ქართველთაგან პირველმა

   უქმეებზე რუსთაველი ბურჯი დავით ზირაქაშვილი ბორჯღალოსანთაგან პირველი გახდა საფრანგეთის ჩემპიონი; ჩვენს შინაურ პირველობაზე ორი გადადებული თამაშიც გაიმართა; შვიდკაცამ კი ოდესაში, ევრო-სერიის პირველ შესარჩევში, მეოთხე ადგილიღა დაიკავა.

27 წლის "ზირაქა" (22 კეპი, 4 ლელო) "კლერმონის" 3 ნომერია. მასიფ-სანტრალის კლუბს აქამდე 10-ჯერვე მოსცარვოდა ფინალში ხელი, მაგრამ ახლა ნავსი გატეხა და სან-დენში 19:6 ძლია შარშანდელი ჩემპიონი, კატალანის "პერპინიანი. ჩვენს დავითს წინა სამ ფინალშიც ეთამაშა და ლელოც დაედო, ამჯერად კი გუნდელებთან ერთად შემართა "ლე ბუკლიე, ანუ "ბრენიუსის ფარი"

წვიმით გამცდარი მატჩებიდან მაგარი გამოდგა კვირის რკენა. "ლელომ" "აკადემიას" დაწყებიდან ნახევარი საათის თავზეღა გაუთანაბრა ანგარიში და ბოლომდე ათი წუთით ადრეღა გაუსწრო. მატჩის პირველი ლელოც 73-ე წუთზეღა დაიდო. ამ მოგების შემდეგ შარშანდელი ჩემპიონი პირადი მოგებითა და ბურთების სხვაობითაც ჯობნის "ლოკომოტივს, მაგრამ ამას ნაკლები რომ უთამაშია, ამად დაწინაურების შანსს ინარჩუნებს და ცხრილშიც ზემოთ გვიზის.

ოდესაში უნდა ჩასულიყო თვით ჯონა ლომუ. უკრაინას წურთნის ზაზა ლეჟავა. მალტა არ გამოცხადდა და უკრაინის მეორე გუნდმა შეცვალა. ჩვენ დაგვემატა მეკო კვირიკაშვილი. შაბათს მოლდოვასთან ფრეს რომ დავჯერდით, ბელგია საჭირო სხვაობით ვძლიეთ და პულში მაინც პირველ ადგილზე დავაფინიშეთ. კვირას პლეი-ოფის ორივე მატჩი წავაგეთ. მეორე ეტაპი ორ კვირაში, კვიპროსზე გველის, მანამდე კი კენიაში მოსათელად აღარ მივდივართ.

>>>    საქართველოს პირველობა

უმაღლესი ლიგა

<<    ლაივ სქორი

29/05 არმაზი 14:7 ბათუმი
30/05 ლელო 20:6 აკადემია

27/28 მატჩი

მ-წ

გატ:გაშ

აია (ქუთაისი) 12

6-1

183:128
ლოკომოტივი % 10

5-1

122:058
ლელო ^ 10

5-2

175:075
ვისოლ ყოჩები 8

4-2

133:086

არმაზი

6

3-4

111:149

აკადემია 4

2-5

080:102
ბათუმი XV ^ 2

1-6

112:203
ხარები (რსთ) 2

1-6

060:175

% ნაკლები თამაში, ^ პირისპირ მოგება

გასამართია

3/06  ვისოლი 18.00 ლოკომოტივი @ ვაკე

>>>    ევროპის შვიდკაცა

IV ეტაპი. 29-30/05 ოდესა (უკრ)

საქართველო - პულში) უკრაინა$2 24:12, ლატვია 29:7, მოლდოვა 12:12, ბელგია 33:7 * იქეთა პულში) უკრაინა 10:5 რუსეთი

ნახ*ფინ (თასი) უკრაინა 12:19 მოლდოვა, საქართველო 19:21 რუსეთი; სინი) რუმინეთი 24:5 ლატვია, ბელგია 24:15 შვეიცარია

ფინალი (I თასი) რუსეთი 35:12 მოლდოვა, III) უკრაინა 21:10 საქართველო; V სინი) რუმინეთი 41:5 ბელგია, VII) შვეიცარია 26:7 ლატვია; IX ფიალა) უკრაინა$2 40:5 ბულგარეთი

<<    ქულა (* კიდევ ითამაშებს)

36 ესპანეთი, 32 რუსეთი, 28 რუმინეთი მოლდოვა, 26 უკრაინა, 24 ლიტვა პოლონეთი, 18 ჩეხეთი, 16 საფრანგეთი* იტალია* ჰოლანდია* 14 ბელგია შვეიცარია, 12 ანდორა* საქართველო* 8 კვიპროსი*ლატვია, 6 დანია* ისრაელი* 4 საბერძნეთი* უნგრეთი ნორვეგია, 2 ბოსნია ბულგარეთი, 0 ლუქსემბურგი* მალტა*

ჯერ არ ჩაბმულან (ითამაშებენ ორს: პორტუგალია გერმანია ხორვატია სერბეთი

გასამართია (* ვმონაწილეობთ: 5-6/06 სპლიტი (ხორ; 12-13/06 პაფოსი* (კვპ)

12-გუნდა ფინალი: 10-11/07 მოსკოვი (რუს)

<<< >>> 

www.000webhost.com