შტატების საგზურისათვის

   ჭაბუკმა "ბორჯღალოსნებმა" ევროპის ალაფის სტარტზე პორტუგალია დალახვრეს; "ყოჩებმა" "ვისოლზე" მეორე, შვიდკაცის ჩემპიონობაც მოიპოვეს; საფრანგეთის ტოპ 14-ში კი ნაკრების ორი ლიდერი გაგვისინბინეს.

19-წლამდელთა ევრო-ალაფა ბელგიაში ტარდება. ამ მზარდ, ფრანგთა კალთის ქვეშ შეფარებულ სარაგბო კერას ბოლო ხანს თავს ევლება ფირა, მაგრამ ვერც ტურნირის მასპინძელმა და ვეღარც საითის ყარაბაღულად ამჭრელებელმა ევრო-ორგანომ მოაწყო ლაივ სქორი, რაიც შეჭირვებულ საქართველოშიც კი კარგა ხანია ნორმაა.

მეოთხედ-ფინალები ბრიუსულსა და ლეფენში იყო. მეორეგან სასწრაფო რომ არ ჰყავდათ, ორივე მატჩის დაწყება დაგვიანდა, ჩვენი თამაშის ამბებს კი მენეჯერი დიმა ობოლაძე მობილურით აცნობებდა კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, გია გორგასლიძეს.

თავიდან დავდეთ ორი ლელო (პირველი გიორგი თხილაიშვილმა; ტაიმი 13:3 დასრულდა, ბოლოსკენ კი 27:3 ვიგებდით და ანგარიში მეტად აღარც შეცვლილა. ამასობაში რუმინეთმა იაზრა, "თვითერზე" გვერდი მოიწყო, თავისებურად წაიყვანა ცოცხალი და ოთხშაბათს, ჩვენებურად საღამოს რვაზე, მონსში შეგვეყრება.

ამ მატჩის მოგებული სავარაუდოდ დაიკავებს პირველ ადგილსაც, ანუ გავა საგაისო, 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფაზე, რომელიც შტატებშია დანიშნული. მასპინძლის გარდა, იქ ასპარეზობა უკვე დაიბევეს თასიდან გამოვარდილმა სამოამ, ურუგვაიმ, იაპონიამ და ზიმბაბვემ. დასს ნაღდად დაემატება კანადაც, სხვაფრივ კი, ირბ-ულ ალაფათა წესია და ყველაში რვა გუნდი მონაწილეობს.

>>>    19 წლამდელთა "ევროპის ალაფა"

მეოთხედ ფინალი @ კვი 24/10

საქართველო#4 27:3 პორტუგალია#5
რუმინეთი#1 36:0 უკრაინა#8
ბელგია#2 45:10 პოლონეთი#7
რუსეთი#3 27:15 ესპანეთი#6

ნახევარ ფინალი

ოთხ 27/10    საქართველო - რუმინეთი    20.00 საქ

ფინალი

შაბ 30/10    საქ/რუმ - რუს/ბელ    18.30 საქ

<<    საქართველო

ზურაბ ჟვანია, მერაბ მატკავა, ზურაბ ერისთავი, ზურაბ ძნელაძე, გიორგი აბრამიძე, ტარიელ ჩხიკვაძე (აია)

გიორგი ჭყოიძე, უშანგ მჭედლიშვილი, ჯიმი ღამბაშიძე, გოდერძი ჭინჭარაული (ლელო)

ლაშა ლომიძე, ლევან გოგოლაშვილი, ბექა ხიპაშვილი (აკადემია; რამაზ ჯინაშვილი, ბახვა კობახიძე, გიორგი ჟღენტი (თსუ გორი)

გიორგი ტყეშელიაძე, ლუკა კვარაცხელია (ყოჩები; ირაკლი ჩომახაშვილი, ვანო გაბროშვილი (არმაზი)

ბექა ბიწაძე (ივერია; გიგა თხილაიშვილი (ბათუმი; გიგა გაგოშვილი (შევარდენი)

კოტე მიქაუტაძე, ლევან ჩილაჩავა (ტულონი; დავით ლოსაბერიძე (დიჟონი)

მწ) პაატა ნარიმანაშვილი, ზურაბ ამონაშვილი; მნჯ) დიმიტრი ობოლაძე; თავ-კაცი) მერაბ ბესელია; მაწრთობი) მარკ დიქსონი

ორ დღეში მეორედაც

შვიდკაცა ჩვენში პირველად 1988 წელს, ბოლო საბჭოურ თბილისობაზე მოეწყო. ამჯერად ეს ორი ღონისძიება ისევ ერთმანეთს დაემთხვა: მარტსა და ივლისში გამართულ ორ შესარჩევ ეტაპზე გამოვლენილი 10 უკეთესი "ვისოლზე, სეზონის ფინალში შეიყარა.

შარშან, ავჭალაში, "ვისოლ ყოჩებმა" იჩემპიონეს. მათვე მოიგეს წლეულს, ვაკის მომცრო მოედანზე, ნა-თრაბზონ-ალს გამართული ეტაპიც, ზაფხულის არდადეგების წინ კი, ვარკეთილის მეურნეობაში, "აიამ" იმარჯვა.

