ადათი არად ჩააგდეს

   "ექვსი ერის" მესამე რაუნდში საფრანგეთმა ორი ჩაჭრით იმარჯვა უელსში; შოტლანდიამ იტალიაში ზედახორაში ორჯერ ვერ დაამიწა ბურთი და დამარცხდა, ირლანდიამ კი თვიქნემში ბეკებით სამი ლელო დადო და ბოლო შვიდ შეყრაზე მეექვსედ ძლია ინგლისი.

<<<     ექვსი ერი 2010

შარშანდლის დარად, უელსი და საფრანგეთი ისევ პარასკევ ღამით შეიბნენ. მატჩის დასაწყისში ჯეიმზ ჰუქს გრძელი პასი ჩაუჭრა ალეგზის პალისონმა, ტაიმის ბოლოს შეინ ვილიამსის ოფლოუდი ფრანსუა ტრენ-დიუკმა იხელთა და ტაფიები 0:20 ჩამორჩნენ.

წინა რაუნდში, შოტლანდიასთან, უელსმა მსგავს ვითარებაში სასწაული მოახდინა და მაინც მოიგო. საქმე ახლაც აქეთკენ მიდიოდა. შეინმა ნორჩი ლი ჰაფ-პენი დაგეზა და ამით ჩამორჩენა შვიდამდე შემცირდა, ჯემი რობერთსი კი ხაზის გაჭრის შემდეგ ბურთს ვეღარ შეელია.

ლი ბერნმა კიდეზე დამიზნებული ჯარიმა ორჯერ ალამს გადააცილა. შეინმა, ვინც 33 წლისა მოიყარა, ბოლო წუთზე მაინც გაიტანა ეშხიანი და თანაც 50-ე ლელო, მაგრამ ფრანსუა მიშალაკმა რაგბის ვაჟკაცური ადათი არად ჩააგდო და ბოლო კიკოფი აუტში განზრახ დაარტყა.

ვერ ჩაუთვალა

იტალიას "ექვს ერზე" ბოლოჯერ შოტლანლია ეძლია შარშანწინ და ახლაც მასთან გატეხა ნავსი. სქოთებმა მეორე ტაიმის დასაწყისსა და ბოლოში ჯგუფად გადააღწიეს კარის ხაზს იქეთ, მაგრამ უელსელმა ტელი-რეფმა, ნაიჯელ ვაითჰაუსმა ლელო ვერცერთხელ ვერ ჩაუთვალა.

მატჩის ერთადერი ლელო სათადარიგო 9 ნომერმა, პაბლო კანავოზიომ კარში გაიტანა გონსალო კანალეს რეიდის შემდეგ, დანარჩენი ქულები კი გუნდებს კიკერებმა მოუტანეს.

ირლანდიამ 10 ნომრად, ბებერ რონან ოგარას ნაცვლად, ჯეელი ჯონათან სექსთონი დააწინაურა, 36 წლის მარჯვენა ბურჯმა ჯონ ჰეისმა კი "სამყურათაგან" პირველმა მოიხვეჭა მეასე (!) კეპი. კელტებს ასი ბოჭვიდან ერთადერთი (!) გაუცუდდათ, ინგლისს კი ბურთი თუმც მეტოქეზე ხშირად ეპყრა, დიდი ვერაფერი იხეირა.

დამუღამებული ფანდი

თამაშის დასაწყისშივე პომებს თერნოვერი შეემთხვათ და სექსთონმა ფეხით რომ დაუგორა თომი ბოუს, ამან ლელოში უხინჯოდ დაამიწა. მერე ჯონი ვილქინსონმა ააცილა არეკნი და ჯარიმაც ძელს მოარტყა. მალე მაგრად გაწვიმდა და ირლანდიელმა მორკინალებმა იძალეს, მერე ლელო კი მასპინძელთა უწესობას მოყვა:

დენი ქეა თომას ოლირს რომ წაეკინკლავა, აფრიკელმა რეფმა ჯარიმა შეაბრუნა. დერეფანში პოლ ოქონელმა მოხსნა ბურთი და ბეკებით შეტევის შემდეგ ქის ერსლმა კუთხეში დაამიწა. ამის პასუხად ინგლისმა ჯგუფური ლელო შეიტანა და ანგარიში გააფრევა, ირლანდიელთა ყოჩი ბრაიან ოდრისქოლი კი უცაბედად დაეჯახა ოქონელს და საკაცით გასასვენებელი შეიქნა.

აქ "ვილკომ" მესამედაც ააცილა ჯარიმა, მაგრამ ხუთ წუთში არეკნი შეაგდო და ინგლისი პირველად დაწინაურდა. და მაინც, "ვარდებს" გამარჯვება არ ეწერათ: ირლანდიამ დერეფნიდან დამუღამებული ფანდი გამოიყენა და ბოუმ 10 ნომრის არხში გააბითურა დაცვა, ხოლო ბოლოს კელტებმა მასპინძლების შტურმიც მოიგერიეს.

