პრივილეგიისთვის იბრძვიან

   აფრიკის "ქარრის თასზე" პლეი-ოფამდე ერთი რაუნდიღაა გასამართი, ზელანდიის "აი-თი-ემ ქაფზე" სამი, ევროპაში კი ზედიზედ ორ ვიქენდზე "ჰაინეკენი" და "ემლინ ჩელენჯი" რომაა, საფრანგეთის, ინგლისისა და კელტეთის ლიგებში უქმეებია.

აფრიკაში ლიდერმა "შარქსმა" 63:6 რომ მოსრა მაჩანჩალა "ლეპარდსი, ნახევარფინალის შინ გამართვა დაიბევა. ამავე პრივილეგიისთვის იბრძვის სამი მდევარი, რის გამოც დასკვნითი რაუნდის ოთხიდან სამი მატჩი მუღამიანია.

ბოლოს წინა ტური ორმა რკენამ დაამშვენა. ზე 12-ის აქეთ გაყრილ კატისებრთა ბურთაობაში "ჩიტაზმა" (ავაზები) 43:37 (ლელოებით 6/4) აჯობა "ლაიონზს" (ლომები) და ოთხეულში შეღწევის თეორიული შანსიღა დაუტოვა, "ჩრდილოეთ - სამხრეთის ჯიბრში" კი ჩემპიონმა, პრეტორიის "ბულზმა" 36:32 ძლია კეიპთაუნის "კონცხი"

ჟან დეფილიერსის ოფლოუდითა და დევალდ პოტხიტერის სინბინით კონცხი სტუმრად 16:3 დაწინაურდა, მაგრამ შესვენების შემდეგ პირველი მეორის ურჯუკად ბოჭვისთვის გააგდეს და ბულზმა ორი ლელო დადო: ჯერ სტეფან ვატერმაიერმა აიღო იაკო ფანდერვესტჰეიზენის შეცურებული, მერე კი ზეინ კერშნერმა "მარაო" დააბოლოვა.

იაკომ მალე არეკნიც დაკრა და ფორა რვამდე გაზარდა, მაგრამ ხიო აპლონის ლელოს შემდეგ ანგარიში 33:32 გახდა. ბოლო ჯარიმა ჟაკ-ლუი პოტხიტერმა შეაგდო, მაგრამ ბულზს მოგება მაინც ჩამწარდა, რადგან "ბოკეს" მულატმა ბურჯმა, გათრო სტენკამპმა ხელი მოიტეხა და გაისამდე ვეღარ ითამაშებს.

>>>    აფრიკის "ქარრის თასი"

13/14 რაუნდი

  მ-წ

გატ:გაშ

პრ

შარქსი 52 10-3 471:267 12
დას.კონცხი 44   9-4 487:259 8
ჩიტაზი 42   9-4 410:316 6

ბლუ ბულზი

42

  8-5

389:338

10

ლაიონზი 37   7-6 374:373 9
ხრიკვაზი 36   6-7 441:448 12
პუმასი 18   3-10 295:546 6
ლეპარდსი 5   0-13 256:576 5

ბოლო რაუნდი 8-9/10, ფინალი 22/10

სონი-ბილი გაძვრა

ზელანდიაში ხუთშაბათიდან კვირამდე გაბმული რაგბია, რადგან რაუნდი შვიდ თამაშს მოიცავს. ათ ტურში (70 მატჩი) სულ სამი ფრე აღინუსხა და სამჯერვე "ჰოქს ბეიმ" გააგორა ყაიმი - ამჯერად ოქლენდში 34:34, თუმცკი ბოლო ნახევარი საათის წინ 31:14 იგებდა.

ლიდერი შეიცვალა - საუსლენდმა მეორე ტაიმში მოედანზე "ოლ ბლექსის" ჰავბეკი ჯიმი ქოუანიც კი შეუშვა, მაგრამ გასვლაზე 6:23 მაინც წააგო თარანაქთან. არონ ქრუდენის 15 ქულით სეზონში ოდენ მეორედ იმარჯვა მანავატუმ - 20:8 ძლია ტასმანი და ფსკერს დააღწია თავი, "ნორს ჰარბორმა" კი ბოლოსწინა წუთზე თუმც დაალელოვა ქაუნთიზი, გარდასახვა ძელს მოარტყა და 23:24 წააგო.