დიდ დიღომში "ყოჩების" ჭაბუკებმა სამშაბათს ა ლიგის ფინალში იმარჯვეს, შვიდკაცაში კი "ვისოლი" და "აია" ზიგ-ზაგური გაბნევითაც ერთ პულში მოხვდნენ. იქეთა ხუთეული "აკადემიამ" მოიგო, მაგრამ "თასის ფინალში" ჩემპიონმა ორ დღეში მეორედაც, მეტი სხვაობით ძლია კონკურენტი და ტიტული შეინარჩუნა.

>>>    შვიდკაცის ფინალი

23-24/10 @ დიდი დიღომი

<<    "ა" პული

ივერია 7:29 ბათუმი
აკადემია 19:0 ბაგრატი
ბათუმი 19:12 რუსთავი
აკადემია 19:5 ივერია
ბაგრატი 21:26 რუსთავი
ბათუმი 0:26 აკადემია
ბაგრატი 0:26 ივერია
აკადემია 19:5 რუსთავი
ბათუმი 29:0 ბაგრატი
რუსთავი 12:12 ივერია

აკდ 4-0, ბთმ 3-1 /
ივრ 1-2*1 (-10, რსთ 1-2*1 (-16)
ბგრ 0-4

<<    "ბ" პული

ფოთი 0:45 ვისოლი
აია 26:7 ხულიგანა
ვისოლი 35:0 ლოკომოტივი
აია 43:0 ფოთი
ხულიგანა 28:0 ლოკომოტივი
ვისოლი 14:12 აია
ხულიგანა 22:7 ფოთი
აია 32:0 ლოკომოტივი
ვისოლი 19:7 ხულიგანა
ლოკომოტივი 5:15 ფოთი

ვსლ 4-0, აია 3-1 /
ხულ 2-2, ფოთ 1-3;
ლოკ 0-4

<<    ნახევარ ფინალები

ივერია 17:5 ფოთი
ხულიგანა 5:7 რუსთავი

აკადემია

0:17

აია

ვისოლი 26:0 ბათუმი

<<    ფინალები

ბაგრატი X:0 ლოკომოტივი
ფოთი X:0 ხულიგანა

ივერია

5:10

რუსთავი

აკადემია 10:12 ბათუმი
აია 7:22 ვისოლი

<<    კვარცხლბეკი და კიბე

 1    ვისოლ-ყოჩები
 2    აია (ქუთაისი)
 3    ბათუმი XV

 4    აკადემია
 5    ხარები (რუსთავი)
 6    ივერია
 7    კოლხი რაინდები (ფოთი)
 8    ხულიგანა
 9    ბაგრატი (ქუთაისი)
10   ლოკომოტივი

მამუკა და ოთხი ბურჯი

საფრანგეთის პირველობაზე იშვიათი, სამ-მაგი ტოლობაა: მონპელიეს, ტულუზსა და რასინგს ქულა თანაბრად მოუგროვებიათ, მაგრამ მამუკა გორგოძის კლუბს მოცილენი 22:21 და 36:19 რომ უძლევია, პირველ ადგილზე მაგად სუფევს.

მონპელიემ ბურგუენთან პრემია 76-ე წუთზე აიღო, "გულივერა" კი მოედნიდან 49-ე წუთზე, ყვითლით დაითხოვეს. კლერმონელი დავით ზირაქაშვილი ბიარიცში 51-ე წუთზე გაგვიგდეს. ბრიველი დავით ხინჩაგიშვილი ბრძოლაში 50-ე წუთზე ჩაება, კასტრელი ანტონ ფეიქრიშვილი - 7 წუთით გვიან, ტულონელი დავით ქუბრიაშვილი კი შესვენებაზე შეცვალეს.

>>>    საფრანგეთის "ტოპ 14"

X რაუნდი @ 22-23/10
$ პრემია/კომპენსაცია

რასინგი

15:9

ბეიონი$

ტულუზი$

38:29

პერპინიანი

ბიარიცი

16:13

კლერმონი$

კასტრი$

38:11

აჟენი

ლაროშელი

26:21

ბრივი$

მონპელიე$

28:3

ბურგუენი

სტადი

22:15

ტულონი$

10/26 რაუნდი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

პრ

მონპელიე ^^ 32 7-3 231:160 4
ტულუზი ^ 32 6-3*1 296:200 6
რასინგი (პარ) 32 7-3 280:220 4
ტულონი 28 6-4 222:171 4
ბიარიცი 27 6-4 191:183 3
სტადი (პარ) 27 6-4 278:216 3

პერპინიანი

26

6-3*1

203:210

0

კლერმონი 25 5-5 229:167 5
კასტრი 24 5-5 228:205 4
ბეიონი 24 5-5 207:196 4
ბრივი 18 3-6*1 173:210 4
ლაროშელი 15 3-7 173:275 3

ბურგუენი

10

2-8

145:266

2

აჟენი 7 1-8*1 148:325 1

^ წინაა პირისპირ ბალანსით
შემდეგი რაუნდი 29-30/10, ბოლო 7/05, ფინალი 4/06

<<< >>>