რეკორდი 28-მდე აიყვანეს

   ზეპური რაგბის სამხრეთული ტესტების ბოლო, მესამე ვიქენდზე მთავარი მოვლენა ჩვენებურად ნაშუაღამევს მოხდა: შოტლანდიისგან ორჯერ გაბითურებულმა არგენტინამ სარეკორდო სხვაობით მოუგო საფრანგეთს, ვინც ორი კვირით ადრე აფრიკამაც მოსრა.

"პუმები" ამ საუკუნეში აშკარად ჯობნიან "ლე ბლეს" - 2002 წლიდან მეცხრედ შეებნენ მასწავლებლებს და მეშვიდედ ძლიეს. არგენტინელთა უმეტესობა საფრანგეთში მოღვაწეობს, რის გამოც ახლოს იცნობს "ექვსი ერის" ჯილას, გალები კი მათსავე წიაღში დაოსტატებულთა ზე-მძიმე სტილს, ეტყობა, ვერ უღებენ აღლოს და მარათონული სეზონის ფინიშზეც გასავათებულები არიან.

არგენტინამ უსიტყვოდ მოიგო და რეკორდიც გააუმჯობესა: ბოლო მსოფლიო თასის ბრინჯაოს ფინალში 24 ქულით ძლია ლე ბლე, ახლა კი სხვაობამ 28 შეადგინა. ორი ლელოთი და რვა გოლით 31 ქულა პირადად მოიხჭევა კაპიტანმა ფელიპე კონტეპომმა, ვინც "ტულონის" წევრია, მატჩში გარდატეხა კი მოხდა პირველი ტაიმის ბოლოს, როცა სტუმრებს სინბინში ეჯდათ ფლორიან ფრიცი.

იუსტს გაუტოლდა

არგენტინა "სამ ერს" 2012 წელს თუღა დაემატება, ვეშაპთაგან ორი კი, ჩემპიონი აფრიკა და მარადი ფავორიტი ზელანდია, გათამაშების სტარტზე ორი კვირის თავზე შეიყრება. იაპებმა, პირველი ტესტის დარად, პირველი ტაიმი ახლაც ბევრით მოუგეს იტალიას, ვისაც ცხრა კაცი შეეცვალა, მაგრამ მეორეში აღარ მოდუნდნენ და კიდევ სამი ლელო დადეს.

კაპიტნად 50-ე გამარჯვება მიითვალა "ბოკეს" კვაჭმა ჯონ სმიტმა, ბრაიან ჰაბანამ კი მე-60 ტესტში 38-ე ლელო რომ გაიტანა, გაუტოლდა ლეგენდარულ ჰავბეკ იუსტ ფანდერვესტჰეიზენს, ვინაც ამდენივე დამიწება 89 თამაშში მოაგროვა.

უელსი, წინა შაბათისგან განსხვავებით, ბოლომდე მაგრად დაუდგა ზელანდიას, მაგრამ ჩრდილო ნახევარსფეროში, ბოჭვის განსჯისას რეფებს აქამდე დაცვის მხარე რომ უჭირავთ, აფრიკელმა ჯონათან კაპლანმა ახალ ინტერპრეტაციას უჩვევი კელტები ბლომად აჯარიმა და დენ კარტერმაც კრიფა სამ-სამი ქულა.

უხმობენ რეპეტიტორს?

მატჩში სამი ლელო დაიდო, ოღონდაც ორი ბოლოსღა გავიდა, ერთადერთი დროული კი "ოლ ბლექსმა" შუა პირველ ტაიმში ახლოდან შეიტანა: რაქის შემდეგ, ბენსონ სთენლის პასით, ქორი ჯეინი გაუსხლტა დენ ბიგარს და ლი ჰაფ-პენიც იფრინა.

ბრისბენში ირლანდია კოხტად ებურთავა ავსტრალიას, მაგრამ დაცვა ეგრეც ვერ გაურღვია, "ვოლაბთაგან" კი ჯერ ლუკ ბერჯესმა ჩაჭრა პასი და გაქუსლა, ხოლო მერე ქვეიდ კუპერმა ვირტუოზულად, "მცირე მიწაზე" მოაღორა ერთბაშად სამი.

