მუშტარი შემოლევიათ

   შვიდი კვირა რომ გავიდა სამხრეთის "სამი ერის" დასრულებიდან, ორი მაქაური, უძღები ბუმბერაზი ჩრდილოურ ლაშქრობასაც მეზობლური, "ბლედისლოუს თასის" ჯახით ხსნის, რომელიც აზიაში თურმე ბოლოჯერ ეწყობა.

>>>     სამი ერი 2010

"სამი ერის" ფინიშზე ზელანდიამ ზედიზედ მეათედ (!) ძლია ავსტრალია, ბოლო ცდით პირველად მოიგო სამ-წრიანი ტურნირის ექვსივე (!) მატჩი, გამარჯვებათა წყება 15 ტესტამდე დაიგრძელა და სამხრეთში სულ მეათედ, ხოლო ბოლო ექვს წელში მეხუთედ (!) იჩემპიონა.

ბლედისლოუ "ოლ ბლექსმა" მერვე (!) წლით აგვისტოს დასაწყისში შეინარჩუნა, როცა "ვოლაბიზს" სეზონურ სერიაში 2-0 გაუსწრო, მაგრამ აგერ უკვე მესამე შემოდგომაა, სარფზე გადარეული მახვშები ბიჭებს ზედმეტად, წელიწადში მეოთხედაც (!) აჯიბრებენ "მზარდ აზიურ ბაზარზე" და სულ უფრო უძნელდებათ მუშტრის მიზიდვა.

ოთხშაბათის მონაცემებით, ჰონკონგის 40 ათასიან სტადიონზე 13 ათასი ბილეთი ჯერაც გასაყიდი იყო. ტიტანთა ბუღრაობის ცქერა ამჯერად საშუალოდ 145 ამერიკული დოლარი დაუჯდება ფანს, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ გუნდებს ბრიტანეთის თვალ-მარგალიტ-ყოფილში ცოტა ოზი და კივი თუ ჩააკითხავს, ხოლო ადგილობრივ თემს ნაღდი რაგბი ნაღდად-ვე შვიდკაცა ჰგონია.

სონი-ბილისთვის ადრეაო

კივებმა ოზები ბოლოჯერ იმად ძლიეს, რომ მეთ გიტომ კარს ბლომად აცდინა, ხოლო რიჩი მაკქოუმ კიდის მსაჯი წესის არ-ცოდნაზე დაიჭირა. ჰონკონგში ითამაშებს ორივე: გიტო კვლავ კიკერი იქნება, რიჩი და მილს მულიაინა კი 90-ე კეპებს ხომ მიითვლიან და ერთადაც 70-ედ ირაგბებენ.

ზელანდიას 10 ნომრად დაუბრუნდა კოჭ-ნაოპერაციები დენ კარტერი, ფრთაზე - ჯო როკოთოკო, ჰავბეკად ჯიმი ქოუანი და ფლანკერად ჯერომ კაინო, ხოლო ნალიგარი სონი-ბილ ვილიამსისთვის მარქაფაშიც ვერ მოინახა ადგილი, ესაო და ადრეაო.

ავსტრალიამ აიმატა მოკეთებულები, ბურჯი ბენ ელიგზანდერი და ფრთა დრუ მიჩელი. 22-კაცა რაზმის 13 წევრი ჰონკონგში შარშანწინაც ყოფილა. მაშინდელი 15-ეულიდან რვა ახლაც დამწყებია. ჰოდა, მსოფლიო თასის ფინალამდე წელზე ნაკლები რომ რჩება, ოზებს ნავსის გატეხვა დროულად მიაჩნიათ.

>>>     აზიური ბლედისლოუ

ბოლო ტესტის აქეთ
* დაემატა, ^ დააწინაურეს, $ დაძრეს, # დაამარქაფეს

>>     ზელანდია - ავსტრალია

<<    ოლ ბლექსი

ბეკ) 15 მალილი მულიაინა, 14 ქორი ჯეინი, 13 კონრად სმითი, 12 მა ნონუ, 11 ჯო როკოთოკო* 10 დენ კარტერი* 9 ჯიმი ქოუანი^ /

ფორ) 1 თონი ვუდქოქი, 2 კევენ მეალამუ, 3 ოუენ ფრენქსი; 4 ბრედ სორნი, 5 თომ დონელი; 6 ჯერომ კაინო^ 7 რიჩი მაკქოუ კაპ, 8 ქიარან რიდი

მრქ) 22 ისაია ტოიავა* 21 სთივენ დონალდი* 20 ალბი მეთიუსონი* / 16 ჰიკავერა ელიოთი* 17 ჯონ აფოა; 18 სემ ვაითლოქი* 19 დენიელ ბრეიდი* (მწ) გრემ ჰენრი

<<    ვოლაბიზი

ბეკ) 15 ქერთლი ბილი, 14 ჯეიმზ ოქონორი, 13 ადამ ეშლი-კუპერი, 12 მეთ გიტო, 11 დრუ მიჩელი* 10 ქვეიდ კუპერი, 9 ვილ გენია /

ფორ) 1 ბენ რობინსონი, 2 სთივენ მური, 3 ბენ ელიგზანდერი* 4 მარკ ჩიზომი, 5 ნეითან შარფი; 6 როქი ელსომი კაპ, 7 დევიდ ფოქოქი, 8 ბენ მაკქალმანი

მრქ) 22 ლოქი თერნერი# 21 ბერიქ ბარნსი, 20 ლუკ ბერჯესი / 16 საია ფაინგა* 17 ჯეიმზ სლიფერი; 18 დინ მამი, 19 რიჩარდ ბრაუნი (მწ) რობი დინსი

