.

ჯონოს ზეობაში საუკეთესოდ

   ზეპური რაგბის სამხრეთული ტესტების შუა, მეორე ვიქენდზე ინგლისმა ავსტრალიას მოუგო 2003 წლის მსოფლიო თასის ფინალის რე-მატჩი; ზელანდიამ უელსი 1953 წლის აქეთ ზედიზედ მეოცედაც ძლია; შოტლანდიამ კი ისტორიაში პირველად მოიგო ტესტ-სერია.

სიდნეის ოლიმპიურ სტადიონზე გადამწყვეტი გოლი ისევ ჯონი ვილქინსონმა გაიტანა, ოღონდაც არეკნის ნაცვლად ჯარიმიდან და თანაც შეცვლაზე შესულმა.

ერთი კვირით ადრე კლასით გაბითურებულმა ინგლისმა მარტინ ჯონსონის ორ-წლიან ზეობაში საუკეთესოდ ითამაშა და ბეკებით ორი ჩინებული ლელოც დადო, ავსტრალია კი დაღუპა კიკერმა მეტ გიტომ, ვინც სხვაფრივ გუნდის 20-ვე ქულა პირადად მოინაგრა.

სერიაში მეტოქეებმა თითო მატჩი რომ მოიგეს, დრო-მოჭმული პრინციპით "ქუქის თასი" მფლობელს, "ვოლაბიზს" დარჩა. ისედაც გაცხრილულ ოზებს დაემტვრნენ ფიჯელი ბეკი დიგბი აიონი (ბეჭი) და პაპუასი ჰავბეკი ვილ გენია (მტევანი. პირველი ოთხ თვეს იუქმებს, მეორე - ოთხ კვირას და შეიძლება "სამი ერის" ერთი მატჩი გაუცდეს.

ზედიზედ მოერივნენ

ინგლისის ლელოები ახალბედებმა, ბენ იანგსმა ლა კრის ეშთონმა დადეს. ჰავბეკი დერეფნიდან გაძვრა ღრეჩოში და დრუ მიჩელსაც გაექცა, ფრთა კი ჯეიმზ ოქონორს გაუსხლტა. უიღბლო გიტომ პირველი ლელო აიონის გარღვევიდან გაიტანა, მეორე - ოქონორის განავარდებით, აცდენას კი პირველი ტაიმის ბოლოსვე შეუდგა.

ბრიტები ხუთით ჩამორჩებოდნენ (15:20) ოზებს შერკინებაში ზედიზედ რომ მოერივნენ. "ვილქომ" ჩაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა 40 მეტრიდან შეუგდო. მერე გიტომ ზედიზედ სამი დაახაია, მათ შორის 18 მეტრიდან, კარის პირდაპირაც, მაგრამ "ძედოვშჩინას" ოზეთშიც რომ გაუდგამს ფესვი, ცოცხალი თავით არ გადააბარა კიკერობა ოქონორს და ან ქვეიდ კუპერს.

კოლეგას არ ჩამორჩა ჯონიც და ბოლოს წინა წუთზე იოლი ააცდინა, მაგრამ გუნდმა კი შეინარჩუნა ბურთი და სირენამდე დარჩენილი დრო ფორვარდებით ძიძგილაობაში გაიყვანა.

კარტერის სლალომი

უელსის კივი მწურთნელის, ვორენ გეთლენდის თქმით, 50 წუთი მედგრობა "ოლ ბლექსის" დასამარცხებლად ვერ კმარა. ტაფიები პირველ მეოთხედში ორი გოლით დაწინაურდნენ და ლელოს გატანა მერეც შეეძლოთ, მაგრამ მეორე ტაიმში მთლად უქულოდ დაშვრნენ, დენ კარტერმა კი აიწყვიტა და სამი ხერხით 27 ქულა მოკრიფა.

ტესტ-რაგბი ბოლოჯერ გაიმართა "ტკივილის სახლად" ცნობილ "ქარისბრუქზე, სადაც ზელანდიამ 1908 წლიდან 37 მატჩი გამართა და ოდენ ხუთი წააგო (ერთიც ფრე! კივებმა პირველი ლელო ახლოდან, ძალური სოლოთი, ჯარიმის უცებ გათამაშებით შეიტანეს, მეორე კი თერნოვეროს მოყვა - რაქიდან გამოვარდნილი ბურთი ქორი ჯეინმა იხელთა და 70 მეტრი ეულად ირბინა.

"ოლ ბლექსმა" შემზარავი და უდიერი ჰაკა, "კაპა ო პანგო" შეასრულა, მეტოქეს კი მარწუხი საათის თავზე წაუჭირა. ფიჯელი ჯო როკოთოკოს წამოწყებული კონტრ-იერიში ჯეინმა და კარტერმა პასაობით დააგვირგვინეს, მეოთხე ლელოზე კი "დისიმ" 40-მეტრა სლალომიც მოაწყო. ბოლო ლელო რიჩარდ კაჰუის ანგარიშზეა, მაგრამ ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია და იზრაელ დეგს ტვინი შეერყა.

