პაპანაქებით შეთხელებული დასი

   გაზაფხულზე, შვიდკაცით გახსნილ საშინაო სეზონში ზაფხულის არდადაგებიც შვიდკაცით დაიწყო; საგაისო მსოფლიო თასის ბოლო, მეოცე საგზურს ორი მაძიებელიღა შემორჩა, ირბ-მა კი ზელანდიას უარი ტკიცა კანონის შესწორებაზე, რაიც მულღაზანზარს გააძლიერებდა.

შვიდკაცას 1988 წელს ვეზიარეთ. დრო იყო, წელიწადში ერთხელ, ვაკეში მოიყრიდნენ თავს მოხალისე გუნდები და გია ჯაფარიძის ნახელავ პანოს გაითამაშებდნენ, მაგრამ მერე ეგ ჯილდო ხომ დაიკარგა და "გაჩქარებული რაგბიც" სავოიაჟო საქმედ იქცა.

ვითარება ბოლო წლებში გამოსწორდა. წლეულს დაიგეგმა ორი შესარჩევი და ფინალი. პირველი ნა-თრაბზონ-ალს მოეწყო ვაკეში და შარშანდელი ჩემპიონის, "ვისოლის" გამარჯვებით დასრულდა. ორი ზემო ლიგიდან იმ ტურნირს მხოლოდ "არმაზი" დააკლდა, ზაფხულის პაპანაქებაში კი საჩაუქოდ აღარც "ლელო, "ლოკომოტივი, რუსთავი, გორი და "თიბისი" გამოვიდნენ, რითაც დასი ათამდე შეთხელდა.

ეგ, მეორე შესარჩევი მეურნეობაში მოეწყო. შეიცვალა ფორმულაც - ოთხის ნაცვლად შედგა ორი პული. უკეთეს ოთხეულში დასავლეთის სამი (!) გუნდი გავიდა. ეტაპის ჩემპიონი გახდა "აია, ვინც ფინალის ბოლო წამებზეღა გაუტანა გამარჯვების ლელო ბათუმს, კავშირს საშეჯიბრო განყოფილებას კი ეგებ კალკულატორის მომარჯვებაც დაჭირდეს, რათა სანოემბროდ ათი ფინალისტი გამოავლინოს.

>>>     შინაური შვიდკაცა

<<    პირველი შესარჩევი

27-28/03    მომცრო ვაკე * 15 გუნდი

(ა) აკადემია 2-0, ვისოლ`ყოჩები 1-1, ოზურგეთი 0-2
(ბ) აია 2-0"1, ხულიგანა 1-1"1, თიბისი თსუ`გორი 1-2

(გ) ლელო 3-0, რუსთავი 2-1, ბაგრატი 1-2, დევები 0-3
(დ) ბათუმი 3-0, ლოკომოტივი 2-1, ივერია 1-2, ფოთი 0-3

მხფ) ლოკომოტივი 33:0 ლელო
ბათუმი 15:14 რუსთავი
აკადემია 17:14 ხულიგანა
ვისოლი`ყოჩები 14:0 აია

ნხფ) ბათუმი 17:7 აკადემია
ვისოლ`ყოჩები 12:7 ლოკომოტივი

ფინ) ფოთი 42:0 დევები
ბაგრატი 14:7 თსუ`გორი
რუსთავი 14:12 აია
ვისოლ`ყოჩები 19:12 ბათუმი

კიბე: 1 ვისოლ`ყოჩები, 2 ბათუმი, 3 ლოკომოტივი აკადემია; 5 რუსთავი, 6 აია, 7 ლელო ხულიგანა; 9 ბაგრატი, 10 თსუ`გორი, 11 ივერია თიბისი; 13 ფოთი, 14 დევები, 15 ოზურგეთი

<<    მეორე შესარჩევი

17-18/07    ვარკეთილი * 10 გუნდი

(ა) აია 4-0, ვისოლ`ყოჩები 3-1, ხულიგანა 2-2, დევები 1-3, ფოთი 0-4
(ბ) ბათუმი 4-0, ბაგრატი 3-1, აკადემია 2-2, ოზურგეთი 1-3, ივერია 0-4

ნხფ) აია 24:12 ბაგრატი
ბათუმი 22:5 ვისოლ`ყოჩები

ფინ) დევები 26:7 ოზურგეთი
ხულიგანა 7:5 აკადემია
ვისოლ`ყოჩები 7:0 ბაგრატი
აია 21:14 ბათუმი

კიბე: 1 აია, 2 ბათუმი, 3 ვისოლ`ყოჩები, 4 ბაგრატი, 5 ხულიგანა, 6 აკადემია, 7 დევები, 8 ოზურგეთი, 9 ფოთი, 10 ივერია

