ევროპული სინი, დათხოვნილი თიმი

   კვირას ევრო-შვიდკაცაზე შარშანდელივით მეხუთე ადგილი დავიჭირეთ და სინი შევმართეთ; პარასკევს "ბორჯღალოსანთა" მწურთნელობიდან გაათავისუფლეს თიმ ლეინი; ოთხშაბათს კი თასის ფინალი საღამოს რვაზე, პროჟექტორთა შუქზე გაიმართება.

ივნისში, მალტაზე შეკრებილ ფირა აერ-ს დაუდგენია, გაისიდან ევრო-შვიდკაცა დონეებად გამართოს. ელიტაში 12 გუნდისთვის გამოიყო ადგილი: ოთხი დაუჯავშნეს ზვიად ბრიტებს, რომლებმაც წელსაც ერთიანად უგანეს აერ-ის ღონისძიებას, რვა ვაკანსია კი მოსკოვის ფინალის უკეთეს რვეულს უნდა რგებოდა.

შეჯიბრი მოეწყო ლუჟნიკის "გარადოკში, რომლის გამოც წინათქმაში უსწოროდ გვეწერა, ბალახი ხელოვნური აქვსო. გამართლდა ამინდის პროგნოზი, სტარტზე კი თამაში ვერ აგვეწყო და უშანსოდ რომ წავაგეთ პორტუგალიასა და რუსეთთან, თასის მიღმა დავრჩით.

უწინაც ბევრჯერ მომხდარა და გაჭირვებაში "ქართული შვიდკაცა" დაირაზმა. გავედით შუა ოთხეულში, სადაც ორივე თამაში მოვიგეთ, რუმინეთზე კი ჯავრი სამაგალითოდ ვიყარეთ. დისკვალიფიკაციისა და ტრავმათა გამო, დებულებითა და ტრადიციით, ავიმატეთ მოხალისე მასპინძელი - მიხაილ ბაბაევი, და მოსკოველებიც გვქომაგობდნენ.

დუჟინი გამოვლინდა

"სტალიცას" 2013 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობა კი დაეკისრა, მაგრამ ევრო-ფინალის გაშუქება ჩააფლავა. გადამწყვეტი მატჩების ჩანაწერი ორშაბათსღა გადმოიცემა ტელევიზიით. მაყურებელი ათასიღა მიეტანა შოუს, რუსეთის რაგბის კავშირის ვებ-საითი კი რამდენიმე საათით ჩამორჩებოდა გრაფიკს.

ბედად, სტადიონზე ამჯერადაც იყო "თბილისის ფორუმის" მოსკოველი მზირი "დათიკო 62, ვისაც პეტერბურგელი "გიორგი 77" მობილურით ეხმიანებოდა და რაგბის თემს ინფორმაციით არწყულებდა. მოკლე კიბერ-კომენტარისთვის დრო გამონახა შვიდკაცის მოძღვარმა კახა ალანიამაც; პორტუგალიამ მეცხრე სეზონში მეშვიდედ (!) აიღო თასი, საგაისო დუჟინში კი "ექვსი ერისა" და "ერთა თასის" გუნდები უკლებლივ მოხვდნენ.

ევრო-ელიტა მსოფლიო სერიის მოდელით იასპარეზებს, ოღონდაც პირველ სეზონში ეტაპი ოდენ სამი იქნება. ერთი მოეწყობა ბარსელონაში, მეორე სადმე ბრიტანეთში, მესამე კი საფრანგეთში ან იტალიაში. ამის გადამკიდე 2009 წლიდან მოშლილი "ვაკის შვიდკაცა" ვეღარც გაისად აღდგება, დუჟინის მაჩანჩალას კი შემდეგ სეზონში მომდევნო დონის ჩემპიონი შეცვლის.

