სლემი პრაგმატიზმის წილ

   "ექვსი ერის" ბოლო რაუნდში, რომლის სამივე თამაშიც თრაბზონურ შაბათს, ორ-ნახევარი საათის შუალედებით დაიწყო, უელსმა იტალიასთან მეორე ტაიმშიღა გაილაღა; შოტლანდიამ "ქროუქ პარკთან" დამშვიდობება ჩაამწარა ირლანდიას და თავად ბოლო ადგილს დააღწია თავი; ტიტულ-დაბევებულ საფრანგეთს კი გემოზე ერაგბა ინგლისი და წვიმაში რომ ვერ აჯობა, "ლე ბლემ" სლემიც გაახერხა.

უელსს ფინიშზე დაუბრუნდნენ რაიან ჯოუნზი, გეთინ ჯენქინსი და მაიკ ფილიპსი, 18 წლისა და 25 დღის თომ პრაიდი კი უმრწემესი ექვს-ერელი შეიქნა. იტალია ლამის მთელი პირველი ტაიმი თავს იცავდა და სთივენ ჯოუნზმა ოთხი ჯარიმა შეუგდო, შესვენების შემდეგ კი მგეზავმა სამიდან ორი ლელო პირადად შეამზადა და სამიდანვე ორი, ოღონდაც სხვა, ჯეიმზ ჰუქმა დადო.

ირლანდიამ რომ ხელახლა აიშენა "ლენზდაუნ როუდი, ეროვნული სპორტების ტაძარ "ქროქერზე" ბოლოჯერ ირაგბა. "სამყურებმა" ბლიცი შესთავაზეს სქოთებს, მაგრამ შვიდი დერეფანი წააგეს და ბურთიც ხელიდან უვარდებოდათ. ვერც ჯეელმა ჯონათან სექსთონმა ურტყა კარში ზუსტად, ამისი ვიზავი, დენ პარკსი კი უდაოდ საუკეთესო იყო: თამაში ხომ პრაგმატულად წარმართა და ორივე ტაიმის ბოლოსაც გაიტანა თითო გადამწყვეტი გოლი.

75 ათასი პრემიად

მოგებულმა ერთი ლელო დადო, წაგებულმა კი ორი. მასპინძელთა პირველზე სექსთონი წაეპასავა გორდონ დარსს და ფინტით დაგეზა ბრაიან ოდრისქოლი, ამის პასუხად კი სქოთებმა ფრთაზე პირდაპირ გაუტიეს და ოფლოუდები შეიძლეს. პარკსმა წამატებულ დროში არეკნიც დაკრა, ბოლოს კი რონან ოგარას მოუგო სოც-შეჯიბრი: აფრიკელი ჯონათან კაპლანის მიერ ნაბოძები ჯარიმა კიდიდან გაიტანა.

ფრანგები თუ სლემს გაახერხებდნენ, ხუთივე გამარჯვების ათი შემოქმედი პრემიად სათითაოდ შეირგებდა 75 700 ევროს, დანარჩენ ოცს კი არჩივი ნამუშევრის მიხედვით, პროპორციულად ერგებოდა. "ლე ბლემ" ითამაშა უაღრესად ანგარიშიანად - ინგლისი დაჯაბნა ფორვარდებით, დაცვითა და ფეხოსნობით, ხოლო კივი რეფი, "ლომთა" აფრიკული ტურნესი არ იყოს, ახლაც შეუჩნდა ბრიტთა მარჯვენა ბურჯს და უმოწყალოდ აჯარიმა.

იჩქარა და შეიგორა

ფრანგებმა ამ საუკუნეში მესამე, სულ კი მეცხრე სლემი მიითვალეს. ემანოლ არენორდოკის მიძალების შემდეგ ანგარიში არეკნით გახსნა ფრანსუა ტრენ-დიუკმა. ამის პასუხად "ვარდების" ბეკებმა მარცხნივ ჩაათამაშეს ოვალი და ახალბედა კრის ეშთონმა ახალბედავე ბენ ფოდენი ახეირა, მაგრამ მალე გაწვიმდა და ლელო მეტად აღარც დადებულა.

მორგან პარამ ერთი ჯარიმა ბოჭვაზე შემტევის შეფერხებისთვის დაკრა, ორი კი შერკინების მითიურ წესთა დარღვევისთვის. შესვენებაზე ინგლისმა შეცვალა ნაჯობნი ბურჯი და მეორე ტაიმში ბლომად უტია. სხვებზე კარგი შანსი მიეცა ეშთონს, მაგრამ ფრთაზე გაჭრილმა იჩქარა და ბურთი შეიგორა, ბოლო ჯარიმა კი შუა ხაზიდან და თანაც კიდიდან შეაგდო ჯონი ვილქინსონმა, ვინც კარიერაში ოდენ მესამედ დაესვათ მარქაფაში.

