"პრემიერ რაგბი" გაჯიქდა

   ამ არა და იქეთა შაბათს დასაწყები ზეპური ტესტების წინ სამი სამხრეთელი ბობოლიდან ორი მოთელვას მართავს: მსოფლიო თასის მფლობელი სამხრეთი აფრიკა არცა მთლად ძლიერი გუნდით სწვევია სარფს დახარბებულ უელსს, ავსტრალია კი ლამის ულეგიონერებო ფიჯის სამაგალითოდ გაბურთავებას აპირებს.

უელსი აფრიკას 1906 წლიდან 23-ჯერ ერაგბა და ერთადერთხელ - 1999 წლის ივნისში, 29:19 მოუგო ჯერაც დაუსრულებელი "მილენიუმის" კურთხევაზე. ტაფიებმა ახლა მოტვინეს, იმ საარაკო გამარჯვების თერთმეტი (!) წლის თავია და "ბოკე" ისევ დაპატიჟეს, მაგრამ იაპთა ჭირად, გაჯიქდა ინგლისის "პრემიერ რაგბი" და "ბასის" ბეკს, 31 წლის მსოფლიო ჩემპიონს, ბუჩ ჯეიმზს, ვითომც მისივე კეთილ-დღეობისთვის, ნაკრებში თამაში აუკრძალა.

პომური პროფ-ლიგა ფორმალურად მართალია, რაღაი 5 ივნისი ირბ-ის სანაკრებო სარკმელს გარეთაა, მაგრამ ერთი რომ, სხვა ხუთი კაცი მაინც გაუშვა ნაკრებებში, და მეორეც, ბუჩის არჩევის ამბავი 22 მაისს შეიტყო, მაგრამ 1 ივნისსღა დაადო ვეტო და ბოკეს გეგმები მეტად აურია, რაღაი აფრიკას ისედაც აკლია ზე 14-ში დაქანცული ლიდერები: ფური დიუპრე, მორნეი სტეინი, ბრაიან ჰაბანა, სხალკ ბერგერი, პიერ სპისი და ჟოან სმითი.

დანაკარგის მიუხედავად

რომ ვერ მოკეთდა ზე 14-ის ფინალში დაშავებული ანდრის ბეკერი, "ბულზის" ყოჩი ვიკტორ მეტფილდი სასწრაფოდ გაფრინდა კარდიფს. ბოკეს მულატ გურუს, პიტერ დეფილიერსს 15-ეულში სამი ახალბედა (ხიო აპლონი, ჟოან დეიონხი, ფრანსუა ლოუ) უწერია. გურუ ევროპაში მოღვაწეებსაც (ფრანს სტეინი, სიჯეი ფანდერლინდე, ბიჯეი ბოთა, ჯო ფანიკერკი) შეავლებს თვალს და დანაკარგის მიუხედავად, საუელსო გუნდის ჯამური ნამსახურობა მაინც 500 კეპია!

პარასკევს, შოუს 57 ათასი ბილეთი იყო გაყიდული. უელსი საგაისო მსოფლიო თასს სწორედ რომ ბოკესთან რკენით იწყებს. "წითელმა ურჩხულმა" "ექვს ერზე" ორი მაჩანჩალაღა (შოტლანდია იტალია) ძლია. ბოლო მატჩის აქეთ გუნდში სამი ცვლილებაა. ტრავმათა გამო ვერ ითამაშებენ შეინ და მარტინ ვილიამსები, გეთინ ჯენქინსი და ენდი პაუელი, ხოლო ჯეიმზ ჰუქმა ბეჭის ოპერაცია ერთი კვირით გადადო, რაღაი ქვეყანას მისი სამსახური ჭირდება.

რუპსი ცენტრში დგას

ავსტრალიას დაშავებია რვა ოსტატი: სთივენ მური, ბენ რობინსონი, ჯეიმზ ჰორვილი, ვაიკლიფ პალუ, ტატაფუ პოლოტა-ნაუ, ვილ გენია, პიტერ ჰაინსი და სთერლინგ მორთლოქი. ჯორჯ სმითმაც თავი მიანება დიდ რაგბს; ფილ ვო და ბერიქ ბარნსი რაზმში ვერ მოხვდნენ; მაგრამ "ვოლაბთა" კივ გურუს, რობი დინსს, ორი წლის წინდელისგან განსხვავებით, არა უჭირს რა, რადგან არჩევანი მეტად გაფართოებია.

