რიგ-გარეშე ხეირი

   სამხრეთული ტესტების წინა მოთელვაზე მსოფლიო თასის მფლობელმა აფრიკამ განახევრებული გუნდიდაც ძლია უელსი; ავსტრალიას ფიჯთან სპარინგი ორ ტრავმად დაუჯდა; ირლანდიამ კი "ბარბაროსებს" თავიდან დუბლი რომ გაუყვანა და მერეღა ჩააბა ბრძოლაში თითო-ოროლა ლიდერი, მატჩი ვეღარ გადაარჩინა.

უელსს გეზი ზელანდიაზე უჭირავს. კელტებმა იაპები "მილენიუმზე" რიგ-გარეშედ დაპატიჟეს, 60 ათასი მოსეირის წყალობით ხეირი გვარიანი ნახეს და 13 ქულითაც დაწინაურდნენ, მაგრამ თამაში რომ გამწვავდა, "ბოკემ" კლასის ხარჯზე შექმნა მარაგი, ბოლომდეც გაძლო, ზედიზედ მეთერთმეტედ ძლია "ურჩხულები" და 104-წლიანი ბალანსი 24: 22-1*1 გაიხადა.

ტაფიები გოლებით წინ 9:3 გავიდნენ, მერე კი ბეჭ-საოპერაციო ჯეიმზ ჰუქმა პასი ჩაუჭრა ჯონ სმიტს და დაალელოვა. ბოკემ ფაზური თამაში გააჩაღა და ტემპსაც უმატა. ზანგმა ოდვა ნდუნხანემ ალამთან, ვადნაში რომ შეიტანა ლელო, დაშავდა. მეორე ტაიმის დასაწყისში, ბელფასთის "ალსთერში" გადასული რუან პინარის მიერ წამოწყებულ შეტევაში, დანი როსუმ საფირმო ოფლოუდი მიართვა დევალდ პოტხიტერს, საათის თავზე კი ჟოან დეიონხმა თერნოვერით იხეირა.

სმითი "ტულონში"

მანამდე ფრანს სტეინმა ჩვეულ ყაიდაზე, ცენტრიდან შეაგდო ჯარიმა. თორმეტით ჩამორჩენილმა უელსმა ტრადიციულად ბოლომდე, გულიანად უტია და ორი კოხტა ლელოც დადო, ერთხელ კი ხაზს იქეთ გადატანილი ბურთი ვერ დაამიწა. მასპინძლებმა თამაშის მიწურულს ლელოს იმედად დერეფნიდან კიდევ შეუტიეს გაშლილად, მაგრამ ბურთი დაკარგეს, ხოლო აფრიკამ გასატანი ჯარიმაც კი კიდეზე გადააგდო.

ავსტრალიას ისედაც აკლდა რვა დაშავებული ლიდერი, ფიჯთან კი დაემტვრენენ ბურჯი ბენ ელიგზანდერი და უნივერსალი ბეკი ადამ ეშლი-კუპერი. მულღაზანზრელებმა ნადირობა რომ გააჩაღეს მეტ გიტოზე, ურჯუკ ბოჭვათა გამო ტრიბუნალზე დაიბარეს ტანიელა რავანქა და საულა რანდინდი და დასაჯეს, პირველ ლელოზე კი ნაკრებში 10 ნომრად დაწინაურებულმა ქვეიდ კუპერმა შორი, მომსხეპი პასი გაუხერხა აბორიგენ ქერთლი ბილს.

ავსტრალიის შემდეგი მეტოქე ინგლისია. ოზები პომებს ოთხჯერ (!) ერაგბებიან: შუა კვირაში "ბარბაროსებად" შენიღბულ დუბლს ახვედრებენ სტუმართა მარქაფას, ხოლო შაბათობით "ქუქის თასზე" იქნება ნაღდი ტესტები. "ვოლაბები" ივნისის პროგრამას დაასრულებენ ირლანდიასთან, ვინც მანამდე ზელანდიაში შეივლის, კელტებთან ნაბარბაროსალი ავსტრალიელი მღლეტელის, ჯორჯ სმითის გამო კი ის გაირკვა, რომ იაპონიაში, საშოვარზე წასვლის ნაცვლად საფრანგეთის ამბიციურ კლუბში, "ტულონში" ირაგბებს.