>>>    6 ერი. III რაუნდი

<<   უელსი 20:26 საფრანგეთი

უელ: ბერნი ჰაფ-პენი ჰუქი რობერთსი შ.ვილიამსი <10-9> სთ.ჯოუნზი რისი / პ.ჯეიმზი ბენეთი ად.ჯოუნზი; ბრ.დევისი დლ.ჯოუნზი (ჩარტერისი 25; ჯ.თომასი მ.ვილიამსი რ.ჯოუნზი კაპ^ - 2ლ: ჰაფ-პენი შ.ვილიამსი; 2გ 2ჯ: სთ.ჯოუნზი

სფრ: პუატრანო (ონდრო 78) მალზიო ბასტარო (მარტი 70) ჟოზიონი პალისონი <10-9> ტრენ-დიუკი (მიშალაკი 64) პარა სბ 65 / დომინგო (პუ 55) სერვა (შარჟევსკი 52-69 * 74) მა; ნალე პიერი (შაბალი 66; დიუზოტუარი კაპ^ ბონერი არენორდოკი (ლაპონდრი 70) - 2ლ: პალისონი ტრენ-დიუკი; 2გ: პარა; 4ჯ: პარა (1 2 4) მიშალაკი (3)

რეფ კაპლანი (აფრ) კარდიფი, მილენიუმი
0:7(7) 0:10(20) 0:13(27) 0:20(40+) /
3:20(46) 6:20(50) 13:20(63) სბ(65ს) 13:23(72) 13:26(79) 20:26(80)

<<   იტალია 16:12 შოტლანდია

იტა: მაკლეინი მაზი კანალე გარსია (რობერთსონი 70) მი.ბერგამასკო <10-9> გაუერი ტებალდი (კანავოზიო 52) / პერუჯინი (აგერო 69) გირალდინი კაპ^ (ონგარო 73) კასტროჯოვანი; ხელდენჰეისი ბორტოლამი (დელფავა 69; სოული მა.ბერგამასკო ძანი - ლ: კანავოზიო; გ 3ჯ: მი.ბერგამასკო

შტლ: საუსველი დენიელი (დელუკა 64) მ.ევანსი მორისონი შ.ლამონთი <10-9> პარკსი ქაზითერი კაპ^ (ბლერი 55) / ჯექობსენი (მარი 72) ფორდი მარი (დიქინსონი 69; ჰემილთონი (ჰაინსი 69) ქელოქი; ბრაუნი ბარქლეი ბითი (სთროქოში 55) - 3ჯ ა: პარკსი

რეფ პირსონი (ინგ) რომი, ფლამინიო
3:0(10) 6:0(14) 6:3(21) 6:6(32) /
9:6(43) 9:9(50ა) 9:12(63) 16:12(68) ბოლო (80+4)

<<   ინგლისი 16:20 ირლანდია

ინგ: დ.არმითიჯი (ფოდენი 53) კვეიტო თეითი ფლუთი მონიე <10-9> ვილქინსონი ქეა (პ.ჰოჯსონი 73) / პეინი ჰართლი (მირსი 63) ქოული (ვილსონი 73; შოუ (დიქონი 7) ბორსვიქი კაპ^ ჰესქელი მუდი (ვორსლი 55) ისთერი - ლ: ქოული; გ 2ჯ ა: ვილქინსონი

ირლ: მერფი ბოუ ოდრისქოლი კაპ^ (თრიმბლი 64) დარსი ერლსი <10-9> სექსთონი (ოგარა 70) ოლირი / ჰილი რ.ბესთი ჰეისი (ბაქლი 63; ოკალაჰენი (ქალენი 70) ოქონელი; ფერისი დ.ვოლესი (ჯენინგსი 70) ჰიზლიფი - 3ლ: ბოუ (1 3) ერლსი; გ: ოგარა; ჯ: სექსთონი

რეფ ლორენსი (აფრ) ლონდონი, თვიქნემი
0:5(5) 3:5(16) 3:8(30) 6:8(37) /
6:13(57) 13:13(62) 16:13(71ა) 16:20(76)

<<   კიბე

საფრანგეთი 6 (77:39)
ინგლისი 4 (63:49, ირლანდია 4 (59:60)
უელსი 2 (68:80, იტალია 2 (39:58)
შოტლანდია 0 (45:65)

<<   IV რაუნდი

შაბ 13/03    ირლანდია - უელსი 18.30, შოტლანდია - ინგლისი 21.00

კვი 14/03    საფრანგეთი - იტალია 18.30

<<   ბოლო, V რაუნდი

შაბ 20/03    უელსი - იტალია 18.30, ირლანდია - შოტლანდია 21.00, საფრანგეთი - ინგლისი 23.45 საქ

<<<     ექვსი ერი 2010

<<< >>>