მეორე ოვერტაიმში!

   შვიდკაცის მსოფლიო სერია მე-11 სეზონში პირველად მოიგო ციცქნა სამოამ. გულად კუნძულელებს პულში მარცხი შეემთხვათ, მაგრამ მეოთხედფინალში მაინც აცდნენ მდევარ ზელანდიას, ხოლო ნახევარფინალი საარაკოდ, მეორე ოვერტაიმის ბოლოსღა, ჯარიმით მოუგეს ინგლისს და კივთათვის მიუწვდომელნი შეიქნენ.

სამოამ სერიის ბოლო ხუთი ეტაპიდან ოთხზე თასი აიღო. "მანუ" სეზონში შვიდჯერ ეჩაუქა ზელანდიას და ბოლო ექვს შეყრაზე ძლია. ირბ-მა მსოფლიოს საუკეთესო მოშვიდკაცედ ჩემპიონთა ფრთა და სერიის უპირველესი მელელოვე, მიკაელე პესამინო ცნო, სერიის გამარჯვებულის სარგო თასი კი კაპიტანმა ლოლო ლუიმ შემართა.

ბოლო, შოტლანდიის ეტაპის წინ სამოა 7 ქულით უსწრებდა ზელანდიას. კივებს თასი რომც მოეგოთ, მანუს საჩემპიონოდ ფინალში გასვლა ეყოფოდა. გუნდს ამ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა ერთობ გაუჭირდა: ინგლისთან სირენის შემდეგ ლელო გაუშვა, მაგრამ ცოცხალი ლეგენდის, ბენ გოლინგსის გარდასახვა ძელს მოხვდა!

სასწაულად აღიდგინეს

დაინიშნა ოვერტაიმი ოქროს ქულამდე. ლუიმ ააცილა არეკნი. ინგლისს კაცი ორჯერ გაუსინბინეს, მაგრამ სამოა ისე დაღლილიყო, რომ პირველი მეტობა ვერ გამოიყენა, მეორეზე კი, მე-14 დამატებით წუთზე, კაპიტანმა ჯარიმა კარში 35 მეტრიდან დაკრა და გაიტანა.

ამით ზელანდიას იმედი გადაეწურა და მზარდმა ავსტრალიამ თამაში შემოუბრუნა, სამოამ კი სასწაულად აღიდგინა ძალა და 20-წუთა ფინალში ოზები მთლად გააპამპულავა. ასე რომ, მულღაზანზრის ხელისუფლებას სიტყვის შესრულება მოუწევს და კუნძულებზე რიგ-გარეშე უქმეს გამოაცხადებს.

>>>    ირბ-ის შვიდკაცის XI სეზონი

VIII ეტაპი. 29-30/05 ედინბურგი (შტლ)

<<    ბოლო პულური რაუნდი

(ა) არგენტინა 31:10 სამოა
(ბ) ზელანდია 24:17 აფრიკა
(გ) ავსტრალია 21:21 ინგლისი
(დ) შოტლანდია 33:21 უელსი

<<    მოულოდნელობანი

(ა) არგენტინა 5:14 საფრანგეთი
(გ) ინგლისი 19:26 კანადა
(დ) ფიჯი 14:31 შოტლანდია

<<    თასის მეოთხედფინალი

სამოა (ა1) 19:0 აფრიკა (ბ2)
შოტლანდია (დ1) 7:19 ინგლისი (გ2)
ავსტრალია (გ1) 15:7 ფიჯი (დ2)
ზელანდია (ბ1) 26:0 არგენტინა (ა2)

<<    ნახევარფინალი

სინი

შოტლანდია 19:14 აფრიკა (6ქ)
არგენტინა 19:17 ფიჯი (6ქ)

თასი

სამოა 15:12*დდ ინგლისი (16ქ)
ავსტრალია 24:19 ზელანდია (16ქ)

<<    ფინალი

ფარი (XIII) რუსეთი 26:7 კანადა
ფიალა (IX) უელსი (4ქ) 26:10 კენია
სინი (V) შოტლანდია (12ქ) 19:0 არგენტინა (8ქ)
თასი (I) სამოა (24ქ) 41:14 ავსტრალია (20ქ)

სამოა: 2 სიმაიკა მიკაელე, 3 ალაფოტი ფაკოსილივა, 4 აფა აიონო, 6 უალე მაი, 7 ლოლო ლუი, 9 რეუპენა ლევასა, 10 მიკაელე პესამინო * 1 ოფისა ტრევირანუსი, 5 პალე ტოელუპე, 8 ალატასი ტუპოუ, 11 ტიმოტეო იოსუა, 12 ფაუტუა ოტო ^ მწ) სთივენ ბეთემი

