ევრო სპორტზე, საათით ადრე

   რუმინეთში გასამართი "ირბ ერთა თასის" ყველა მატჩს ცოცხლად, "ევრო სპორტ ორზე" ვუცქერთ, ოღონდაც გამოცხადებულზე თითო საათით ადრე; ტურნირის მასპინძლები პროვინციაში, უკრაინის მოსრვით მოითელნენ და მსოფლიო თასის რეპეშაჟის ბოლოსწინა წრეში გავიდნენ; რუსეთი კოლორადოში, "ჩერჩილის თასზე" მაგრად დაუდგა შტატებს, "ქართულ შვიდკაცას" კი, ევრო-ფინალში საჩაუქოდ, დამდეგ უქმეებზე, კვიპროსში, მესამე ადგილის დაჭერა მართებს.

"არკულ დე ტრიუმფზე" დანიშნულ თამაშთა საათობრივი განრიგი ბარემ ერთი თვის წინ გამოქვეყნდა, მაგრამ ორგანიზატორებმა ახლაღა მოტვინეს, რომ რაგბი ტელე-განხრით ფეხბურთის მსოფლიო თასის პულურ მატჩებს ემთხვეოდა, და წამგებიან კონკურენციას მოერიდნენ.

მატჩები დათქმულზე ადრე რომ დაიწყება, მაგით მობურთალებს მეტად დაცხებათ, ქართულ რაგბის თემს კი მცირე დარდად ისღა ექნება, რომ შუა კვირაში, დღის ოთხზე, ხალხი ჯერაც ოფისებში მუშაკობს, აქაურ "ევრო სპორტებზე" კი კომენტარი რუსულია და თანაც სკამაროხული (ჭკუა-მხიარული)

>>>     ირბ "ერთა თასი"

ბუქარესტი (რუმინეთი) არკულ დე ტრიუმფი

ჩასწორებული განრიგი (საქ დროით)

პარ 11/06 * პირველი რაუნდი

16.00 რუმინეთი - ნამიბია
18.00 იტალია*ა - არგენტინა*ა
20.00 საქართველო - შოტლანდია*ა

სამ 15/06 * მეორე რაუნდი

16.00 საქართველო - იტალია*ა
18.00 შოტლანდია*ა - ნამიბია
20.00 რუმინეთი - არგენტინა*ა

კვი 20/06 * მესამე რაუნდი

16.00 საქართველო - ნამიბია
18.00 რუმინეთი - იტალია*ა
20.00 შოტლანდია*ა - არგენტინა*ა

ღლაბუცი ბუკოვინაში

რუმინეთმა ზუსტად 50 წლის წინ პირველად ძლია საფრანგეთი, ხოლო იუბილეზე უკრაინას ბუკოვინაში წაეღლაბუცა. ბიჭები ჩაუშესკუს დამხობისას დაღუპული კაპიტნის, ფლორიკა მურარიუს საფლავზე გავიდნენ და მის სახლს დაფაც მიამაგრეს.

ძაან ჭრელად შემოსილმა "სტეჟარმა, ვისაც ფრანგი სერჟ ლერლის ნაცვლად უკვე რომეო გონტინეაკი წურთნის, ხახოლებს ამჯერადაც ისე-რა შერკინება გაუყვანა, მაგრამ კვლავ ულაპარაკოდ მოუგო, ივლისში კი ტუნისსაც პერიფერიაში, ბუზეუში უმასპინძლებს.

>>>     მსოფლიო თასის რეპეშაჟი

<<    რუმინეთი 61:7 უკრაინა

9ლ: ურსაკე იანუში სოკოლი ჩუნტუ (4 9) ფერკუ (5 8) ბურჩა სურუჯუ; 5გ: დუმბრავა (2 7 8) ვლაიკუ (5 6) 2ჯ: დუმბრავა - ლ: კრასილნიკი; გ: ტიურიკოვი ^ რეფ ფალცონე (იტა) @ ბოტოშანი, მუნიჩიპალი (6 200) 3:0(5) 6:0(9) 11:0(13) 18:0(15) 23:0(20) 28:0(27) 35:0(38) / 42:0(46) 49:0(61) 56:0(72) 56:7(80) 61:7(80+2) * პირველი მატჩი 33:3

   17/07   რუმინეთი - ტუნისი (ბუზეუ, ურუგვაი - ყაზახეთი

6,13/11  

რუმ/ტუნ - ურუ/ყზხ (შინ და გარეთ)

>>>    2011 წლის მსოფლიო თასი

9/09-23/10 ახალი ზელანდია

<<    პულები

ახ.ზელანდია საფრანგეთი ტონგა კანადა იაპონია
არგენტინა ინგლისი შოტლანდია საქართველო რეპეშაჟელი
ავსტრალია ირლანდია იტალია რუსეთი შტატები
სმხ.აფრიკა უელსი ფიჯი სამოა ნამიბია

<<    ბორჯღალოსანთა სვლაგეზი

ოთხ 14/09 შოტლანდია დანიდინი
კვი 18/09 ინგლისი ქრაისთჩერჩი

ოთხ

28/09

რეპეშაჟელი

პამერსთონი

კვი   2/10 არგენტინა პამერსთონი

შორებელი არიფები

რუსეთმა "ჩერჩილზე" ვევეადან 16, ენისეიდან ოთხი, პენზიდან და სლავადან ორ-ორი, და კრასნი იარიდან ერთი კაცი ჩაიყვანა. "დათვები" "არწივებთან" საწყის საათში ოთხჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც პრემიით დამარცხდნენ.

