.

რაგბი ხომ ბურთაობაა

   ზეპური რაგბის სამხრეთული ტესტების შუა, მეორე ვიქენდზე ჩრდილოელთაგან უქმობს საფრანგეთი; მარაქაში უელსი და იტალია ერევიან, თამაშთა თამაში კი - 2003 წლის მსოფლიო თასის ფინალის რე-მატჩი, სიდნეის ოლიმპიურ სტადიონზეა.

იმ თამაშის გმირი, ჯონი ვილქინსონი, პირველი, პერთის ტესტისა არ იყოს, ახლაც რეზერვშია. სამაგიეროდ, პირველად იწყებენ ჰავბეკი ბენ იანგსი და შავტუხა მეორე ხაზელი ქორთნი ლოზი. პომთა შერკინებამ წინა შაბათს გააცამტვერა ოზები და ორ საჯარიმო ლელოსაც გამორჩა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ რაგბი მაინც ბურთაობაა. ჰოდა, "ვოლაბებმა" ათი ქულით იმარჯვეს.

მასპინძლები მეორე ტესტში უკეთ ითამაშებენ, რაღაი ჰავბეკად მუხლ-მორჩენილი პაპუასი ვილ გენია დაბრუნდა, მეორე მგეზავად კი, თეძო-მოშუშებული მეტ გიტო, ვინც ნორჩ ჯეიმზ ოქონორისგან კიკერობასაც გადაიბარებს. მარქაფაშია უნივერსალი ბეკი ადამ ეშლი-კუპერიც, პირველი ხაზი კი კვლავაც ერთობ გამოუცდელი და უღონოა, რაღაი ტატაფუ პოლოტა-ნაუმ მეორე ნაკრებთა სპარინგში ისევ იტკინა კოჭი და ოპერაცია ჭირდება.

მშვიდობით, ქარისბრუქო

ზელანდია პარასკევ-შაბათს ორი გუნდით გამოცდის კელტებს: დუბლი, ანუ ეთნიკური ნაკრები, სახელად "მაორი, ერაგბება დე-იურე ირლანდიას, დე-ფაქტო კი მეორე შემადგენლობას, ვისაც კარიერაში პირველად კაპიტნობს 67 კეპის პატრონი ბეკი ჯორდან მერფი.

ნაღდი "ოლ ბლექსის" მეტოქეა უელსი, ვინაც ორი კვირის წინ შინ, მილენიუმზე, 31:34 წააგო ისე-რა გუნდით მოთამაშე აფრიკასთან. ჯეიმზ ჰუქს ბეჭი რომ აქვს საოპერაციო, ენდრიუ ბიშოფი ცვლის. უელსს 1953 წლის აქეთ ვერაფრით უძლევია კივები.

ამათ 15-ეულში ერთადერთი კაცი შეცვალეს: შერკინების ფრთაზე წვივ-მტკივანი ჯერომ კაინოს მაგივრად ვიკტორ ვიტო დააწინაურეს, თამაში კი იმითაა ღირს-შესანიშნავი, რომ ტესტ-რაგბი ბოლოჯერ ეწყობა "ტკივილის სახლად" ცნობილ ქარისბრუქზე, რაღაი გაისად ჭერიანი "ფორსაით ბარი" იხსნება.

მეტფილდი უყოჩებთ

მესამე კელტური ქვეყანა, შოტლანდია არგენტინის პროვინციებში მოგზაურობს და იმის ცდაშია, რომ სტუმრად პირველი ტესტ-სერია მოიგოს. ღონისძიება მასპინძელი ქვეყნის 200 წლისთავს ეძღვნება. სქოთებმა უკანა ხაზში საიმონ დენიელის ჩასართველად ორი ბეკიც დაძრეს, ერთი კვირის წინ გაბითურებულმა არგენტინამ კი ჰავბეკი და გარემარბი შეცვალა.

იტალიას სამხრეთ აფრიკაში იქაური ნიკ მალითი ჩაძღოლია. კაპიტანია სერჯო პარისე, ვისაც მთელი ევროპული სეზონი გაუცდა, მეორე ხაზში კი ბური კვენტინ ხელდენჰეისიც დგას.

აფრიკა ასვენებს ზოგ ძირითადს. 12 ნომრად უნდა გამოიცადოს ბუჩ ჯეიმზი, ვინც ინგლისური კლუბის, "ბასის" თავნებობამ აქამდე აუქმა, ღვაწლმოსილი კაპიტანი ჯონ სმიტი კი რომ დაშავებულია, ორივე კვაჭი ზანგია, ხოლო "ბოკეს" მეთერთმეტედ უძღვება ზე-რაგბის ჩემპიონის, "ბულზის" ყოჩი ვიკტორ მეტფილდი (95 კეპი)

>>>    შუა კვირაში

<<    ავსტრალია*ა 9:15 ინგლისი*ა

2ჯ: ბარნსი - 5ჯ: ჰოჯსონი 2, ბარქლი 3 ^ რეფ ვოლში (ავს) @ გოსფორდი, ბლუთანგი * 0:3 0:6 3:6 6:6 / 6:9 6:12 6:15

>>>    მეორე ვიქენდი

გლობალზე სულ ცოცხლად!

