შერკინებითა და კიკერით

   ევროპის საკლუბო რაგბის ელიტარული "ჰაინეკენის თასის" ნახევარფინალში, ორმა ფრანგულმა გუნდმა შინ, მძლავრი შერკინებითა და ჩუბინი კიკერით აჯობა ირლანდიელ სტუმარს და ფინალში, "სტად დე ფრანსზე" შეიბმება.

"ლე ბლემ" "ექვსი ერი" სლემით მოიგო, ნაკრების დაწყებულ საქმეს კი კლუბები აგრძელებენ. ჰაინეკენის ფინალში "ტულუზი" და "ბიარიცი" გავიდნენ, უმცროს, "ემლინ ჩელენჯზე" კი "ტულონი" მარსელში დაუხვდება უელსის "კარდიფს, ვინც წლეულს შემოღებული წესით, ელიტის მეოთხედფინალში რომ ვერ გავიდა, რანგით მეორე ტურნირში გააგრძელა ასპარეზობა.

ტულუზი ევროპის ერთადერთი სამგზის (1996 2003 2005) ჩემპიონია. დავიდ სკრელამ პირენელები სამი ჯარიმით დააწინაურა, 9 ნომერ ეოინ რედენს კი 0:6-ზე ბურთი ლელოსთან გააგდებინეს ვენსან კლერკმა და ფრანგთა კივმა ჰავბეკმა, ბაირონ კელეჰერმა. "ლენსთერის" მარქაფამ, ავსტრალიელმა შონ ბერნმა შესვენებამდე ორი ჯარიმა დაკრა, შემდეგ კი რობ ქარნიმ შორიდან გააფრევა.

გარდატეხა ბოლო მეოთხედის დადგომისას მოხდა: ძალური, ახლოდან შტურმი მოკლე ფრთაზე დააგვირგვინა შუამარბმა იანიკ ჟოზიონმა, ოთხ წუთში კი სკრელამ შუაში გაუჭრა სტუმრებს მწყობრი და კარში შეიჭრა. მალევე ბრაიან ოდრისქოლის გადაკიდებული გორდონ დარსს იღბლად მიუვიდა და მულღაზანზრელმა ისა ნათევამ მოსხეპილი პასი მიაწვდინა ჯემი ჰიზლიფს, მაგრამ სკრელამ იქვე მეოთხე ჯარიმაც შეაგდო და შარშანდელი ჩემპიონი დაითხოვა.

ექვსიდან ექვსი

ბიარიცმა ისევ სრულიად ბასკეთის გულში, ესპანეთში, სან სებასტიანში გადაიპატიჟა ორგზის (2006 2008) ჩემპიონი "მანსთერი, ვისაც აკლდნენ პოლ ოქონელი და კივი დაგ ჰაულითი. მასპინძლებს ბურთი თამაშის მეტი წილი ეპყრათ, მაგრამ პირველად 65-ე წუთზეღა დაწინაურდნენ.

ბიარიცმა ლელო ეგრეც ვერ დადო, ხოლო დიმიტრი იაშვილმა ექვსიდან ექვსი ჯარიმა გაიტანა და ჰაინეკენზე რაგბობა გაისადაც დაუბევა კლუბს, ვინც ტოპ 14-ში მეშვიდე ადგილზე დარჩა.

ჩელენჯზე, შინ მეორე ნომერმა ტულონმა ირლანდიის მიყრუებული მხარე, ქონოთი პირველი ტაიმისთვის წამატებულ მე-11 წუთზე დაალელოვა; მასპინძლებმა "მურად ბუჯელალის ინტერნაციონალი" 160-ჯერაც შებოჭეს; კაც-ნაკლულ კარდიფს კი თავსხმაში იმადღა აცდა დამატებითი დრო, რომ ლონდონის "ვოსფსის" კიკერმა, დეივ ვოლდერმა 77-ე წუთზე ჯარიმა დაახაია.

>>>     XV "ჰაინეკენის თასი"

ნახევარფინალი

<<    ტულუზი#3 (სფრ) 26:16 ლენსთერი#4 (ირლ)

2ლ: ჟოზიონი სკრელა; 2გ 4ჯ: სკრელა - ლ: ჰიზლიფი; გ: ბერნი; 3ჯ: ბერნი 2, ქარნი ^ რეფ ოუენსი (უელ) @ მუნისიპალი (34 951) 3:0(5) 6:0(17) 9:0(31) 9:3(32) 9:6(40+2) / 9:9(43) 16:9(57) 23:9(61) 23:16(66) 26:16(71)

<<    ბიარიცი#2 (სფრ) 18:7 მანსთერი#1 (ირლ)

6ჯ: იაშვილი - ლ: ერლსი; გ: ოგარა ^ რეფ პირსონი (ინგ) @ სან სებასტიანი (ესპ) ანოეტა (30 900) 0:7(30) 3:7(39) / 6:7(44) 9:7(65) 12:7(72) 15:7(78) 18:7(80)

>>    ფინალი

ბიარიცი - ტულუზი @ შაბ 22/05 სან დენი 20.00 საქ

>>>     XIV "ემლინ ჩელენჯ ქაფი"

ნახევარფინალი

<<    ქონოთი#1 (ირლ) 12:19 ტულონი#2 (სფრ)

4ჯ: ქითლი - ლ: მ.კეფუ; გ 3ჯ ა: ვილქინსონი ^ რეფ ბარნსი (ინგ) @ გოლვეი (7 ათასი) 3:0(2) 3:3(10) 3:6(20) 6:6(21) 6:9(26ა) 6:12(36) 9:12(37) 9:19(40+11) / 12:19(44)

<<    ვოსფსი#3 (ინგ) 15:18 კარდიფი#5 (უელ)

5ჯ: ვოლდერი სბ შოუ - 2ლ: ჰაფ-პენი ჯენქინსი; გ 2ჯ: ბლერი სბ ენდრიუზი ^ რეფ პუატი (სფრ) @ ვიქემი (8 413) 3:0(21) 3:5(28) 6:5(33) 9:5(36) 9:8(39) / 12:8(42) 12:11(53) სბ(56ვ) 12:18(60) 15:18(63) სბ(71კ)

>>    ფინალი

კარდიფი - ტულონი @ კვი 23/05 მარსელი, ველოდრომი 17.30 საქ

<<< >>>