რომელი ლიგა ჯობს?

   ზეპური, ევროპული, საკლუბო "ჰაინეკენის თასის" სტარტზე ფრანგულმა ტოპ 14-მა ოთხიდან სამი შებმა მოუგო ინგლისურ "ავივას, მაგრამ სამიდან ორში დამარცხდა კელტურ "მაგნერზთან"

ევროპის ერთადერთმა 4-გზის ჩემპიონმა, "ტულუზმა" დავიდ სკრელას ექვსი ჯარიმით ძლია "ვოსფსი, ვისმა კიკერმა დევიდ ვოლდერმაც ბოლო დარტყმისას ვეღარ ივარგა. "ბასი" თავიდან 8:0 უგებდა "ბიარიცს, მაგრამ ბასკმა დიმიტრი იაშვილმა ზუსტად ურტყა კარში, ბრიტები კი ბოლოს აცუნდრუკდნენ და არეკნის შემზადების ნაცვლად, ამაოდ სცადეს ლელოს გატანა.

"ნორსჰემპთონი" "კასტრს" მეტითაც მოუგებდა, კივ ბრუს რეიჰანას სამიზნე რომ არ მოშლოდა. გალეთის ჩემპიონმა "კლემონმა" ბოლოს საკომპენსაციო ქულაც აღარ დაანება "სარასენსს, ინგლისისა და კელტეთის ლიდერთა ჯახი კი თუმც "ლონდონ აირიშმა" მოიგო, "მანსთერმა" ბოლოს მაინც დადო ლელო და ქულა წაიღო.

მოსხეპილი მიაწვდინა

ინგლისის ფალავანს, "ლესთერს" დიდი ბრძოლა გადახდა ტრევიზოში, ვისაც ერთობ არგო მაგნერზში ჩაბმამ. ლათინთა 19 წლის შუამარბმა, ტომაზო ბენვენუტმა არეკნით კიდევ რომ დააწინაურა "ბენეტონი, ბრიტები სამოელი ალესანა ტუილანგის ლელომღა იხსნა.

"ლენსთერმა" 5-ჯერ დაალელოვა პარიზის "რასინგი, ვინც ჰაინეკენზე პირველად ასპარეზობს. "ჰლანეჰლის" მგეზავმა სთივენ ჯოუნზმა 28 ქულა მოკრიფა "პერპინიანთან, ვინც თუმც დამარცხდა, ლელოებით 5/4 მაინც აჯობა კელტებს, "ტულონი" კი "ოსფრიზთან" რომ აგებდა, გახელდა: ჯონი ვილქინსონმა განდაგან სირბილი და პასაობა გააჩაღა, მერე კი ფრთაზე მოსხეპილი მიაწვდინა ზანგ პოლ საქს.

>>>     XVI "ჰაინეკენის თასი"

პირველი რაუნდი

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო (^) პრემია

>>    პირველი პული

<<    ნორსჰემპთონი (ინგ) 18:14 კასტრი^(სფრ)

2ლ: რეიჰანა ფოდენი; გ: გერათი; 2ჯ: გერათი მაილერი - ლ: ტეკორი; 2ჯ: ბერნარი; ა: მაკინთაიერი სბ ბონელო ^ რეფ ლეისი (ირლ) 0:5(22) 5:5(32) 5:8(35ა) სბ(36კ) / 12:8(43) 12:11(61) 15:11(63) 15:14(71) 18:14(79) $ ანტონ ფეიქრიშვილი (კსტ) 57 წუთზე შევიდა

<<    კარდიფი (უელ) 18:17 ედინბურგი^(შტლ)

2ლ: ჩეკაი ლაულალა; გ 2ჯ: პარკსი - 2ლ: ჯექობსენი ქერნსი; 2გ ჯ სბ პატერსონი ^ რეფ პუატი (სფრ) 0:3(3) 0:10(24) 3:10(27სბ) 10:10(35) 13:10(37) / 18:10(70) 18:17(73)

<<    ქულა: ნორ კდფ 4, ედნ კსტ 1

>>    მეორე პული

<<    ლენსთერი^(ირლ) 38:22 რასინგი (სფრ)

5ლ: ობრაიენი ქარნი სტრაუსი ჰიზლიფი მაკფადეანი; 2გ 3ჯ: ნათევა - ლ: ვულივული; გ: ფილოლი; 5ჯ: ფილოლი (1 3 5) ფ.სტეინი (2 4) სბ დიურანი ^ რეფ პირსონი (ინგ) 3:0(5) 3:3(13) 6:3(29) 13:3(32) 18:3(34) 18:6(37) 21:6(39) / 21:9(42) სბ(44რ) 26:9(49) 26:12(52) 26:19(57) 33:19(64პ) 33:22(67) 38:22(80)

<<    კლერმონი (სფრ) 25:10 სარასენსი (ინგ)

3ლ: ქადმორი მალზიო ნალანგა; 2გ 2ჯ: პარა სბ ქადმორი ზირაქაშვილი - ლ: სთრეთლი; გ ჯ: დ.ჰუხარდი ^ რეფ ოუენსი (უელ) 7:0(12) 7:3(21სბ) 12:3(24) სბ(40კ) / 12:10(45) 15:10(47) 18:10(65) 25:10(80) $ დავით ზირაქაშვილი (კლრ) 73 წუთზე შეცვალეს

