ორგზის საფრანგეთი - ირლანდია

   ევროპის საკლუბო რაგბის ელიტარული "ჰაინეკენის თასის" ნახევარფინალის მასპინძლები წილისყრით ადრევე რომ აირჩა, მაისის დამდეგს ორი ფრანგი ბობოლა ორ ირლანდიელ გრანდს უმასპინძლებს, ფინალი კი თვის ბოლოს სულაც პარიზის მიდამოშია დანიშნული.

დედაქალაქის "სტადი" სან დენში ვერ ითამაშებს, რადგან ევროპის სამგზის ჩემპიონმა, ტულუზმა გააბითურა. ბოლო მეოთხედამდე პარიზულ ინტერნაციონალს შანსი კიდევ რჩებოდა, მაგრამ მერე მიდი-პირენეელებმა ორი ლელო დაუდეს და შვიდ საჯარიმო გოლამდეც ავიდნენ.

დებულების თანახმად, ტულუზი საფრანგეთში, ოღონდაც სხვა ქალაქში, მიიღებს შარშანდელ ჩემპიონ ლენსთერს, ვინც ჩვენი "ზირაქას" კლერმონს იმითღა მოუგო, რომ ავსტრალიელმა ბროქ ჯეიმზმა და მორგან პარამაც სადგამიდან ექვსჯერ ააცილეს კარს.

მანსთერის სამხრეთელებმა

ოზმა მგეზავმა ბოლოს არეკნიც სცადა, მაგრამ ისევ მოეცარა ფეხი. იგივე შეემთხვა საზღვრის გადაღმა, ესპანეთის ბასკეთში გადაპატიჟებული სვონზის "ოსფრიზის" 10 ნომერს, დენ ბიგარს, ბიარიცის ბებერმა ცენტრმა, დამიენ ტრაიმ კი ამ ხერხით უმალ გახსნა ანგარიში და სულ ცხრა ქულა მოკრიფა.

ოთხივე მეოთხედ-ფინალი მასპინძელმა მოიგო. ბიარიცის შემდეგი მეტოქეა ორგზის ჩემპიონი მანსთერი. სამხრეთ ირლანდიელებმა პირველი ტაიმი წააგეს ინგლისის ნორსჰემპთონთან და თუ მათ მელელოვეთა სადაურობასაც ჩავეძიებით, დავადგენთ, რომ სამივენი სამხრეთელები არიან: დაგ ჰაულითი ზელანდიელია, ჟან დეფილიერსი აფრიკელი, ხოლო პოლ ვორიქი ავსტრალიელი, ოღონდაც უკეპო.

>>>     XV "ჰაინეკენის თასი"

მეოთხედფინალი

<<    ლენსთერი#4 (ირლ) 29:28 კლერმონი#5 (სფრ)

2ლ: ჰიზლიფი; 2გ 5ჯ: სექსთონი - 3ლ: მალზიო; 2გ 3ჯ: ბრ.ჯეიმზი სბ ფლოში ^ რეფ პირსონი (ინგ) დუბლინი, როიალ სოსაიეთი (20 ათასი) 0:7(14) 0:10(17) 3:10(21) 10:10(24) 17:10(35) 20:10(37) / 20:15(45) 20:18(50) 23:18(54) 23:21(61) 23:28(63) 26:28(65) სბ(69კ) 29:28(73) ! დავით ზირაქაშვილმა შეუცვლელად ითამაშა (4 სოლოზე 18 მეტრი, 3 ბოჭვა)

<<    ბიარიცი#2 (სფრ) 29:28 ოსფრიზი#7 (უელ)

2ლ: ნგვენია ბოლშოუ; 2გ 2ჯ: იაშვილი; 3ა: ტრაი - 3ლ: რ.ჯოუნზი ბერნი ვოქერი; 2გ 2ჯ ა: ბიგარი ^ რეფ ქლენზი (ირლ) სან სებასტიანი, ანოეტა (25 ათასი) 3:0(1ა) 10:0(13) 10:7(20) 13:7(21) 16:7(23ა) 16:12(35) 16:15(40ა) / 16:18(46) 19:18(48) 26:18(51) 26:21(53) 29:21(60ა) 29:28(76)

<<    მანსთერი#1 (ირლ) 33:19 ნორსჰემპთონი#8 (ინგ)

4ლ: ვორიქი ჰაულითი (2 4) დეფილიერსი; 2გ 3ჯ: ოგარა - ლ: ქლარქი; გ 4ჯ: მაილერი ^ რეფ ოუენსი (უელ) ლიმრიქი, სომონდ პარკი (26 ათასი) 3:0(1) 8:0(5) 8:3(11) 8:6(17) 13:6(24) 13:9(29) 13:16(40+) / 20:16(54) 20:19(56) 23:19(58) 26:19(67) 33:19(76)

<<    ტულუზი#3 (სფრ) 42:16 სტადი#6 (სფრ)

3ლ: ჟოზიონი ალვასეტე ემონსი; 3გ 7ჯ: სკრელა - ლ: რონსერო; გ 3ჯ: ბოგზისი სბ თეილორი ^ რეფ ლუისი (ირლ) მუნისიპალი (35 089) 0:7(21) 3:7(25) 3:10(27) 6:10(33) 13:10(40+) / 13:13(44) 16:13(46) 16:16(48) 19:16(49) 26:16(60) 29:16(67) 32:16(71სბ) 39:16(76) 42:16(80)

>>    ნახევარფინალი (საქ დროით)

შაბ 1/05   ტულუზი (სფრ) 18.45   ლენსთერი (ირლ)
კვი 2/05   ბიარიცი (სფრ)   18.45   მანსთერი (ირლ)

>>    ფინალი

შაბ 22/05    სან დენი    20.00

>>>     XIV "ემლინ ჩელენჯ ქაფი"

მეოთხედფინალი

ქონოთი#1 (ირლ)   23:20   ბურგუენი#8 (სფრ)
ტულონი#2 (სფრ)   38:12   ჰლანეჰლი#7 (უელ)
ვოსფსი#3 (ინგ)   42:26   გლოსთერი#6 (ინგ)
ნიუკასლი#4 (ინგ) 20:55   კარდიფი#5 (უელ)

>>    ნახევარფინალი

პარ 30/04    ვოსფსი - კარდიფი, ქონოთი - ტულონი

<<< >>>