ჩრდილოელები დალახვრეს

   ზეპური რაგბის სამხრეთული ტესტების პირველ ვიქენდზე ევროპის ღირსება შოტლანდიამღა დაიცვა არგენტინაში მოგებით, "სამმა ერმა" კი დალახვრა ჩრდილოელი სტუმრები: ზელანდიას არგეს ჯეელებმა, ხოლო ირლანდია უწესობამ დაღუპა; შერკინებაში უმწეო ავსტრალიამ ხერხით მაინც აჯობა ღონიერ ინგლისს, ხოლო აფრიკამ ბლიცი მოუწყო საფრანგეთს, ვისაც ფეხბურთის მაცქერალი ფანობაც ამოუდგა მხარში.

ირლანდიას 104 წლად გაწელილ 22 შეყრაზე ერთხელაც ვერ ეძლია ზელანდია, მაგრამ მედია მაინც აგულიანებდა, ეგებ გადახალისებულ "ოლ ბლექსთან" გატეხო ნავსიო. ამან "სამყურებს" ისე აურია გონება, რომ რობ ქარნს კონრად სმითმა დაუმიწა სველ მინდორზე გაგორებული, მეტოქის ლელოში გორდონ დარსის გაკავების შემდეგ კი ჯემი ჰიზლიფმა რიჩი მაკქოუს მუხლი ორჯერ უთავაზა გოგრაში.

ატყდა ჩხუბი და საქმეც გაირჩა. ცდომილი წითელი ბარათით რომ გააძევეს, სათამაშო საათზე მეტი რჩებოდა. მალე ბებერმა რონან ოგარამ მსაჯთა დასანახად, უბურთოდ გააკავა ქორი ჯეინი და სინბინში დაჯდა. ჰოდა, კივებმა ციმციმ სამი უპასუხო ლელო დაუდეს 13 კაცის ამარა მორაგბე მეტოქეს და ანგარიში 38:0 გახადეს.

მეორე ტაიმში ხელი სტუმრებმაც გამოიღეს. დენ კარტერმა შესვენებამდე გადალახა 1000-ქულიანი მიჯნა. კივი ახალბედებიდან ორმა დებიუტი ლელოთი დაიტკბო, სხვებზე მეტად კი მაინც იზრაელ დეგმა გამოიჩინა თავი. მე-40 ტესტ-ლელო მიითვალა კელტების კერპმა ბრაიან ოდრისქოლმაც, ჰიზლიფი კი ტრიბუნალმა ხუთი კვირით რომ მოკვეთა, პარასკევს ვეღარ ეთამაშება "მაორს" და იქეთა შაბათს ავსტრალიას.

მიაწვდინა, მიყვა, მიიღო

ინგლისმა პირწმინდად დაჯაბნა ავსტრალიის შერკინება და მეტოქის წამოშლა-წაქცევით ორი საჯარიმო ლელოც დაიმსახურა, მაგრამ 30-ჯერ კი იქეთ გაუსხლტა ბურთიანი ოზი.

"ვოლაბებმა" სამი კოხტა ლელო გაიტანეს. ჯერ დრუ მიჩელის ნავარდი იქეთა ფრთაზე დააგვირგვინა როქი ელსომმა; მერე ლუკ ბერჯესმა მოაღორა შონთეინ ჰაპე და ქვეიდ კუპერი კარში შეაბრძანა, ბოლოს კი კოლორიტმა მგეზავმა მოსხეპილი მიაწვდინა დიგბი აიონს, მიყვა, ოფლოუდი თავად მიიღო და კონტაქტში დაამიწა.

