ოზურ ოვალზეც სამოამ

   შვიდკაცის მსოფლიო სერიაში სამოამ პირველად რომ მოიგო ზედიზედ ორი ეტაპი, ჰონკონგის 24-გუნდა ტურნირის წინ ორ ქულამდე წამოეწია ლიდერ ზელანდიას, ვინც უკვე ოთხჯერ უძლევია.

მეხუთე ეტაპი არა-რაგბულ სამხრეთ ავსტრალიაში, ადელაიდის (კრიკეტის) ოვალზე იყო და თუმც 16 გუნდი მონაწილეობდა, სამ დღედ დაიგეგმა. რეგიონის არიფებს წარმოადგენდნენ პაპუასეთი, ნიუე, ტონგა და იაპონია, მაგრამ ორგანიზატორები ყველგან რომ გავირეშმაკდნენ, პირველი ორი ჰონკონგში აღარც მიიწვიეს.

შოუს ბარემ ათი ათასი მოსეირე ესწრებოდა. ინგლისი პულში ორჯერ რომ დამარცხდა, ფიალასღა დაჯერდა. მეოთხედფინალში წააგო პულთა ოთხი ჯილიდან სამმა. სამოამ ნაბატონარ ზელანდიას ბოლო შეტევით გაუფრევა თამაში და ოქროს ლელოთი მოუგო, შტატებმა კი ინგლისს უელსიც მიაყოლა და ბოლოს ფინალსაც უწია.

იანკი "არწივები" ამ სიმაღლეზე პირველად აფრინდნენ, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს "მანუს" ფორვარდთა ჩაუქ სამეულთან (მიკაელე ტრევირანუსი ფაკოსილივა) წინა, ლას ვეგასის ეტაპის დარად, ბეკმა პესამინომ კვლავ 11 გაიტანა და 39 ლელოთი სერიასაც ლიდერობს, ხოლო ავსტრალია კიდევ რომ მოხვდა ოთხეულში, ცხრილში ფიჯსა და ინგლისს გადაახტა.

>>>    ირბ-ის შვიდკაცის XI სეზონი

V ეტაპი. 19-21/03 ადელაიდა (ავსტრალია)

<<    ბოლო პულური რაუნდი

(ა) ზელანდია 47:7 არგენტინა
(ბ) სამოა 12:12 აფრიკა
(გ) ფიჯი 21:7 კენია
(დ) ინგლისი 12:17 ავსტრალია

<<    მოულოდნელობანი

(გ) ფიჯი 12:17 უელსი
(დ) ინგლისი 21:24 შტატები

<<    მეოთხედფინალი

(ა1) ზელანდია 19:24*დდ სამოა (ბ2)
(დ1) ავსტრალია 26:22 ფიჯი (გ2)
(გ1) უელსი 10:12 შტატები (დ2)
(ბ1) აფრიკა 14:17 არგენტინა (ა2)

<<    ნახევარფინალი (ქულა)

(სინი) ზელანდია 24:21 ფიჯი (6)
. აფრიკა 29:0 უელსი (6)

(თასი) სამოა 26:12 ავსტრალია (16)
. შტატები 28:12 არგენტინა (16)

<<    ფინალი

ფარი (XIII) იაპონია 22:19 ტონგა
ფიალა (IX) ინგლისი (4) 33:12 კენია
სინი (V) ზელანდია (12) 21:14 აფრიკა (8)
თასი (I) სამოა (24) 38:10 შტატები (20)

სამოა: ოფისა ტრევირანუსი, სიმაიკა მიკაელე, ალაფოტი ფაკოსილივა, უალე მაი, ლოლო ლუი, მიკაელე პესამინო, ფაუტუა ოტო * პალე ტოელუპე, პოლ ჩან-ტუნგი, ტიმოტეო იოსუა, აფა აიონო, რეუპენა ლევასა ^ მწ) სთივენ ბეთემი

<<    ქულა

96 ზელანდია (2თ: დუბაი ჯორჯი; 94 სამოა (2თ: ლას-ვეგასი ადელაიდა; 74 ფიჯი (თ: ველინგთონი; 62 ავსტრალია; 54 ინგლისი; 44 კენია აფრიკა; 38 არგენტინა; 24 შტატები უელსი; 6 კანადა

<<    გასამართია

26-28/03 ჰონკონგი (ჩინ; 22-23/05 ლონდონი (ინგ, 29-30/05 ედინბურგი (შტლ)

<<    თასი

1999-2010 (89 ეტაპი: 37 ზელანდია - 16 ფიჯი, 13 ინგლისი, 11 აფრიკა - 5 სამოა, 4 ავსტრალია, 2 არგენტინა, 1 საფრანგეთი

<<< >>> 

www.000webhost.com