.

დრამა "გინესის" ფინალში

   ევროპის სამივე პროფ-ლიგაში ერთბაშად, ფინალებით დასრულდა სეზონი. ინგლისში "ლესთერმა" შეინარჩუნა შარშან მოპოვებული ტიტული; კელტეთში უელსის "ოსფრიზმა" ირლანდიაში იმარჯვა; საფრანგეთში კი "კლერმონმა" 74-წლიანი ნავსი გატეხა.

"გინესის" ფინალმა დრამატულობით ყველას აჯობა. ლესთერი 30-ე წუთიდან სულ წინ იყო, მაგრამ კივმა გლენ ჯექსონმა რომ დაკრა მორიგი ჯარიმა, ბოლომდე ოთხი წუთით ადრე დაწინაურდა ლონდონის "სარასენსი, ვინც შარშან სამხრეთ აფრიკელებმა იყიდეს და სამხრეთ ნახევარ-სფეროელებით აავსეს.

ორი წრე ლესთერმა პირველ ადგილზე დაასრულა, სარასენსმა კი მესამეზე. ბოლო რაუნდში "თაიგერზის" ფანობას რომ ეკაფიავა, ლონდონელთა ბური გურუ, ბრენდან ფენტერი კავშირმა 14 კვირით განკვეთა. აპელაციით დისკვალიფიკაცია ათი კვირამდე შემცირდა, მწურთნელს კი ისიც უტაქტობად ჩაეთვალა, რომ სარჩელის განხილვამდე, მოსაცდელში, ნამცხვარი მიირთვა და ქაღალდი დაკუჭა.

მუდის მეშვიდე

ფენტერმა ფინალს შინ, ტელევიზორში უყურა, მის შეგირდებს კი ეგონათ, ლესთერი გავტეხეთო. ოლოლო სარანესს! კიკოფი კივმა სქოთ ჰემილთონმა იხელთა, ენთონი ალენს კი კისერში რომ წვდნენ, ყველამ სასტვენის მოლოდინში ყოვნი გააკეთა. ჰოდა, დენ ჰიპქისმა გაარღვია დაცვა და ლელოში კართან შეიჭრა, გარდასახვის შემდეგ კი სხვაობამ ექვსი ქულა შეადგინა.

აქ სარასენსს გარდასახული ლელოღა იხსნიდა. გუნდმა ჯარიმა კიდეზე დაკრა, მაგრამ 5-მეტრა დერეფანი ნაკრებში ხმობილმა ჯეფ პარლინგმა მოუგო. ასე იმარჯვა ლესთერმა მეოთხედ ფინალში, რომელიც აქამდე ათი გამართულა და თაიგერზი შვიდში გასულა. შიდა ინგლისის კლუბმა ბოლო ოთხ წელში მესამედ, სულ კი მეცხრედ იპირველა, და ბებერი მღლეტელი ლუის მუდიც მეშვიდედ (!) გახდა ჩემპიონი.

>>>    გინესის პირველობა @ ინგლისი

<<    ლესთერი 33:27 სარასენსი

ლსთ: ჯ.მერფი^კაპ ჰემილთონი მ.სმითი (ჰიპქისი 73) ალენი ალ.ტუილანგი (სთონთონი 74) <10-9> ფლადი იანგსი / აიერსა (სტანკოვიჩი 53-61) შუთერი კასტროჯოვანი (ქოული 52) დიქონი პარლინგი; ქროფთი მუდი (ნიუბი 68) ქრეინი - 3ლ: სმითი იანგსი ჰიპქისი; 3გ 4ჯ: ფლადი

სარ: ა.გუდი მ.ტანგითაკიმბაუ (რატუვოუ 59) პაუელი ბარითი ვაილზი <10-9> ჯექსონი ნ.დეკოკი (ჯ.მარშალი 65) / აგერო (გილი 52) ბრიცი პ.დიუპლესი; ბორსვიქი (მ.ბოთა 45) ვივიენი; ჟ.ბერგერი სოული (მელკი 65) ე.იუბერი^კაპ - 2ლ: იუბერი; გ 5ჯ: ჯექსონი

რეფ პირსონი @ ლონდონი, თვიქნემი

0:3(3) 3:3(5) 3:6(10) 10:6(14) 10:11(18) 13:11(20) 13:14(26) 20:14(29) /
23:14(48) 23:21(51) 26:21(58) 26:24(71) 26:27(76) 33:27(78)

<<    ყველა ჩემპიონი

ლესთერი 9   1988 1995 1999 2000 2001 2002 2007 2009 2010
ბასი   6   1989 1991 1992 1993 1994 1996
ვოსფსი   6   1990 1997 2003 2004 2005 2008
ნიუკასლი 1   1998
სეილი   1   2006

