კვირასღა გაილაღეს

   ზეპური საკლუბო ევროპული "ჰაინეკენის თასის" მეორე რაუნდში მოგებულები თავიდან უპრემიოდ რჩებოდნენ, მაგრამ კვირას თამაში გახურდა და მეოთხე ლელო ოთხივეგან დაიდო.

შვიდი ფრანგული კლუბიდან მოიგო ხუთმა (ერთმა თვისტომთან. ბასკეთის ბიარიცს ორი ლელო შეაწია ამერიკელმა ზანგმა ტაკუძვა ნგვენიამ, ვინც წესითა და რიგით "ეროვნულზე" უნდა ვიხილოთ 27 ნოემბერს, ხოლო რაჭველი ბაბუის მყოლმა დიმიტრი იაშვილმა ექვსი გოლით 15 ქულა მოკრიფა ჩრდილოეთ ირლანდიის ალსთერთან, ვისაც საფრანგეთში არასოდეს მოუგია.

მანსთერმა შინ, ლიმრიქში, 56-ე წამზე მიიღო ლელო ტულონისგან, მაგრამ ფრანგებს მალევე გაუსინბინეს ოზი მღლეტელი ჯორჯ სმითი. სამხრეთ ირლანდიელებმა სულ ექვსი ლელო დადეს, დედაქალაქის ლენსთერს კი ლონდონში, "უემბლის" არენაზე, "სარასენსთან" გაამარჯვებინა ჯონათან სექსთონმა, ვინც ლელოთი და შვიდი გოლით გუნდის ყველა, 25-ვე ქულა პირადად მოინაგრა.

სარასენსს დაემტვრა ბური 10 ნომერი დერიკ ჰუხარდი. ტულუზს გაუსინბინეს ამისი კოლეგა დავიდ სკრელა, მაგრამ ნიუპორტში რვა გოლით მაინც მოაგროვა 21 ქულა. ლელო-მწირი გამოდგა "რასინგისა" და კლერმონის შინა ომიც; ნორსჰემპთონმა მარიფილდში უპრემიოდ ძლია ლაღად მობურთავე "ედინბურგი, ვინც ტაიმი ოდენ სამით მოიგო; "აირიშს" სოლო ლელო გაუტანა "ოსფრი" შეინ ვილიამსმა, ლესთერმა კი მაშინ გატეხა ჰლანეჰლი, რეფმა აშკარა წინ პასი რომ ყლაპა.

>>>     XVI "ჰაინეკენის თასი"

მეორე რაუნდი

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო (^) პრემია

>>    პირველი პული

<<    კასტრი(სფრ) 27:20 კარდიფი^(უელ)

2ლ: ენიგო ონდრო; გ 4ჯ: ტოლე; ა: მბაიკენუკუ სბ სანშუ - 2ლ: მოლიტიკა ენდრიუზი; 2გ: სვინი; 2ჯ: ბლერი ^ რეფ ლუისი (ირლ) 3:0(13) 6:0(18) 9:0(23ა) 12:0(28) 12:3(29) 15:3(34) 15:6(36) 22:6(38) 27:6(40+) / 27:13(46) 27:20(80სბ)

<<    ედინბურგი^(შტლ) 27:31 ნორსჰემპთონი (ინგ)

3ლ: ჯექობსენი ტალეი ქერნსი; 3გ 2ჯ: პატერსონი - 3ლ: ჰართლი დაუნი დიგინი; 2გ 4ჯ: მაილერი ^ რეფ გარსეზი (სფრ) 3:0(3) 3:7(8) 10:7(11) 10:10(22) 17:10(27) 17:13(29) 24:13(32) 24:16(36) 24:21(40+) / 27:21(49) 27:28(54) 27:31(62)

<<    ქულა: ნორ 8, კსტ კდფ 5, ედნ 2

>>    მეორე პული

<<    რასინგი (სფრ) 16:9 კლერმონი^(სფრ)

ლ: მბომბო; გ 3ჯ: ვისნიევსკი - 3ჯ: გ.ვილიამსი ^ რეფ ოუენსი (უელ) 3:0(9) 3:3(23) 6:3(34) 6:6(36) 13:6(40+) / 16:6(59) 16:9(72) $ დავით ზირაქაშვილი (კლრ) შესვენებაზე შევიდა

<<    სარასენსი^(ინგ) 23:25 ლენსთერი (ირლ)

ლ: ალ.გუდი; 6ჯ: ჰუხარდი 2, გუდი 4 - ლ გ 6ჯ: სექსთონი სბ სტრაუსი ^ რეფ ბერდოზი (სფრ) 0:3(7) 5:3(12) 8:3(16) 8:6(21) 8:9(26) 11:9(34) 11:12(37) / 11:15(45) 11:22(54) 14:22(56) 17:22(63სბ) 17:25(64) 20:25(69) 23:25(74)

<<    ქულა: ლნს 9, კლრ 5, რას 4, სარ 1

>>    მესამე პული

<<    ოსფრიზი (უელ) 27:16 აირიში (ინგ)