ოზებმა კარში კვლავ უხეიროდ ურტყეს: მეტ გიტომ, ვისაც ზე 14-ში სიზუსტის მაჩვენებელი მთელ ამქარში საუკეთესო, 83 პროცენტი ჰქონდა, ისევ დაახაია კარის წინიდან, ქვეიდმა კი პოსტის ჩაბარების შემდეგ კარგად დაიწყო, მაგრამ მერე ძელს ორჯერ გაარტყა.

ამით ვოლაბთა კივ გურუს, რობი დინსს სამი ერის წინ საფიქრალი მოემატა, მაგრამ კოჭლი კალენდრის გამო ავსტრალიას პირველი თამაში ოთხი კვირის შემდეგღა ელის. ჰოდა, ბანაკში ნაღდად მიიწვევს კიკერთა რეპეტიტორსა და ფსიქოლოგსაც.

>>>     ბოლო, მესამე ვიქენდი

<<    ზელანდია 29:10 უელსი

ზელ: მულიაინა ჯეინი კაჰუი სთენლი (რეინჯერი 57) გილდფორდი <10-9> კარტერი (ქრუდენი 76) ქოუანი (ვიპუ 49) / ვუდქოქი (ო.ფრენკსი 22-26 * 57) მეალამუ (დემელმანჩი 76) ტიალატა (ვუდქოქი 60) სორნი დონელი (თომსონი 49) კაინო მაკქოუ^კაპ რიდი (ს.ვაითლოქი 64 * სბ 72) - 2ლ: ჯეინი ქრუდენი; 2გ: კარტერი ვიპუ; 5ჯ: კარტერი

უელ: ბერნი სბ 40+3, ჰაფ-პენი ჯთ.დევისი რობერთსი პრაიდი (ჰერისი 70) <10-9> ბიგარი (სთ.ჯოუნზი 65) ფილიპსი (რ.რისი 67) / პ.ჯეიმზი მ.რისი (ბენეთი 67) ად.ჯოუნზი (მიჩელი 64) ბრ.დევისი (დნ.ჯოუნზი 57) ავ.ჯოუნზი; ჯ.თომასი გვ.თომასი სბ 72, რ.ჯოუნზი^კაპ (მაკქასქერი 27) - ლ: რობერთსი; გ: სთ.ჯოუნზი; ჯ: ჰაფ-პენი

რეფ კაპლანი (აფრ) @ ჰემილთონი, ვაიკატო (31 ათასი)

0:3(4) 3:3(14) 10:3(26) 13:3(40+3სბ) /
16:3(45) 19:3(52) 22:3(56) სბ-სბ(72) 22:10(79) 29:10(80+2) * I ტესტი 42:9

<<    ავსტრალია 22:15 ირლანდია

ავს: ოქონორი მიჩელი ჰორნი (ბილი 41) გიტო ეშლი-კუპერი <10-9> ქ.კუპერი ბერჯესი / დეილი (სლიფერი 55) ს.ფაინგა მაფუ; მამი ჩიზომი; ელსომი^კაპ ფოქოქი ბრაუნი - 2ლ: ბერჯესი კუპერი; 4ჯ: კუპერი 2, გიტო 2

ირლ: ქარნი (ჯრ.მერფი 54) ბოუ ბ.ოდრისქოლი^კაპ პ.ვოლესი თრიმბლი <10-9> სექსთონი ოლირი / ჰილი ქრონინი (ვერლი 71) ბაქლი (ქორთი 41) ოკალაჰენი მ.ოდრისქოლი (თუი 72) რონანი ჯენინგსი ჰენრი (რადოქი 69) - 5ჯ: სექსთონი

რეფ ბ.ლორენსი (ზელ) @ ბრისბენი, სანკორპი (45 498)

0:3(3) 0:6(10) 3:6(13) 8:6(18) 8:9(23) 8:12(30) 11:12(34) 11:15(36) 16:15(40) /
19:15(53) 22:15(62)