აფრიკამ თავზარი დასცა საფრანგეთს. ოპორტუნისტმა ბრაიან ჰაბანამ უზუსტო პასი იხელთა და გაატანა ჟაკ ფურს, ვინც პიერ სპისი ახეირა. მერე ჯეელი ხიო აპლონი წამოეხეტა თავისი ფრთიდან, მაგზიმ მერმოზი გააბითურა და ვენსან კლერკიც მოატყუა. "ბოკეს" მესამე ლელოზე მორნეი სტეინმა, სამი კაცის გამოტოვებით, ფრთაზე უპასა ბურჯ გართრო სტენკამპს, მეორე ტაიმში კი აპლონმა თერნოვერიდან 80 მეტრი იჭენავა.

არგენტინას ტუკუმანში აქამდე შვიდი ტესტი ეთამაშა და ყველა მოეგო. "პუმებმა" დასაწყისშივე წაიბურთავეს ბეკებით; მეორე ლელოზე ხუან-მანუელ ლეგისამონი ხაზს ვერ მიწვდა, მაგრამ ტელი-რეფმა მაინც ჩაუთვალა; მერე შონ ლეიმონთს გამოუჩხრიკეს დამიწებისას კიდეზე დაბიჯება; მატჩის ბედი კი გადაწყვიტა 32 წლის დენ პარკსმა, ვინც ექვსი ჯარიმა და ორიც არეკნი შეაგდო.

>>>     პირველი ვიქენდი (12/06)

<<    ზელანდია 66:28 ირლანდია

ზელ: დეგი ჯეინი (გილდფორდი 64) კ.სმითი სთენლი როკოთოკო <10-9> კარტერი (ქრუდენი 54) ქოუანი (ვიპუ 41) / ბ.ფრენკსი (ტიალატა 53) მეალამუ (დემელმანჩი 63) ო.ფრენკსი (ბ.ფრენკსი 69) სორნი (ს.ვაითლოქი 50) ბორიჩი; კაინო (ვიტო 38) მაკქოუ^კაპ რიდი - 9ლ: სმითი (1 6) რიდი ბ.ფრენკსი ქოუანი (4 5) ვაითლოქი (7 9) ტიალატა; 9გ: კარტერი 7, ვიპუ 2; ჯ: კარტერი

ირლ: ქარნი (ჯდ.მრფი 70) ბოუ ბ.ოდრისქოლი^კაპ დარსი თრიმბლი <10-9> ოგარა სბ 25 (სექსთონი 70) ოლირი (რედენი 70) / ჰილი (ქორთი 79) ქრონინი (ფოგართი 79) ბაქლი; ოკალაჰენი მ.ოდრისქოლი (თუი 36) მალდუნი (ჯენინგსი 32) დ.ვოლესი ჰიზლიფი წბ 16 - 4ლ: თუი ბ.ოდრისქოლი ბოუ დარსი; 4გ: ოგარა 3, სექსთონი

რეფ ბარნსი (ინგ) ნიუ პლიმუთი, იაროუ (30 ათასი)

3:0(8) 10:0(13) წბ(16ი) 17:0(23) სბ(25ი) 24:0(29) 31:0(31) 38:0(35) 38:7(37) /
45:7(48) 52:7(52) 52:14(58) 52:21(62) 59:21(67) 59:28(76) 66:28(78) ბოლო(80+3)

<<     ავსტრალია 27:17 ინგლისი

ავს: ოქონორი (ბილი 75) აიონი ჰორნი ბარნსი მიჩელი <10-9> ქ.კუპერი ბერჯესი / დეილი (სლიფერი 66) ს.ფაინგა (ედმონდსი 79) მაფუ სბ 68; მამი (ჩიზომი 70) შარფი; ელსომი^კაპ ფოქოქი (ჰოჯსონი 79) ბრაუნი (დეილი 68-80) - 3ლ: ელსომი კუპერი (2 3) 3გ: ოქონორი; 2ჯ: ოქონორი კუპერი

ინგ: ფოდენი კვეიტო თინდოლი (ვილქინსონი 74) ჰაპე ეშთონი <10-9> ფლადი (თეითი 80+) ქეა (იანგსი 59) / პეინი (ვილსონი 69) თომფსონი (შუთერი 70) ქოული; შოუ (ლოზი 60) პამერი; კროფთი მუდი^კაპ (ჰესქელი 67) ისთერი - 2ლ: საჯ; 2გ ჯ: ფლადი

