"ოზი სევენსი" გამოიწრთო

   შვიდკაცის მსოფლიო სერიის ბოლოსწინა ეტაპი ავსტრალიამ მოიგო; ირბ-მა რუსეთს დაავალა 2013 წლის მსოფლიო თასის გამართვა; ჩვენი რჩეული ბიჭები კი ოდესაში შეიკრიბნენ, რათა უქმეებზე ევრო-სერიის პირველ შესარჩევზე იჩაუქონ.

ავსტრალიას თასი რვა წელი იყო, ვეღარ შეემართა, მაგრამ რაც შვიდკაცა გაოლიმპიურდა, ნალიგარმა მაიკლ ოქონორმა ჯეელთაგან რიგიანი ანსამბლი შეკრიბა, გემოზე ააბურთავა და კარგადაც გამოაწრთო. ჰოდა, "ოზი სევენსმა" თვიქნემზე, ბარემ 40 ათასი მოლაღე ფანის თვალწინ, მზის გულზე, პულშივე გააპამპულავა მასპინძელი ინგლისი და ერთადერთმა იპირველა 100-პროცენტიანი შედეგით.

ავსტრალიამ მეოთხედფინალი ბოლო წუთზეღა, ერთი ქულით მოუგო ფიჯს, ფინალის მიწურულს კი სერიის შარშანდელი ჩემპიონის, სამხრეთი აფრიკის იერიში ალამთან, კიდეზე გადადენით მოიგერია და კიბეზე მულღაზანზართან მესამე საფეხურს იყოფს.

ლიდერი კვლავაც "გულადი" სამოაა, ვინც პულში რომ წააგო, მეოთხედფინალშივე შეეყარა მდევარ ზელანდიას და წლეულს ზედიზედ მეექვსედ (!) გაასაღა, მაგრამ პირველობის შანსი არც 7 ქულით ჩამორჩენილ კივებს დაუკარგავთ: თუ ისინი ბოლო ეტაპზე, შოტლანდიაში თასს აიღებენ, ხოლო სამოა ფინალში ვერ გავა, "ოლ ბლექს სევენსი" სერიაში მეცხრედ (!) იჩემპიონებს.

>>>    ირბ-ის შვიდკაცის XI სეზონი

VII ეტაპი. 22-23/05 ლონდონი (ინგ)

<<    ბოლო პულური რაუნდი

(ა) არგენტინა 14:10 სამოა
(ბ) ზელანდია 19:19 კენია
(გ) აფრიკა 21:21 ფიჯი
(დ) ავსტრალია 38:5 ინგლისი

<<    მოულოდნელობანი

(ა) არგენტინა 12:14 შტატები
(ბ) კენია 17:22 უელსი

<<    თასის მეოთხედფინალი

არგენტინა (ა1) 27:14 უელსი (ბ2)
ავსტრალია (დ1) 29:28 ფიჯი (გ2)
აფრიკა (გ1) 17:12 ინგლისი (დ2)
სამოა (ა2) 19:10 ზელანდია (ბ1)

<<    ნახევარფინალი

სინი

ფიჯი 22:10 უელსი (6ქ)
ზელანდია 22:19 ინგლისი (6ქ)

თასი

ავსტრალია 26:14 არგენტინა (16ქ)
აფრიკა 24:12 სამოა (16ქ)

<<    ფინალი

ფარი (XIII) კენია 24:21 საფრანგეთი
ფიალა (IX) კანადა (4ქ) 19:17 პორტუგალია
სინი (V) ზელანდია (12ქ) 26:24 ფიჯი (8ქ)
თასი (I) ავსტრალია (24ქ) 19:14 აფრიკა (20ქ)

ავსტრალია: ჰენრი ვანდერგლასი, ქლინთონ სილსი, ბრექინ კარაურია-ჰენრი, ჯექობ თეილორი, ნიკ ფიბსი, ჯეიმზ სთენარდი^კაპ, ედ სთაბსი * ედ ჯენქინსი, ჯესი პარაჰი, დენ იაკაპო, ბერნარდ ფოლი, სამისონი ლატუნიპულუ ^ მწ) მაიკლ ოქონორი

<<    ქულა

140 სამოა (3თ: ლას-ვეგასი ადელაიდა ჰონკონგი; 133 ზელანდია (2თ: დუბაი ჯორჯი; 102 ფიჯი (თ: ველინგთონი, ავსტრალია (თ: ლონდონი; 80 ინგლისი; 74 აფრიკა; 54 არგენტინა; 52 კენია; 32 შტატები; 30 უელსი; 15 კანადა

<<    გასამართია

29-30/05 ედინბურგი (შტლ)

<<    თასი

1999-2010 (91 ეტაპი: 37 ზელანდია - 16 ფიჯი, 13 ინგლისი, 11 აფრიკა - 6 სამოა, 5 ავსტრალია, 2 არგენტინა, 1 საფრანგეთი

ოდესაში შკინინოდ

ევრო-სერიის მოქმედი ჩემპიონი რუსეთია, პორტუგალია კი 6-გზის ჯილაა! შარშანდელი შედეგებით ლონდონში ასპარეზობა ჯერ ესპანეთს ერგებოდა და მერე ეგებ ჩვენც, მაგრამ ლუზიტანთა პირადი კონტაქტებისა და ავტორიტეტის გამო, თვიქნემში ისინი მიიწვიეს. ესპანეთმა სანაცვლოდ დანიაში ითამაშა და სოპოტისა (პოლონეთი) არ იყოს, იქაც თასი შემართა, ხოლო "ლობუში" კვიპროსში შეგვხვდება.

