ძნელი არჩევანი

   უწინდელზე ადრე რომ ბინდდება, სამშაბათს "უმაღლესი ლიგის" ყველა მატჩი დღის ოთხზე დაიწყება; რუსთაველმა გოდერძი შველიძემ "მონპელიეს" პრემიის მომტანი ლელო რომ შეაწია, კლუბი საფრანგეთის "ტოპ 14-ში დაწინაურდა; ლიდერი შეიცვალა ინგლისის "ავივას პირველობაზეც, უელსელი გევინ ჰენსონი კი ასპარეზს "ბარბაროსთა" წყალობით უბრუნდება.

ჩვენს უმაღლესში პლეი-ოფამდე ჯერაც მეორე წრის ოთხი რაუნდია გასამართი, მაგრამ ზემო და ქვემო ოთხეულები თითქმის გარკვეულია.

დარჩენაზე მოთამაშეთათვის ყოველ ქულას ოქროს ფასი ადევს. ბოლო პირდაპირ ვარდება პირველ ლიგაში, ბოლოს წინას კი გადათამაშება ელის იქაურ მეორე-ადგილოსანთან.

ორი ლიდერი პლეი-ოფამდე იბევებს მედალს და მერე ერთი მარცხიც ეპატიება. ჰოდა, რომ გადავხედეთ სამშაბათის წყვილებს, ძნელი არჩევანის წინაშე დავდექით, რადგან დიდ დიღომში, "ვისოლზე, ყოჩები და ლელო შეიბმებიან, ვაკეში კი - აკადემია და არმაზი.

>>>    საქართველოს "უმაღლესი ლიგა"

XI რაუნდი * სამ 28/09 @ 16.00

აკადემია - არმაზი ლოკ მთავარი
ლოკომოტივი - ბათუმი დიღმის ბაზა
ვისოლ ყოჩები - ლელო ვისოლი
ხარები - აია ტექნიკუმი

10/14 რაუნდი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

ლელო 16

8-2

272:118
აია (ქუთ) 14

7-3

236:181
ვისოლ ყოჩები 13

6-3*1

213:151

ლოკომოტივი

12

6-4

206:147

არმაზი 8

4-6

162:244
აკადემია 7

3-6*1

129:156
ხარები (რსთ) 6

3-7

116:244
ბათუმი XV 4

2-8

164:257

სამი ლელოთი მეტი

თუ "პლანეტ რაგბს" დაეჯერება, ოთხი ქართველი მორკინალის მყოლი "მონპელიე" ისტორიაში პირველად (!) შეიქნა ელიტის ლიდერი. მამუკა გორგოძემ მარბიელად თავიდან ბოლომდე, შეუცვლელად ითამაშა "ლაროშელის" წინააღმდეგ, ბურჯები, გიორგი ჟღენტი და შველიძე კი ბრძოლაში ბოლო მეოთხედშიღა ჩაებნენ.

მონპელიეს ორი ლელო პირველ ტაიმშივე დაედო, თავად კი ერთიც არ გაეშვა. შარშან შემოღებული ფრანგული წესით, მოგებულს პრემია მაშინღა ერგება, თუ მეტოქეზე სამი ლელოთი მეტს გაიტანს. ჰოდა, მგეზავმა ფრანსუა ტრენ-დიუკმა 71-ე წუთზე რომ გაჭრა ხაზი, გოდერძი მიყვა და გადამწყვეტი ლელო გაიტანა.

გვიანი ჯარიმებით

სხვა გამარჯვებულებმა ეს ვერ შეძლეს. დავით ქუბრიაშვილმა ბოლო ათ წუთშიღა შეცვალა "ოლ ბლექი" კარლ ჰეიმანი, მისი "ტულონი" კი "ბურგუენთან" ორ ლელოსა და ინგლისელი ჯონი ვილქინსონის ექვს გოლს (2გ2ჯ2ა) დაჯერდა. წვიმაში იგივე დაემართა მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში შესული დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" "კასტრთან"

დავით ხინჩაგიშვილი თამაშში ჩაბმიდან 15 წუთში რომ გაგვისინბინეს, მის "ბრივს" ტულუზელმა დავიდ სკრელამ ორი გვიანი ჯარიმით გაუფრევა თამაში; აქამდელმა ლიდერმა, პარიზის "რასინგმა" კი შესვენებამდე, ზურგქარში 11 ქულით რომ გაუსწრო "ბიარიცს, მერე ფრთხილად გააგრძელა რაგბობა და უპრემიოდ დარჩა.

>>>    საფრანგეთის "ტოპ 14"

VIII რაუნდი $ გალური პრემია) 24-25/09 * ბურგუენი 3:26 ტულონი, კლერმონი 24:6 კასტრი, რასინგი 17:12 ბიარიცი$, ბრივი 16:16 ტულუზი, აჟენი 12:27 სტადი, ბეიონი$ 25:26 პერპინიანი, მონპელიე$ 26:6 ლაროშელი