ავი ზნე გაიხსენა

წინა საღამოს ეშხიანად მოიგო ეთნიკურმა ნაკრებმა, "მაორმაც, ვინც საუკუნოვან იუბილეს ზეიმობს და ოთხშაბათს ინგლისს ებურთავება. აბორიგენებს ხუთი წლის წინ ეძლიათ თვით ბრიტანეთის "ლომები" და ახლაც თავიდანვე ბარაქიანად დაწინაურდნენ, მაგრამ მერე ბევრჯერ დაჯარიმდნენ და ირლანდიელმა ჯონათან სექსთონმა ტაიმი გაუფრევათ.

კელტებმა "ოლ ბლექსთან" ნარაგბალი 15-ეული საავსტრალიოდ დაასვენეს. სექსთონს ანგარიშის გათანაბრება ბოლოსაც შეეძლო, მაგრამ ჯარიმა გააფუჭა, გამარჯვების ლელო კი ხელდახელ გავიდა - შონ მეითლენდმა ფრთაზე მოაღორა ხუთი მბოჭავი, ხოლო შეტევა იქეთა ფლანგზე დასრულდა.

შოტლანდიას არგენტინაში დააწვიმა. გაიმართა უფერული ჯაგა-ჯუგი. სტუმრებმა დასაწყისშივე შეიტანეს ძალისმიერი ლელო. გადამწყვეტი ჯარიმა კვლავ დენ პარკსმა შეაგდო 40 მეტრიდან, ბოლო დერეფანი კი "პუმების" სქოთ მაკლაუდმა ააცალა.

იტალია პროვინციაში მაგრად დაუდგა გადახალისებულ აფრიკას და "სულ რაღაც" 16 ქულით წააგო, რაც მიღწევად ჩაეთვალა. ნაკრებში სასინჯად დაბრუნებულმა ბუჩ ჯეიმზმა ავი ზნე გაიხსენა და ურჯუკად ბოჭვისთვის სინბინში წაბრძანდა, მანამდე კი, პირველ ლელოზე, იერიშში რომ ჩართო ზეინ კერშნერი, ამისი შეგორებული ბრაიან ჰაბანას ხელზე დააჯდა.

>>>    მეორე ვიქენდი

<<    მაორი 31:28 ირლანდია

მაო: რ.რობინსონი მეითლენდი სვინი მაკალისთერი ჰ.გიარი <10-9> ბრეთი (რიპია 62) არ.სმითი (ტიპუნა 59) / მარი (ნიულენდი 72) ფლინი (ქოულზი 54) აფეაკი; თრიგსი ჰოეატა (გრემი 72) მესამი^კაპ ლათიმერი (კ.ლოუ 54) ბერქი - 3ლ: გიარი სვინი ლოუ; 2გ: მაკალისთერი რიპია; 4ჯ: მაკალისთერი 3, რიპია

ირლ: ჯდ.მერფი^კაპ შ.ჰორგანი (ქარნი 74) დაფი პ.ვოლესი ჯნ.მერფი (ქარნი 53-54) <10-9> სექსთონი რედენი (სთრინგერი 62) / ჰორანი ფოგართი (ვერლი 62) ქორთი (ჰეისი 44) ოდონოჰიუ თუი (ოკალაჰენი 65) რადოქი რონანი ჰენრი (დ.ვოლესი 65) - ლ: პ.ვოლესი; გ 7ჯ: სექსთონი

რეფ მ.ლორენსი (აფრ) @ როტორუა, ინთერნეშენალი

3:0(2) 8:0(5) 15:0(14) 15:3(18) 18:3(20) 18:6(28) 18:9(31) 18:12(33) 18:15(36) 18:18(40+) /
18:25(43) 21:25(49) 28:25(64) 28:28(67) 31:28(73)

<<    ზელანდია 42:9 უელსი

ზელ: დეგი (კაჰუი 41) ჯეინი კ.სმითი სთენლი როკოთოკო <10-9> კარტერი (ქრუდენი 74) ქოუანი (ვიპუ 60) / ბ.ფრენკსი (ვუდქოქი 46) მეალამუ (დემელმანჩი 76) ო.ფრენკსი; სორნი ბორიჩი (ს.ვაითლოქი 58) ვიტო მაკქოუ^კაპ რიდი (თომსონი 71) - 5ლ: მეალამუ ჯეინი კარტერი (3 4) კაჰუი; 4გ 3ჯ: კარტერი

უელ: ბერნი ჰაფ-პენი ბიშოფი (ნოილი 75) რობერთსი (ჯთ.დევისი 71) პრაიდი <10-9> სთ.ჯოუნზი (ბიგარი 58) ფილიპსი / პ.ჯეიმზი მ.რისი (ბენეთი 71) ად.ჯოუნზი (იეპი 58) ბრ.დევისი ავ.ჯოუნზი; ჯ.თომასი გვ.თომასი (მაკქასქერი 59) რ.ჯოუნზი^კაპ - 2ჯ: ჰაფ-პენი სთ.ჯოუნზი; ა: სთ.ჯოუნზი

რეფ ქლენზი (ირლ) @ დანიდინი, ქარისბრუქი

0:3(4ა) 0:6(16) 7:6(20) 10:6(25) 15:6(32) 15:9(35) /
18:9(51) 25:9(54) 28:9(64) 35:9(70) 42:9(73)