რუსეთი მახვშებს სტრატეგიულ ბაზრად რომ ესახებათ, ამიტომ ამართვინებენ შვიდკაცის მსოფლიო თასს, რომელიც აქამდე ორჯერ ჩატარებულა ჰონკონგში და თითოჯერ შოტლანდიაში, არგენტინასა და არაბეთში. ვაჟთა 24 და ქალთა 16 გუნდს მოსკოვი 2013 წელს მიიღებს, ევრო-სერიის ჩვენს ეტაპს კი, რომელიც 2003-08 წლებში ხუთჯერ ვაკეში მოეწყო და ერთხელაც ბათუმში, ზედიზედ მეორედ უმასპინძლებს ოდესა.

შარშან მანდ მესამე ადგილი დავიჭირეთ, ევრო-ფინალში კი, გერმანიაში, მეხუთეზე დავაფინიშეთ. "ქართული შვიდკაცის" მწურთნელმა კახა ალანიამ რაზმი ოთხშაბათს შეკრიბა შეჯიბრის ადგილას და "თბილისის ფორუმის" რაგბის ნაკვეთში "ახალბედათა და მეტ-ნაკლებად გამოცდილთა სინთეზად" დაგვიხასიათა. ტრავმის გამო გვაკლია კაპიტანი და "ხულიგანას" ლიდერი გიორგი შკინინი, ნაკრების უხუცესი კი საფრანგეთში მოღვაწე თედო ზიბზიბაძეა.

>>>    ევროპის შვიდკაცა

>>    II ეტაპი. 22-23/05 ოდენსე (დან)

ნახ*ფინ (თასი) საფრანგეთი 64:0 ანდორა, ესპანეთი 21:19 ლიტვა; სინი) შვეიცარია 31:0 უნგრეთი, ჩეხეთი 14:10 დანია

ფინალი (I თასი) ესპანეთი 19:14 საფრანგეთი, III) ლიტვა 31:0 ანდორა; V სინი) ჩეხეთი 28:17 შვეიცარია, VII) დანია 21:15 უნგრეთი; IX ფიალა) ნორვეგია 24:12 ლუქსემბურგი

>>    III ეტაპი. 22-23/05 ბუქარესტი (რუმ)

ნახ*ფინ (თასი) ჰოლანდია 35:0 მოლდოვა, რუმინეთი 19:5 რუსეთი; სინი) პოლონეთი 17:5 ისრაელი, კვიპროსი 7:5 საბერძნეთი

ფინალი (I თასი) რუმინეთი 29:0 ჰოლანდია, III) რუსეთი 24:7 მოლდოვა; V სინი) პოლონეთი 42:14 კვიპროსი, VII) ისრაელი 24:5 საბერძნეთი; IX ფიალა) ბოსნია 35:7 ბულგარეთი

>>    ქულა (* ასპარეზობა დაასრულა)

36 ესპანეთი* 24 ლიტვა* პოლონეთი* 18 რუმინეთი, ჩეხეთი* 16 საფრანგეთი, იტალია, ჰოლანდია; 14 რუსეთი; 12 მოლდოვა, უკრაინა, ანდორა; 8 კვიპროსი, შვეიცარია; 6 დანია, ბელგია, ისრაელი; 4 ლატვია, საბერძნეთი, უნგრეთი* ნორვეგია* 2 ბოსნია* 0 ლუქსემბურგი, ბულგარეთი

ჯერ არ ჩაბმულან: საქართველო პორტუგალია გერმანია ხორვატია სერბეთი მალტა

>>    IV ეტაპი. 29-30/05 ოდესა (უკრ)

საქართველო - პულში) შაბ საქ დროით: 11.20 მალტა, 12.40 ლატვია, 14.40 მოლდოვა, 17.40 ბელგია

იქეთა პული: რუსეთი რუმინეთი უკრაინა შვეიცარია ბულგარეთი

ქართული შვიდკაცა: გიორგი კალმახელიძე, ირაკლი გეგენავა, სანდრო ნიჟარაძე, გიორგი ბეგაძე (ყოჩ; გივი ბერიშვილი (ლოკ; ლექსო გუგავა (ლელ; ივა დავითაშვილი (აკდ; მამუკა ნინიძე (ბთმ; ვანო გაბროშვილი (არზ; თედო ზიბზიბაძე (სფრ) ^ მწ) კახა ალანია

მერე კიდევ გასამართია (^ ვმონაწილეობთ: 5-6/06 სპლიტი (ხორ; 12-13/06 პაფოსი^ (კვპ) * 12-გუნდა ფინალი: 10-11/07 მოსკოვი (რუს)

<<< >>> 

www.000webhost.com