კიბე 2010

ჯამი

დუბ

ჯორ

ველ

ლას

ადე

ჰნკ

ლონ

ედნ

სამოა 164 20 6 20 24 24 30 16 24
ზელანდია 149 24 24 16 20 12 25 12 16
ავსტრალია 122 12 6 12 16 16 16 24 20
ფიჯი 108 16 20 24 8 6 20 8 6
ინგლისი 96 16 12 16 6 4 20 6 16
აფრიკა 80 8 8 8 12 8 10 20 6
არგენტინა 62 6 16 0 0 16 0 16 8
კენია 52 6 16 6 16 0 8 0 0
უელსი 34 4 4 4 6 6 0 6 4
შტატები 32 0 0 0 4 20 8 0 0
კანადა 15 0 0 6 0 0 5 4 0
შოტლანდია 12 0 0 0 0 0 0 0 12

ეტაპები: დუბაი არბ, ჯორჯი აფრ, ველინგთონი ზელ, ლას ვეგასი აშშ, ადელაიდა ავს, ჰონკონგი ჩინ, ლონდონი ინგ, ედინბურგი შტლ

<<    ლელო

56 მიკაელე პესამინო (სამ; 33 კურტ ბეიქერი (ზელ, ჰამფრი კაიანგე (კენ; 32 რეინო ბენჯამინი (აფრ, ქოლინზ ინჯერა (კენ; 30 ბრექინ კარაურია-ჰენრი (ავს, 29 ალაფოტი ფაკოსილივა (სამ)

<<    გოლი

106 ლოლო ლუი (სამ, 101 ბენ გოლინგსი (ინგ, 93 ტომასი თამა (ზელ, 91 ჯეიმზ სთანარდი (ავს, 64 ლავინ ასეგო (კენ, 53 მზვანდილე სთიქი (აფრ), 42 ხოაკინ ტოდესკინი (არგ)

<<    ქულა

332 ბენ გოლინგსი (ინგ, 282 მიკაელე პესამინო (სამ, 264 ლოლო ლუი (სამ, 257 ჯეიმზ სთანარდი (ავს, 241 ტომასი თამა (ზელ, 210 სესილ აფრიკა (აფრ, 191 კურტ ბეიქერი (ზელ)

>>>    11 სეზონის ჯამი

<<    სერიის ჩემპიონი

ზელანდია

8   2000 2001 2002 2003 2004 2005 2007 2008
ფიჯი   1   2006
აფრიკა   1   2009
სამოა   1   2010

<<   თასის მფლობელი

1999-2010 (92 ეტაპი: 37 ზელანდია - 16 ფიჯი, 13 ინგლისი, 11 აფრიკა - 7 სამოა, 5 ავსტრალია, 2 არგენტინა, 1 საფრანგეთი

<<   ლელო

230 სანტიანო გომეს-კორა (არგ, 202 ბენ გოლინგსი (ინგ, 179 ფაბიან იურისი (აფრ, 151 მიკაელე პესამინო (სამ, 132 უალე მაი (სამ, 117 ნასონი როკო (ფიჯ, 113 კარლ ტენანა (ზელ)

<<   გოლი

682 ბენ გოლინგსი (ინგ, 457 ვაისალე სერევი (ფიჯ, 294 ტომასი თამა (ზელ, 283 ლოლო ლუი (სამ, 282 ამასიო რაომა (ზელ, 272 ლავინ ასეგო (კენ, 257 უალე მაი (სამ)

<<   ქულა

2374 ბენ გოლინგსი (ინგ, 1310 ვაისალე სერევი (ფიჯ, 1178 სანტიანო გომეს-კორა (არგ, 1174 უალე მაი (სამ, 1124 ამასიო რაომა (ზელ, 987 ვილიამ რაიდერი (ფიჯ, 938 ტომასი თამა (ზელ)

<<   წლის მოშვიდკაცე

2004 საიმონ ამორი (ინგ, 2005 ორენე აი (ზელ, 2006 უალე მაი (სამ, 2007 აფელეკე პელენისე (ზელ, 2008 დიჯეი ფორბსი (ზელ, 2009 ოლი ფილიპსი (ინგ, 2010 მიკაელე პესამინო (სამ)

<<< >>> 

www.000webhost.com