>>>     ევროპის IX შვიდკაცა

ფინალი

10-11/07    მოსკოვი (რუსეთი) მომცრო ლუჟნიკი

"ა" პული

რუსეთი

45:0

პოლონეთი

იტალია

14:12

მოლდოვა

საქართველო

12:33

პორტუგალია

მოლდოვა

24:12

პოლონეთი

საქართველო

7:40

რუსეთი

პორტუგალია

26:21

იტალია

საქართველო

35:12

პოლონეთი

პორტუგალია

36:10

მოლდოვა

რუსეთი

26:10

იტალია

საქართველო

19:7

მოლდოვა

პოლონეთი

12:10

იტალია

რუსეთი

19:12

პორტუგალია

საქართველო

14:21

იტალია

რუსეთი

32:5

მოლდოვა

პორტუგალია

34:7

პოლონეთი

5 რუს, 4 პორ, 2 იტა საქ, 1 მლდ პოლ

"ბ" პული

რუმინეთი

17:5

ლიტვა

საფრანგეთი

24:0

ჰოლანდია

ესპანეთი

21:14

უკრაინა

ჰოლანდია

14:12

ლიტვა

რუმინეთი

21:12

უკრაინა

ესპანეთი

17:12

საფრანგეთი

უკრაინა

28:10

ლიტვა

ესპანეთი

31:0

ჰოლანდია

საფრანგეთი

26:5

რუმინეთი

უკრაინა

17:12

ჰოლანდია

საფრანგეთი

40:17

ლიტვა

ესპანეთი

42:7

რუმინეთი

საფრანგეთი

19:7

უკრაინა

ჰოლანდია

21:19

რუმინეთი

ესპანეთი

33:5

ლიტვა

5 ესპ, 4 სფრ, 2 უკრ რუმ ჰოლ, 0 ლიტ

<<    ფიალა

ნახფნ მოლდოვა 19:15

ლიტვა

  ჰოლანდია 17:15

პოლონეთი

11-12 ლიტვა 21:7

პოლონეთი

  9-10 მოლდოვა 21:12

ჰოლანდია

<<    სინი

ნახფნ რუმინეთი 19:12

იტალია

  საქართველო 12:5

უკრაინა

  7-8 უკრაინა 24:17

იტალია

  5-6 საქართველო 59:0

რუმინეთი

<<    თასი

ნახფნ საფრანგეთი 19:5

რუსეთი

  პორტუგალია 17:12

ესპანეთი

  3-4 რუსეთი 22:10

ესპანეთი

  1-2 პორტუგალია 12:5

საფრანგეთი

<<    ქართული შვიდკაცა

ბესიკ ხამაშურიძე, მალხაზ ურჯუკაშვილი, დავით ჩიტიძე, გიორგი კალმახელიძე, სიმონ მაისურაძე, ბიძინა სამხარაძე, ირაკლი აბუსერიძე, მერაბ კვირიკაშვილი, გიორგი შკინინი, ირაკლი გეგენავა ^ მწ) კახა ალანია; მნჯ) გიორგი ასათიანი; ექმ) უჩა ნებიერიძე

<<    ყველა ჩემპიონი

პორტუგალია 7   2002  2003  2004  2005  2006  2008  2010
რუსეთი   2   2007  2009

<<    საქართველო ევროპაზე

2002 II, 2003 III, 2004 VI, 2005 X, 2006 V, 2007 VII, 2008 III, 2009 V, 2010 V

<<    2011 წლის ევრო-ელიტა

პორტუგალია საფრანგეთი რუსეთი ესპანეთი საქართველო რუმინეთი უკრაინა იტალია * უელსი ინგლისი შოტლანდია ირლანდია

სტატისტიკურად საუკეთესო

თასის ფინალი ვაკეში ექვსზე იყო დანიშნული, მაგრამ ცალკე პაპანაქებისა და ცალკეც იმის გამო, რომ ოთხშაბათი სამუშაო დღეა, ორი საათით გადაიტანეს. თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი "პირველი არხის" პროგრამაში კვირა საღამოსაც ძველ დროს ეწერა, ხოლო რვაზე ბადეში ოფიციოზი, "მოამბე" ზის.

კავშირის გამგეობის მიერ ავსტრალიელი თიმის დათხოვნის ამბავი ფორუმელმა "სოჩი ლაიფმა" პარასკევს, საღამოს ცხრაზე დაპოსტა. "ოლიმპს" მომხდარი უქმეებზე დაუდასტურა სამმა სანდო წყარომ. ლეინი ნაკრებს არა-სრული სამი წელი ხელმძღვანელობდა და ორი წინა-მორბედის დარად, მესამედაც გაიყვანა საქართველო მსოფლიო თასზე, ხოლო სტატ-მაჩვენებლები მათზე უკეთესიც ჰქონდა.

თიმის აქტივშია რუსეთის ძლევა კრასნოიარსკში, მარიუპოლსა და თრაბზონში და არგენტინისა და შოტლანდიის დუბლების წკიპზე ჯობნა, პასივში კი ავად-მოსაგონარი სქოთური ტურნე, ჩერჩილის თასი და "არკულზე" ნამიბიასთან წაგებაც. გურუს ქართული რაგბის 50-წლოვან ისტორიაში უდიდესი ჯამაგირი ჰქონდა და ეშხიანად, ავსტრალიურ ყაიდაზე უნდა აებურთავებინა შეგირდები, მაგრამ გუნდს მაგისა არა ეტყობა რა, რაც სხვა გაქანების სტატიის თემაა.

>>     თასის ფინალი

ოთხ 14/07    ლელო - ლოკომოტივი @ ვაკე 20.00

>>     ბორჯღალოსანთა მოძღვრები

XXI საუკუნე

ზეობა

მონაგარი

ქ%

ერთა თასი

ქ%

კლოდ სორელი 2000-03

30: 16-13*1

55

21: 15-5*1

74
მალხაზ ჭეიშვილი 2004-07

35: 19-14*2

57

23: 15-6*2

70
თიმ ლეინი 2008-10

26: 16-  9*1

63

16: 14-1*1

91

<<< >>> 

www.000webhost.com