<<    ავსტრალია 20:21 ინგლისი

ავს: ოქონორი აიონი (ეშლი-კუპერი 64) ჰორნი გიტო მიჩელი <10-9> ქ.კუპერი გენია / დეილი ს.ფაინგა (ედმონდსი 73) მაფუ (სლიფერი 53) მამი (ჩიზომი 54) შარფი; ელსომი^კაპ ფოქოქი ბრაუნი - 2ლ 2გ 2ჯ: გიტო

ინგ: ფოდენი კვეიტო თინდოლი (დ.არმითიჯი 69) ჰაპე ეშთონი <10-9> ფლადი (ვილქინსონი 51) იანგსი (ქეა 66) / პეინი (ვილსონი 72) თომფსონი (შუთერი 71) ქოული (ვილსონი 5-11 * 54-60) ლოზი (შოუ 58) პამერი; კროფთი მუდი^კაპ ისთერი - 2ლ: იანგსი ეშთონი; გ: ფლადი; 3ჯ: ფლადი 2, ვილქინსონი

რეფ პუატი (სფრ) @ სიდნეი, ეი-ენ-ზედ (48 392)

0:3(3) 3:3(8) 6:3(15) 6:10(18) 13:10(23) 13:15(27) /
20:15(44) 20:18(45) 20:21(52) * I ტესტი 27:17

<<    აფრიკა 29:13 იტალია

აფრ: კერშნერი (ბასონი 75) აპლონი დეფილიერსი ჯეიმზი სბ 53, ჰაბანა <10-9> მ.სტეინი (დეიონხი 65) იანარი (პინარი 65) / სტენკამპი რალეპელი (მაკუ 80) ი.დიუპლესი (ფანდერლინდე 52) ბკ.ბოთა (ჰარგრივზი 50) მეტფილდი^კაპ; ფ.ლოუ პოტხიტერი (კანკოვსკი 75) სპისი - 4ლ: ჰაბანა ლოუ სტეინი კერშნერი; 3გ ჯ: სტეინი

იტა: მაკლეინი რობერთსონი მაზი (კანალე 59) მ.პრატიკეტი მი.ბერგამასკო <10-9> გაუერი ტებალდი (პიკონე 67) / პერუჯინი გირალდინი (ონგარო 58) კასტროჯოვანი (ჩიტადინი 20) ბერნაბო (ბორტოლამი 51) ხელდენჰეისი; ძანი ფავარო (დარბიშირი 65) პარისე^კაპ - ლ: პარისე; გ 2ჯ: ბერგამასკო

რეფ სმოლი (ინგ) @ ვიტბანკი, ფანრიბეკი

0:3(13) 3:3(15) 10:3(19) 15:3(31) 22:3(40) /
29:3(50) სბ(53ა) 29:10(64) 29:13(69)

<<    არგენტინა 9:13 შოტლანდია

არგ: როდრიგესი გონსალესი ტიესი ს.ფერნანდესი აგუჯა <10-9> ფ.კონტეპომი^კაპ (კარვაჯო 64) ფიგეროლა / რონსერო სბ 37, მ.ლედესმა (კრივი 67) შელსო (აიერსა 70) კარისა ალვასეტე; ფესია ლეგისამონი (კამპოსი 46) ხმ.ფერნანდესი - 3ჯ: კონტეპომი 2, როდრიგესი

შტლ: საუსველი შ.ლამონთი მ.ევანსი (დელუკა 70) მორისონი დენიელი <10-9> პარკსი რ.ლოუსონი (ბლერი 68) / ჯექობსენი (დიქინსონი 61) ფორდი (ს.ლოუსონი 67) მ.ლოუ; ჰემილთონი ქელოქი^კაპ (მაკლაუდი 69) ბრაუნი ბარქლეი ბითი (სთროქოში 61) - ლ: ჰემილთონი; გ 2ჯ: პარკსი

რეფ ბერდოზი (სფრ) @ მარ დელ პლატა, მუნდიალისტა (24 ათასი)

0:7(4) 3:7(14) 6:7(20) 6:10(25) სბ(37ა) /
9:10(60) 9:13(74) * I ტესტი 16:24

<<    ირბ-ის რეიტინგი

21/06) ცხრა მოწინავე: 1 ზელანდია 9168, 2 აფრიკა 8946, 3 საფრანგეთი 8491, 4 ავსტრალია 8383, 5 ირლანდია 8261, 6 ინგლისი 8182, 7 შოტლანდია 7981, 8 უელსი 7858, 9 არგენტინა 7754

პლუს/მინუსი: ინგ 187 ავს, შტლ 134 არგ, ზელ 0 უელ, აფრ 0 იტა

<<    მესამე ვიქენდი

შაბ 26/06   ზელანდია 11.35 უელსი @ ჰემილთონი
   ავსტრალია 14.05 ირლანდია @ ბრისბენი
   აფრიკა 17.00 იტალია @ ისთ ლანდონი
   არგენტინა 22.45 საფრანგეთი @ ბუენოს აირესი

<<< >>>