"გარადოკზე" საჩაუქოდ

   "ქართული შვიდკაცა" ამ საუკუნეში მეოთხედაც ეწვია მოსკოვს, რათა უქმეებზე, ევრო-ფინალში, რიგიანი ადგილი დაიჭიროს და ჩვენში რაგბის ოლიმპიური სახეობის განვითარებას ბიძგი მისცეს.

შვიდკაცის ევროპის პირველობა წლეულს მეცხრედ ტარდება. ბრიტთა გარდა, ყოველმა ქვეყანამ ორ-ორ შესარჩევ ეტაპზე იჩაუქა, მოგროვილ ქულათა მიხედვით 12 უკეთესი კი სამი ჯილდოს (თასი სინი ფიალა) გასათამაშებლად მოსკოვს ჩაბრძანდა.

შეჯიბრი "ლუჟნიკის" მომცრო მოედანზე, "გარადოკზე" იმართება. თუ სარწმუნო წყაროებს დაეჯერება, მანდ საფარი ხელოვნურია, ოღონდაც უთანამედროვესი. ბილეთი 100 რუბლი (6 ლარამდე) ღირს.

ბუნებამ მოწყალე თვალით გადმოხედა მოასპარეზეებს - სიცხე 28 გრადუსს არ აცდება, შაბათს მოწვიმს, კვირას კი მზე გამოვა. მასპინძელსა და მით უფრო, ორგანიზატორს - ფირა აერ-ს აქტივში ვერ ჩაეთვლება ის, რომ ტელე-რეპორტაჟი არ ეწყობა.

ჰოდა, როგორც აქამდეც ხშირად ყოფილა, რაგბის თემი თამაშთა დროს ლაივ-სქორს დაჯერდება, ნაშეჯიბრალს კი "თბილისის ფორუმზე" ქართული დიასპორის (დათიკო 62) მონათხრობსა და ფოტოებს დაეწაფება.

მექად ესახებათ

დრო იყო, ქართველი "რეგბ-ისტები" წელიწადში ბარემ ხუთჯერ მოიხილავდნენ მოსკოვს, მაგრამ რაც საბჭოეთი დაიშალა, მორაგბეები იქ შუა ზაფხულში, შვიდკაცაზე თუღა მოხვდებიან, რაღაი "ერთა თასი" ადრე გაზაფხულზე ტარდება, მაგ დროს კი "სტალიცის" მოედნები მოყინულია.

უნარიანი მენეჯმენტისა და დიდძალი ფულის წყალობით, მოსკოვი ლამისაა შვიდკაცის მექად იქცეს. ირბ-მა მანდ 2013 წლის მსოფლიო თასი დანიშნა, 2016 წელს კი რიოს ოლიმპიადაზე შედგება "სახალისო რაგბის" პრემიერა. მაქამდე ჯერაც შორია, მაგრამ თადარიგის დაჭერა ამთავითვე გვმართებს.

არ გამოუშვეს

მაგიტომაცაა, შვიდკაცის მოძღვარი კახა ალანია ნორჩებს რომ ხშირად ცდის. ევრო-სერიაში ეტაპი ვერ მოგვიგია 2005 წლის აქეთ და შარშანწინ აღებული ბრინჯაოს მეტიც თავ-მოსაწორებელი არაფერი გვაქვს, მაგრამ კაცი იმედით ცოცხლობს და ეგებ კვლავ გაიბრწყინოს ქართულმა ბურთაობის ნიჭმა. ერთი კია, პული ძნელი შეგვხვდა - იქეთა აშკარად სუსტია.

ბევრი რამაა დამოკიდებული სტარტზე. მწყობრში არიან ძველები - ანტილოპა (ხამაშურიძე, მახო (ურჯუკაშვილი, აბუ, რიჟა-ბიბი (სამხარაძე, მეკო და გოშა (შკინინი, მაგრამ ფრანგული კლუბები ფირა აერ-ის ღონისძიებებს პატივს რომ არა სცემენ და არც ირბ-ის კანონი ავალდებულებთ ბიჭების გამოშვებას, მაგიტომ გვაკლიან გიორგი "ბინგო" ჩხაიძე და ირაკლი "ტონგა" მაჩხანელი.

>>>    ევროპის IX შვიდკაცა

>>    12-გუნდა ფინალი

შაბ 10 - კვი 11/07    მოსკოვი (რუსეთი) ლუჟნიკი, გარადოკი

<<    პულები

    პორტუგალია იტალია რუსეთი მოლდოვა საქართველო პოლონეთი
    ესპანეთი საფრანგეთი რუმინეთი ჰოლანდია უკრაინა ლიტვა

<<    ქართული შვიდკაცა

(x რამდენჯერ უჩაუქია მოსკოვში)

ბესიკ ხამაშურიძე (1, მალხაზ ურჯუკაშვილი (0, დავით ჩიტიძე (1, გიორგი კალმახელიძე (1, სიმონ მაისურაძე (0, ბიძინა სამხარაძე (0, ირაკლი აბუსერიძე (1, მერაბ კვირიკაშვილი (1, გიორგი შკინინი (2, ირაკლი გეგენავა (2) ^ მწ) კახაბერ ალანია (2; მნჯ) გიორგი ასათიანი; ექმ) უჩა ნებიერიძე

<<    ჩვენი განრიგი (საქ დროით)