<<    ქულა: ლნს 5, კლრ 4, სარ რას 0

>>    მესამე პული

<<    ტულონი (სფრ) 19:14 ოსფრიზი^(უელ)

ლ: საქი; გ 4ჯ: ვილქინსონი - ლ: შ.ვილიამსი; 3ჯ: ბიგარი ^ რეფ ლუისი (ირლ) 0:3(3) 3:3(15) 6:3(32) 6:6(40+) / 9:6(43) 9:9(54) 9:14(61) 12:14(75) 19:14(78) $ დავით ქუბრიაშვილმა (ტლნ) შეუცვლელად ითამაშა

<<    აირიში (ინგ) 23:17 მანსთერი^(ირლ)

ლ: ოჯო; 5ჯ: ლემბი 4, დ.არმითიჯი; ა: ლემბი - ლ სბ ტუიტუპოუ; 4ჯ: ოგარა ^ რეფ ბერდოზი (სფრ) 0:3(5) 3:3(8) 6:3(11) 9:3(21) სბ(23მ) 12:3(33ა) 15:3(37) 15:6(39) / 20:6(41) 20:9(55) 20:12(69) 23:12(73) 23:17(80)

<<    ქულა: აირ ტლნ 4, ოსფ მნს 1

>>    მეოთხე პული

<<    ალსთერი^(ირლ) 30:6 აირონი (იტა)

4ლ: თრიმბლი ი.ჰამფრიზი დანიელი პინარი; 2გ: ჰამფრიზი; 2ჯ: პინარი - 2ჯ: მერსიე სბ ბორტოლამი ^ რეფ ალენი (შტლ) 3:0(3) 3:3(6) 3:6(18) 8:6(22) სბ(30აი) 11:6(40) / 16:6(45) 23:6(61) 30:6(68პ)

<<    ბასი^(ინგ) 11:12 ბიარიცი (სფრ)

ლ: კლასენსი; 2ჯ: ბარქლი სბ ვილსონი - 4ჯ: იაშვილი ^ რეფ როლანი (ირლ) 3:0(4) 8:0(7) / 8:3(43) 8:6(51) 8:9(55) 11:9(68) 11:12(71სბ)

<<    ქულა: ალს 5, ბრც 4, ბას 1, აირ 0

>>    მეხუთე პული

<<    ტრევიზო^(იტა) 29:34 ლესთერი^(ინგ)

2ლ: ბენვენუტი; 2გ 3ჯ: ბერთონი; 2ა: ბერთონი ბენვენუტი სბ ბარბიერი - 5ლ: მ.სმითი ნიუბი კასტროჯოვანი იანგსი ტუილანგი; 3გ ჯ: თველვთრიზი ^ რეფ გოზერი (სფრ) 0:5(2) 7:5(12) 7:8(13) 7:13(21) 10:13(25) 13:13(37ა) სბ(39) / 16:13(43) 16:20(48) 23:20(52) 23:27(57პ) 26:27(61) 29:27(68ა) 29:34(79)

<<    ჰლანეჰლი^(უელ) 43:34 პერპინიანი^(სფრ)

4ლ: ფრისთლენდი (1 2) კინგი სთ.ჯოუნზი; 4გ 5ჯ: ჯოუნზი სბ ფაკამატუაინუ - 5ლ: გრანკლოდი კანდელონი პლანტი ტონიცა შული; 3გ ჯ სბ პორიკალი ^ რეფ სმოლი (ინგ) 3:0(3) 3:5(7) 6:5(13) 6:12(17) 9:12(20) 12:12(28სბ) 19:12(36) 26:12(40) 26:15(40+) / 33:15(45) 40:15(48პ) 40:22(56) 43:22(67) სბ(68ჰ) 43:27(70პ) 43:34(79)

<<    ქულა: ჰლნ ლეს 5, ტრვ პრპ 1

>>    მეექვსე პული

<<    გლაზგო (შტლ) 21:13 დრეგონზი (უელ)

2ლ: მორისონი თომსონი; გ 3ჯ: რ.ჯექსონი - ლ: ჰიუზი; გ 2ჯ: მ.ჯოუნზი ^ რეფ გარსეზი (სფრ) 0:7(19) 3:7(22) 6:7(25) 9:7(32) 16:7(35) 16:10(40+) / 16:13(44) 21:13(50)

<<    ტულუზი (სფრ) 18:16 ვოსფსი^(ინგ)

6ჯ: სკრელა - ლ: ლემი; გ 2ჯ ა: ვოლდერი ^ რეფ ქლენზი (ირლ) 0:3(5) 3:3(11) 3:6(13) 6:6(17) 9:6(31) 9:9(37ა) / 12:9(60) 15:9(64) 15:16(67) 18:16(73)

<<    ქულა: გლზ ტლზ 4, ვსფ 1, დრგ 0

>>    განრიგი

რაუნდები: 15-17/10; 10-12, 17-19/12; 14-16, 21-23/01

პლეი-ოფი: მეოთხედ ფინალი 8-10/04, ნახევარ ფინალი 30/04-1/05, ფინალი 21/05 (კარდიფი)

<<< >>>