13 დღით ადრეღა?

   შაბათ საღამოს, "სამი ერის" კვალად, "გლობალის" აბონენტებს აფრიკის "ქარრის თასის" ლიდერთა რკენის ცქერაც შეეძლებათ; "ბოკეს" კაპიტანი ჯონ სმიტი მე-15 ცენტურიონი ხდება; ირლანდიის კავშირი ნოემბერში ფანებს გაყვლეფს, საგაისო სამი ერი კი მსოფლიო თასის გახსნამდე 13 დღით ადრეღა დასრულდება.

2011 წლის "სამი ერი" ბოლოა, რადგან 2012 წელს მარაქაში არგენტინაც გაერევა და შეჯიბრი "ოთხ ერად" იქცევა. სამხრეთული ალიანსის, სანზარ-ის მეორე, 5-წლიანი ტელე-კონტრაქტით, შეჯიბრი პარადოქსული ფორმულით, სამ (!) წრედ იმართება, და მხოლოდ მსოფლიო თასის წლებში (2007 2011) უბრუნდებიან ბობოლები სპორტულად გამართებულ ორ წრეს.

2007 წელს ტურნირი 21 ივლისს, მსოფლიო თასამდე 48 დღით ადრე დასრულდა, გაისად კი გრანდებს ასეთი ფუფუნება აღარ ექნებათ, რადგან ზე 14 15-ად აქციეს და ბარემ ორი თვით დააგრძელეს. ამის გადამკიდე, სამი ერის ორ წრეს 27 აგვისტოსღა მოითავებენ, მაშინ როცა ზელანდიაში მსოფლიო თასი 7 სექტემბერს იხსნება.

ეს ყველაფერი ბევრ ლოჯისტიკურ პრობლემას ხომ წარმოშობს და გრანდებსაც იმის შიში ექნებათ, რომ ოთხ-წლედის მთავარი შეჯიბრის წინ მოთამაშეები არ დაუშავდეთ. სამი ერის რაუნდები ზედიზედ ექვს შაბათსაა. ზელანდია თასის მთავარ არენაზე, ოქლენდის "იდენ პარკზე გახსნამდე ერთი თვით ადრე რაგბობს, მასპინძლობის რიგი კი ისეა დადგენილი, რომ მზარდ, "ბლედისლოუს თასს" დანატრებულ ავსტრალიას აძლევს ხელს.

>>>     სამხრეთის "სამი ერი" 2011

23/07 ავსტრალია - აფრიკა სიდნეი
30/07 ზელანდია - აფრიკა ველინგთონი
  6/08 ზელანდია - ავსტრალია ოქლენდი

13/08

აფრიკა

-

ავსტრალია

დურბანი

20/08 აფრიკა - ზელანდია პორტ ელიზაბეთი
27/08 ავსტრალია - ზელანდია ბრისბენი

პაკეტებად გაყიდიან

აფრიკა ორივე მატჩს ოკეანის პირას მართავს და არა ზეგანზე. ბოკე "ოლ ბლექსს" 41 წლის შემდეგ ისევ უხვდება ზანგურ მხარეში, ახალთახალ, "ნელსონ მანდელას უბის" სტადიონზე. ზელანდიას ორივე საშინაო მატჩი პირველ წრეში უწევს, ბლედისლოუს საპასუხო რკენა კი ელის ბრისბენში, სადაც "ვოლაბიზი" ერთობ იშვიათად აგებს.

ნოემბერში ახალ არენას, XIX საუკუნიდან მოქმედი "ლენზდაუნ როუდის" ადგილას აშენებულ "ავივას" დააჭაშნიკებს ირლანდია. "სამყურები" ზედიზედ უმასპინძლებენ აფრიკას, სამოას, ზელანდიასა და არგენტინას. სტადიონის ტევადობა 51 700 სკამია. კავშირი ბილეთს ყოველ თამაშზე ცალკე კი არა, პაკეტებად გაყიდის და მათგან ყველაზე იაფი 340 ევრო ეღირება.

აფრიკისა და ზელანდიის ცქერა ას-ასი ევრო დაჯდება, არგენტინისა 90, სამოასი კი ოდენ 50. პაკეტს რომ თავი გავანებოთ, მარტო ბოკეს ბილეთიც შარშანდელთან შედარებით 20 ევროთი გაძვირდა. ეს, სტადიონის კურთხევის მატჩი ისეთი მოვლენაა, რომ აფრიკა თანახმაა, მწვანე კვართი ირლანდიას ეცვას, ლიანგი კი შფოთავს, 410 მილიონად დაფასებული ასპარეზის აგებაში წვლილი ჩვენც შევიტანეთ და თანაც გვარიანი - 191 მილიონიო!