შაბ: 11.20 პორტუგალია, 12.40 რუსეთი, 14.00 პოლონეთი, 16.00 მოლდოვა

კვი: 09.30 იტალია
ნახ-ფინ) 12.30 12.50 ფიალა, 13.10 13.30 სინი, 13.50 14.10 თასი
ფინ) 15.10 IX (ფიალა; 15.50 VII, 16.30 V (სინი; 17.10 III, 18.00 I (თასი)

>>    შესარჩევები

<<    29-30/05    ოდესა (უკრაინა)

4#საქართველო - პულ) 9#უკრაინა$2 24:12, 8#ლატვია 29:7, 2#მოლდოვა 12:12, 6#ბელგია 33:7 / პლოფ) 1#რუსეთი 19:21, 3#უკრაინა 10:21 // 5#რუმინეთი, 7#შვეიცარია, 10#ბულგარეთი

კალმახელიძე, გეგენავა, სანდრო ნიჟარაძე, გიორგი ბეგაძე, გივი ბერიშვილი, ლექსო გუგავა, ივა დავითაშვილი, მამუკა ნინიძე, ვანო გაბროშვილი, თედო ზიბზიბაძე

<<    12-13/06    პაფოსი (კვიპროსი)

3#საქართველო - პულ) 8#ხორვატია 38:0, 10#მალტა 56:0, 1#პორტუგალია 26:35, 7#სერბეთი 64:0 / პლოფ) 2#საფრანგეთი 5:24, 4#ისრაელი 33:7 // 5#კვიპროსი, 6#გერმანია, 9#საბერძნეთი

ხამაშურიძე, გეგენავა, გუგავა, ვახო კავთიძე, შავლეგ მახარაშვილი, შკინინი, ნიჟარაძე, კალმახელიძე, ჩიტიძე, რატი ხუციშვილი

<<    ქულა

36 პორტუგალია ესპანეთი, 32 საფრანგეთი იტალია რუსეთი, 28 რუმინეთი ჰოლანდია მოლდოვა, 26 საქართველო უკრაინა, 24 ლიტვა პოლონეთი

>>>    აქამდელი სერიები

<<    ჩემპიონები

პორტუგალია   2002 2003 2004 2005 2006 2008
რუსეთი   2007 2009

<<    ქართული შვიდკაცა

2002 II, 2003 III,
2004 VI, 2005 X, 2006 V, 2007 VII,
2008 III, 2009 V

>>>    შარშან (2009)

11-12/07    ჰანოვერი (გერმანია)

5#საქართველო - პულ) 7#პორტუგალია 12:7, 4#ესპანეთი 10:26, 3#იტალია 5:33, 10#პოლონეთი 26:19 / პლოფ) 8#რუმინეთი 17:14, 6#მოლდოვა 31:5 // 1#რუსეთი, 2#საფრანგეთი, 9#გერმანია

დავით ბოლღაშვილი, შალვა სუთიაშვილი, ირაკლი ნატრიაშვილი, სამხარაძე, კვირიკაშვილი, რეზო გიგაური, შკინინი, მაისურაძე, გეგენავა, ალეკო ტუჩაშვილი ^ მწ) ალანია

>>>    უწინ, მოსკოვშივე

<<    2005    16-17/07

10#საქართველო - პულ) 2#რუსეთი 12:17, 4#საფრანგეთი 24:19, 7#მოლდოვა 7:10, 8#რუმინეთი 17:19, 9#ლიტვა 14:14 / პლოფ) 11#უკრაინა 12:10, ლიტვა 7:17 // 1#პორტუგალია, 3#იტალია, 5#ესპანეთი, 6#გერმანია, 12#ხორვატია

ვახტანგ ახვლედიანი, დავით ჟამუტაშვილი, შკინინი, გიორგი კაჭარავა, თემურ სოხაძე, ზვიად კობერიძე, ხამაშურიძე, კვირიკაშვილი, რატი ურუშაძე, ზიბზიბაძე ^ მწ) მალხაზ ჭეიშვილი

<<    2006    15-16/07

5#საქართველო - პულ) 4#საფრანგეთი 5:26, 3#იტალია 7:12, 11#უკრაინა 24:7, 7#მოლდოვა 29:14, 9#ლიტვა 38:0 / პლოფ) 8#ესპანეთი 36:0, 6#რუმინეთი 22:19 // 1#პორტუგალია, 2#რუსეთი, 10#ხორვატია, 12#ანდორა

ირაკლი გუნდიშვილი, ახვლედიანი, გიგაური, კობერიძე, აბუსერიძე, გ.კაჭარავა, დავით კაჭარავა, გუგავა, შკინინი, გეგენავა ^ მწ) მამუკა ტყეშელაშვილი, ალანია

<<    2007    7-8/07

7#საქართველო - პულ) 9#უკრაინა 31:0, 6#იტალია 24:12, 4#ესპანეთი 7:21, 11#ლიტვა 22:7, 3#მოლდოვა 14:40 / პლოფ) 5#რუმინეთი 5:14, 8#პოლონეთი 32:7 // 1#რუსეთი, 2#საფრანგეთი, 10#გერმანია, 12#ანდორა

ახვლედიანი, გეგენავა, ნიჟარაძე, ჩიტიძე, ლაშა ხმალაძე, ლევან ხუხუნეიშვილი, კალმახელიძე, დავით გურგენიძე, გ.კაჭარავა, სუთიაშვილი ^ მწ) ტყეშელაშვილი, ალანია

<<< >>> 

www.000webhost.com