8/26 რაუნდი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

პრ

მონპელიე 27

6-2

190:127 3
რასინგი (პარ) 27

6-2

242:183 3
ტულუზი 23

4-3*1

230:148 5
ტულონი 23

5-3

185:134 3
პერპინიანი 22

5-2*1

153:156 0

ბეიონი

22

5-3

179:159

2

კლერმონი 19

4-4

171:132 3
ბიარიცი 19

4-4

153:151 3
სტადი (პარ) 19

4-4

226:188 3
კასტრი 18

4-4

175:172 2
ბრივი 17

3-4*1

149:166 3

ლაროშელი

10

2-6

131:233

2

აჟენი 7

1-6*1

118:242 1
ბურგუენი 6

1-7

124:235 2

შემდეგი რაუნდი 1-2/10, ბოლო რაუნდი 7/05, ფინალი 4/06

დამრტყმელის წყალობით

ინგლისში სამი რბევა აღინუსხა. ჩემპიონმა "ლესთერმა" მაჩანჩალა "ლიდსი" 8-ჯერ დაალელოვა (48:6) "ჰარლიქვინზმა" ოთხი ლელო გაუტანა ახალბედა "ეგზეთერს" (40:13) და კივმა ნიკ ევანსმაც გოლებით 20 ქულა მოკრიფა; "აირიშის" ზანგმა ფრთამ, თოფსი ოჯომ კი ჰეთ-თრიქი შეასრულა ნიუკასლში (46:12)

ამით ლონდონელები კიბეს კენწეროში მოექცნენ, რადგან "სარასენსის" აფრიკელმა კიკერმა, დერიქ ჰუხარდმა წვიმაში შვიდი ჯარიმა და ერთიც არეკნი მიართვა აქამდე უძლეველ "ნორსჰემპთონს (24:17) და "გლოსთერმაც" "ვოსფსი" დამრტყმელის წყალობით ძლია (22:20) - ბოლომდე ექვსი წუთით ადრე უელსელმა ნიკი რობინსონმა შორიდან გაიტანა ჯარიმა.

>>>    ინგლისის "ავივას პირველობა"

4/22 რაუნდი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

პრ

ლონდონ აირიში 15

3-1

115:  64 3
ნორსჰემპთონი 14

3-1

  95:  69 2
ბასი 14

3-1

  93:  76 2

სარასენსი (ლ)

12

3-1

  94:  77

0

ლესთერი 12

2-2

134:  97 4
გლოსთერი 9

2-2

  70:  86 1
ჰარლიქვინზი (ლ) 9

1-2*1

102:  83 3
სეილი 8

2-2

  85:  94 0
ეგზეთერი 8

2-2

  84:104 0
ლონდონ ვოსფსი 7

1-2*1

103:110 1

ნიუკასლი

5

1-3

  76:120

1

ლიდსი 1

0-4

  57:128 1

შემდეგი რაუნდი 1-3/10, ბოლო რაუნდი 7/05, ფინალი 28/05

კოლეგებს წყენიათ

ბეჩავი იტალიის შემფარებელ კელტეთში ზედიზედ მეოთხედ იმარჯვა სამხრეთი ირლანდიის "მანსთერმა" - სტუმრად 43:29 დაამარცხა შოტლანდიის "გლაზგო. ფრედ 15:15 დასრულდა ირლანდიელთა - "ქონოთისა" და "ალსთერის" ულელოო ჩიბლუხი, სამგზისა და მოქმედმა ჩემპიონმა, უელსის "ოსფრიზმა" კი 38:6 მოსრა იტალიის "აირონი"

ოსფრიზისა და სრულიად "ტაფიეთის" კოლორიტს, 28 წლის გევინ ჰენსონს შარშან მარტის შემდეგ აღარ ურაგბია კოჭის ტრავმისა გამო. ოსტატი მომღერალ ცოლს, შარლოთ ჩერჩს რომ გაეყარა, გარემოს გამოცვლა სწადია და "ავივაზე" მოასპარეზე რომელიმე ლონდონურ გუნდში უნდა გადასვლა, მაგრამ უელსური კლუბი არ ათარხნებს.

გევინიც არაფერს თმობს და უჯამაგიროდაა, სანაცვლოდ კი "ბი ბი სის" რეალითი შოუში მონაწილეობს. ვარსკვლავი შინ ჯერაც რომ ფრიად პატივშია, ნაკრების ახალი ფორმა საჯაროდ მას მოაზომეს, რაც თურმე ბევრ კოლეგას ეწყინა. სხვაფრივ, აფრიკის "ბოკე" ევროპულ ტურნეს თვიქნემში, "ბარბაროსებთან" 4 დეკემბერს ბურთაობით რომ ასრულებს, მსოფლიოს უპირველესი წვეული კლუბი ოსტატ ბეკს მხარში ამოუდგა და სათამაშოდ მიიწვია.

>>>    კელტეთის "მაგნერზის ლიგა"

4/22 რაუნდი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

პრ

მანსთერი (ი) 18

4-0

114:  69 2
ჰლანეჰლი (უ) 15

3-1

139:  91 3
კარდიფი (უ) 14

3-1

119:  85 2

ალსთერი

(ი)

14

3-0*1

  93:  77

0

ქონოთი (ი) 12

2-1*1

107:  84 2
ოსფრიზი (უ) 11

2-2

106:  71 3
ტრევიზო (იტ) 8

2-2

  86:  92 0
ედინბურგი (შ) 6

1-3

  89:103 2
ლენსთერი (ი) 6

1-3

  90:106 2
გლაზგო (შ) 5

1-3

  79:104 1
დრეგონზი (უ) 4

1-3

  75:121 0
აირონი (იტ) 1

0-4

  48:142 1

შემდეგი რაუნდი 30/09-2/10, ბოლო რაუნდი 6/05, ფინალი 28/05

<<< >>>