<<    მსაჯები

რეფ) ალენ როლანი
კიდ) ჯორჯ ქლენზი / საიმონ მაკდაუელი (ირლ)
ვიდ) მეთ გოდარდი (ავს)

შაბ 30/10    ჰონკონგი    12.15 საქ

<<    ტიპიური ფსონები

მოგება: ზელ 1.4 - ავს 2.8 * ფორა 9.5

სხვაობა: ზელ>13 2.4, ზელ[1-12] 3.0, ფრე 31.0, ავს[1-12] 4.0, ავს>13 9.0

<<    ბალანსი

სულ (1903-2010) 139: 95-39*5 (2698:1857) ლ 363/211
ბლედისლოუზე (1931-2010) 120: 84-32*4 (2433:1691) ლ 302/185 ^ თასი 39-12
სამ ერზე (1996-2010) 34: 24-10 (894:653) ლ 87/63

ჰენრი - დინსი (2008-2010) 11: 10-1 (303:201) ლ 31/18

შარშან წინ 3-1
19:34 სიდნეი 26/07, 39:10 ოქლენდი 2/08,
28:24 ბრისბენი 13/09, 19:14 ჰონკონგი 1/11

შარშან 4-0
22:16 ოქლენდი 18/07, 19:18 სიდნეი 22/08,
33:6 ველინგთონი 19/09, 32:19 ტოკიო 31/10

წლეულს 3-0
49:28 მელბურნი 31/07, 20:10 ქრაისთჩერჩი 7/08,
23:22 სიდნეი 11/09

ოპერაციას არ იკეთებს

შემოდგომაზე რამდენჯერმე ვაქეთ ინგლისის პირველობა, უწინდელთან შედარებით გამშვენიერდაო. "შოუ სპორტები" ყოველ ვიქენდზე რაუნდის ექვსი თამაშიდან სამს გვიჩვენებენ, მაგრამ წინა უქმეებზე რაღაც ჭირად ისე მოხდა, რომ ლელო გადმოცემულთაგან არც ერთ მატჩში არ დადებულა.

ლიდერმა "აირიშმა" ახალბედა ეგზეთერს რაიან ლემბის მიერ ბოლო ათ წუთში გატანილი ორი ჯარიმითღა მოუგო 12:9. ამით ისარგებლა ნორსჰემპთონმა და სტუმრად 5-ჯერ რომ დაალელოვა "ვოსფსი" (37:10) მოწინავეს ერთ ქულამდე წამოეწია.

"სარასენსი" ნიუკასლში აგებდა, ალეკს გუდმა რომ გაიტანა ჯარიმა (15:13) აფრიკელთა მიერ მართულ ლონდონის კლუბთან პირველად ივარჯიშა უელსელმა ბეკმა გევინ ჰენსონმა, ვისაც 19 თვეა, აღარ ურაგბია და ტელე-შოუში ცეკვით იქცევს თავს.

ჩემპიონმა "ლესთერმა" წვიმასა და სეტყვაში 21:15 ძლია "ბასი. გამარჯვებულთა ქულები არეკნითა და ექვსი ჯარიმით თობი ფლადმა მოკრიფა. ნოემბრის ტესტებში ალბათ იგი იქნება ინგლისის 10 ნომერი, რადგან "ტულონში" (საფრანგეთი) მოღვაწე ჯონი ვილქინსონმა მხარი იტკინა, მაგრამ ოპერაციას არ იკეთებს.

>>>     ინგლისის "ავივას პირველობა"

6/22 რაუნდი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

პრ

ლონდონ აირიში 24 5-1 167:97 4
ნორსჰემპთონი 23 5-1 159:100 3
სარასენსი (ლ) 20 5-1 135:110 0

გლოსთერი

17

4-2

121:115

1

ლესთერი 17 3-3 175:138 5
ბასი 15 3-3 111:115 3
ჰარლიქვინზი (ლ) 14 2-3*1 151:128 4
სეილი 13 3-3 115:122 1
ლონდონ ვოსფსი 11 2-3*1 138:171 1
ეგზეთერი 10 2-4 114:143 2

ნიუკასლი

6

1-5

101:158

2

ლიდსი 2 0-6   84:174 2

>>     "ვარდები" თვიქნემში

შაბათობით @ 18.30 საქ
6/11 ზელანდია, 13/11 ავსტრალია, 20/11 სამოა, 27/11 აფრიკა

>>>     რაგბი "გლობალის" შოუ-სპორტებზე (* ცოცხლად)

აფრ   ფინალის წინა სეირი: შაბ 18.30*
   შარქსი - კონცხი: შაბ 19.30* 23.30, კვი 03.00 07.30

ბლდ  

ზელანდია - ავსტრალია: შაბ 12.15* 21.30, კვი 09.30

ზელ  

ქენთებრი - ველინგთონი: პარ 10.30* 16.00 24.00, შაბ 04.30

   ოქლენდი - ვაიქათო: შაბ 10.00* კვი 05.30

ინგ  

გლოსთერი - ლესთერი: შაბ 20.30* კვი 05.00

   ნორსჰემპთონი - ნიუკასლი: კვი 01.30
   ჰარლიქვინზი - ბასი: კვი 17.30*

ირბ  

ტოტალ რაგბი: პარ 10.00 15.30, შაბ 08.30 11.50 18.00 20.00

ლ4ე  

ზელანდია - პაპუასეთი: შაბ 09.00*

   ავსტრალია - ინგლისი: კვი 11.30* 15.30 20.00

<<< >>>