რვა საათი ეკრანებთან

   შაბათს რაგბეთშიც ზეიმია: სამხრეთული ტესტების პირველ ვიქენდზე მომავალი "ოთხი ერის" ქვეყნებში თითო გამორჩეული რკენა რომაა, "გლობალის" მეოვალე აბონენტები ეკრანებთან ბარემ რვა საათს გაატარებენ.

ტელე-მარათონი დღის თორმეტის ნახევარზე, ზელანდიაში იწყება. ირლანდიას "ოლ ბლექსი" საუკუნეზე მეტია, ვერაფრით დაუმარცხებია და ოდენ ერთ ფრეს გამორჩენია. "სამყურებს" კვლავ ღმერთკაცი - ბრაიან ოდრისქოლი ყოჩობთ და სხვა ბობოლა ბეკებიც მწყობრში დგანან, მაგრამ ნავსის გატეხვას ვერც ამჯერად უჩანს სასიკეთო პირი, რაღაი კივთა შერკინება "კრუსეიდერზისა" და "ბლუზის" ნაჯვარია.

ზელანდიას გუნდში ძმები, ზინზან და რობი ბრუქები, ბოლოჯერ 1997 წელს ჰყავდა, ამჯერად კი ბურჯებად დაუყენებია ერთი დედ-მამის შვილები, ბენ და ოუენ ფრენკსები. საგულისხმო სიახლეებია უკანა ხაზშიც: ერთ ფრთაზე ნაკრებში დაბრუნებული ჯო როკოთოკო დგას, შუამარბად ნორჩი ბენსონ სთენლი დაწინაურებულა, 15 ნომრად კი იზრაელ დეგი, ვინც კრიკეტის თამაშს მორაგბეობა მოწიფულმაღა ამჯობინა.

კვართი გამოიხსნა

ინგლისი ავსტრალიაშია, რათა "ვოლაბებს, ჩვენებურად დღის ორზე, 2006 წლიდან ნაქონი "ქუქის თასი" ჩამოართვას. ოზეთში 2003 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ჩასული ჯონი ვილქინსონი მარქაფაშია. სამაგიეროდ, 12 ნომრად დგას მაორი შონთეინ ჰაპე, ვინც ვიდრე "ბასში" ეზიარებოდა რაგბს, (13-კაცა) რაგბი-ლიგა ზელანდიის ნაკრებშიც კი უთამაშია.

ავსტრალიას მთლიანად დამტვრევია პირველი ხაზის დამწყებნიცა და მარქაფაც, რის გამოც რგოლი შეუკოწიწებია, ვუნდერკინდმა ჯეიმზ ოქონორმა კი სამშაბათს, მეორე ნაკრებთა ჯახში ჰეთ-თრიკი რომ შეასრულა და კარშიც გამართულად ურტყა, ფულბეკის კვართი გამოიხსნა არა-სტაბილური ქერთლი ბილისგან.

გონი უზანტდებათო

ფეხბურთის ხათრით კეიპთაუნში ტრადიციულზე ადრე, ოთხზე ითამაშებენ აფრიკა და საფრანგეთი. "ლე ბლემ" ოთხი წლის წინ, მანდვე 36:26 იმარჯვა და შარშან, ნოემბერშიც, ტულუზში 20:13 დაჯაბნა გადაღლილი "ბოკე. ამისმა მულატმა გურუმ, პიტერ დეფილიერსმა უელსში განავარდებიდან დაასკვნა, ევროპაში გადასულ ჩვენებურებს გონიცა და სხეულიც უზანტდებათო, და გუნდში ისევ იხმო დასვენებული, შინაური ბობოლები: ბრაიან ჰაბანა, სხალკ ბერგერი და პიერ სპისი.

იაპთა 9 ნომერია რიკი იანარი, რაღაი ფური დიუპრეს ბეჭი აქვს საოპერაციო, ხოლო ფრანგებს აკლიან შემკვრელი ემანოლ არენორდოკი და ზანგი ცენტრი მატიო ბასტარო. ამ თამაშის შემდეგ ოთხ-ნახევარ საათს შევისვენებთ, თერთმეტის ნახევრიდან კი ჩავუჯდებით არგენტინა - შოტლანდიას. "პუმებს" მთელი ევროპული ლეგიონი რომ შეუკრებიათ, 15-ეულში ერთადერთი შინაური, ხენარო ფესია უყენიათ, სქოთები კი 10 ნომრად კვლავაც ფეხოსან დენ პარკსს მინდობიან.

>>>     შუა კვირაში

<<    ავსტრალია*ა 28:28 ინგლისი*ა

3ლ: ოქონორი; 2გ: ოქონორი; 3ჯ: ოქონორი 2, ბარნსი სბ ჩიზომი - 3ლ: მირსი ბანაჰანი ვორდ-სმითი; 2გ 3ჯ: ბარქლი ^ რეფ დიქინსონი (ავს) პერთი, ემ-ი * 0:3(16) 0:6(18) 5:6(28) 8:6(31) 15:6(33) 15:13(39) 18:13(40+) / 25:13(46) 25:16(57) სბ(74ა) 25:23(77) 25:28(79) 28:28(80)

>>>     პირველი ვიქენდი

შაბ 12/06  *  გლობალზე სულ ცოცხლად!