ზე 14-ის საუკეთესო ოზ მობურთალად შერაცხული ქეიდ კუპერი 10 ნომრად რომ აირჩია მწურთნელმა, მეტ გიტოს 12-ზე მოუხდა ჩაჩოჩება; მორთლოქს 13-ად ცვლის 20 წლის რობ ჰორნი; ფულბეკად აბორიგენი ქერთლი ბილი იწყებს; მარცხენა ბურჯი სალესი მაფუ თავისსავე ძმას, სახელად ქემფიზს (!) შეერკინება, მესამე ძმას, აპაკუკას კი თურმე შვიდკაცა უთამაშია ტონგის (!) სახელით.

სხვაფრივ, ფიჯის რაზმში საგულისხმო სიახლეა: 30 წლის მეთრიაქე და შარის-თავი "რუპსი" - რუპენი თაუთაუ-ნიმბუთა 112 კილო რომ გამხადა, ფრთის ნაცვლად ცენტრში დგას და იმის იმედადაა, რომ კანბერაში შენიშნავენ და საფრანგეთის "აჟენის" ნაცვლად გაისად ზე 15-ში დაასაქმებენ.

>>>    მოსათელი ვიქენდი

<<    ავსტრალია - ფიჯი

ავს: ბილი აიონი ჰორნი გიტო ეშლი-კუპერი <10-9> ქ.კუპერი ბერჯესი / ელიგზანდერი ედმონდსი ს.მაფუ; მამი შარფი; ელსომი^კაპ ფოქოქი ბრაუნი * მრქ) ოქონორი მიჩელი ვალენთაინი / ს.ფაინგა პ.ქოუანი; ჩიზომი ჰოჯსონი

ფიჯ: დ.რავანქა ნანგუსა რადიდი თაუთაუნიმბუთა მბომბო <10-9> ლუვენიალი ვუთანგო / ქ.მაფუ ტუაპატი დ.მანუ^კაპ; კალოუ ვანქანიმბუროტუ; ვაიზი ნაკაინდრავა ნქოვუ * მრქ) ნანდოლო რატუ მბუატავა / ვეიკოსო დოსი; ნასინგა მბოლა

რეფ ფითსგიბონი (ირლ)

შაბ 5/06 კანბერა 13.40 საქ ! გლობალზე ცოცხლად (გამეორებით 02.30)

<<    უელსი - აფრიკა

უელ: ბერნი ჰაფ-პენი ჰუქი რობერთსი პრაიდი <10-9> სთ.ჯოუნზი ფილიპსი / პ.ჯეიმზი მ.რისი ად.ჯოუნზი; ბრ.დევისი დნ.ჯოუნზი; ჯ.თომასი ვორბერთონი რ.ჯოუნზი^კაპ * მრქ) ბიშოფი ბიგარი რ.რისი / ბენეთი იეპი; ავ.ჯოუნზი მაქასქერი

აფრ: ფ.სტეინი აპლონი ჟ.ფური დეიონხი ო.ნდუნხანე <10-9> პინარი იანარი / ფანდერლინდე ჯ.სმიტი^კაპ ბჯ.ბოთა; როსუ მეტფილდი; ფ.ლოუ დ.პოტხიტერი ფანიკერკი * მრქ) ბასონი კერშნერი ბოსმანი / რალეპელი ი.დიუპლესი; ჰარგრივზი კანკოვსკი

რეფ ლუისი (ირლ)

შაბ 5/06 კარდიფი 17.30 ! გლობალზე ჩანაწერი 20.00 (გამ 04.30)

>>>    ჩერჩილის თასი

შაბ 5/06    კანადა 22.00 ურუგვაი, შტატები 24.30 რუსეთი

>>>    ჩრდილოეთი სამხრეთში

12/06 11.35 ზელანდია - ირლანდია ნიუ პლიმუთი
  14.05 ავსტრალია - ინგლისი პერთი
  16.00 აფრიკა - საფრანგეთი კეიპთაუნი
  19.00 არგენტინა - შოტლანდია ტუკუმანი

19/06

11.35

ზელანდია

-

უელსი

დანიდინი

  14.05 ავსტრალია - ინგლისი სიდნეი
  17.00 აფრიკა - იტალია ვიტბანკი
  19.00 არგენტინა - შოტლანდია მარ დელ პლატა

26/06

11.35

ზელანდია

-

უელსი

ჰემილთონი

  14.05 ავსტრალია - ირლანდია ბრისბენი
  17.00 აფრიკა - იტალია ისთ ლანდონი
  22.45 არგენტინა - საფრანგეთი ბუენოს აირესი

<<< >>>