ტულუზი ოთხგზის ჯილაა!

   უქმეებზე ევროპული "ჰაინეკენის თასი" მეოთხედ შემართა საფრანგეთის "ტულუზმა; რანგით მეორე ტურნირი, "ემლინ ჩელენჯი" უელსის "კარდიფ ბლუზმა" მოიგო, სამხრეთში კი შორებლებთან შინ რომ იმარჯვეს, ბოლო ზე 14-ის ფინალში აფრიკის გუნდები, "ბულზი" და "სთორმერზი" გაგრიალდნენ.

ორივე ევრო-ფინალი გალეთში მოეწყო. პარიზში "ჰაინეკენი" შინაომში გათამაშდა და პირენეის ტულუზმა ლელოს დაუდებლად, ოთხი ჯარიმითა და სამი (!) არეკნით ძლია ბასკეთის "ბიარიცი. ამით გურუ გი ნოვეს გუნდი თასის პირველი 4-გზის მფლობელი შეიქნა, მაშინ როცა სამი სხვა ბობოლა ოდენ ორ-გზის ჯილაა.

ტულუზმა სან-დენის დარში შერკინებით დაჯაბნა მეტოქე. პირველი ტაიმი ფრედ სრულდებოდა, ფლორიან ფრიცმა შორიდან რომ დაცხო არეკნი და გოლის ჩათვლას ვიდეო-ანალიზი დაჭირდა. შესვენების შემდეგ დავიდ სკრელამ იანიკ ჟოზიონი გაააქტიურა, მაგრამ მაგზიმ მედარმა ლელო ჩააფლავა.

მალე არგენტინელმა პატრისიო ალვასეტემ უბურთოდ დაიჭირა ბენუა ოგიუ და სინბინში წაბრძანდა, მაგრამ კაც-ნაკლული ტულუზი არათუ ჩამორჩა, სკრელას წყვილი არეკნით წინაც გავიდა. კიკერმა ფორა მერე ცხრამდეც აიყვანა, ბიარიცმა კი ამერიკელი ტაკუძვა ნგვენიასა და 13-კაცა ლიგიდან რაგბის გავლით 18-კაცა რულზში მიმავალი ოზის, კარმაიქლ ჰანთის წყალობით ღირსეულად წააგო.

თეძო დაეჭიმა

არაბი მურად ბუჯელალის მილიონებით აღორძინებულ "ტულონს" მეზობლად, მარსელში, კარდიფის ძლევა ეიმედებოდა და კიდეც დაწინაურდა "ოლ ბლექსის" მიერ თვალ-დადგმული ლიგელის, სონი-ბილ ვილიამსის ლელოთი, მაგრამ მესამე მეოთხედში ჯონი ვილქინსონს დაეჭიმა თეძო და შესაცვლელი შეიქნა, რითაც ანსამბლი აირია.

თითქო ამას უცდიდაო, სტუმარი "ბლუზიც" აბურთავდა. აიშვეს ჯემი რობერთსმა და ზელანდიის "კრუსეიდერზში" გაზრდილმა ქეისი ლაულალამ. ამან კელტთა სამივე ლელოში დაიდო წილი. კარდიფი წინ დაცვის გაწელვითა და გრძელი პასით გავიდა, მერე ახლოდანაც, ძალით შეიტანა ლელო და ევრო-ტურნირების 15-წლოვან ისტორიაში შეიქნა პირველი უელსური გუნდი, ვინც თასი აიღო.

>>>    XV "ჰაინეკენის თასი"

ფინალი

<<    ტულუზი 21:19 ბიარიცი

ტლზ (სფრ) პუატრანო (ემონსი 68) კლერკი ფრიცი (დავიდი 71) ჟოზიონი მედარი <10-9> სკრელა კელეჰერი / პუ (იუმანი 63) სერვა (ვასუალდო 73) ლეკული (ს.ჯონსთონი 64) მიო-შლიუსკი (მაესტრი 59) ალვასეტე სბ 49; ბუიუ დიუზოტუარი^კაპ სავერბი (პიკამოლი 71) - 4ჯ: ფრიცი, სკრელა 3; 3ა: ფრიცი, სკრელა 2

ბრც (სფრ) ბოლშოუ ნგვენია ჰანთი მინიარდი გობლე (ბიდაბე 59) <10-9> პეირელონგი იაშვილი (კურანი 71) / კუცია (ბარსელია 51) ოგიუ (ტერენი 68) ქ.ჯონსთონი; ტიონი ჰოლი (კარისა 61) ლუნდი ლორე (ფორი 60) არენორდოკი - ლ: ჰანთი; გ: კურანი; 4ჯ: იაშვილი

