პრაგმატიზმის ტრიუმფი

   პარასკევს, საქართველოს პირველობის მეშვიდე რაუნდში, "ლოკომოტივმა" ულელოო ომი მოუგო "აიას" და უმაღლეს ლიგაში დაწინაურდა, შაბათ-კვირას კი ქართულმა "შვიდქალამ" პირველი ჯილდო შემართა - დანიაში, "ბ" ჯგუფში, ანუ მესამე ევროპულ დონეზე, მეხუთე ადგილი დაიჭირა და სინი აიღო.

უმაღლესის რვა გუნდიდან ოთხი ულელოოდ დაშვრა. სამაგიეროდ, არმაზი - ყოჩების ჯახში სამი წითელი და ორიც ყვითელი ბარათი გაიცა. ლიდერები ვაკის მთავარ მოედანზე შეიბნენ. რკინიგზელებმა პრაგმატულად ირაგბეს - ბურთაობის მსურველ ქუთათურებს გასაქანი არ მისცეს. გამარჯვებულთაგან ბობა კვინიხიძემ შეაგდო ოთხი ჯარიმა და ერთი არეკნი, რასაც გაგა სინაურიძემ ორი და ლევან შერვაშიძემ ერთი ჯარიმით უპასუხეს.

წვიმების გამო რაუნდ-ნახევარი რომ გაცდა, გუნდები პირველი წრის გასრულებას სამშაბათსვე შეუდგებიან. მაგ დღის პროგრამის თვალია ლოკომოტივის შებმა შარშანდელ ჩემპიონ "ლელოსთან, იქეთა ხუთშაბათს კი, ივნისში, ლიდერი "ვისოლ ყოჩებსაც" დაეჭიდება. კავშირს ორივე მატჩის გამართვა ვაკეში, ძირითად არენაზე აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ შეიძლება ისევ გაავდრდეს და სავალალო რეალიებმა აურიოს ქველი გეგმები.

<<    ლაივ სქორი

საქართველოს პირველობა * უმაღლესი ლიგა

21/05

ვისოლი 29:12 არმაზი

 

ლოკომოტ 15:9 აია

 

ბათუმი 14:20 აკადემია

 

რუსთავი 6:33 ლელო

ექვსი გამოტოვებული

25/05

ლოკომ 17.30 ლელო @ ვაკე

 

აკადემია 17.30 აია @ მეურნეობა

 

რუსთავი 17.30 ვისოლი @ ტექნიკუმი

29/05

არმაზი 17.00 ბათუმი @ ვაზისუბანი

30/05

ლელო 17.30 აკადემია

  3/06

ვისოლი 17.30 ლოკომოტივი @ ვაკე

6` რაუნდი

მ-წ

გატ:გაშ

ლოკომოტ %^

10

5-0

119:49

აია (ქუთაისი)

10 5-1 165:114

ვისოლ ყოჩები

8 4-1 117:68

ლელო

6 3-2 146:66

აკადემია %

4

2-3

60:64

არმაზი ^

4 2-4 97:142

ბათუმი XV

2 1-5 105:189

ხარები (რუსთ)

0 0-6 42:159

% ნაკლები თამაში, ^ პირისპირ მოგება

ხუთი მოგება და სინი

ჩვენი მანდილოსნები ოვალურ ბურთს ოთხი წლის წინ ეზიარნენ. მას აქეთ მოძღვარ ზურაბ დუგლაძის ხელში მობურთალთა ერთმა წყებამ უკვე გაიარა, ნაკრების ახლანდელი ბირთვი კი შარშან ჩამოიქნა და დამუღამებული ზენიცის (ბოსნია) გარდა, დუბაიც (არაბეთი) მოიხილა.

ევროპაში პირველ გასვლაზე, შარშანწინ, გოგოებმა შვიდი თამაშიდან ოდენ ორი მოიგეს, ხოლო შარშან ექვსიდან სამი. ამჯერად ვიმარჯვეთ ხუთ (!) მატჩში, ერთში დავმარცხდით და ერთშიც ფრეს დავჯერდით. ამის გადამკიდე, ზედა ოთხეულში, თასზე გავიდა პოლონეთი, ვისაც ქულათა სხვაობა ჩვენზე სამით უკეთესი აღმოაჩნდა.

საქართველომ მაინც ბოლომდე იბრძოლა, შარშანდელთან შედარებით ერთი ადგილით აღზევდა და თუკი ნივთად არსებობს, სინსაც შინ ჩამოიტანს. სხვაფრივ, მესამე წელია, შვიდქალა სამ იერარქიულ ტურნირად ეწყობა. ჩვენს ზემოთ სუფევენ 10-გუნდა ელიტა და 12-გუნდა პირველი ჯგუფი, რისი გათვალისწინებითაც ევროპაში 27-ე ადგილი გვიჭირავს.

>>>    ევროპის შვიდქალა

"" ჯგუფი. 22-23/05 ოდენსე (დანია)

საქართველო - პულში) სკანდინავიელი ბარბაროსები 7:0, სერბეთი 35:0, უკრაინა 7:26, პოლონეთი 14:14, სლოვენია 31:0 * სინზე) დანია 19:15, ლიტვა 31:5

ჩვენები: ანა პოღოსიანი, ეკა ბალარჯიშვილი, შორენა გამსახურდია, ბელა გოქსაძე, მარეხ მაისურაძე, ნინო ელოშვილი, ეთერ თათულაშვილი, ნათია გიორგაძე, ლია გვიანიძე, ნათია ცინცქილაძე, ანა ანდღულაძე ^ მწ) ზურაბ დუგლაძე; მნჯ) სანდრო ჟღენტი

<<< >>> 

www.000webhost.com