რეიტინგებზეც აისახა

   თებერვალში დაწყებულ წყვილ ტურნირს მორაგბე ევროპა მარტში დაასრულებს. საფრანგეთს თითქმის დაბევებული აქვს "ექვსი ერის" ჯილობა; საქართველო "ერთა თასს" ლიდერობს და ორივე მოწინავე ირბ-ის რეიტინგშიც უშუალო მეტოქეებზე მაღლა დგას.

"ლე ბლემ" გადამწყვეტი ომი შინ მოუგო ირლანდიას, რის შემდეგაც "სამყურებმა" ინგლისს გარეთ აჯობეს. ამის გამო გალებს ტულფები (კოზირები) ხელთ უპყრიათ, რაკი პროგრამას ორი საშინაო მატჩით ასრულებენ და "ვარდებს" ფინიშზე, ჩვენებურად ლამის შუა-ღამით ებურთავებიან.

"ბორჯღალოსნებს" უფრო რთული გამოცდა ელით. მართალია, მსოფლიო თასზე მესამედ ასპარეზობა 27 თებერვალს გავინაღდეთ, მაგრამ რუმინეთში ანთიმოზ ივერიელის თასი გვაქვს დასაცავი, ხოლო რუსეთთან, თრაბზონში, 2010 წლის ჩემპიონობაზე გვექნება დავა.

ფრანგთა და ქართველთა წარმატება მათ რეიტინგებზეც აისახა. გალებმა შოტლანდიასთან 73 წერტი მოკრიფეს, ირლანდიასთან 127, უელსთან 82, მეოთხე ადგილიდან ჩამოსვეს "სამყურები" და "სამი ერის" ბობოლათა კვალად მოეწყვნენ.

მე-16 საფეხურზე დავბრუნდით

ჩვენ გერმანიასა და ესპანეთს შინ იმდენით ვერ მოვუგეთ, რამდენითაც მათემატიკური პროგნოზით გვმართებდა, და ამიტომ არაფერი მოგვემატა, მაგრამ პორტუგალიაში კი ავიღეთ 59 წერტი, ხოლო რუსეთს რუმინეთთან შინ გაგორებული ფრე 60 წერტად დაუჯდა, რის გამოც კიბის მე-16 საფეხურზე დავბრუნდით.

დასასრულ, ორიოდე სიტყვა რეიტინგის მექანიზმის გამო. იგი კონსერვატორმა ირბ-მა 2003 წლის მსოფლიო თასის წინღა შემოიღო და ყოველ ორშაბათს, გრინვიჩულად შუადღეზე აახლებს.

გარეთ თამაშზე ფორა გერგება; ფრე ნახევარი მოგებაა; 15 ქულაზე მეტით გამარჯვება ორმაგი ხეირია; ძირეული პრინციპი ისაა, რომ მოგებულს რამდენიც ემატება, იმდენივე აკლდება წაგებულს, მაგრამ თუ ნავარაუდევზე ნაკლებით მოიგე, არა ზარალობ და ვერც ღირსეულად, პროგნოზირებულზე ნაკლებით წაგება შეგმატებს რამეს.

>>    ევროპა თებერვალში

6-7/02

+/-

ირლ 29:11

იტა

2
ინგ 30:17

უელ

62
შტლ 9:18

სფრ

73

საქ

77:3

გერ

0

რუს 14:10

პორ

0
რუმ X

ესპ

-

13-14/02

+/-

უელ 31:24

შტლ

36
სფრ 33:10

ირლ

127
იტა 12:17

ინგ

43

პორ

10:16

საქ

59

ესპ 20:38

რუს

78
რუმ 67:5

გერ

0

26-27/02

+/-

უელ 20:26

სფრ

82
იტა 16:12

შტლ

103
ინგ 16:20

ირლ

114

საქ

17:9

ესპ

0

რუს 21:21

რუმ

60
გერ 0:69

პორ

144

>>    ირბ რეიტინგი

1*1 ზელანდია 9168
2*2 აფრიკა 8860
3*3 ავსტრალია 8556
4*5 საფრანგეთი 8522
5*4 ირლანდია 8447
6*6 ინგლისი 8062
7*7 არგენტინა 8056
8*8 უელსი 7881
9*10 ფიჯი 7590
10*9 შოტლანდია 7448
11*11 იტალია 7320
12*12 სამოა 7208
13*13 იაპონია 7059
14*14 კანადა 6880
15*15 ტონგა 6811
16*18 საქართველო 6744
17*16 შტატები 6705
18*17 რუსეთი 6703
19*19 რუმინეთი 6522
20*20 ურუგვაი 6089
21*21 პორტუგალია 6057
22*23 ნამიბია 5898
23*22 ესპანეთი 5823
24*24 ჩილე 5795
25*25 კორეა 5790
26*27 უკრაინა 5547
27*28 ყაზახეთი 5512
28*29 ბრაზილია 5497
29*26 გერმანია 5428
30*30 ტუნისი 5412
     

1/03 * 1/02 

წერტი

>>    ქულა (* თამაშით ნაკლები)

6 სფრ, 4 ინგ ირლ,
2 უელ იტა, 0 შტლ
6 საქ, 5 რუს, 3 რუმ*
2 პორ, 0 ესპ* გერ

 >>    მარტის მენიუ (საქ დროით)

13/03 (* 14/03)

(რეფ)

ირლ 18.30

უელ

(აფრ)
შტლ 21.00

ინგ

(აფრ)
სფრ 18*30

იტა

(ირლ)

რუმ

16.00

საქ

(ირლ)

რუს 16.00

გერ

(სფრ)
ესპ 19.00

პორ

(იტა)

20/03

(რეფ)

უელ 18.30

იტა

(ინგ)
ირლ 21.00

შტლ

(აფრ)
სფრ 23.45

ინგ

(ზელ)

საქ

17.00

რუს

(სფრ)

გერ 17.30

ესპ

(იტა)
პორ 19.00

რუმ

(უელ)

<<< >>>