პარასკევს მოეწყობა

   საქართველოს პირველობის მეექვსე რაუნდში ოთხიდან ორი მატჩი წვიმამ ჩაშალა; ესპანეთმა მოიგო ევრო-შვიდკაცის პირველი ეტაპი; საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში ისევ გავიდა რუსთაველი დავით ზირაქაშვილის "კლერმონი, აზიის "ხუთ ერზე" კი ყველაფერი ფინიშზე, კორეა - ყაზახეთის შებმაში გადაწყდება.

შინაურ რაგბს წლეულს ავდარი ემტერება. შაბათს ნალექმა ვაკის მთავარ მოედანზე ხაზები გააფერმკრთალა, მომცროზე კი გუბეები დააყენა. ამით ერთი-ორად გაადვილდა "ლაივ სქორის" წაყვანა, კალენდრის მგეგმავებს კი საქმე გაურთულდათ, რაკი 15-კაცა ნაკრებს ივნისში რუმინეთის ტურნირი ელის, შვიდკაცამ კი უკრაინა, კენია და კვიპროსი უნდა მოიხილოს.

თანა-ლიდერის, "ლოკომოტივის" უქმობით ისარგებლა "აიამ" და წინ ეულად გაიჭრა. ქუთათურებმა ვანში უმაყურებლოდ ირაგბეს, რაღაი წინა რაუნდში, გორში, მათმა ქომაგებმა კიდის მსაჯს ბოთლი ტყორცნეს. კენიაში შვიდკაცა ოდესისა და პაფოსის ეტაპებს შორის მოითელება, ამ ლაშქრობის გასაიოლებლად კი უმაღლესის მეშვიდე რაუნდი, ტრადიციული შაბათის ნაცვლად, პარასკევს მოეწყობა.

საქართველოს პირველობა * უმაღლესი ლიგა

15/05

არმაზი 25:10 რუსთავი
  ვისოლი X ლოკომოტივი
  აია 37:27 ბათუმი
  ლელო X აკადემია

 

21/05

ვისოლი

17.30

არმაზი @ მეურნეობა

 

ლოკომოტ

17.30

აია @ ვაკე

 

ბათუმი

17.30

აკადემია @ ანგისა

 

რუსთავი

17.30

ლელო @ ტექნიკუმი

5` რაუნდი

მ-წ

გატ:გაშ

აია (ქუთაისი)

10 5-0 156:99

ლოკომოტივი

8 4-0 104:40

ვისოლ ყოჩები

6 3-1 88:56

ლელო

4 2-2 113:60

არმაზი

4

2-3

85:113

აკადემია

2 1-3 40:50

ბათუმი XV

2 1-4 91:169

ხარები (რსთ)

0 0-5 36:126

>>>    ევროპის შვიდკაცა

I ეტაპი. 15-16/05 სოპოტი (პოლ)

ნახ*ფინ (თასი) იტალია 26:12 პოლონეთი, ესპანეთი 14:12 უკრაინა; (სინი) ჩეხეთი 26:17 ბელგია, ლიტვა 29:7 ლატვია

ფინალები (I თასი) ესპანეთი 26:0 იტალია, III) პოლონეთი 14:12 უკრაინა; V სინი) ლიტვა 26:22 ჩეხეთი, VII) ბელგია 14:12 ლატვია; IX ფიალა) ნორვეგია 17:5 უნგრეთი

გასამართია (^ ვმონაწილეობთ: 22-23/05 ოდენსე (დან, ბუქარესტი (რუმ; 29-30/05 ოდესა^ (უკრ; 5-6/06 სპლიტი (ხორ; 12-13/06 პაფოსი^ (კვპ) * ფინალი 10-11/07 მოსკოვი (რუს)

რაქიდან აიტაცა

ტოპ 14-ის მეორე, შაბათის ნახევარფინალში ორი ბორჯღალოსანი მარჯვენა ბურჯი (3 ნომერი) მონაწილეობდა: კლერმონელმა "ზირაქამ" არგენტინელი მარტინ შელსო შესვენებაზე შეცვალა, ტულონელი დავით "დუდუ" ქუბრიაშვილის ნაცვლად კი შუა დამატებით დროში მულღაზანზრელი ლეაკაეტოა შევიდა.

