ავივას დოზა გაგვიზარდეს

   სამხრეთის "სამი ერი" კი დასრულდა, მაგრამ "გლობალის" აბონენტებს მაინც არ მოაკლდებათ ზეპური რაგბის მადლი, რაღაი დუბაურმა "შოუ თაიმმა" ფეხბურთის მენიუს შოტლანდიურამდე დაყვანის ხარჯზე ინგლისის "ავივას პირველობის" დოზა გაგვიზარდა.

ამ შეჯიბრს აქამდე "გინესის პირველობად" ვიცნობდით, ამიერიდან კი რაგბის სამშობლოს 12-გუნდიან ელიტას ლუდის მაგივრად მზღვეველი უმეოხებს. გლობალით ყოველ ვიქენდზე რაუნდის ექვსი მატჩიდან სამს ცოცხლად ვჭვრეტთ და ვხარობთ, რომ ჩრდილოეთიც გემრიელად არაგბდა.

სპორტში სტატისტიკა პირ-უთვნელი საწყაოა. შარშანს აქეთ ინგლისში ლელოიანობა 56 პროცენტით გაიზარდა. მატჩში საშუალოდ 4.33 იდება. გათანაბრდა დასიც, რისი დასტურიც ისაა, რომ საწყისი სამი რაუნდის თამაშთა ლამის ნახევარი (44%) რვაზე ქულაზე ნაკლები სხვაობით დასრულდა და მაგად წაგებულს კომპენსაცია ერგო.

კაპიტანი გახევდა

ლიდერია "ნორსჰემპთონი, ვინც ერთადერთია, სამივე მატჩი რომ მოიგო. ამისი ბეკი ქრის ეშთონი მელელოვეებში მეორე ადგილს იყოფს აფრიკელ სხალკ ბრიცთან (სარასენსი) და ზელანდიელ სქოთ ჰემილთონთან (ლესთერი, ოთხი ლელოთი კი პირველია ვოსფსის ფრთა თომ ვარდნელი. სამაგიეროდ, ბურთით ნავარდში (310 მეტრი) ტოლი არა ჰყავს ეშოთნის გუნდელს, ბენ ფოდენს.

მესამე რაუნდი 6-გზის ჩემპიონის, ვოსფსისა და 9-გზის, თანაც ბოლო ორი წლის ფალავნის, ლესთერის ჯახმა დაამშვენა. სტუმრებმა პირველ ტაიმში ოთხი ლელო დადეს, პრემია დაიბევეს და 30:18 დაწინაურდნენ, მაგრამ მეორეში მონაგარს ვეღარაფერი შემატეს. დეივ ვოლდერის გოლებით ლონდონელებმა გაათანაბრეს ანგარიში, ბოლო ხუთ წუთში კი ლესთერის ირლანდიელი კაპიტანი, ჯორდან მერფი გადაკიდებულის აღებისას რომ გახევდა, რიჩარდ ჰაუთონმა დაასწრო " 37:30

>>>     ინგლისის "ავივას პირველობა"

3/22 რაუნდი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

პრ

ნორსჰემპთონი 13

3-0

78:45 1
ლონდონ აირიში 10

2-1

69:52 2
ბასი 9

2-1

62:60 1

სარასენსი (ლ)

8

2-1

70:60

0

ეგზეთერი 8

2-1

71:64 0
სეილი 8

2-1

69:63 0
ლესთერი 7

1-2

86:91 3
ლონდონ ვოსფსი 6

1-1*1

83:88 0
ნიუკასლი 5

1-2

64:74 1
გლოსთერი 5

1-2

48:66 1

ჰარლიქვინზი (ლ)

4

0-2*1

62:70

2

ლიდსი 1

0-3

51:80 1

<<    ცოცხლად გლობალზე

შაბ 25/09 17.30 გლოსთერი - ვოსფსი
    20.15 ნიუკასლი - აირიში

კვი

26/09

18.00

სარასენსი

-

ნორსჰემპთონი

ტრევიზო უბერავს

ინგლისური რაგბი რესურსით სრულიად კელტეთისა (ირლანდია უელსი შოტლანდია) და იტალიის ჯამს რომ აღემატება, ეს ქვეყნები ამ საუკუნეში შეამხანაგდნენ და საზიარო პროფესიული ლიგა შექმნეს. ლათინები ამქრის უახლესი წევრები არიან: "მაგნერზის" (ხილის ღვინოების მარკაა) ლიგაში წელსღა ჩაებნენ, მაგრამ მათი ორი გუნდი შოტლანდიურ წყვილს არაფრით ჩამოუვარდება.

მეტიც, ტრევიზოს "ბენეტონმა" სტარტზე უელსის "ჰლანეჰლი" ძლია 34:28, წინა უქმეებზე კი თვით "ჰაინეკენის თასის" 2009 წლის მფლობელი, დუბლინის "ლენსთერი" შემუსრა 29:13. ერთი კია, იტალიელთა ყველა ქულა უცხო-ტომელთა - ნატურალიზებული ლუკ მაკლეინის, ბრენდან ვილიამსის, თობი ბოტესისა და ქრის ბერთონის ანგარიშზეა.

დასასრულ, გათამაშების სისტემათა გამოც. "ავივადან" ვარდება მაჩანჩალა, "მაგნერზი" კი ჩაკეტილი ლიგაა. ქულათა დარიცხვა ორივეგან პროფესიული, ორ-გვარ პრემიიანი ნიხრით ხდება. აქაცა და იქაც ორ სრულ წრეს - 22 რაუნდს მოყვება კლასიკური, სადა, ოთხ-გუნდა პლეი-ოფი, ქულათა ტოლობისას კი ჯერ დარდება მოგებათა რაოდენობა (!) მერე გატანილ-გაშვებულის სხვაობა, მერე (მარტო მაგნერზში) გატანილი ლელოები, გატანილი ქულები და ა.შ.

>>>     კელტეთის "მაგნერზის ლიგა"

3/22 რაუნდი

მ-წ

გატ:გაშ

პრ

მანსთერი

(ი)

13

3-0

71:40 1
ალსთერი

(ი)

12

3-0

78:62 0
ჰლანეჰლი

(უ)

11

2-1

112:77 3

ქონოთი

(ი)

10

2-1

92:69

2

კარდიფი

(უ)

10

2-1

100:78 2
ტრევიზო

(იტ)

8

2-1

79:73 0
ოსფრიზი

(უ)

6

1-2

68:65 2
ლენსთერი

(ი)

6

1-2

66:74 2
გლაზგო

(შ)

5

1-2

50:61 1
დრეგონზი

(უ)

4

1-2

61:94 0
ედინბურგი

(შ)

1

0-3

57:79 1
აირონი

(იტ)

1

0-3

42:104 1

<<< >>>