ცხრილს კენწეროში მოექცა ჩემპიონი ქენთებრი, მაგრამ კაპიტანი ჯორჯ ვაითლოქი კი დაემტვრა. ქრაისთჩერჩის გუნდი "სამხრეთულ დარბში" საათის თავზე ვერ უგებდა (20:20) გავერანებულ ოთაგოს, მაგრამ მერე ნალიგარი სონი-ბილ ვილიამსი მწყობრში გაძვრა და ლელომდე 60 მეტრი ირბინა. საბოლოოდ 35:20

>>>    ზელანდიის "აი-თი-ემ ქაფი"

10/13 რაუნდი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

პრ

ქენთებრი 36 7-2*1 301:227 6
საუსლენდი 34 8-2 201:169 2
თარანაქი 32 7-3 253:194 4

ვაიქათო

31

6-3*1

257:199

5

ოქლენდი 30 6-3*1 227:166 4
ბეი ოვ პლენთი 30 6-4 245:204 6
ქაუნთ.მანუკაუ 29 6-4 234:206 5
ველინგთონი 28 5-5 247:244 8
ნორსლენდი 22 4-6 294:251 6
ჰოქს ბეი 19 2-5*3 200:225 5
ნორს ჰარბორი 19 4-6 268:324 3
მანავატუ 12 2-8 185:342 4
ტასმანი 11 2-8 144:223 3
ოთაგო 10 2-8 173:255 2

ბოლო რაუნდი 21-24/10, ფინალი 5/11

სარასენსის რევანში

ინგლისში მოწინავე პოზიცია გაიმყარა "ლონდონ აირიშმა" - შინ, რედინგში, სამოელების - საილოსი ტანგითაკიმბაუსა და ჯორჯ სთაუერსის წყალობით, მეორე ტაიმში სამჯერაც დაალელოვა მაჩანჩალა ლიდსი და პრემიით მოუგო 40:24

ნორსჰემპთონმა 27:21 რომ ძლია ახალბედა ეგზეთერი, კივმა ვეტერანმა ბრუს რეიჰანამ გოლებით 17 ქულა მოიმკო და პრემიერშიპში 1000-იანი მიჯნა დაძლია. "ვოსფსს" სტუმრად, სეილთან, დეივ ვოლდერმა 25:24 გაამარჯვებინა ბოლო წუთზე გატანილი არეკნით, გლოსთერმა კი მეზობლურ ჯახში, გასვლაზე, ბოლო 23 წელში ოდენ მეორედ დაამარცხა ბასი 18:3

მსაჯობდა ვეინ ბარნსი. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, შესვენებამდე კი ლელოები ლეზლი ვაინიკოლომ და უელსელმა ნიკი რობინსონმა გაიტანეს. მოახლოებული ევროპული ტურნირების ხათრით ფრანგი რომენ პუატი გაუძღვა შარშანდელი ფინალის რე-მატჩს. ჰოდა, "სარასენსის" აფრიკელმა კვაჭმა სხალკ ბრიცმა რომ დადო ლელო და "ბულზის" ყოფილმა კიკერმა, დერიკ ჰუხარდმა ფეხით მოკრიფა 16 ქულა, ვოთფორდს შეხიზნულმა ლონდონის კლუბმა რევანში აიღო - 26:20 ძლია ჩემპიონი ლესთერი

>>>    ინგლისის "ავივას პირველობა"

5/22 რაუნდი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

პრ

ლონდონ აირიში 20 4-1 155:  88 4
ნორსჰემპთონი 18 4-1 122:  90 2
სარასენსი (ლ) 16 4-1 120:  97 0

ბასი

14

3-2

  96:  94

2

გლოსთერი 13 3-2   88:  89 1
ლესთერი 13 2-3 154:123 5
ჰარლიქვინზი (ლ) 13 2-2*1 125:  95 3
ლონდონ ვოსფსი 11 2-2*1 128:134 1
სეილი 9 2-3 109:119 1
ეგზეთერი 9 2-3 105:131 1