ურუგვაი უარესად რომ ძლია კანადამ, ამთავითვე გაცხადდა, რომ შორებელი არიფები ამ არა და იქეთა შაბათს ფიალას გაითამაშებენ; სინზე ჩრდილო ამერიკელი მეზობლები შეიყრებიან, თასზე კი - ინგლისისა და საფრანგეთის დუბლები.

>>>     ჩერჩილის თასი

გლენდეილი, დენვერი (კოლორადო) * ნიუ ჯერზი (ფინალები)

<<    კანადა 48:6 ურუგვაი

6ლ: ოთული თეითი ფანდერვერვე (2 4) მენზა-ქოქერი ევანსი; 6გ: პრიჩარდი ჰერნი მანრო 4; 2ჯ: პრიჩარდი - 2ჯ: კაფერა ^ რეფ გარსეზი (სფრ) 7:0(12) 14:0(27) 14:3(35) / 14:6(41) 17:6(45) 20:6(48) 27:6(50) 34:6(61პ) 41:6(66) 48:6(72) * ამავე პულშია საფრანგეთი*ა

<<    შტატები 39:22 რუსეთი

5ლ: პეტრი ვაილზი (2 4) დონაჰი ნგვენია; 4გ: მალიფა; 2ჯ: მალიფა რაუზი - 3ლ: არწემიევი გრესევი მატვევი; 2გ ჯ: იანიუშკინი ^ რეფ პოლოქი (ზელ) 0:5(11) 7:5(17) 7:8(31) 14:8(33) 14:15(38) / 17:15(46) 17:22(52) 22:22(55) 29:22(60პ) 36:22(64) 39:22(80) * ამავე პულშია ინგლისი*ა

<<    განრიგი (საქ დროით)

ოთხ 9/06    რუს 23.00 ინგ, ურუ 01.30 სფრ
კვი 13/06    აშშ 23.00 ინგ, კან 01.30 სფრ
შაბ 19/06    22.00 ფიალა, 00.45 სინი, 03.30 თასი

მესამე გვჭირდება

კვირას, სპლიტიდან უსაშველოდ გაჯანჯლდა ფინალთა შედეგების რაგბეთისთვის ცნობება, რაც შვიდკაცის ევრო-სერიაზე არ ახალია, ძველია. ერთი კია, შაბათს პულებში ისე დასრულდა თამაშები, რომ მუღამიანი არითმეტიკით ვასკვნით:

თუ ჩვენები კვიპროსში მესამე ადგილს დაიჭერენ - 14 ქულას აიღებენ, სერიის კიბეზე უკეთეს დუჟინში შეიჭრებიან და მოსკოვშიც, ფინალში იჩაუქებენ,

მეოთხე ადგილი და 12 ქულა კი, გატანილ-გაშვებულის მოკრძალებული სხვაობის გამო, პოლონეთის გასასწრებად შეიძლება ვერ გვეყოს.

>>>     ევროპის შვიდკაცა

<<    V ეტაპი. 5-6/06 სპლიტი (ხორ)

ნახ*ფინ (თასი) იტალია 24:14 გერმანია, პორტუგალია 31:7 ჰოლანდია; სინი) დანია 17:14 სერბეთი, ხორვატია 19:5 ანდორა

ფინალი (I თასი) პორტუგალია 38:5 იტალია, III) გერმანია 43:5 ჰოლანდია; V სინი) ხორვატია 12:14 დანია, VII) სერბეთი 7:12 ანდორა; IX ფიალა) ლუქსემბურგი 40:7 ბოსნია

<<    ქულა (* კიდევ ითამაშებს)

36  ესპანეთი
32  რუსეთი იტალია
28  რუმინეთი მოლდოვა ჰოლანდია
26  უკრაინა
24  ლიტვა [+183] პოლონეთი [+169]

18  პორტუგალია
* ჩეხეთი ანდორა
16  საფრანგეთი
* დანია  
14
 გერმანია* ბელგია შვეიცარია
12  საქართველო*
[+47]

  8  ხორვატია
* კვიპროსი* ლატვია
  6  ისრაელი
*
  4  საბერძნეთი
* სერბეთი* უნგრეთი ნორვეგია
  2  ბოსნია ბულგარეთი ლუქსემბურგი
  0  მალტა
*

<<    ბოლო, VI ეტაპი. 12-13/06 პაფოსი (კვპ)

საქართველო - პულში) შაბ საქ დროით: 12.00 ხორვატია, 13.20 მალტა, 14.40 პორტუგალია, 17.00 სერბეთი

იქეთა პული: საფრანგეთი გერმანია კვიპროსი საბერძნეთი ისრაელი

თასის ნახ*ფინ: კვი 15.10; სინის ფინალი 17.10, თასისა 18.00

ქართული შვიდკაცა: ბესიკ ხამაშურიძე, ირაკლი გეგენავა, ლექსო გუგავა, ვახო კავთიძე, შავლეგ მახარაშვილი, გიორგი შკინინი, სანდრო ნიჟარაძე, გიორგი კალმახელიძე, დავით ჩიტიძე, რატი ხუციშვილი ^ მწ) კახა ალანია

<<    12-გუნდა ფინალი

10-11/07    მოსკოვი (რუს)

<<< >>> 

www.000webhost.com