>>>    6 ერი. V რაუნდი

<<   უელსი 33:10 იტალია

უელ: ბერნი პრაიდი ჰუქი რობერთსი (შენკლინი 64) შ.ვილიამსი <10-9> სთ.ჯოუნზი (ბიშოფი 70) ფილიპსი (პილი 70) / ჯენქინსი მ.რისი (ბენეთი 64) ად.ჯოუნზი (პ.ჯეიმზი 3-10 * 64) ბ.დევისი (გოფი 15) ჩარტერისი; ჯ.თომასი ვორბერთონი რ.ჯოუნზი კაპ^ (დელვი 67) - 3ლ: ჰუქი (1 2) ვილიამსი; 3გ 4ჯ: სთ.ჯოუნზი

იტა: მაკლეინი რობერთსონი კანალე (პრატიკეტი 4) გარსია მა.ბერგამასკო <10-9> გაუერი კანავოზიო (ტებალდი 25, ბოკინო 64) / პერუჯინი (აგერო 55) გირალდინი კაპ^ (ონგარო 66) კასტროჯოვანი; ხელდენჰეისი ბორტოლამი (ბერნაბო 73) სოული (ვოსავაი 55) მა.ბერგამასკო სბ 56, ძანი - ლ: მაკლეინი; გ ჯ: მი.ბერგამასკო

რეფ ბარნსი (ინგ) კარდიფი, მილენიუმი (70 ათასი)

3:0(9) 6:0(22) 9:0(32) 12:0(35) /
19:0(52) სბ(56ი) 26:0(58) 26:3(65) 33:3(69) 33:10(76)

<<   ირლანდია 20:23 შოტლანდია

ირლ: მერფი (ქარნი 27) ბოუ ოდრისქოლი კაპ^ დარსი ერლსი <10-9> სექსთონი (ოგარა 53) ოლირი / ჰილი რ.ბესთი ჰეისი (ბაქლი 80) ოკალაჰენი ოქონელი; ფერისი დ.ვოლესი ჰიზლიფი - 2ლ: ოდრისქოლი ბოუ; 2გ: სექსთონი ოგარა; 2ჯ: სექსთონი ოგარა

შტლ: საუსველი შ.ლამონთი (დენიელი 75) დელუკა მორისონი მ.ევანსი <10-9> პარკსი ქაზითერი კაპ^ (ბლერი 53) / ჯექობსენი (დიქინსონი 66) ფორდი (ლოუსონი 72) მარი; ჰემილთონი (გრეი 53) ქელოქი; ბრაუნი (მაკდონალდი 27-34 * 51-63) ბარქლეი ბითი - ლ: ბითი; 5ჯ ა: პარკსი

რეფ კაპლანი (აფრ) დუბლინი, ქროუქ პარკი (80 313)

0:3(6) 7:3(12) 7:8(16) 7:11(38) 7:14(40+ა) /
7:17(47) 10:17(52) 17:17(65) 17:20(74) 20:20(76) 20:23(79)

<<   საფრანგეთი 12:10 ინგლისი

სფრ: პუატრანო ონდრო (მალზიო 74) ბასტარო (მარტი 51) ჟოზიონი პალისონი <10-9> ტრენ-დიუკი პარა / დომინგო (პუ 55) სერვა (შარჟევსკი 53) მა; ნალე პიერი (შაბალი 59) დიუზოტუარი კაპ^ ბონერი არენორდოკი (ლაპონდრი 61) - 3ჯ: პარა; ა: ტრენ-დიუკი

ინგ: ფოდენი კვეიტო თინდოლი (თეითი 53) ფლუთი (ვილქინსონი 62) ეშთონი <10-9> ფლადი ქეა / პეინი (ქოული 65) ჰართლი (თომფსონი 41) ქოული (ვილსონი 41) შოუ (პამერი 15) დიქონი; ვორსლი (ჰესქელი 64) მუდი კაპ^ ისთერი - ლ: ფოდენი; გ: ფლადი; ჯ: ვილქინსონი

რეფ ბ.ლორენსი (ზელ) სანდენი, სტად დე ფრანსი (80 ათასი)

3:0(4ა) 3:7(6) 6:7(19) 9:7(25) 12:7(35) / 12:10(68)

6 ერი`2010

მ-წ*

გატ:გაშ

საფრანგეთი 10 5-0 135:69
ირლანდია 6 3-2 106:95
ინგლისი 5 2-2*1 88:76
უელსი 4 2-3 113:117
შოტლანდია 3 1-3*1 83:100
იტალია 2 1-4 69:137

<<   ამ საუკუნის სლემები

საფრანგეთი   2002 2004 2010
ინგლისი   2003
უელსი   2005 2008
ირლანდია   2009

>>>    ირბ-ის რეიტინგი

22/03) 1 ზელანდია 9168, 2 აფრიკა 8860, 3 ავსტრალია 8556, 4 საფრანგეთი 8543, 5 ირლანდია 8261, 6 არგენტინა 8056, 7 ინგლისი 8010, 8 უელსი 7891, 9 შოტლანდია 7679, 10 ფიჯი 7590, 11 იტალია 7297, 12 სამოა 7208

13 იაპონია 7059, 14 კანადა 6880, 15 ტონგა 6811, 16 საქართველო 6809; 17 შტატები რუმინეთი 6705; 19 რუსეთი 6545, 20 პორტუგალია 6127, 21 ურუგვაი 6089, 22 ნამიბია 5898, 23 ჩილე 5795, 24 კორეა 5790, 25 ესპანეთი 5770, 26 უკრაინა 5547, 27 ყაზახეთი 5512

<<   პლუს-მინუსი

ბოლო ორი კვირისა

შტლ 31 ინგ (15:15 შ, ირლ 14 უელ (27:12 შ, სფრ 0 იტა (46:20 შ)
პორ 160 ესპ (33:15 გ,
რუმ 92 საქ (22:10 შ, რუს 0 გერ (48:11 შ)

შტლ 200 ირლ, უელ 23 იტა, სფრ 21 ინგ
საქ 158 რუს (36:8 ნ, ესპ 107 გერ (21:17 გ, რუმ 91 პორ (20:9 გ)

<<< >>>