არ დასუსტდება

   ზეპური რაგბის სამხრეთული ტესტების ბოლო, მესამე ვიქენდზე ორივე გემრიელი თამაში ჩვენებურად შუა დღესაა, ღამით კი ალბათ მორიგი ულელოო ცოდვილობის მოწმენი შევიქნებით.

შაბათის მენიუს ოთხიდან ორი მატჩი წყვილთა მეორე ტესტია და ორშიც გუნდები ამ ერთხელღა ებმიან ერთმანეთს. უელსი ზელანდიას ერთ ტაიმს გაუძალიანდა დანიდინში და მერე 9:42 წააგო, ჰემითლონში კი წინა ჯერზე შვიდი წლის წინ რომ ჩავიდა, 3:55 დამარცხდა.

"ოლ ბლექსში" შვიდი სიახლეა, მაგრამ მაგით გუნდი არ დასუსტდება. ფულბეკად წლეულს პირველად იწყებს ბებერი მალილი მულიაინა. 10 ნომერ დენ კარტერს წვივი გაეჭიმა, მაგრამ მიხედა და ბოლო ვარჯიში უპრობლემოდ ჩაამთავრა, "დისის" ვიზავი სთივენ ჯოუნზი კი იმდენად მოკეთდა, რომ დენ ბიგარს მარქაფიდან აზღვევს.

შვიდი ცვლილებაა "ბოკეშიც. აფრიკელებმა ვიტბანკში უმაგალითოდ ცოტათი, 16 ქულით (29:13) აჯობეს იტალიას. თუ ამისი ბური გურუ ნიკ მალითი სიტყვის კაცია, მეორე ტესტზე, ისთ-ლანდონში, თავ-გადახოტრილი უნდა მივიდეს. მსოფლიო ჩემპიონს დაუბრუნდნენ კაპიტანი ჯონ სმიტი, ანდრის ბეკერი და თვით სხალკ ბერგერიც, "აძურმა" კი ერთბაშად ცხრა დააწინაურა 15-ეულში.

ლიგის მექაში

ავსტრალია და ირლანდია ლიგის მექა ბრისბენში "ლენზდაუნის თასზე" შეიბმებიან. ოზებმა წინა შაბათს ინგლისთან 20:21 წააგეს, "სამყურები" კი ზელანდიაში დაამარცხა ჯერ "ოლ ბლექსმა" 66:28 და მერე "მაორმაც" 31:28. ამ რასობრივმა გუნდმა ოთხშაბათს ლაღი თამაშით აჯობა ინგლისის დუბლს, ვისაც სამი ლელო ჰოსეა გიარმა დაუდო.

ირლანდიამ 1979 წელს ავსტრალიაში ორჯერვე რომ იმარჯვა, მას აქეთ ეკვატორს ქვემოთ ტესტი ვერაფრით მოუგია. ზელანდიისგან გვემულ გუნდში ექვსი ცვლილებაა. 10 ნომრად იწყებს მზარდი ჯონათან სექსთონი, "ვოლაბიზს" კი გამოაკლდნენ დაშავებულები - დიგბი აიონი, ვილ გენია და ნეითან შარფი.

ფაღარათი შეეყარათ

დიგბის საქმე პირვანდელზე უკეთაა: მეორე სკანირებით დადგინდა, რომ ოპერაცია არ ჭირდება და "სამ ერზე" ითამაშებს. 2012 წელს ამ შეჯიბრში ჩასაბმელად გამზადებული არგენტინა შინ ორჯერ დამარცხდა შოტლანდიასთან, ახლა კი ეჭიდება საფრანგეთს, ვინც "ბოკემ" 42:17 დაანგრია.

"მამლებს" პუმათა ქვეყანაში ფაღარათი შეეყარათ, მაგრამ "ა" ნაკრებს ლა-პლატაში მაინც იოლად, 37:14 მოუგეს. არგენტინას "ლე ბლე" ბოლო რვა შეყრაზე ექვსჯერ (!) უძლევია, მაგრამ რაც მსოფლიო თასის შემდეგ გუნდი დაეცხრილა, 12 ტესტში სულ ექვსი (!) ლელო გაიტანა, რაც მრავლის მთქმელი სტატისტიკაა.

>>>    შუა კვირაში

<<    მაორი 35:28 ინგლისი

მაო: რ.რობინსონი მეითლენდი სვინი მაკალისთერი ჰ.გიარი <10-9> ბრეთი (რიპია 68) არ.სმითი (ტიპუნა 58) / ნიულენდი (მარი 29-53 * 66) ფლინი (ქოულზი 58) აფეაკი; თრიგსი (როსი 68) ჰოეატა; ლოუ (ბერქი 66) ლათიმერი მესამი^კაპ - 4ლ: გიარი (1 3 4) მესამი; 3გ: მაკალისთერი; 3ჯ: მაკალისთერი, რიპია 2

ინგ (დუბლი: დ.არმითიჯი სთრეთლი თეითი (ფოდენი 68) ბარითი ეშთონი <10-9> ჩ.ჰოჯსონი (გერათი 48) ქეა (იანგსი 61) / ფლეთმენი შუთერი (ვებერი 49) დორან-ჯოუნზი (ქოული 61) ეთვუდი (ვორდ-სმითი 61) პარლინგი; რობშოუ^კაპ ს.არმითიჯი (ჰესქელი 61) დოუსონი - 3ლ: ს.არმითიჯი ქეა ეშთონი; 2გ 3ჯ: ჰოჯსონი

რეფ იუბერი (აფრ) @ ნეიპირი, მაკლეინ პარკი

0:3(3) 0:10(6) 0:13(10) 3:13(12) 10:13(15) 17:13(20) 17:16(35) 17:23(40) 17:28(40+) /
24:28(44) 29:28(46) 32:28(74) 35:28(76)

>>>    მესამე ვიქენდი

გლობალზე (შოუ სპორტ 2) სულ ცოცხლად!