შარშანდლის რე-მატჩი

სრულიად კელტეთის "მაგნერზს" შემოდგომიდან ორი იტალიური ფრანჩაიზი - "ბენეტონი" და "აირონი" ემატება, პირველი პლეი-ოფი კი მეცხრე სეზონშიღა მოეწყო. ფინალში პირველმა ნომერმა, დუბლინის "ლენსთერმა" მეორე, სვონზის "ოსფრიზი" რომ მიიღო, ლელო ეგრეც ვერ დაუდო, თავად ორი გაუშვა და პარიზის "სტად ფრანსეზში" გულ-ნაკლული გაისტუმრა ოზი მოძღვარი მაიკლ ჩეიკა.

საფრანგეთში შარშანდელი ფინალის რე-მატჩი მოეწყო. ჩვენი დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" (ძველ დროში "მონფერანი) 1936 წლიდან ათგზის გასულიყო საჩემპიონო რკენაში, მაგრამ ყოველ ჯერზე წაეგო. ამჯერად ნავსი გატყდა: პერპინიანელმა ჟერომ პორიკალმა ექვსი ჯარიმიდან ოთხი დაახაია, კლერმონელმა მორგან პარამ კი, პირველი აცდენის მერე, სულ ზუსტად ურტყა.

ჰაპე გასინჯეს

"ზირაქას" გუნდელმა ფიჯელმა, ნაპოლიონი (!) ნალანგამ ახლოდან, რაქთან მიძალებით ლელოც გაიტანა, ენთონი ფლოშმა კი ფინალს წერტილი არეკნით დაუსვა. ჰოდა, გალეთს 40 წლის შემდეგ ისევ ეყოლა ახალი ჩემპიონი და ძველი "ბრენიუსის ფარი" შემართა, წინა, "ლა ვულტი" კი, თუ რომელ დივიზიონშია და ან კიდევ თუ არსებობს, ეგ ინტერნეთშია მოსაძიებელი.

საკლუბო და სანაკრებო სეზონთა შესაყარზე ინგლისი ავსტრალიაში გამგზავრებამდე "ბარბაროსებს" შეება. არ უთამაშიათ მხოლოდ წინა დღით, ფინალით დაკავებულებს. მარტინ ჯონსონმა 12 ნომრად გასინჯა ზელანდიელი ლიგელი შონთეინ ჰაპე, ათზე კი, ვიდრე ცხვირიდან სისხლს ადენდნენ, ოდესღაც ჯონი ვილქინსონის დუბლიორი, ჩარლი ჰოჯსონი იდგა. პომები ერთი ხანობა 32:7 იგებდნენ, მაგრამ მერე სამი ლელო რომ გაუშვეს, ბოლო ჯარიმა კარში დაარტყეს.

>>>    მაგნერზის ლიგა @ კელტეთი

<<    ლენსთერი 12:17 ოსფრიზი

ლენ (ირლ) ქარნი შ.ჰორგანი ოდრისქოლი დარსი ნათევა <10-9> სექსთონი რედენი / რაითი ფოგართი ფანდერლინდე (ჰილი 50) ჰაინსი ოქელი; მაკლოჰლინი (ქეი 31 * ჰოგანი 43) ჯენინგსი^კაპ (რ.სტრაუსი 68) ჰიზლიფი - 4ჯ: სექსთონი

ოსფ (უელ) ბერნი ბოუ ბიშოფი ჰუქი შ.ვილიამსი (ვოქერი 73) <10-9> ბიგარი ფილიპსი / პ.ჯეიმზი (ბევინგთონი 73) ბენეთი ად.ჯოუნზი; ავ.ჯოუნზი ჯ.თომასი (გოფი 63) ქოლინზი ჰოლა რ.ჯოუნზი^კაპ (ტიატია 68) - 2ლ: ბოუ ბერნი; 2გ ჯ: ბიგარი

რეფ ვაითი (ინგ) @ დუბლინი, როიალ სოსაიეთი

0:7(21) 3:7(24) 3:14(36) /
6:14(46) 6:17(49) 9:17(63) 12:17(72)

<<    ყველა ჩემპიონი

ოსფრიზი (უელ)   3   2005 2007 2010
ლენსთერი (ირლ)   2   2002 2008
მანსთერი (ირლ)   2   2003 2009
ჰლანეჰლი (უელ)   1   2004
ალსთერი (ირლ)   1   2006