2ლ: ბოუ შ.ვილიამსი; გ: ჰუქი; 5ჯ: ბიგარი 4, ჰუქი სბ ქოლინზი - ლ: ს.ტანგითაკიმბაუ; გ 3ჯ: ლემბი ^ რეფ ფითსგიბონი (ირლ) 5:0(4) 5:3(9) 5:6(13) 8:6(15) 11:6(32) 14:6(35) 17:6(40+) / 17:13(42) 24:13(55) 27:13(58) 27:16(61) სბ(73ო)

<<    მანსთერი^(ირლ) 45:18 ტულონი (სფრ)

6ლ: ლიმი ბაქლი ჰაულითი (3 5) მ.ოდრისქოლი ქაფლინი; 6გ ჯ: ოგარა - 2ლ: ჟენევუა ფანიკერკი; გ ჯ: კონტეპომი; ა: ვილქინსონი სბ ჯ.სმითი კონტეპომი ^ რეფ ბარნსი (ინგ) 0:7(3) სბ(7ტ) 7:7(9) 14:7(20) 14:10(29) 21:10(37) / 24:10(47) 24:13(50ა) სბ(58ტ) 31:13(60პ) 38:13(63) 38:18(75) 45:18(79) $ დავით ქუბრიაშვილი (ტლნ) 68 წუთზე შევიდა

<<    ქულა: მნს 6, ოსფ 5, აირ ტლნ 4

>>    მეოთხე პული

<<    აირონი (იტა) 6:22 ბასი^(ინგ)

2ჯ: მერსიე - 4ლ: ბიგსი კარარო აბენდენონი ვოთსონი; გ: ბარქლი ^ რეფ ლეისი (ირლ) 0:5(13) 3:5(20) 3:10(23) 3:17(37) / 6:17(54) 6:22(67პ)

<<    ბიარიცი^(სფრ) 35:15 ალსთერი (ირლ)

4ლ: ნგვენია (1 4) კარისა მარკონე; 3გ 3ჯ: იაშვილი - 2ლ: თრიმბლი ფერისი; გ ჯ: პინარი ^ რეფ პირსონი (ინგ) 0:3(13) 3:3(37) / 10:3(45) 13:3(54) 16:3(58) 23:3(62) 23:8(68) 30:8(70) 35:8(77პ) 35:15(80+)

<<    ქულა: ბრც 9, ბას 6, ალს 5, აირ 0

>>    მეხუთე პული

<<    პერპინიანი^(სფრ) 35:14 ტრევიზო (იტა)

5ლ: პორიკალი იუმი საჯ ბრიცი შული; 5გ: პორიკალი 3, მელე ბულონი - 2ლ: ბენვენუტი; 2გ: ბოტესი ^ რეფ დოილი (ირლ) 7:0(13) 7:7(37) / 7:14(43) 14:14(57) 21:14(65) 28:14(71პ) 35:14(76)

<<    ლესთერი^(ინგ) 46:10 ჰლანეჰლი (უელ)

6ლ: კასტროჯოვანი იანგსი ვოლდრომი კროფთი (4 5) მ.სმითი; 5გ 2ჯ: ფლადი სბ ალ.ტუილანგი - ლ: სთოდართი; გ ჯ: სთ.ჯოუნზი სბ კინგი ^ რეფ ქლენზი (ირლ) სბ(8ლ) 0:7(15) 7:7(18) 10:7(32) 13:7(35სბ) 13:10(40) / 20:10(43) 27:10(50) 34:10(52პ) 41:10(63) 46:10(74)

<<    ქულა: ლეს 10, პრპ 6, ჰლნ 5, ტრვ 1

>>    მეექვსე პული

<<    დრეგონზი (უელ) 19:40 ტულუზი (სფრ)

ლ: ჰერისი; გ 4ჯ: მ.ჯოუნზი სბ ქასლი - 3ლ: დიუზოტუარი მედარი პიკამოლი; 2გ: სკრელა; 6ჯ: სკრელა 4, ფრიცი 2; ა: სკრელა სბ სკრელა ^ რეფ სმოლი (ინგ) 3:0(2) 3:3(5ა) 6:3(13) 6:6(15) 6:9(20) 9:9(22) 9:12(24) 9:15(29) 12:15(34სბ) 12:18(37სბ) / 12:21(42) 12:28(45) 12:35(65) 19:35(70) 19:40(75)

<<    ვოსფსი^(ინგ) 38:26 გლაზგო (შტლ)

4ლ: სიმფსონი ვარდნელი ჯეკობსი ვოლდუქი; 3გ 4ჯ: ვოლდერი - 2ლ: რ.ჯექსონი ჰოლი; 2გ: ჯექსონი ჰოლი; 4ჯ: ჯექსონი სბ ლოუ ^ რეფ გოზერი (სფრ) 5:0(8) 5:3(17) 8:3(19) 11:3(22) სბ(24გ) 18:3(27) 18:10(30) 18:13(33) 21:13(35) 28:13(40+) / 28:16(49) 31:16(51) 31:19(60) 38:19(64პ) 38:26(68)

<<    ქულა: ტლზ 8, ვსფ 6, გლზ 4, დრგ 0

>>    განრიგი

რაუნდები: 10-12, 17-19/12; გაისად 14-16, 21-23/01

პლეი-ოფი: მეოთხედ ფინალი 8-10/04, ნახევარ ფინალი 30/04-1/05, ფინალი 21/05 (კარდიფი)

<<< >>>