საწყისმა საათმა სანახაობად ვერ ივარგა. ბურთაობა მერეღა გაჩაღდა. ჩვენმა ზირაქამ წითელ ზოლში, რაქიდან აიტაცა ბურთი და კონტაქტში თუმც დააგდებინეს, რეფმა ლელო მაინც ჩაუთვალა. კლერმონმა გარდასახვით 10-ქულიანი ფორა მიიღო, მაგრამ იოლადვე გაფლანგა და დამატებით დროში თავიდან მოუხდა თამაშის მოგება. ერთი კია, ფინალში შარშანდელივით "პერპინიანი" ელის და მატიანეც გვაუწყებს, რომ ათ ცდაზე ერთხელაც ვერ შეუმართავს "ბრენიუსი"

>>>    საფრანგეთის "ტოპ 14"

ნახევარფინალი

<<    პერპინიანი 21:13 ტულუზი

7ჯ: პორიკალი - ლ: ბეზი; გ 2ჯ: სკრელა ^ რეფ პუატი @ მონპელიე * 0:7(9) 3:7(10) 6:7(18) 6:10(19) 9:10(23) 9:13(27) / 12:13(43) 15:13(52) 18:13(63) 21:13(79)

<<    ტულონი 29:35 კლერმონი

2ლ: სბ.ვილიამსი სიბრეი; 2გ 4ჯ ა: ვილქინსონი - 2ლ: ზირაქაშვილი მალზიო; 2გ: პარა ბრ.ჯეიმზი; 5ჯ: პარა 4, ჯეიმზი; 2ა: ფლოში ჯეიმზი ^ რეფ გარსეზი @ სანტ ეტიენი * 3:0(3) 3:3(6ა) 6:3(13ა) 6:6(27) 9:6(32) / 9:9(47) 9:12(50) 9:15(58) 12:15(63) 12:22(70) 19:22(74) 22:22(77) // დდ 22:25(90) 22:28(91ა) 22:35(94) 29:35(97)

<<    ფინალი

29/05  პერპინიანი - კლერმონი @ სან დენი 22.45 საქ

>>>   ინგლისის "გინესის პირველობა"

ნახევარფინალი

<<    ნორსჰემპთონი 19:21 სარასენსი

2ლ: ტონგაკუიჰა მუჯათი; 3ჯ: მაილერი - 3ლ: გუდი ვაილსი ბრიცი; 3გ: ჯექსონი სბ ჟ.ბერგერი ^ რეფ ბარნსი * 3:0(7სბ) 3:7(16) 8:7(40+2) / 11:7(42) 11:14(50) 14:14(52) 19:14(57) 19:21(77)

<<    ლესთერი 15:6 ბასი

5ჯ: ფლადი - 2ჯ: ბარქლი ^ რეფ ვაითი * 0:3(12) 0:6(21) 3:6(23) 6:6(37) / 9:6(60) 12:6(64) 15:6(73)

<<    ფინალი

29/05  ლესთერი - სარასენსი @ თვიქნემი 20.30 საქ

>>>   კელტეთის "მაგნერზის ლიგა"

ნახევარფინალი

<<    ოსფრიზი (უ) 20:5 გლაზგო (შ)

2ლ: შ.ვილიამსი ჰუქი; 2გ 2ჯ: ბიგარი - ლ: თომსონი ^ რეფ ქლენზი (ირლ) @ სვონზი (7 079) * 7:0(10) / 7:5(43) 10:5(52) 17:5(55) 20:5(79)

<<    ლენსთერი (ი) 16:6 მანსთერი (ი)

ლ: ქარნი; გ 3ჯ: სექსთონი სბ შ.ჰორგანი - ჯ ა: ოგარა ^ რეფ ოუენსი (უელ) @ დუბლინი * სბ(14ლ) 3:0(19) 3:3(30) / 3:6(42ა) 10:6(46) 13:6(51) 16:6(59)

<<    ფინალი

29/05  ლენსთერი - ოსფრიზი @ დუბლინი 21.00 საქ

საფინიშო თავსატეხი

აზიაში ვითარება სარკასტულია: იაპონია მსოფლიო თასზე გავა, თუ ფინიშზე, შინ, 94 ქულით არ წააგებს ჰონკონგთან, ვინც ყაზახეთის ჯუფთია, "აქსაკალებს" კი ლიდერმა 15 ლელო დაუდო და სამ-ნიშნა ანგარიშით მოუგო.

ირბ-ის ბრძანებით დაშლამდე ბოლო, 41-ე ტესტიც გამართა "სრულიად არაბეთმა" და კორეა დუბაიში ერთი გარდასახვით ძლია. ასე რომ, ბოლო რაუნდში ყაზახეთი კორეას სტუმრად თუ პრემიით მოუგებს, რეპეშაჟში გავა; თუ წააგებს, მაგრამ პრემიას აიღებს, არ გავარდება, კორეას კი დასარჩენად უპრემიო მოგებაც ვერ ყოფნის.

>>>   აზიის "ხუთი ერი"

IV რაუნდი ($ პრემია)

14/05 არაბეთი 21:19 კორეა$
15/05 იაპონია$ 101:7 ყაზახეთი

8/10 თამაში

მ-წ

პრ

სხვ

იაპონია 3-0 3 +207
ჰონკონგი 2-1 2 +21
არაბეთი 2-2 1 -61
ყაზახეთი 1-2 2 -83
კორეა 0-3 1 -84

22/05  იაპ 09.00 ჰნკ, კორ 09.00 ყზხ

<<< >>>