ფრე ულელოო ცოდვილობაში

   "ექვსი ერის" ბოლოსწინა, მეოთხე რაუნდში საფრანგეთმა გემოზე გააბურთავა იტალია და სლემის გასახერხებლად ინგლისის გასაღებაღა ჭირდება; ირლანდიამაც უპრობლემოდ ძლია უელსი და ბრიტანულ "სამ გვირგვინს" უმიზნებს, შოტლანდიისა და ინგლისის ულელოო ცოდვილობა კი ფრედ დასრულდა და "კალკუტის თასი" რაგბის სამშობლოს დარჩა.

საფრანგეთი ჩემპიონი ბოლოჯერ 2007 წელს იყო, სლემი კი 2004 წელს შეასრულა. იტალიამ გულიანად ითამაშა, მაგრამ "ლე ბლეს" კლასს მეტი ვერაფერი დაუპირისპირა. ბოლო მეოთხედში ანგარიში 46:6 რომ გახდა, გალები მოეშვნენ და "აძურმა" ორი პრესტიჟის ლელო გაიტანა, ხოლო სხვაფრივ შერკინებაშიც ვერ დაუდგა ლიდერს.

9 ნომერმა მორგან პარამ ცხრა ცდით შვიდი გოლი შეაგდო და ბოლოს ათზეც წაითამაშა. მანვე გამოაცხო პირველი ლელო - ხაზი გაჭრა და ემანოლ არენორდოკი კარში შეაბრძანა. "ლე ბლემ" ხვადაგ მატიო ბასტაროს ნაცვლად შუამარბად დაიყენა დავიდ მარტი, ამან კი ორი ლელო გაიტანა მას შემდეგ, რაც გონსალო გარსიამ მარკ ონდრო უბურთოდ დაიჭირა და სინბინში დაჯდა.

სემინარი ჩაუტარა

მესამე ლელო მატჩის მშვენება იყო: კლემონ პუატრანოს იერიში არენორდოკმა გააგრძელა და მარტი დაგეზა. მერე დავიდმა პარას გადაკიდებულიც იხელთა, მაგრამ რეფმა ოფსაიდი დაუდგინა და დააჯარიმა. გოლები პანტა-პუნტით და ლამის რიგ-რიგობით გადიოდა მარიფილდში, მაგრამ სალელოე მომენტი ეგრეც რომ არ შექმნილა, უძველეს, რიგით 127-ე წლიურ ჯახში მე-18 ფრე აღინუსხა.

ინგლისმა ამით პირველობის შანსი დაკარგა, შოტლანდიამ კი პირველი ქულა მოინაგრა. პირველ ტაიმში შერკინება ხუთი (!) წუთი რომ იქცეოდა, აფრიკელმა რეფმა მოედანზე სემინარი გამართა. მეტოქის ბოჭვისას ნოკდაუნი შეემთხვა ჯონი ვილქინსონს, მაგრამ მონაგარის 526 ქულამდე აყვანა კი მოასწრო და ირლანდიელ რონან ოგარას "ხუთი/ექვსი ერის" სამარადჟამო ცხრილში გაუსწრო.

მეასე ირლანდიური

თავებით შეეჯახნენ ერთურთს ქელი ბრაუნი და უგო მონიე და შესაცვლელი შეიქნენ. ანგარიში ბოლოჯერ მაშინ გათანაბრდა, დენ პარკსმა ჯარიმა მეორედაც რომ მოარტყა ძელს, მაგრამ რიკოშეტი სქოთებმა იხელთეს და ძალური სოლოებით ჯარიმა კიდევ დაიმსახურეს. თამაშის ბოლოს თობი ფლადმა შორიდან ვერ უწია კარს, ბოლო შეტევაში კი არეკნის დასარტყმელადაც გაემზადა, მაგრამ დაუფარეს.

"ღმერთკაცმა" და სამგზის "ლომმა, ბრაიან ოდრისქოლმა მეასე (!) ირლანდიური კეპი მოიხვეჭა. პოლ ოქონელმა უელსს დერეფანში დაუძვირა ბურთი. ლი ბერნმა ტუტუცურად რომ დაარღვია წესი და სინბინში გაუშვეს, "სამყურათა" ბეკებმა უმალ ორი ლელო გაიტანეს. მერე იყო და მეორე ტაიმის დასაწყისში, 6:16-ზე, უელსმა ჯარიმა კარში არ დაარტყა და შერკინებით ზედიზედ ეძალეობდა მასპინძლებს, მაგრამ ვერ კი აჯობა და წახდა.