ნიუკასლი

5

1-4

  88:143

1

ლიდსი 1 0-5   81:168 1

შემდეგი რაუნდი 22-24/10, ბოლო 7/05, ფინალი 28/05

კლუბის მოგონილიაო

კელტეთში იტალიის "აირონი" შინ 9:3 უგებდა შოტლანდიის ედინბურგს, მეორე ხაზელი კარლო-ანტონიო დელფავა რომ გაუგდეს. მაშინ სტუმართა ბურჯი, ალან ჯექობსენი დერეფანში აგორებული მოლით ეწია მიზანს, ხოლო დევიდ ბლერმა გარდასახვაც შეაგდო 9:10

უელსურ დარბში "ოსფრიზმა" ჰლანეჰლი გასვლაზე 21:18 გაასაღა დენ ბიგარის მიერ 73-ე წუთზე გატანილი არეკნით. განახლებულ "ლენზდაუნ როუდზე, ანუ "ავივაზე, პირველად რომ შეიყარნენ ლენსთერი და მანსთერი, ლიმრიქელი სტუმრები რონან ოგარას სამი ჯარიმით დასკვნით ათ წუთამდე იგებდნენ, მაგრამ დუბლინელებმა მაინც იმარჯვეს ბრაიან ოდრისქოლის ლელოთი 13:9

დაბოლოს, გევინ ჰენსონის გამოც, ვისაც ოსფრიზი არ ათარხნებს. 28 წლის ვარსკვლავმა ბრძანა, ის, რომ "ბარბაროსები" 4 დეკემბერს, თვიქნემში, "ბოკესთან" მიპირებენ მოედანზე გაყვანას, კლუბის მოგონილია, რათა ფანობა მიიზიდოს, ჩემდა თავად კი, დიდ რაგბში დაბრუნებამდე, ჯერ "ბი ბი სის" საცეკვაო "რეალითი შოუს" ბოლოს უნდა ვუწიოო.

>>>    კელტეთის "მაგნერზის ლიგა"

5/22 რაუნდი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

პრ

მანსთერი (ი) 19 4-1 123:  82 3
კარდიფი (უ) 18 4-1 141:  89 2
ალსთერი (ი) 18 4-0*1 112:  94 0

ჰლანეჰლი

(უ)

16

3-2

157:112

4

ოსფრიზი (უ) 15 3-2 127:  89 3
ქონოთი (ი) 12 2-2*1 113:106 2
ტრევიზო (იტ) 12 3-2 106:105 0
ედინბურგი (შ) 10 2-3   99:112 2
ლენსთერი (ი) 10 2-3 101:115 2
გლაზგო (შ) 6 1-4   96:123 2
დრეგონზი (უ) 5 1-4   88:141 1
აირონი (იტ) 2 0-5   57:152 2

შემდეგი რაუნდი 22-24/10, ბოლო 6/05, ფინალი 28/05

სახელი თუ მოწონთ

უფროსი "ჰაინეკენი" პარასკევ ღამით იწყება, უმცროსი "ემლინ ჩელენჯი" კი, ერთი დღით ადრე.

არაბულ "შოუ თაიმს" ამისი სახელი რომ უფრო მოწონს - ეტყობა, რაგბი-ლიგის ძველის ძველ შეჯიბრში ერევა - მაგად რაუნდში ორ მატჩს ცოცხლად გვიჩვენებს და მერე მათვე უამრავჯერ იმეორებს.

სხვაფრივ, ვიქენდზე ტრადიციულადაა ერთი კივური და სამიც იაპური რაგბი, რაც ფანობას ნოემბრის ტესტების დაწყებამდე დააპურებს.

>>>    რაგბი გლობალზე (^ ცოცხლად)

ამლ   ნიუკასლი - ბურგუენი * ხუთ 22.45^ პარ 02.00 05.00 08.00 14.00, კვი 04.30 13.00
  ბეიონი - ჰარლიქვინზი * კვი 20.45^

აფრ  

ლაიონზი - პუმასი * პარ 21.00^ შაბ 02.30 10.00

   ხრიკვაზი - ბულზი * შაბ 17.00^ 22.00, კვი 08.00 18.00
   კონცხი - შარქსი * შაბ 19.00^ 24.00, კვი 05.30 10.00

ირბ  

ტოტალ რაგბი * ხუთ 22.15, პარ 07.30 10.00 20.30,
შაბ 16.30 21.30, კვი 07.30 20.15

ზელ  

ვაიქათო - ოთაგო * პარ 10.30^ 16.00, შაბ 04.30

<<< >>>