ნაბატონარს გადაუსწრეს

   წლეულს თავდაყირა დადგა შვიდკაცის სამყარო: ციცქნა, მაგრამ დიდ-გულა სამოამ ზედიზედ მესამე ტურნირიც რომ მოიგო და მსოფლიო სერიაში თვით ზელანდიას გადაუსწრო, ჰონკონგში ჩასული ოლიმპიზმის მახვში, თავადვე ძველი მორაგბე, ჟაკ როგი იფიქრებდა, სწორად მოვქცეულვარ, სახალისო ბურთაობა რიოს 2016 წლის თამაშების პროგრამაში რომ ჩამირთვევინებიაო.

ჰონგკონგი შვიდკაცის მექაა და მაქაურ ჩაუქ შოუს ყოველთვის თან ახლავს ლხინი და ყეენობა. ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის ეტაპი გაქანებითაც ჯობს სერიის სხვა ტურნირებს: თექვსმეტის ნაცვლად 24-გუნდაა! ერთი კია, წლეულს პრიზთა მენიუს ფარიც რომ დაემატა, სინსა და ფიალას მეტი ფასი დაედო და ქულათა ნიხრიც გადასხვაფერდა.

დღე-ნახევრიანი პულური სტადიის 36 მატჩი ისე გაილია, რომ სენსაცია ერთადერთი მოხდა - მასპინძლებმა ძლიეს უელსი. გემრიელი გამოვიდა თასის პლეი-ოფი: ზელანდიელმა კურტ ბეიქერმა ოთხჯერ დაალელოვა ლიანგის კერპი ფიჯი, სამოამ კი პესამინოს წყვილი ლელოთიღა გაუსწრო ბოლოსკენ ინგლისს.

თასის ფინალში ბეიქერმა 14:0 დააწინაურა კივები, მაგრამ მიკაელემ ჩამორჩენა შესვენებამდევე დაიყვანა ორამდე. მერე გაასინბინეს ბეიქერი, რითაც "მანუმ" უმალ იხეირა. ჰოდა, პესამინომ მორიგი დუბლი რომ შეასრულა, სამოამ ზედიზედ მეხუთედაც (!) ძლია ნაბატონარი და სერიის კიბეზე სამი ქულით გაუსწრო.

>>>    ირბ-ის შვიდკაცის XI სეზონი

VI ეტაპი. 26-28/03 ჰონკონგი (ჩინეთი)

<<    ბოლო პულური რაუნდი

(ა) სამოა 21:14 არგენტინა
(ბ) ზელანდია 22:5 შოტლანდია
(გ) ფიჯი 38:12 შტატები
(დ) ავსტრალია 36:12 კანადა
(ე) ინგლისი 26:5 უელსი
(ვ) აფრიკა 21:7 კენია

<<    მოულოდნელობანი

(ე) უელსი 19:21 ჰონკონგი

<<    თასის მეოთხედფინალი

სამოა (ა1) 24:7 შტატები (გ2)
ინგლისი (ე1) 26:19 ავსტრალია (დ1)
ფიჯი (გ1) 14:12 აფრიკა (ვ1)
ზელანდია (ბ1) 21:12 კენია (ვ2)

<<    ნახევარფინალი

$ სინი

აფრიკა 19:12 კენია (8ქ)
ავსტრალია 21:12 შტატები (8ქ)

$ თასი

სამოა 28:24 ინგლისი (20ქ)
ზელანდია 33:28 ფიჯი (20ქ)

<<    ფინალი

ფარი (XVII) ჰონკონგი (ე4) 19:17 რუსეთი (ა4)
ფიალა (IX) კანადა (დ2*5ქ) 35:19 უელსი (ე3)
სინი (V) ავსტრალია (16ქ) 12:5 აფრიკა (10ქ)
თასი (I) სამოა (30ქ) 24:21 ზელანდია (25ქ)

სამოა: 1 ოფისა ტრევირანუსი, 2 სიმაიკა მიკაელე, 3 ალაფოტი ფაკოსილივა, 6 უალე მაი, 7 ლოლო ლუი, 10 მიკაელე პესამინო, 12 ფაუტუა ოტო * 4 აპელუ ფაკაიუნგა, 5 პალე ტოელუპე, 8 პოლ ჩან-ტუნგი, 9 ალატასი ტუპოუ, 11 ტიმოტეო იოსუა ^ მწ) სთივენ ბეთემი

<<    ქულა

124 სამოა (3თ: ლას-ვეგასი ადელაიდა ჰონკონგი; 121 ზელანდია (2თ: დუბაი ჯორჯი; 94 ფიჯი (თ: ველინგთონი; 78 ავსტრალია; 74 ინგლისი; 54 აფრიკა; 52 კენია; 38 არგენტინა; 32 შტატები; 24 უელსი; 11 კანადა

<<    გასამართია

22-23/05 ლონდონი (ინგ, 29-30/05 ედინბურგი (შტლ)

<<    თასი

1999-2010 (90 ეტაპი: 37 ზელანდია - 16 ფიჯი, 13 ინგლისი, 11 აფრიკა - 6 სამოა, 4 ავსტრალია, 2 არგენტინა, 1 საფრანგეთი

<<< >>> 

www.000webhost.com