<<    ზელანდია - უელსი

ზელ: მულიაინა ჯეინი კაჰუი სთენლი გილდფორდი <10-9> კარტერი ქოუანი / ვუდქოქი მეალამუ ტიალატა; სორნი დონელი; კაინო მაკქოუ^კაპ რიდი * მრქ) რეინჯერი ქრუდენი ვიპუ / დემელმანჩი ო.ფრენკსი; ს.ვაითლოქი თომსონი ! მწ) ჰენრი

უელ: ბერნი ჰაფ-პენი ჯთ.დევისი რობერთსი პრაიდი <10-9> ბიგარი ფილიპსი / პ.ჯეიმზი მ.რისი ად.ჯოუნზი; ბრ.დევისი ავ.ჯოუნზი; ჯ.თომასი გვ.თომასი რ.ჯოუნზი^კაპ * მრქ) ჰარისი სთ.ჯოუნზი რ.რისი / ბენეთი მიჩელი; დნ.ჯოუნზი მაკქასქერი ! მწ) გეთლენდი

რეფ კაპლანი (აფრ) კიდ: იუბერი (აფრ) ლექი (ავს) ვიდ აიუბი (ავს)

შაბ 26/06    ჰემილთონი, ვაიკატო    11.35
უწინ 26: 23-3 (1905) I ტესტი 42:9

<<    ავსტრალია - ირლანდია

ავს: ოქონორი მიჩელი ჰორნი გიტო ეშლი-კუპერი <10-9> ქ.კუპერი ბერჯესი / დეილი ს.ფაინგა მაფუ; მამი ჩიზომი; ელსომი^კაპ ფოქოქი ბრაუნი * მრქ) ბილი ბარნსი ვალენთაინი / ედმონდსი სლიფერი; ჩეპმენი ჰოჯსონი ! მწ) დინსი

ირლ: ქარნი ბოუ ბ.ოდრისქოლი^კაპ პ.ვოლესი თრიმბლი <10-9> სექსთონი ოლირი / ჰილი ქრონინი ბაქლი; ოკალაჰენი მ.ოდრისქოლი; რონანი ჯენინგსი ჰენრი * მრქ) ჯრ.მერფი ოგარა რედენი / ვერლი ქორთი; თუი რადოქი ! მწ) ქიდნი

რეფ ბ.ლორენსი (ზელ) კიდ: ბარნსი (ინგ) პოლოქი (ზელ)

შაბ 26/06    ბრისბენი, სანკორპი    14.05
უწინ 28: 19-8*1 (1927)

<<    აფრიკა - იტალია

აფრ: აპლონი ჟ.დეფილიერსი ფური დეიონხი ჰაბანა <10-9> მ.სტეინი იანარი / სტენკამპი სმიტი^კაპ ი.დიუპლესი; ბკ.ბოთა ბეკერი; ბერგერი ლოუ სპისი * მრქ) ულიფიე ჯეიმზი პინარი / რალეპელი ბჯ.ბოთა; ფანდერმერვე პოტხიტერი ! მწ) პ.დეფილიერსი

იტა: მაკლეინი სეპე კანალე მაზი მი.ბერგამასკო <10-9> გაუერი პიკონე / პერუჯინი ონგარო ჩიტადინი; დელფავა ბორტოლამი; დარბიშირი ვოსავაი პარისე^კაპ * მრქ) პრატიკეტი ბოკინო ტებალდი / გირალდინი სპარალინი; ხელდენჰეისი ძანი ! მწ) მალითი

რეფ ბრაუნი (ზელ) კიდ: სმოლი (ინგ) მაკფერსონი (შტლ) ვიდ ჰიუზი (ინგ)

შაბ 26/06    ისთ ლანდონი, ბაფალო სითი    17.00
უწინ 9: 9-0 (1995) I ტესტი 29:13

<<    არგენტინა - საფრანგეთი

არგ: როდრიგესი გონსალესი ტიესი ს.ფერნანდესი კარვაჯო <10-9> ფ.კონტეპომი^კაპ ვერგაჯო / რონსერო ლედესმა შელსო; კარისა ალვასეტე; ფესია კამპოსი ხმ.ფერნანდესი * მრქ) აგუჯა ფიგეროლა / კრივი აიერსა; ფიგაჯო გალარსა ლეგისამონი ! მწ) ფელანი

სფრ: პორიკალი კლერკი მაზარი ფრიცი მალზიო <10-9> ტრენ-დიუკი პარა / ბარსელია შარჟევსკი მა; პაპე ნალე; დიუზოტუარი^კაპ ბონერი პიკამოლი * მრქ) პუატრანო მერმოზი იაშვილი / გირადო პუ; პიერი ლონბოლეი ! მწ) ლიევრმონი

რეფ დიქინსონი (ავს) კიდ: პირსონი (ინგ) პეიპერი (აფრ)

შაბ 26/06    ბუენოს აირესი, ველეს სარსფილდი    22.45
უწინ 42: 9-32*1 (1949)

<<< >>>