ფარი ფრიად პატივშია

   აფრიკის "ქარრის თასზე" შაბათ საღამოს ბობოლათა წყვილი ნახევარ-ფინალია; ზელანდიაში "რანფერლის ფარი" სამხრეთ კუნძულზე დარჩა; ინდოეთში კი, "ბრიტანეთის თანა-მეგობრობის" თამაშებზე, შვიდკაცა ისევ კივებმა მოიგეს.

ჩვენი, ეს უკვე მერამდენედ მივიწყებული სინის პროტოტიპი - ფარი ზელანდიაში პროფესიულ ხანაშიც ფრიად პატივშია. საუსლენდმა შარშან, 22 ოქტომბერს 9:3 რომ ძლია ქენთებრი, მერე ჯილდო ექვსი მოცილისგან დაიცვა, მაგრამ მეშვიდე ცდაზე დაუცდა ფეხი - იმავე ქენთებრიმ 9 ოქტომბერს 26:16 მოუგო და რელიკვიას მეთოთხმეტედ დაეუფლა.

თამაში მაგარი გამოვიდა, მაგრამ ვაგლახ, რომ "შოუ თაიმი" მხოლოდ პარასკევის მატჩს გვიჩვენებს და შაბათისთვის დაგეგმილი "რაუნდის თვალი" უყურადღებოდ ურჩება. აი ახლაც, მაჩანჩალათა (ტასმანი - ნორსლენდი) ცოდვილობა უნდა ვნახოთ, ფარის გათამაშებაში კი საუსლენდი 16:23 რომ აგებდა, ფრისა და ჯილდოს შენარჩუნების იმედად ორჯერ გაათამაშა დასარტყამი ჯარიმა, მაგრამ "ოლ ბლექსის" 9 ნომერი ჯიმი ქოუანი ზედ კართან დაიჭირა მეთ თოდმა.

>>>    ზელანდიის "აი-თი-ემ ქაფი"

სათამაშოა 2

მ-წ*ფ

გატ:გაშ

პრ

ქენთებრი 40 8-2*1 327:243 6
თარანაქი 37 8-3 283:210 5
ვაიქათო 36 7-3*1 298:214 6

ოქლენდი

35

7-3*1

264:179

5

საუსლენდი 34 8-3 217:195 2
ველინგთონი 33 6-5 299:267 9
ბეი ოვ პლენთი 32 6-5 284:245 8
ქაუნთ.მანუკაუ 29 6-5 247:243 5
ჰოქს ბეი 23 3-5*3 225:238 5
ნორსლენდი 22 4-7 307:276 6
ნორს ჰარბორი 19 4-7 291:376 3
ტასმანი 15 3-8 185:262 3
მანავატუ 12 2-9 201:372 4
ოთაგო 10 2-9 188:296 2

ფინალი 6/11

ქურციკი მკლავზეღა

"ქარრის" წრიული სტადია კონცხი - შარქსის რკენით დასრულდა. მასპინძლებმა 33:21 რომ იმარჯვეს, მეორე ადგილი და შინ თამაშის უფლება შეინარჩუნეს. სეზონის ფინიშზე ბოკეები პროვინციებს დაუბრუნდნენ, რაც იმის წინა პირობაა, რომ ჩემპიონი სამართლიანად გამოვლინდება.

ფინალი ნახევარ-ფინალებიდან ორი კვირის თავზეა. მას გაუძღვება კრეგ იუბერი, ვინც მაისში ბოლო ზე 14-ის გადამწყვეტი რკენა იმსაჯა. რესპუბლიკაში დამნაშავეობა რომ ფრიად დონეზეა, შინ დანით დაჭრეს "ლაიონზის" კივი გურუ ჯონ მიჩელი. ამას ჰგონებია, ძმაკაცი მეხუმრებაო. ჰოდა, ბინაში შემოჭრილ მძარცველს შებმია.

ზანგმა პოლიტიკოსებმა 15-წლიანი კამპანია ქურციკის (ბოკე) დამცრობით რომ დააგვირგვინეს, აფრიკული რაგბის ოდინდელი ხატება საგაისო მსოფლიო თასზე მარცხენა მკლავზეღა ეხატება ნაკრებს, რაღაი ირბ-ის კანონით, კვართის გულის პირზე მარცხნივ ეროვნული ლოგოს (პროთეა) ადგილია, მარჯვნივ - მსოფლიო თასის ნიშნისა, შუაში კი - მწარმოებლის (ქენთებრი) ბრენდისა.

>>>    აფრიკის "ქარრის თასი"

საბოლოო

  მ-წ

გატ:გაშ

პრ

შარქსი 52 10-4 492:300 12
დას.კონცხი 48 10-4 520:280 8
ჩიტაზი 47 10-4 488:323 7

ბლუ ბულზი

47

  9-5

437:374

11

ლაიონზი 39   7-7 401:407 11
ხრიკვაზი 37   6-8 477:496 13
პუმასი 23   4-10 329:573 7
ლეპარდსი 5   0-14 263:654 5

ფინალი 30/10

მეოთხედაც ზელანდიამ

შვიდკაცა "თანამეგობრობის" (ქომონველს) პროგრამაში 1998 წლიდანაა და ზელანდიაა უცვლელი ჩემპიონი. ფორმულა რიგითი ირბ-ული ეტაპის მსგავსია, ოღონდაც ბრინჯაოც თამაშდება.

დელისთვის შეირჩა 16 ქვეყანა. პულებში მოხდა მცირე სენსაცია - კენიამ 12:10 ძლია "მსოფლიო სერიის" ჯილა სამოა. ფინალში ავსტრალია 17:7 უგებდა კივებს, მაგრამ ამათ სამი ლელო გაიტანეს და მეოთხედ იჩემპიონეს.

გამარჯვებულთა რიგებში თამაშობდნენ "დიდი რაგბის სპეცები, ლაიემ მესამი და ჰოსეა გიარი, ოთხი ავსტრალიელი კი ისე მოეწონა რობი დინსს, რომ ევროპაში მიმავალ "ვოლაბიზში" იხმო.

>>>    თანამეგობრობის შვიდკაცა

11-12/10     დელი (ინდოეთი)

ოქრო   ზელანდია 24:17 ავსტრალია
ბრინჯაო   აფრიკა 17:14 ინგლისი
სინი   სამოა 34:0 შოტლანდია
7-8   უელსი კენია
ფიალა   პაპუასეთი 17:12 კანადა
11-12   ტონგა უგანდა
13-16   შრი-ლანკა ინდოეთი გაიანა მალაიზია

>>>    რაგბი გლობალზე (^ ცოცხლად)

ამლ   მონპელიე - ნიუკასლი * პარ 14.00, შაბ 02.30 12.00
  ლიდსი - სტადი * კვი 20.45^ 24.45

აფრ  

შარქსი - ბულზი * შაბ 16.30^ 23.00, კვი 05.00 08.00

  კონცხი - ჩიტაზი * შაბ 19.00^ კვი 01.00, 10.00

ირბ  

ტოტალ რაგბი * პარ 10.00 17.00,
შაბ 07.00 16.00 18.30, კვი 07.30

ზელ  

ტასმანი - ნორსლენდი * პარ 10.30^ 16.00 24.00,
შაბ 04.30

<<< >>> 

www.000webhost.com