<<    ფინალი

20-21/11 * 10 გუნდი

სადაურსა სად ჩაიყვან

ირბ-ის პროპაგანდა ხშირად იმეორებს, მსოფლიო თასის შესარჩევი პროცესი ჯერ კიდევ 2008 წლის აპრილში, კარიბეთში, ქაიმანსზე დაიწყოო, მაგრამ იმას კი ჩქმალავს, რომ ხარჯის მინიმუმამდე დასაყვანად, არსებული რეგიონული ტურნირები (მაგ, ჩვენი "ერთა თასი) ძალისძალად მიუსადაგეს მიზანს და ბევრგან დაარღვიეს სპორტის უმთავრესი პრინციპი - სამართლიანობა!

აი, გასულ უქმეებზეც, რეგიონთა-შორისი რეპეშაჟის ნახევარ-ფინალი ორის ნაცვლად ცალ-მატჩა იყო. მასპინძლობა დაეკისრა იმას, ვისაც ირბ-ის რეიტინგში უკეთესი ადგილი ეჭირა და მსაჯიც მისი რეგიონიდან დაინიშნა. არადა, მეტოქენი ერთმანეთისთვის ისე შორებლები იყვნენ, რომ ურუგვაი და ყაზახეთი არასოდეს შეხვედროდნენ, ხოლო რუმინეთს ტუნისთან ბოლოჯერ 17 წლის წინ ერაგბა.

რა გასაკვირია და ეგეთ პირობებში ორივე მასპინძელმა მოსრა სტუმარი. ყაზახეთი "ტეროსს" ვერ დაუდგა შერკინებაში და ფრთა ლეანდრო იეივასისგან სამი ლელო გაუშვა; ტუნისმა კი, ვისაც აფრიკის თასზე, შინ, მაროკოსთან 6:23 წაეგო, კარპატეთში იახლა ბარემ ოთხ ქვეყანაში ნამწურთნელარი კლოდ სორელი, ოღონდაც მოისაკლისა ლეგიონერები - აისა, ლოფთი, გმირი და ბენჰამიდა.

>>>     რეგიონთა-შორისი რეპეშაჟი

<<    რუმინეთი 56:13 ტუნისი

რუმ (ევ#3 ირბ#19) ვლაიკუ (ნიკოლაე 65) ჩუნტუ გალი დიმოფტე (კაზანი 65) ფერკუ <10-9> დუმბრავა ივანი (კალაფეტეანუ 28) / ლაზარი (რადოი 41) პოპესკუ მარიში (ბაშალეუ 65) სირბე (პეტრე 45) ურსაკე (კარპო 51) ბურჩა^კაპ იანუში მანტა - 7ლ: დიმოფტე ფერკუ ვლაიკუ საჯ იანუში კალაფეტეანუ პეტრე; 6გ: დუმბრავა 5, ვლაიკუ (5) 3ჯ: დუმბრავა

ტუნ (აფ#2 ირბ#34) ხერფანი^კაპ შელი ა.ჰამდი ამორი ჟაბრი <10-9> ხალიფა ხალფი / ბენჰილა შაჰირი აქრამი; გეთარი ბენაბდერაჰმენი; იუსრი შარნი ზეგდენი * მრქ) მარვანი ჟ.ჰამდი მბარქი / ქასარი ბენამორი; აიმენი ქამუნი - ლ: იუსრი; გ 2ჯ: ხალიფა

რეფ რეინალი (სფრ) ბუზეუ, გლორია (3 200)

0:3(3) 3:3(5) 6:3(9) 9:3(15) 9:6 16:6(21) 23:6(27) 30:6(34) /
37:6(50) 44:6(60) 49:6(64) 49:13(80) 56:13(80+)

<<    ურუგვაი 44:7 ყაზახეთი

ურუ (ამ#3 ირბ#22) დუგონიჩი (გორტარი 67) იეივასი მიერესი კროსა დეფრეიტასი (იოვეტი 67) <10-9> კაფერა მარტინესი / კორალი (ვენიტესი 62) არვოლეია^კაპ (ესპიგა 71) ლემოინე (რომვისი 62) ვადო (ორტა 51) მანიო; ვრინიონი ვრაუნი ხურია სბ 50 (ფონსეკა 67) - 5ლ: იეივასი (1 2 3) კროსა საჯ; 5გ: დეფრეიტასი კაფერა 4; 3ჯ: კაფერა (1 3) დეფრეიტასი (2)

