საამაყოდ ექნებათ

   შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეოთხე ეტაპის ფინალში კი შეემთხვა მარცხი ლიდერ ზელანდიას, მაგრამ მდევარი ფიჯი რომ სინზე დაეშვა, კივები ლას ვეგასში გამარჯვებულ სამოას 14 ქულით უსწრებენ.

მსოფლიოს სამორინო დედაქალაქს იანკური ეტაპი სან დიეგოდან გადაეცა. რეგიონელ არიფებს წარმოადგენდნენ იაპონია, ჩილე და გაიანა, ვის მობურთალებსაც მთელი ცხოვრება საამაყოდ ექნებათ ის, რომ დიად საფრანგეთს გაუგორეს ფრე.

შინ, ველინგთონში ხელმოცარული ზელანდია წინ ოთხი ქულითღა იყო, მაგრამ მულღაზანზარი მეოთხედფინალში გააბითურა ავსტრალიამ და ბოლო ორ წელში პირველად შევიდა მოწინავე ოთხეულში. ბადის ამავე ნახევარში სამოა აგებდა ჯერ უელსთან და მერე ოზებთანაც, მაგრამ ფინალს ხომ უწია და იქ სეზონში მესამედაც ძლია კივეთი.

'მანუდან' ორი ლელო ტურნირის საუკეთესო (11) მელელოვის, პესამინოს ანგარიშზეა, შეჯიბრის უმარგესად კი სამოელივე ფორვარდი, ფაკოსილივა ცნეს. ნახევარფინალს უწია კენიამ, ვისაც ნევადაში 1,500 ქომაგი დაემგზავრა, სინი კი ერგო სერიის შარშანდელ ჩემპიონს, სამხრეთი აფრიკის 'ბლიც ბოკეს, ვინც ოთხ ეტაპზე ერთხელაც ვერ მოხვდა ოთხეულში.

>>>    ირბ-ის შვიდკაცის XI სეზონი

IV ეტაპი. 13-14/02 ლას ვეგასი (შტატები)

<<    ბოლო პულური რაუნდი

(ა) ზელანდია 12:7 ავსტრალია
(ბ) ფიჯი 12:5 აფრიკა
(გ) სამოა 19:7 კენია
(დ) ინგლისი 12:12 არგენტინა

<<    მოულოდნელობანი

(დ) არგენტინა 0:7 იაპონია
(ა) საფრანგეთი 12:12 გაიანა

<<    მეოთხედფინალი

(ა1) ზელანდია 12:5 აფრიკა (ბ2)
(დ1) ინგლისი 21:26*დდ კენია (გ2)
(გ1) სამოა 17:10 უელსი (დ2)
(ბ1) ფიჯი 7:28 ავსტრალია (ა2)

<<    ნახევარფინალი (ქულა)

(სინი) აფრიკა 27:14 ინგლისი (6)
. ფიჯი 32:0 უელსი (6)

(თასი) ზელანდია 21:7 კენია (16)
. სამოა 14:12 ავსტრალია (16)

<<    ფინალი

ფარი (XIII) შოტლანდია 17:7 იაპონია
ფიალა (IX) შტატები (4) 28:17 საფრანგეთი
სინი (V) აფრიკა (12) 12:7 ფიჯი (8)
თასი (I) სამოა (24) 33:12 ზელანდია (20)

სამოა: სიმაიკა მიკაელე, ალაფოტი ფაკოსილივა, აფა აიონო, უალე მაი, ლოლო ლუი, რეუპენა ლევასა, მიკაელე პესამინო * ოფისა ტრევირანუსი, პალე ტოელუპე, პოლ ჩან-ტუნგი, ტიმოტეო იოსუა, ფაუტუა ოტო ^ მწ) სთივენ ბეთემი

<<    ქულა

84 ზელანდია (2თ: დუბაი ჯორჯი; 70 სამოა (თ: ლას ვეგასი; 68 ფიჯი (თ: ველინგთონი; 50 ინგლისი; 46 ავსტრალია; 44 კენია; 36 აფრიკა; 22 არგენტინა; 18 უელსი; 6 კანადა; 4 შტატები

<<    გასამართია

19-21/03 ადელაიდა (ავს) * 26-28/03 ჰონკონგი (ჩინ)
22-23/05 ლონდონი (ინგ) * 29-30/05 ედინბურგი (შტლ)

<<    თასი

1999-2010 (88 ეტაპი: 37 ზელანდია - 16 ფიჯი, 13 ინგლისი, 11 აფრიკა - 4 ავსტრალია სამოა; 2 არგენტინა, 1 საფრანგეთი

<<< >>> 

www.000webhost.com