რეფ ბარნსი (ინგ) სან დენი, სტად დე ფრანსი * 0:3(4) 0:6(16) 3:6(22) 3:9(29) 6:9(32) 9:9(36) 12:9(39ა) / 12:12(49სბ) 15:12(52ა) 18:12(58ა) 21:12(67) 21:19(74)

>>     ყველა მფლობელი

ტულუზი (სფრ) 1996 2003 2005 2010, ბრივი (სფრ) 1997, ბასი (ინგ) 1998, ალსთერი (ირლ) 1999, ნორსჰემპთონი (ინგ) 2000, ლესთერი (ინგ) 2001 2002, ვოსფსი (ინგ) 2004 2007, მანსთერი (ირლ) 2006 2008, ლენსთერი (ირლ) 2009

>>>    XIV "ემლინ ჩელენჯ ქაფი"

ფინალი

<<    ტულონი 21:28 კარდიფი

ტლნ (სფრ) მარიენვალი ლოვომბალავუ მეი სბ.ვილიამსი სინზელი (უმანგა 71) <10-9> ვილქინსონი (მ.კეფუ 47) ჰენჯექი^კაპ (მინიონი 57) / ტაუმოეპეაუ (ემანიუელი 57) ფითსჯერალდი (ბრიუნო 35-40 * 57) ქუბრიაშვილი (რაიანი 41) ლოსადა (სუტა 52) სკიტე; ფანიკერკი ფერნანდესი აუელუა (სურისი 71) - 2ლ: ვილიამსი სურისი; გ: ვილქინსონი; 3ჯ: ვილქინსონი 2, მეი

კდფ (უელ) ბლერი ჰაფ-პენი ლაულალა (ჰიუითი 80+) რობერთსი ჩეკაი <10-9> სვინი რისი / ჯენქინსი^კაპ (იეპი 41) თ.თომასი (გ.ვილიამსი 47) ფილისე (ენდრიუზი 57) ბრ.დევისი დნ.ჯოუნზი (ტიტო 52) მოლიტიკა (ვორბერთონი 63) მ.ვილიამსი რაში - 3ლ: რობერთსი ჰაფ-პენი დევისი; 2გ: ბლერი; 3ჯ: ჰაფ-პენი, ბლერი 2

რეფ როლანი (ირლ) მარსელი, ველოდრომი (49 ათასი) 0:3(6) 3:3(12) 3:6(22) 6:6(32) 13:6(38) / 13:13(51) 16:13(55) 16:16(61) 16:21(65) 16:28(70) 21:28(78)

>>     ყველა მფლობელი

ბურგუენი (სფრ) 1997, კოლომიე (სფრ) 1998, მონფერანი / კლერმონი (სფრ) 1999 2007, პო (სფრ) 2000, ჰარლიქვინზი (ინგ) 2001 2004, სეილ შარქსი (ინგ) 2002 2005, ვოსფსი (ინგ) 2003, გლოსთერი (ინგ) 2006, ბასი (ინგ) 2008, ნორსჰემპთონი (ინგ) 2009, კარდიფი (უელ) 2010

ვუვუზელების ჭყვიტინში

ზე 14-ის შარშანდელმა ჩემპიონმა, ბულზმა წრიული სტადიის ბოლოს წინა რაუნდში იღბლად რომ ძლია 7-გზის ჯილა კრუსეიდერზი, ნახევარფინალის შინ გამართვა დაიბევა და დუბლი აწვია სთორმერზს. ამით ზეგნელმა ბურებმა ნაგვემი სხეულები კი მოიშუშეს, მაგრამ ფეხბურთის "მუნდიალის" გამო ბინის გამოცვლაც მოუხდათ - მრგვალი ბურთის საგორებლად ნაკრძალად ქცეული "ლოფტუსიდან" ზანგურ სოუეტოში, "ორლანდო პაირათსის" სტადიონზე გადაბარგდნენ.

რაგბის პუბლიკა იქ რომ არ დაიარება, მატჩზე ლიანგურად დააგვიანდა. ჭყვიტინებდნენ ზანგური დუდუკები, ვუვუზელები. ზე-რაგბის მეასე მატჩს მართავლა მასპინძელთა ყოჩი ვიკტორ მეტფილდი. დასვენებულმა გუნდმა უწინდელზე იოლად მოიგო, კიკერმა მორნე სტეინმა კი რვა გოლით 24 ქულაც რომ მოკრიფა, წლეულს 247 გაუხდა და სეზონური რეკორდი ჩამოართვა კივ ვიზავს, დენ კარტერს.