>>>    ტოპ 14 @ საფრანგეთი

<<    პერპინიანი 6:19 კლერმონი

პრპ: პორიკალი მანა მარტი მერმოზი პლანტი <10-9> გ.იუმი (ნ.ლარაგი 54) დიურანი (მელე 60) / ფრეშვოთერი (შუსთერი 64) გირადო (ტინკუ 55) მა^კაპ (პულუ 74) ოლიბო ჩალე-უაჩუ (გრანკლოდი 70) ტონიცა პერესი (ლეკორვეკი 53) ჰ.ტუილანგი (ლეკორვეკი 46-52 * ვილასეკა 57) - 2ჯ: პორიკალი

კლრ: ფლოში ნალანგა რუჟრი^კაპ მ.იუბერი მალზიო <10-9> ბრ.ჯეიმზი პარა / დომინგო მ.ლედესმა (კაბელიო 71) შელსო (ზირაქაშვილი 44-72) ქადმორი პრივა (პიერი 53) ბონერი ლაპონდრი (ოდებერი 60) ვერმელენი - ლ: ნალანგა; გ 3ჯ: პარა; ა: ფლოში

რეფ ბერდოზი @ სან დენი, სტად დე ფრანსი

0:3(11) 0:10(18) 3:10(21) 6:10(27) 6:13(28) /
6:16(63) 6:19(69ა)

<<    ყველა ჩემპიონი

ტულუზი   17   1912 1922 1923 1924 1926 1927 1947 1985 1986 1989 1994 1995 1996 1997 1999 2001 2008

ბორდო-ბეგლი  

11  

1899 1901 1904 1905 1906 1907 1908 1909 1911 1969 ბეგლი, 1991 ერთად

ბეზიე  

11  

1961 1971 1972 1974 1975 1977 1978 1980 1981 1983 1984

სტადი (პარ)  

9  

1893 1894 1895 1903 1998 2000 2003 2004 2007

აჟენი   8   1930 1945 1962 1965 1966 1976 1982 1988
ლურდი   8   1948 1952 1953 1956 1957 1958 1960 1968
პერპინიანი   7   1914 1921 1925 1938 1944 1955 2009
რასინგი (პარ)   6   1892 1898 1900 1902 1959 1990
ბიარიცი   5   1935 1939 2002 2005 2006

ლიონი  

3  

1910 1932 1933

ბეიონი   3   1913 1934 1943
პო   3   1928 1946 1964
ტულონი   3   1931 1987 1992
კასტრი   3   1949 1950 1993

ტარბი  

2  

1920 1973

ნარბონი   2   1936 1979

ოლიმპიკი (პარ)  

1  

1896

კიონი   1   1929
ვიანი   1   1937
კარმოზი   1   1951
გრენობლი   1   1954
მონდემარსანი   1   1963
მონტობანი   1   1967
ლავულტი   1   1970
კლერმონი   1   2010

>>>    მასთერქარდის ალაფა

<<    ინგლისი 35:26 ბარბაროსები

ინგ: ფოდენი კვეიტო თინდოლი ჰაპე (თეითი 61) სთრეთლი (სიმფსონი 72) <10-9> ჩ.ჰოჯსონი (ბარქლი 36) ქეა / გოლდინგი (პეინი 45) თომფსონი (მირსი 55) დორან-ჯოუნზი; ეთვუდი (ვორდ-სმითი 51) პამერი; ჰესქელი ს.არმითიჯი (ვორსლი 66) ისთერი^კაპ - 4ლ: ჰესქელი ჰაპე ფოდენი თინდოლი; 3გ: ჰოჯსონი 2, ბარქლი; 3ჯ: ჰოჯსონი 2, ბარქლი

ბარ: ვორიქი (დ.სმითი 52) საქი ლაულალა ფრიცი (ესტებანე 52) ემონსი <10-9> ელისალდი კელეჰერი (მინიონი 71) / რონსერო ოგიუ (ოუენსი 71) ვაითი (ჯონსთონი 49) სკიტე (ტიონი 43) ბ.ქეი (ჯ.სმითი 49) სოიალო მ.ვილიამსი ზ.რაში^კაპ - 4ლ: საქი (1 4) დ.სმითი ჯონსთონი; 3გ: ელისალდი

რეფ გარსეზი (სფრ) @ ლონდონი, თვიქნემი (41 035)

3:0(9) 6:0(11) 13:0(15) 20:0(25) 20:7(36) 25:7(37) /
32:7(46) 32:14(58) 32:19(65) 32:26(77) 35:26(80+)

>>>    ამ უქმეებზე

პარ 4/06 ირლანდია 22.45 ბარბაროსები

შაბ 5/06 ავსტრალია 13.00 ფიჯი, უელსი 17.30 აფრიკა

<<< >>>