.ყაზ (აზ#2 ირბ#26) ნოჟკინი მალოჩნი ზახაროვი აბდრაზაკოვი კონევი <10-9> აკიმბეკოვი ბარათოვი / ბჟიცკიხი (აბიშევი 70) მუსულმანკულოვი ჩერნიხი; შეხროვი სბ 51 (არჟევი 70) ჟანსეიტოვი; ივანჩენკო მაშუროვი^კაპ რუდოი * მრქ) ზაბაიაკინი პოპლავსკი საროკოძიუბა / მენშიკოვი შეშინი - ლ: აბდრაზაკოვი; გ: ნოჟკინი

რეფ პასტრანა (არგ) მონტევიდეო, ჩარუა

3:0(7) 6:0(20) 13:0(27) 20:0(35) /
23:0(47) 23:7(50სბ) სბ(51ყ) 30:7(53) 37:7(63) 44:7(71)

<<    გადამწყვეტი რაუნდი

ურუგვაი   6/11

რუმინეთი

რუმინეთი 20/11

ურუგვაი

მზარდი ბურჯები მოგვთხოვეს

რუმინეთი ჩვენსკენ ჯიუტად მოიწევს: "ბორჯღალოსნები" 20 და 27 ნოემბერს კანადასა და შტატებს შინ რომ ეტესტებიან, მაგავე ხანებში "სტეჟარი" ჯერ გარეთ და მერე შინ შეებმება ტეროსს, რათა მსოფლიოს პულში დაგვიჯდეს და 2011 წლის 28 სექტემბერს, ზელანდიის ჩრდილო კუნძულზე, პამერსთონში შეგვერკინოს.

მაგ მატჩის დრო ჯერჯერობით უცნობია, რაღაი ოდენ ოთხი გადამწყვეტი თამაშის გამო თქმულა და ისიც ნართაულად, რომ ჩვენებურად შუადღისას, ანუ გრინვიჩულად დილის რვაზე დაიწყება. დაკვირვებული ფანი სატურნირო ბადიდან ნახევარფინალურ წყვილებსაც ლამის 95 პროცენტიანი ალბათობით გამოიყვანს, მაგრამ როგორც წინა თასმა გვიჩვენა, რაგბშიც ხდება სენსაციები და ზოგჯერ წყვილადაც.

აგერ, ყაზახეთმა აზიის "ხუთ ერზე" ზედიზედ ორჯერ დაიკავა მეორე ადგილი. ურდომ შარშან მწურთნელად იუარა ქართველი, მაგრამ უკეპო, მზარდი ბურჯები კი მოგვთხოვა, ესაო და ირბ ყაბულსაა, კანონი ისე გადააკეთოს, რომ საბჭოეთში დაბადებულ ბიჭს ამ დაშლილი ქვეყნის ნებისმიერი ექს-რესპულიკის ნაკრებში ერაგბებოდესო.

დისკრიმინატორული პრინციპი

კივები მეზობელი კუნძულელებისთვის მეტ შეღავათს ითხოვდნენ. მათი გეგმით, "პირველი დონის" ქვეყნის ნაკრებში ნარაგბალ ოსტატს ბოლო თამაშიდან 12 თვის თავზე მშობლიურ, "მეორე დონის" გუნდში ბურთაობის ნება უნდა დართვოდა, მაგრამ ირბ-მა არა ჰქნა, ესაო და პრინციპი დისკრიმინატორულიაო.

არადა, დუბლინელ მახვშებს მსოფლიო თასის მასპინძლისთვის ამჯერადაც რომ გაეგორებინათ კოჭი, ლოტე ტუნქირი ფიჯის, სიონე ლაუაკი ტონგის, ჯერი ქოლინზი კი სამოას ფორმას მოირგებდა, მაგრამ ამაზე დანარჩენი რაგბეთი ყაბულს ვერასგზით იქნებოდა.

>>>     2011 წლის მსოფლიო თასი

9/09-23/10    ახალი ზელანდია

<<    პულები

    ახ.ზელანდია საფრანგეთი ტონგა კანადა იაპონია
    არგენტინა ინგლისი შოტლანდია
საქართველო რეპეშაჟელი
    ავსტრალია ირლანდია იტალია რუსეთი შტატები
   სმხ.აფრიკა უელსი ფიჯი სამოა ნამიბია

<<    ბორჯღალოსანთა სვლაგეზი

ოთხ 14/09 შოტლანდია დანიდინი
კვი 18/09 ინგლისი ქრაისთჩერჩი

ოთხ

28/09

რეპეშაჟელი

პამერსთონი

კვი   2/10 არგენტინა პამერსთონი

<<    უკეთესი ოთხეული (ოქლენდი * საქ დროით)

შაბ 15/10 ავსტრალია - ინგლისი 12.00
კვი 16/10 ზელანდია - აფრიკა 12.00

პარ

21/10

ბრინჯაოს ფინალი

12.00

კვი 23/10 თასის ფინალი 12.00

<<< >>> 

www.000webhost.com