რეკორდსმენი გავარდა

   საქართველოს პირველობის მეხუთე რაუნდში "აიამ" გორში კოხტად ძლია ჩემპიონი "ლელო; საფრანგეთში, ინგლისსა და კელტეთში ამ უქმეებზე ნახევარფინალებია; აზიის "ხუთ ერზე" ჰონკონგმა აჯობა ყაზახეთს; მსოფლიო თასის შესარჩევში კი ლიტვა ვერ გაუმკლავდა ორი დონით ზემოთ მოასპარეზე უკრაინას.

შიდა ქართლის გული რაგბის ქალაქად იქცა, შეიფარა რა გაჭირვებული, პირველ ლიგაში გავარდნილი "უნივერსიტეტი" (აწ უკვე "ლომები) და თბილისში მოედნების ნაკლებობის ჟამს, უმაღლესი ლიგის რაუნდის მთავარი რკენის მონაწილენიც გადაიპატიჟა.

კავშირის საითზე წლეულს პირველად მოეწყო ოთხივე მატჩის "ლაივ სქორი. აია პირველი ტაიმის შუაწელში 14:6 დაწინაურდა, მაგრამ ბოლომდე ოთხი წუთი რომ რჩებოდა, 23:26 აგებდა. და მაინც, "ლელომ" საკუთარი 22-დან რომ ვერ მოიგერია ბურთი, ქუთათურებმა გიორგი როხვაძისა და ირაკლი ჩხიკვაძის საზრიანობით იმარჯვეს.

საქართველოს პირველობა * უმაღლესი ლიგა

 8/05 ლელო 26:30 აია`(გორი)
  ლოკომოტ 24:7 არმაზი
  რუსთავი 3:17 აკადემია
  ბათუმი 17:35 ვისოლი

 

15/05 არმაზი 16.00 რუსთავი @ ვაზისუბანი
  ვისოლი 17.00 ლოკომოტივი @ ვაკე
  აია 16.00 ბათუმი @ ვანი
  ლელო 17.00 აკადემია @ მეურნეობა

4 რაუნდი

მ-წ

გატ:გაშ

ლოკომოტივი

8

4-0

104:40

აია (ქუთ)

8 4-0 119:72

ვისოლ ყოჩები

6 3-1 88:56

ლელო

4 2-2 113:60

არმაზი ^

2

1-3

60:103

აკადემია

2 1-3 40:50

ბათუმი XV

2 1-3 64:132

ხარები (რსთ)

0 0-4 26:101

^ წინაა პირისპირ მოგებით

კიკერობა გადაიბარა

კელტებმა პლეი-ოფი თუ წელსღა შემოიღეს, გალეთში ახალი, 6-გუნდა სისტემა ინერგება, რის გამოც მეოთხედფინალი ოდენ ორია. ერთში თავიდან ბოლომდე, შეუცვლელად ითამაშა "კლერმონის" რუსთაველმა ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა, ავსტრალიელმა ბროქ ჯეიმზმა კი ისევ რომ ზედიზედ აცილა, კიკერობა მორგან პარამ გადაიბარა და ხუთიდან ხუთი გაუტანა "რასინგს"

"ტულუზმა" პარასკევს თუ ივარგა, ზედიზედ ორ ვიქენდზე მოუწევს სან დენში ჩასვლა: ჯერ "ჰაინეკენის" ფინალზე, მერე კი "ბრენიუსის ფარზეც. პირენელთა ფრთამ, ვენსან კლერკმა ორჯერ დაალელოვა "კასტრი, მაგრამ ისევ რომ დაშავდა 10 ნომერი ჟან-ბაპტისტ ელისალდი, გუნდს კივი ბაირონ კელეჰერის მეწყვილე საძებნი ჰყავს.

>>>    საფრანგეთის "ტოპ 14"

მეოთხედფინალი

  7/05 კლერმონი 21:17 რასინგი
  8/05 ტულუზი 35:12 კასტრი

ნახევარფინალი

14/05 პერპინიანი 22.45 ტულუზი (მონპელიე)
15/05 ტულონი 18.30 კლერმონი (სანტ`ეტიენი)

ფინალი

29/05 სან`დენი 17.00`საქ

>>>    ინგლისის "გინესის პირველობა"

ორი წრე (22 რაუნდი) 73 ლესთერი, 71 ნორსჰემპთონი, 69 სარასენსი, 61 ბასი - 57 ვოსფსი, 52 აირიში, 48 გლოსთერი, 46 ჰარლიქვინზი, 37 ნიუკასლი, 36 ლიდსი, 32 სეილი - 28 ვუსთერი

ნახევარფინალი

16/05 ნორსჰემპთონი 16.30 სარასენსი
  ლესთერი 19.00 ბასი

>>>    კელტეთის "მაგნერზის ლიგა"

