული მეტოქეაო, მაგრამ სათამაშოდ მაინც ვერ განეწყო. ჯონი ვილქინსონმაც სამი ჯარიმა დაახაია - მათ შორის, კარის წინიდანაც. საწყისი სიმწვავე მალე ჩაცხრა, პირველი ტაიმი ჭიდილსა და პინგ-პონგში გაილია და ფრედ დასრულდა.

მეორეში უგო მონიეს გარღვევა მეთიუ თეითმა დააგვირგვინა. მირკო ბერგამასკოს წყვილი გოლით "აძურმა" ორამდე შეამცირა ჩამორჩენა, მაგრამ ლელოს გატანის შანსიც ეგრეც არ მისცემია, ხოლო ბოლოს ისევ "ვილქომ" დასცხო პრესტიჟის არეკნი.

>>>    6 ერი. II რაუნდი

<<    უელსი 31:24 შოტლანდია

უელ: ბერნი ჰაფ-პენი ჰუქი რობერთსი შ.ვილიამსი <10-9> სთ.ჯოუნზი კუპერი (რისი 41) / პ.ჯეიმზი (ჯენქინსი 50-59) გ.ვილიამსი (ბენეთი 49) ად.ჯოუნზი; ჯ.თომასი ავ.ჯოუნზი; პაუელი (ბ.დევისი 50) მ.ვილიამსი (ვორბერთონი 68) რ.ჯოუნზი კაპ^ - 3ლ: ბერნი ჰაფ-პენი შ.ვილიამსი; 2გ 4ჯ: სთ.ჯოუნზი

შტლ: პატერსონი (მ.ევანსი 30) თ.ევანსი (მ.ევანსი 15-26 * ბლერი 36) შ.ლამონთი მორისონი რ.ლამონთი (მაკდონალდი 80+) <10-9> პარკსი (გოდმენი 79 * სბ 80) ქაზითერი კაპ^ / დიქინსონი (ჯექობსენი 58) ფორდი (ს.ლოუსონი 57 * სბ 74) მარი; ჰემილთონი (გრეი 79) ქელოქი; ბრაუნი (მაკდონალდი 50-56) ბარქლეი ბითი - 2ლ: ბარქლეი მ.ევანსი; გ: პატერსონი; 2ჯ 2ა: პარკსი

რეფ ქლენზი (ირლ) კარდიფი, მილენიუმი (70 ათასი)

0:7(10) 3:7(16) 3:10(18ა) 3:15(22) 6:15(24) 6:18(26) 9:18(40+) /
9:21(42) 14:21(56) 14:24(66ა) სბ(74შ) 21:24(78) 24:24(80სბ) 31:24(80+3)

<<   საფრანგეთი 33:10 ირლანდია

სფრ: პუატრანო კლერკი (მარტი 48) ბასტარო ჟოზიონი (მიშალაკი 68) პალისონი (მალზიო 24) <10-9> ტრენ-დიუკი პარა / დომინგო სერვა (შარჟევსკი 50) მა (მარკონე 50-72; ნალე პაპე (პიერი 74; დიუზოტუარი კაპ^, უდრაოგო არენორდოკი (ბონერი 62) - 3ლ: სერვა ჟოზიონი პუატრანო; 3გ 2ჯ: პარა; 2ა: პარა მიშალაკი

ირლ: ქარნი (პ.ვოლესი 35) ბოუ ოდრისქოლი კაპ^ (პ.ვოლესი 19-20) დარსი ერლსი <10-9> ოგარა (სექსთონი 70) ოლირი (რედენი 70) / ჰილი სბ 18, ფლენერი (რ.ბესთი 61) ჰეისი (ქორთი 49; ქალენი (რაიანი 61) ოქონელი; ფერისი (ქორთი 20-28) დ.ვოლესი ჰიზლიფი - ლ: დ.ვოლესი; გ ჯ: ოგარა

რეფ ბარნსი (ინგ) სან დენი, სტად დე ფრანსი

3:0(18სბ) 10:0(28) 10:3(30) 17:3(33) /
24:3(60) 27:3(63ა) 27:10(65) 30:10(69) 33:10(79ა)

<<   იტალია 12:17 ინგლისი

იტა: მაკლეინი მაზი (რობერთსონი 56-61 * 71) კანალე გარსია მი.ბერგამასკო <10-9> გაუერი ტებალდი (კანავოზიო 54) / პერუჯინი (აგერო 54) გირალდინი კაპ^ (ონგარო 76) კასტროჯოვანი სბ 59; ხელდენჰეისი ბორტოლამი; სოული (პერუჯინი 61 შრკ * დარბიშირი 73) მა.ბერგამასკო ძანი - 4ჯ: მი.ბერგამასკო

ინგ: დ.არმითიჯი კვეიტო თეითი ფლუთი მონიე <10-9> ვილქინსონი ქეა (პ.ჰოჯსონი 76) / პეინი (მულენი 60) ჰართლი (თომფსონი 70) ქოული (ვილსონი 65; შოუ (დიქონი 65) ბორსვიქი კაპ^; ჰესქელი მუდი (ს.არმითიჯი 73) ისთერი - ლ: თეითი; 3ჯ ა: ვილქინსონი

რეფ ბერდოზი (სფრ) რომი, ფლამინიო (31 876)

0:3(9) 3:3(11) 6:3(34) 6:6(40+) /
6:11(46) 6:14(59სბ) 9:14(64) 12:14(72) 12:17(75ა)

<<   კიბე

საფრანგეთი 4 (51:19, ინგლისი 4 (47:29) -
ირლანდია 2 (39:44, უელსი 2 (48:54) -
შოტლანდია 0 (33:49, იტალია 0 (23:46)

<<   III რაუნდი

პარ 26/02  უელსი - საფრანგეთი 24.00
შაბ 27/02  იტალია - შოტლანდია 17.30, ინგლისი - ირლანდია 20.00
საქ

<<<     ექვსი ერი 2010

<<< >>>