<<    მაორი - ირლანდია

მაო: რ.რობინსონი მეითლენდი სვინი მაკალისთერი ჰ.გიარი <10-9> ბრეთი სმითი / მარი ფლინი აფეაკი; თრიგსი ჰოეატა; მესამი^კაპ ლათიმერი ბურქი * მრქ) ვილისონი რიპია ტიპუნა / ქოულზი ნიულენდი; გრემი ლოუ ^ მწ) ჯოზეფი

ირლ: ჯდ.მერფი^კაპ შ.ჰორგანი დაფი პ.ვოლესი ჯნ.მერფი <10-9> სექსთონი რედენი / ჰორანი ფოგართი ქორთი; ოდონოჰიუ თუი; რადოქი რონანი ჰენრი * მრქ) ქარნი ოგარა სთრინგერი / ქრონინი ჰეისი; ოკალაჰენი დ.ვოლესი ^ მწ) ქიდნი

რეფ მ.ლორენსი (აფრ)

პარ 18/06    როტორუა, ინთერნეშენალი    11.30 საქ

<<    ზელანდია - უელსი

ზელ: დეგი ჯეინი კ.სმითი სთენლი როკოთოკო <10-9> კარტერი ქოუანი / ბ.ფრენკსი მეალამუ ო.ფრენკსი; სორნი ბორიჩი; ვიტო მაკქოუ^კაპ რიდი * მრქ) კაჰუი ქრუდენი ვიპუ / დემელმანჩი ვუდქოქი; ს.ვაითლოქი თომსონი ^ მწ) ჰენრი

უელ: ბერნი ჰაფ-პენი ბიშოფი რობერთსი პრაიდი <10-9> სთ.ჯოუნზი ფილიპსი / პ.ჯეიმზი მ.რისი ად.ჯოუნზი; ბრ.დევისი ავ.ჯოუნზი; ჯ.თომასი გვ.თომასი რ.ჯოუნზი^კაპ * მრქ) ჯთ.დევისი ბიგარი ნოილი / ბენეთი იეპი; დნ.ჯოუნზი მაკქასქერი ^ მწ) გეთლენდი

რეფ ქლენზი (ირლ) კიდ: მ.ლორენსი (აფრ) მარკსი (ავს) ვიდ: გოდარდი (ავს)

შაბ 19/06    დანიდინი, ქარისბრუქი    11.35
! უწინ 25: 22-3 (1905)

<<    ავსტრალია - ინგლისი

ავს: ოქონორი აიონი ჰორნი გიტო მიჩელი <10-9> ქ.კუპერი გენია / დეილი ს.ფაინგა მაფუ; მამი შარფი; ელსომი^კაპ ფოქოქი ბრაუნი * მრქ) ეშლი-კუპერი ბარნსი ბერჯესი / ედმონდსი სლიფერი; ჩიზომი ჰოჯსონი ^ მწ) დინსი

ინგ: ფოდენი კვეიტო თინდოლი ჰაპე ეშთონი <10-9> ფლადი იანგსი / პეინი თომფსონი ქოული; ლოზი პამერი; კროფთი მუდი^კაპ ისთერი * მრქ) დ.არმითიჯი ვილქინსონი ქეა / შუთერი ვილსონი; შოუ ჰესქელი ^ მწ) ჯონსონი

რეფ პუატი (სფრ) კიდ: ოუენსი (უელ) მანრო (ზელ)

შაბ 19/06    სიდნეი, ეი-ენ-ზედ    14.05
! უწინ 38: 23-14*1 (1909) I ტესტი 27:17

<<    აფრიკა - იტალია

აფრ: კერშნერი აპლონი ჟ.დეფილიერსი ჯეიმზი ჰაბანა <10-9> მ.სტეინი იანარი / სტენკამპი რალეპელი ი.დიუპლესი; ბკ.ბოთა მეტფილდი^კაპ; ბერგერი (ლოუ) პოტხიტერი სპისი * მრქ) ბასონი დეიონხი პინარი / მაკუ ფანდერლინდე; ჰარგრივზი კანკოვსკი ^ მწ) პ.დეფილიერსი

იტა: მაკლეინი რობერთსონი მაზი პრატიკეტი მი.ბერგამასკო <10-9> გაუერი ტებალდი / პერუჯინი გირალდინი კასტროჯოვანი; ბერნაბო ხელდენჰეისი; ფავარო ძანი პარისე^კაპ * მრქ) კანალე ბოკინო პიკონე / ონგარო ჩიტადინი; ბორტოლამი დარბიშირი ^ მწ) მალითი

რეფ სმოლი (ინგ) კიდ: ბრაუნი (ზელ) ჩენგლენგი (შტლ) ვიდ ჰიუზი (ინგ)

შაბ 19/06    ვიტბანკი, პუმა    17.00
! უწინ 8: 8-0 (1995)

<<    არგენტინა - შოტლანდია

არგ: როდრიგესი გონსალესი ტიესი ს.ფერნანდესი აგუჯა <10-9> ფ.კონტეპომი^კაპ ფიგეროლა / რონსერო მ.ლედესმა შელსო; კარისა ალვასეტე; ფესია ლეგისამონი ხმ.ფერნანდესი * მრქ) ვორხესი კარვაჯო ვერგაჯო / აიერსა გუსმანი; კამპოსი კრივი ^ მწ) ფელანი

შტლ: საუსველი შ.ლამონთი მ.ევანსი მორისონი დენიელი <10-9> პარკსი რ.ლოუსონი / ჯექობსენი ფორდი ლოუ; ჰემილთონი ქელოქი^კაპ; ბრაუნი ბარქლეი ბითი * მრქ) დელუკა გოდმენი ბლერი / ს.ლოუსონი ალ.დიქინსონი; მაკლაუდი სთროქოში ^ მწ) რობინსონი

რეფ ბერდოზი (სფრ) კიდ: ს.დიქინსონი (ავს) პირსონი (ინგ)

შაბ 19/06    მარ დელ პლატა, მინეჯა    22.45
! უწინ 11: 8-3 (1990) I ტესტი 16:24

<<< >>>