<<    ზელანდია - ირლანდია

ზელ: დეგი ჯეინი კ.სმითი სთენლი როკოთოკო <10-9> კარტერი ქოუანი / ბ.ფრენკსი მეალამუ ო.ფრენკსი; სორნი ბორიჩი; კაინო მაკქოუ^კაპ რიდი * მრქ) გილდფორდი ქრუდენი ვიპუ / დემელმანჩი ტიალატა; ს.ვაითლოქი ვიტო ! მწ) ჰენრი

ირლ: ქარნი ბოუ ბ.ოდრისქოლი^კაპ დარსი თრიმბლი <10-9> ოგარა ოლირი / ჰილი ქრონინი ჰეისი; ოკალაჰენი მ.ოდრისქოლი; მალდუნი დ.ვოლესი ჰიზლიფი * მრქ) ჯდ.მრფი სექსთონი რედენი / ფოგართი ბაქლი; თუი ჯენინგსი ! მწ) ქიდნი

რეფ ბარნსი (ინგ; კიდ: მ.ლორენსი (აფრ, ლექი (ავს; ვიდ აიუბი (ავს)

ნიუ პლიმუთი, იაროუ 11.35 ! უწინ 22: 21-0*1 (1905)

<<    ავსტრალია - ინგლისი

ავს: ოქონორი აიონი ჰორნი გიტო მიჩელი <10-9> კუპერი ბერჯესი / დეილი ს.ფაინგა მაფუ; მამი შარფი; ელსომი^კაპ ფოქოქი ბრაუნი * მრქ) ბილი ბარნსი გენია / ედმონდსი სლიფერი; ჩიზომი ჰოჯსონი ! მწ) დინსი

ინგ: ფოდენი კვეიტო თინდოლი ჰაპე ეშთონი <10-9> ფლადი ქეა / პეინი თომფსონი ქოული; შოუ პამერი; კროფთი მუდი^კაპ ისთერი * მრქ) თეითი ვილქინსონი იანგსი / შუთერი ვილსონი; ლოზი ჰესქელი ! მწ) ჯონსონი

რეფ ოუენსი (უელ; კიდ: პუატი (სფრ, მანრო (ზელ)

პერთი, სუბიაკო 14.05 ! უწინ 37: 22-14*1 (1909)

<<    აფრიკა - საფრანგეთი

აფრ: კერშნერი აპლონი ფური ულიფიე ჰაბანა <10-9> მ.სტეინი იანარი / სტენკამპი ჯ.სმიტი^კაპ ბჯ.ბოთა; როსუ მეტფილდი; ბერგერი ლოუ სპისი * მრქ) ჟ.დეფილიერსი დეიონხი პინარი / რალეპელი ი.დიუპლესი; ფანდერმერვე პოტხიტერი ! მწ) პ.დეფილიერსი

სფრ: პუატრანო კლერკი მარტი მერმოზი რუჟრი <10-9> ტრენ-დიუკი პარა / დომინგო შარჟევსკი მა; ნალე მიო-შლუსკი; დიუზოტუარი^კაპ ლორე ბონერი * მრქ) დიუკალკონი ანდრო სკრელა / გირადო პუ; პიერი პიკამოლი ! მწ) ლიევრმონი

რეფ ბ.ლორენსი (ზელ; კიდ: ბრაუნი (ზელ, ჩენგლენგი (შტლ; ვიდ ჰიუზი (ინგ)

კეიპთაუნი, ნუველანდსი 16.00 ! უწინ 37: 20-11*6 (1913)

<<    არგენტინა - შოტლანდია

არგ: როდრიგესი ვორხესი ტიესი ს.ფერნანდესი აგუჯა <10-9> ფ.კონტეპომი^კაპ იალანი / რონსერო მ.ლედესმა შელსო; კარისა ალვასეტე; ფესია ლეგისამონი ხმ.ფერნანდესი * მრქ) გონსალესი მიერესი ფიგეროლა / კრივი აიერსა; გალარსა კამპოსი ! მწ) ფელანი

შტლ: საუსველი მ.ევანსი დელუკა მორისონი შ.ლამონთი <10-9> პარკსი რ.ლოუსონი / ჯექობსენი ფორდი ლოუ; ჰემილთონი ქელოქი^კაპ; ბრაუნი ბითი ბარქლეი * მრქ) თომფსონი გოდმენი ბლერი / .ლოუსონი ქროსი; მაკლაუდი სთროქოში ! მწ) რობინსონი

რეფ პირსონი (ინგ; კიდ: ბერდოზი (სფრ, დიქინსონი (ავს)

ტუკუმანი, მონუმენტალი 22.45 ! უწინ 10: 8-2 (1990)

<<< >>>