რეფ ოუენსი (უელ) პერთი, სუბიაკო (32 228)

7:0(18) 14:0(31) /
14:3(44) 14:10(55) 21:10(58) სბ(68ა) 21:17(71) 24:17(73) 27:17(79) ბოლო(80+2)

<<     აფრიკა 42:17 საფრანგეთი

აფრ: კერშნერი (დეიონხი 62) აპლონი ფური (დეფილიერსი 31-35) ულიფიე (დეფილიერსი 62) ჰაბანა <10-9> მ.სტეინი (პინარი 66) იანარი / სტენკამპი ჯ.სმიტი^კაპ (რალეპელი 41) ბჯ.ბოთა (ი.დიუპლესი 57) როსუ (ფ.ფანდერმერვე 61 * სბ 70) მეტფილდი; ბერგერი (პოტხიტერი 61) ლოუ (პოტხიტერი 51-57) სპისი - 5ლ: სპისი აპლონი (2 4) სტენკამპი ლოუ; 4გ: სტეინი 3, პინარი; 3ჯ: სტეინი

სფრ: პუატრანო (სკრელა 72) რუჟრი მარტი (ანდრო 79) მერმოზი კლერკი <10-9> ტრენ-დიუკი პარა (იაშვილი 67 * სბ 75) / დომინგო (პუ 41) შარჟევსკი (გირადო 65) მა; ნალე მიო-შლუსკი (პიერი 53) დიუზოტუარი^კაპ ლორე (პიკამოლი 53) ბონერი - 2ლ: რუჟრი ანდრო; 2გ: პარა სკრელა; ჯ: პარა

რეფ ბ.ლორენსი (ზელ) კეიპთაუნი, ნუველანდსი (46 885)

7:0(3) 14:0(9) 17:0(11) 20:0(24) 20:7(30) 25:7(32) 25:10(40+3) /
28:10(47) 35:10(50) სბ(70ა) სბ(75ს) 42:10(77) 42:17(80) ბოლო(80+3)

<<    არგენტინა 16:24 შოტლანდია

არგ: როდრიგესი ვორხესი (გონსალესი 48) ტიესი ს.ფერნანდესი აგუჯა <10-9> ფ.კონტეპომი^კაპ იალანი (ფიგეროლა 79) / რონსერო მ.ლედესმა (კრივი 70) შელსო (აიერსა 45) კარისა ალვასეტე; ფესია ლეგისამონი სბ 40+2, ხმ.ფერნანდესი - 2ლ: ტიესი ლეგისამონი; 2ჯ: კონტეპომი

შტლ: საუსველი მ.ევანსი დელუკა მორისონი შ.ლამონთი <10-9> პარკსი რ.ლოუსონი (ბლერი 61) / ჯექობსენი ფორდი (ს.ლოუსონი 79) ლოუ; ჰემილთონი ქელოქი^კაპ; ბრაუნი ბარქლეი ბითი (სთროქოში 61) - 6ჯ 2ა: პარკსი

რეფ პირსონი (ინგ) ტუკუმანი, მონუმენტალი

5:0(4) 5:3(7) 8:3(13) 8:6(24) 13:6(31) 13:9(40) სბ(40+2ა) 13:12(40+6ა) /
13:15(53) 13:18(69) 13:21(76ა) 16:21(80+1) 16:24(80+3) ბოლო(80+7)

>>>     მეორე ვიქენდი

შაბ 19/06    გლობალზე სულ ცოცხლად

ზელანდია 11.35 უელსი @ დანიდინი
ავსტრალია 14.05 ინგლისი @ სიდნეი
აფრიკა 17.00 იტალია @ ვიტბანკი
არგენტინა 22.45 შოტლანდია @ მარ დელ პლატა

<<< >>>