ორი წრე (18 რაუნდი) 64 ლენსთერი (ი, 52 ოსფრიზი (უ, 51 გლაზგო (შ, 45 მანსთერი (ი) - 44 კარდიფი (უ, 41 ედინბურგი (შ, 39 დრეგონზი (უ, 36 ალსთერი (ი, 29 ჰლანეჰლი (უ, 26 ქონოთი (ი)

ნახევარფინალი

14/05 ოსფრიზი 22.05 გლაზგო
15/05 ლენსთერი 23.00 მანსთერი

რუდოის გარეშეც

მსოფლიო თასის აზიურ შესარჩევში ყაზახეთი სამ-მატჩა, აღმოსავლურ ტურნეს რუსეთის "ენისეის" 8 ნომრის, ანტონ რუდოის გარეშე შეუყვა, რაღაი ციმბირის კლუბი "გამარჯვების დღეს" თასის ფინალში, მონინოში შეება "ვევეა პადმასკოვიეს" და 3:36 მოისრა.

"აქსაკალებმა" ულიდეროდაც ტოლი არ დაუდეს ოფიციოზისგან ნალოლიავებ ჰონკონგს, ვინც წინა რაუნდში, არაბეთში სენსაციურად წააგო. ყაზახთაგან ხუთი ჯარიმა შეაგდო მაკსიმ ლიფონტოვმა და გუნდმა ღირსეულად წაგებისთვის სარგო ქულა რომ აიღო, მაგით ფინიშზე, კორეაში პრემიით მოგება ეყოფა რეპეშაჟში გასასვლელად.

>>>    აზიის "ხუთი ერი"

III რაუნდი ($ პრემია)

  8/05 ჰონკონგი 19:15 ყაზახეთი$
  იაპონია$ 60:5 არაბეთი

6/10 თამაში

მ-წ

პრ

სხვ

იაპონია 2-0 2 +113
ჰონკონგი 2-1 2 +21
ყაზახეთი 1-1 2 +11
არაბეთი 1-2 1 -63
კორეა 0-2 0 -82

14/05 არბ - კორ; 15/05 იაპ - ყზხ
22/05 იაპ - ჰნკ, კორ - ყზხ

ტესტად ჩაითვალეს

რეპეშაჟი შიაულიაიში გაიხსნა. ორი კვირის წინ ვწერდით, ლიტვამ თავის ტოლ-სწორებთან ზედიზედ 17 მატჩი რომ მოიგო, ზელანდიისა და აფრიკის რეკორდი გაიმეორაო, მერე კი ისლანდიაში, ვულკანის ამოფრქვევამ ევროპის მეტ ნაწილში ფრენა რომ მოშალა, ბალტიელებს შვეიცარიაში ჩასვლა გადაედოთ და მიღწევა ვეღარ გააუმჯობესესო.

ლიტვამ შემდეგივე მატჩი 11 ქულით (ლელოებით 1/3) მართლაც წააგო უკრაინასთან, ვინც ახლავე ჩანს, რომ მომდევნო რაუნდში რუმინეთის მჯობნი ვერაა, მაგრამ ფხიანი ოფიციოზი მიდგა, მოდგა და ტესტად რომ ჩათვალა ლატვიასთან სამეზობლო რკენა, რომელშიც, მოყვარულ სტატისტიკოსთა თანახმად, შეცვლები შეუზღუდავი იყო, რეკორდი - ზედიზედ 18 მოგება მაინც გამოცხვა.

>>>    მსოფლიო თასის რეპეშაჟი

  8/05  ლიტვა 16:27 უკრაინა

22/05  უკრაინა - რუმინეთი

  5/06  რუმინეთი - უკრაინა

* უკეთეს რეიტინგიანის მოედანზე

17/07  უკრ/რუმ - ტუნისი, ურუგვაი - აზია$2

6^13/11 (შ^გ)  უკრ/რუმ/ტუნ - ურუ/აზ$2

<<    ლიტვის 18-მოგებიანი მარში

2006    უნგრეთი 23:17 (გ, ნორვეგია 37:15 (შ, ბულგარეთი 50:10 (გ)

2007    ავსტრია 27:0 (გ, უნგრეთი 36:7 (შ, ბულგარეთი 64:3 (შ)

2008    ლატვია 43:17 (შ, ავსტრია 48:0 (შ, უნგრეთი 13:12 (გ, ნორვეგია 40:9 (გ, ანდორა 26:10 (გ, შვეიცარია 33:0 (შ)

2009    სერბეთი 50:9 (შ, სომხეთი 24:19 (გ, ისრაელი 19:3 (გ, ჰოლანდია 6:3 (შ, ანდორა 40:12 (შ)

2010    სერბეთი 77:5 (გ)

<<< >>>