უეცარი განავარდებით

მეტოქეებმა სამ-სამი ლელო შეიტანეს. ბულზმა პირველზე თერნოვერიდან მწვავედ წაიბურთავა და ფური დიუპრემ კართან შეუშვა პიერ სპისი. ზელანდიელმა რიჩი მაკქოუმ ჩაქცეულ მოლში იყოჩაღა, ზეინ კერშნერის აბრაგანს კი ჯორჯ ვაითლოქმა ბეჭი შეაგება და ძღვენი ფრანს ჰუხარდმა შეიშნო. მერე სტეინმა ქულებად აქცია უპირატესობა, გადამწყვეტი ლელო კი დიუპრემ, შერკინებიდან მოკლე ფრთაზე, უეცარი განავარდებით გაიტანა.

ბულზი ფინალს სოუეტოშივე გამართავს. მისი მეტოქე, სთორმერზი ზე-მტკიცე დაცვითაა განთქმული. აგერ, ავსტრალიის "ვორათაზი" მეორედ ჩავიდა კეიპთაუნში და კვლავ ულელოოდ დაშვრა. ბერიქ ბარნსმა კოხტა არეკნით რომ გაათანაბრა ანგარიში, სტუმრებს წარმატების იმედი კიდევ ჰქონდათ, მაგრამ უმალვე პიტერ გრანტმა გეზი შეაცვლევინა მულატ შუამარბს, ჯეელ ჟოან დეიონხს და ამან ქერთლი ბილსა და დრუ მიჩელს ჩაუქროლა.

>>>    ბოლო "ზე 14"

ნახევარფინალი

<<    ბულზი 39:24 კრუსეიდერზი

ბულ (პრეტორია) აფრ (1) კერშნერი იკ.ფანდერვესტჰეიზენი (დიპენარი 67) ი.პრეტორიუსი ვ.ულიფიე (ჟლ.პოტხიტერი 75) ფ.ჰუხარდი <10-9> მ.სტეინი დიუპრე / სტენკამპი გ.ბოთა (მაკუ 70) კრიერი (რუ 71) დ.როსუ (ფ.ფანდერმერვე 54-59 * 63) მეტფილდი^კაპ; სტეხმანი (კინი 67) დ.პოტხიტერი (ვანენბერგი 57) სპისი - 3ლ: სპისი კერშნერი დიუპრე; 3გ: სტეინი 2, დიუპრე; 6ჯ: სტეინი

კრს (ქრაისთჩერჩი) ზელ (4) სლეიდი (პეინი 75) მეითლენდი ფრუენი (ბეითმენი 59) ბაუდენი გილდფორდი <10-9> დ.კარტერი ელისი (ფოტუალიკი 67) / ო.ფრენქსი პაულო (პერინი 75) ბ.ფრენქსი (ქროქეთი 57) სორნი (ჯექი 58) ს.ვაითლოქი; ჯ.ვაითლოქი (ვოლდრომი 51) მაკქოუ^კაპ რიდი - 3ლ: მაკქოუ მეითლენდი ს.ვაითლოქი; 3გ ჯ: კარტერი

რეფ დიქინსონი (ავს) სოუეტო, ორლანდო (35 ათასი) 7:0(3) 10:0(9) 10:7(12) 17:7(16) 20:7(19) 20:10(23) 23:10(34) / 23:17(46) 26:17(49) 33:17(66) 36:17(69) 39:17(74) 39:24(79)

<<    სთორმერზი 25:6 ვორათაზი

სთო (კეიპთაუნი) აფრ (2) პიტერსენი აპლონი ჟ.ფური (ვაითჰედი 75) დეიონხი ჰაბანა <10-9> გრანტი (ნ.ულიფიე 75) დიუფენახე (იანარი 69) / ბლაუ (გინასუ 68) ლიბენბერხი (დ.ფური 68) ჰარისი; ფონცე (ფანსეილი 63) ბეკერი; ბერგერი^კაპ (პ.ლოუ 74) ფ.ლოუ ფერმიულენი - ლ: დეიონხი; გ 6ჯ: გრანტი

ვრთ (სიდნეი) ავს (3) ბილი (ჰალანგაჰუ 79) თერნერი ჰორნი (სიდი 74) თ.კარტერი მიჩელი <10-9> ბარნსი ბერჯესი (ჰოლმსი 74) / პამერი (თილსი 41) პოლოტა-ნაუ (ფითსპატრიქი 78) ბაქსთერი; მამი დაგლასი; მაკქაჩინი (დენისი 36-40 * 64) ვო^კაპ მოუენი - ჯ ა: ბარნსი

რეფ მ.ლორენსი (აფრ) ნუველანცი * 3:0(9) 6:0(12) 6:3(15) 6:6(25ა) 13:6(27) / 16:6(50) 19:6(56) 22:6(63) 25:6(66)

>>     ფინალი

შაბ 29/05    ბულზი - სთორმერზი    18.30 საქ

გლობალზე ცოცხლად * გამეორება: კვი 02.30 12.00, ორ 15.00, სამ 10.30, ოთხ 05.00 08.30 16.00, ხუთ 24.30

<<< >>>