<<    აფრიკა 55:11 იტალია

აფრ: აპლონი დეფილიერსი ფური დეიონხი (ულიფიე 53) ჰაბანა (პინარი 58) <10-9> მ.სტეინი (ჯეიმზი 63) იანარი / სტენკამპი სმიტი^კაპ (რალეპელი 63) ი.დიუპლესი (ბჯ.ბოთა 53) ბკ.ბოთა (ფანდერმერვე 58) ბეკერი; ბერგერი (პოტხიტერი 62) ლოუ სპისი - 7ლ: სტეინი (1 2) სპისი დიუპლესი ჰაბანა ფანდერმერვე ბჯ.ბოთა; 7გ: სტეინი 6, პინარი; 2ჯ: სტეინი

იტა: მაკლეინი სეპე კანალე მაზი (ბოკინო 72) მი.ბერგამასკო <10-9> გაუერი პიკონე (ტებალდი 53) / პერუჯინი ონგარო (გირალდინი 53) ჩიტადინი (სპარალინი 63) დელფავა ბორტოლამი (ხელდენჰეისი 53) ვოსავაი დარბიშირი (ძანი 62) პარისე^კაპ - ლ: სეპე; 2ჯ: ბერგამასკო

რეფ ბრაუნი (ზელ) @ ისთ ლანდონი, ბაფალო სითი (12 984)

3:0(5) 3:3(9) 10:3(12) 10:6(15) 13:6(21) 20:6(32) 27:6(38) /
34:6(52) 41:6(57) 48:6(61) 48:11(66) 55:11(80) * I ტესტი 29:13

<<    არგენტინა 41:13 საფრანგეთი

არგ: როდრიგესი გონსალესი ტიესი ს.ფერნანდესი (აგუჯა 78) კარვაჯო <10-9> ფ.კონტეპომი^კაპ ვერგაჯო / რონსერო (აიერსა 63) ლედესმა (კრივი 67) შელსო (ფიგაჯო 57) კარისა ალვასეტე; ფესია კამპოსი (ლეგისამონი 56) ხმ.ფერნანდესი - 4ლ: ხმ.ფერნანდესი კონტეპომი (2 4) კარვაჯო; 3გ 5ჯ: კონტეპომი

სფრ: პორიკალი კლერკი ფრიცი სბ 38 (პუატრანო 79) მაზარი (მერმოზი 52) მალზიო <10-9> ტრენ-დიუკი პარა (იაშვილი 62) / ბარსელია შარჟევსკი (გირადო 62) მა (პუ 73) პაპე ნალე (პიერი 51) დიუზოტუარი^კაპ პიკამოლი ბონერი (ლონბოლეი 51) - ლ: მალზიო; გ: პარა; 2ჯ: პორიკალი პარა

რეფ დიქინსონი (ავს) @ ბუენოს აირესი, ველეს სარსფილდი

0:3(3) 3:3(5) 6:3(9) 6:6(19) 9:6(27) 12:6(38სბ) 19:6(40+) /
26:6(50) 26:13(54) 31:13(60) 34:13(66) 41:13(69)

>>>     სამი ერი 2010

საქ დროით * გლობალზე სულ ცოცხლად!

10/07 ზელანდია - აფრიკა 11.35 ოქლენდი
17/07 ზელანდია - აფრიკა 11.35 ველინგთონი
24/07 ავსტრალია - აფრიკა 14.00 ბრისბენი
31/07 ავსტრალია - ზელანდია 14.00 მელბურნი
  7/08 ზელანდია - ავსტრალია 11.35 ქრაისთჩერჩი

21/08

აფრიკა

-

ზელანდია

19.00

იოჰანესბერგი

28/08 აფრიკა - ავსტრალია 19.00 პრეტორია
  4/09 აფრიკა - ავსტრალია 19.00 ბლუმფონტეინი
11/09 ავსტრალია - ზელანდია 14.00 სიდნეი

<<< >>>