>>>     ჩრდილოეთის ტესტები 2010

30/10 ზელანდია - ავსტრალია ჰონკონგი 12.30

  6/11

ინგლისი

-

ზელანდია

ლონდონი

18.30

  უელსი - ავსტრალია კარდიფი 18.30
  ირლანდია - აფრიკა დუბლინი 21.30

13/11

ინგლისი

-

ავსტრალია

ლონდონი

18.30

  უელსი - აფრიკა კარდიფი 18.30
  ირლანდია - სამოა დუბლინი 18.30
  შოტლანდია - ზელანდია ედინბურგი 21.15
  საფრანგეთი - ფიჯი ნანტი 21.00
  იტალია - არგენტინა ვერონა 18.00

19/11

უელსი

-

ფიჯი

კარდიფი

23.30

20/11 ინგლისი - სამოა ლონდონი 18.30
  შოტლანდია - აფრიკა ედინბურგი 18.30
  ირლანდია - ზელანდია დუბლინი 21.30
  საფრანგეთი - არგენტინა პარიზი 23.45
  იტალია - ავსტრალია ფლორენცია 18.00

27/11

ინგლისი

-

აფრიკა

ლონდონი

18.30

  შოტლანდია - სამოა აბერდინი 18.30
  უელსი - ზელანდია კარდიფი 21.15
  საფრანგეთი - ავსტრალია პარიზი 23.45
  იტალია - ფიჯი მოდენა 18.00
28/11 ირლანდია - არგენტინა დუბლინი 18.30

ბოკენი მოისაკლისეს

რაგბში მეასე კეპი პირველმა ფრანგმა ფილიპ სელამ მიითვალა 1994 წელს, აბსოლუტური რეკორდსმენი, და თანაც დიდი ფორით, კი ავსტრალიელი ჯორჯ გრეგანია. რაგბეთს აქამდე სულ 14 ცენტურიონი ჰყოლია, მაგრამ საქმეს ეგეთი პირი უჩანს, რომ სმიტის გარდა, წელსვე დაძლევენ საამაყო მიჯნას აფრიკელივე ვიკტორ მეტფილდი და უელსელები, მარტინ ვილიამსი და სთივენ ჯოუნზი.

სამი ერის პარალელურად ზელანდიასა და აფრიკაში შინაური პირველობები გრძელდება. კივები ამ ვიქენდზე მეოთხე რაუნდს მართავენ, იაპები კი პირველ წრეს ასრულებენ. წინა შაბათს რომ მოეწყო ბოლო ზე 14-ის ფინალის რე-მატჩი, ნაკრებში ხმობის გამო რვა-რვა ბოკე მოისაკლისეს კონცხმა და ბულზმა, მეორიდან პირველში გადასული ბრაიან ჰაბანა კი ტრიბუნაზე ქერა წაწალთან კოხტაობდა.

კეიპთაუნის "ნუველანდსი" პირამდე აივსო, მაგრამ თამაშმა ვერ ივარგა და არც ლელო დადებულა. კონცხმა შესვენებამდე ხუთი ჯარიმა კიდეზე დაკრა და კინაღამ ინანა. მასპინძელთა ბედად, მეორე ტაიმში მეტოქის კიკერმა, ჟან-ლუი პოტხიტერმა დაახაია ჯარიმა, რომლის მოსაპოვებლადაც გუნდს 24 ფაზის გადაბმა დაჭირდა. სამაგიეროდ, ვილემ დევალმა ურტყა ზუსტად და კონცხმა ლიდერობა შეინარჩუნა, მაგრამ ახლა მდევარ შარქსს უნდა ეწვიოს.

>>>     ტესტ-რაგბის ცენტურიონები

* ბრიტანეთის ლომებშიც, $ კიდევ თამაშობს

კეპი

სახელი გვარი

ქვეყანა

წლები

139 ჯორჯ გრეგანი ავს 1994-2007
119 ჯეისონ ლენარდი ინგ* 1990-2004
118 ფაბიან პელუ სფრ 1995-2007
111 ფილიპ სელა სფრ 1982-1995
110 ჯორჯ სმითი ავს 2000-2009
109 ბრაიან ოდრისქოლი ირლ*$ 1999-2010
104 ჯონ ჰეისი ირლ*$ 2000-2010
103 გარეს თომასი უელ* 1995-2007
102 სთივენ ლარქემი ავს 1996-2007
. პერსი მონთგომერი აფრ 1997-2008
101 დევიდ ქემფიზი ავს 1982-1996
. ალესანდრო ტრონკონი იტა 1994-2007
. რონან ოგარა ირლ*$ 2000-2010
100 კრის პატერსონი შტლ$ 1999-2010

<<    კანდიდატები

99 ჯონ სმიტი აფრ$ 2000-2010
. მარტინ ვილიამსი უელ*$ 1996-2010
98 ვიკტორ მეტფილდი აფრ$ 2001-2010
97 სთივენ ჯოუნზი უელ*$ 1998-2010

>>>     აფრიკის "ქარრის თასი"

<<    კონცხი  15:12  ბლუ ბულზი

5ჯ: ვ.დევალი - 4ჯ: ჟლ.პოტხიტერი სბ ფანდენჰიფერი ^ რეფ იონკერი

3:0(4) 6:0(14) 6:3(17) სბ(22ბ) /
6:6(42) 9:6(49) 12:6(59) 12:9(70) 15:9(75) 15:12(77)

6/14 რაუნდი

მ-წ

გატ:გაშ

პრ

დას.კონცხი 27 6-0 218:  62 3
შარქსი 26 5-1 219:123 6
ხრიკვაზი 20 4-2 194:189 4

ბლუ ბულზი

17

3-3

176:145

5

ჩიტაზი 15 3-3 153:159 3
ლაიონზი 10 2-4 130:177 2
პუმასი 5 1-5 137:254 1
ლეპარდსი 4 0-6 139:257 4

გლობალზე ცოცხლად

შაბ 21/08    შარქსი - კონცხი    21.10 საქ

<<< >>>