>>>      მოსათელი ვიქენდი

<<    ირლანდია 23:29 ბარბაროსები

ირლ: ქარნი (ბოუ 54) ჯნ.მერფი დაფი მაკფადენი (პ.ვოლესი 40+1) თრიმბლი <10-9> ოგარა^კაპ სთრინგერი (ოლირი 63) / ჰორანი (ქორთი 63) ქრონინი (ფლენერი 54-79) ბაქლი; ოდონოჰიუ სბ 36 (მ.ოდრისქოლი 54) თუი (ოკალაჰენი 54) მალდუნი რონანი (ოკალაჰენი 30-35) ჰენრი - 2ლ: რონანი ბაქლი; 2გ 3ჯ: ოგარა

ბარ: ვორიქი ემონსი ლაულალა რამბენი (ესტებანე 65) დ.სმითი <10-9> ბრ.ჯეიმზი (ელისალდი 51) მინიონი (კელეჰერი 51) / ბარნსი სბ 36, ბრიცი (ოგიუ 41) ჯონსთონი (ვაითი 66) ტიონი ოქელი (სოიალო 52) ქვინლენი (ვაითი 36-47) ჯ.სმითი (მ.ვილიამსი 62) რაში^კაპ - 3ლ: რაში ჯ.სმითი ემონსი; გ: ჯეიმზი; 4ჯ: ჯეიმზი 3, ელისალდი

რეფ პუატი (სფრ) ლიმრიქი, სომონდ პარკი

0:3(12) 0:6(18) 3:6(20) 3:9(30) 3:14(34) სბ^სბ(36) 3:21(38) 10:21(40+3) /
13:21(47) 13:26(48) 13:29(57) 20:29(61) 23:29(64) ბოლო (80+4)

<<    ავსტრალია 49:3 ფიჯი

ავს: ბილი აიონი ჰორნი (მიჩელი 21-31) გიტო ეშლი-კუპერი (მიჩელი 57) <10-9> ქ.კუპერი ბერჯესი / ელიგზანდერი (მაფუ 62) ედმონდსი (ს.ფაინგა 56) ს.მაფუ (პ.ქოუანი 53) მამი შარფი; ელსომი^კაპ ფოქოქი (ჰოჯსონი 62) ბრაუნი - 7ლ: ბილი (1 7) ბრაუნი კუპერი აიონი (4 6) მიჩელი; 7გ: გიტო 6, კუპერი (2)

ფიჯ: რავანქა მბომბო თაუთაუ-ნიმბუთა (ნანდოლო 66) რანდინდი (რატუ 55) ნანგუსა <10-9> ლუვენიალი (მბუატავა 69) ვუთანგო სბ 54 / ქ.მაფუ (დოსი 74 * სბ 76) ტალემაიტონგა (ვეიკოსო 75) დ.მანუ^კაპ; ნქარანინქიო ვანქანიმბუროტუ; ვაიზი (ნასინგა 55) ნაკაინდრავა (ვოლაუ 8-15 * 75 (მაფუ 78)) ნქოვუ - ჯ: რავანქა

რეფ ფითსგიბონი (ირლ) კანბერა

7:0(12) 7:3(28) 14:3(40+) /
21:3(45) 28:3(52) სბ(54ფ) 35:3(65) 42:3(68) სბ(76ფ) 49:3(79)

<<    უელსი 31:34 აფრიკა

უელ: ბერნი ჰაფ-პენი ჰუქი რობერთსი პრაიდი <10-9> სთ.ჯოუნზი ფილიპსი / პ.ჯეიმზი მ.რისი ად.ჯოუნზი (იეპი 58) ბრ.დევისი დნ.ჯოუნზი (ავ.ჯოუნზი 58) ჯ.თომასი ვორბერთონი (მაკქასქერი 79) რ.ჯოუნზი^კაპ - 3ლ: ჰუქი პრაიდი ავ.ჯოუნზი; 2გ 3ჯ: სთ.ჯოუნზი; ა: ჰუქი

აფრ: ფ.სტეინი (კერშნერი 76) აპლონი ჟ.ფური დეიონხი ო.ნდუნხანე (ბასონი 34) <10-9> პინარი იანარი / ფანდერლინდე (რალეპელი 77) ჯ.სმიტი^კაპ ბჯ.ბოთა (ი.დიუპლესი 58) როსუ (ჰარგრივზი 77) მეტფილდი; ფ.ლოუ დ.პოტხიტერი (კანკოვსკი 57) ფანიკერკი - 3ლ: ნდუნხანე პოტხიტერი დეიონხი; 2გ: პინარი; 5ჯ: პინარი 4, სტეინი (4)

რეფ ლუისი (ირლ) კარდიფი, მილენიუმი (60 527)

3:0(9) 6:0(12ა) 6:3(17) 9:3(19) 16:3(22) 16:6(24) 16:11(31) 16:14(36) /
16:21(44) 19:21(46) 19:24(56) 19:31(60) 24:31(73) 24:34(75) 31:34(78)

>>    პირველი ვიქენდი

შაბ 12/06    გლობალზე სულ ცოცხლად

ზელანდია 11.35 ირლანდია @ ნიუ პლიმუთი
ავსტრალია 14.05 ინგლისი @ პერთი
აფრიკა 16.00 საფრანგეთი @ კეიპთაუნი
არგენტინა 22.45 შოტლანდია @ ტუკუმანი

<<< >>>