>>>    6 ერი. IV რაუნდი

<<   ირლანდია 27:12 უელსი

ირლ: მერფი ბოუ ოდრისქოლი კაპ^ დარსი (ქარნი 24) ერლსი (ოგარა 78) <10-9> სექსთონი ოლირი (რედენი 79) / ჰილი რ.ბესთი (ქრონინი 80) ჰეისი (ბაქლი 74; ოკალაჰენი ოქონელი (ქალენი 80; ფერისი (ჯენინგსი 79) დ.ვოლესი ჰიზლიფი - 3ლ: ერლსი (1 3) ოლირი; 3ჯ ა: სექსთონი

უელ: ბერნი სბ 25 (ბიშოფი 65) ჰაფ-პენი ჰუქი რობერთსი შ.ვილიამსი <10-9> სთ.ჯოუნზი რ.რისი (პილი 62) / პ.ჯეიმზი (გილი 78) მ.რისი (ბენეთი 57) ად.ჯოუნზი; ბ.დევისი (გოფი 59) ჩარტერისი; ჯ.თომასი მ.ვილიამსი კაპ^ (ვორბერთონი 67) დელვი - 4ჯ: სთ.ჯოუნზი

რეფ იუბერი (აფრ) დუბლინი, ქროუქ პარკი (81 340)

0:3(10) 3:3(17) 6:3(22) სბ(25უ) 11:3(28) 16:3(32) 16:6(39) /
19:6(51) 19:9(55) 24:9(61) 24:12(64) 27:12(77ა)

<<   შოტლანდია 15:15 ინგლისი

შტლ: საუსველი (დენიელი 70) შ.ლამონთი დელუკა მორისონი მ.ევანსი <10-9> პარკსი (გოდმენი 72) ქაზითერი კაპ^ (რ.ლოუსონი 61) / ჯექობსენი (ქროსი 72) ფორდი (ს.ლოუსონი 66) მარი; ჰემილთონი (ჰაინსი 52) ქელოქი; ბრაუნი (მაკდონალდი 56) ბარქლეი ბითი - 4ჯ ა: პარკსი

ინგ: დ.არმითიჯი (ფოდენი 52) კვეიტო თეითი ფლუთი მონიე (იანგსი 56) <10-9> ვილქინსონი (ფლადი 45) ქეა / პეინი ჰართლი (თომფსონი 62) ქოული (ვილსონი 78; დიქონი (ლოზი 74) ბორსვიქი კაპ^; ჰესქელი (მუდი 62) ვორსლი ისთერი - 5ჯ: ვილქინსონი 3, ფლადი 2

რეფ იონკერი (აფრ) ედინბურგი, მარიფილდი (67 144)

3:0(7) 3:3(15) 6:3(19) 6:6(31) 9:6(40ა) /
9:9(42) 9:12(50) 12:12(51) 12:15(65) 15:15(69)

<<   საფრანგეთი 46:20 იტალია

სფრ: პუატრანო (მალზიო 65) ონდრო მარტი ჟოზიონი (ბასტარო 71) პალისონი <10-9> ტრენ-დიუკი (იაშვილი 59) პარა / დომინგო (მა 71) სერვა (შარჟევსკი 41) მა (პუ 41; ნალე (შაბალი 49) პიერი; დიუზოტუარი კაპ^ (ლაპონდრი 59) ბონერი არენორდოკი - 6ლ: არენორდოკი მარტი (2 3) ონდრო ჟოზიონი ლაპონდრი; 5გ 2ჯ: პარა

იტა: მაკლეინი მაზი კანალე გარსია სბ 16 (რობერთსონი 8-11 * 62) მი.ბერგამასკო <10-9> გაუერი (ბოკინო 77) ტებალდი (კანავოზიო 31) / პერუჯინი გირალდინი კაპ^ (ონგარო 67) კასტროჯოვანი (აგერო 67; ხელდენჰეისი ბორტოლამი (დელფავა 56; სოული (დარბიშირი 64) მა.მერგამასკო ძანი - 2ლ: დელფავა კანავოზიო; 2გ 2ჯ: მი.ბერგამასკო

რეფ ლუისი (ირლ) სან დენი, სტად დე ფრანსი (78 712)

7:0(6) 10:0(11) სბ(16ი) 17:0(19) 22:0(26) 22:3(36) /
25:3(42) 25:6(45) 32:6(52) 39:6(58) 46:6(66) 46:13(70) 46:20(74)

4 რაუნდი

მ-წ*

გატ:გაშ

საფრანგეთი 8 4-0 123:59
ირლანდია 6 3-1 86:72
ინგლისი 5 2-1*1 78:64
უელსი 2 1-3 80:107
იტალია 2 1-3 59:104
შოტლანდია 1 0-3*1 60:80

<<   ბოლო, V რაუნდი

შაბ 20/03    უელსი - იტალია 18.30, ირლანდია - შოტლანდია 21.00, საფრანგეთი - ინგლისი 23.45 საქ

<<< >>>