მოიმარჯვეთ პულტები!

   შაბათს ზეპური, ჩრდილოური ტესტები უგემრიელესად იწყება: "ირბ-ული სარკმლის" გარეთ, ნულოვან ვიქენდზე, სამხრეთის "სამი ერი" ევროპის "ექვსი ერის" სამ უკეთეს ბრიტანულ გუნდს ებურთავება და ამ ყველაფერს "გლობალზე" ცოცხლად ვუცქერთ.

თამაშები "შოუ სპორტებით, ორითა და სამით გადმოიცემა. ინგლისი - ზელანდია და უელსი - ავსტრალია პარალელურად რომაა, სულსწრაფ ფანთა დისტანციური მართვის პულტებს ფრიადი ჯაფა დაადგებათ, ხოლო ვინც დინჯია, ის ერთ-ერთ მატჩს უცქერს "ლაივში, მეორეს კი იმავე ღამით, და ან კვირას, დღისით, ჩაწერილს ნახავს.

ინგლისს ნოემბერში ეგრეც ვერ ეყოლება მგეზავი ჯონი ვილქინსონი, ვინც საფრანგეთის "ტულონში" თამაშისას ბეჭი დაიშავა. თვალის ბადურა გარსი კი იტკინა, მაგრამ მაინც უკაპიტნებს გუნდს ბებერი მღლეტელი ლუის მუდი. ცენტრში ნალიგარი მაორი შონთეინ ჰაპე დგას, მის პირისპირ კი "ოლ ბლექსის" ახალბედა, ტულონშივე ნარაგბალი ლიგელი, სონი-ბილ ვილიამსი.

ჭეშმარიტი არააო

ზელანდია ავსტრალიასთან ჰონკონგში წაგებამ დარაზმა. 22 კაცში ვეღარ მოხვდნენ ცენტრი კონრად სმითი და ჰავბეკი ჯიმი ქოუანი. ოფლოუდის დიდოსტატის, სონი-ბილის მეწყვილეა მასზე უფრო ხვადაგი მა ნონუ.

კივებს პომები დაუმარცხებიათ ზედიზედ 8-ჯერ და თვიქნემში ბოლო ოთხ სტუმრობაზეც უმარჯვნიათ, მაგრამ ინგლისის დაცვის გურუ მაიკ ფორდი ბრძანებს, ლელო-მრავალი "სამი ერი" ჭეშმარიტი რაგბი არაა და მაგას მედგარი დაცვით დავამტკიცებთო.

უელსს ტრავმების გამო აკლიან კაპიტანი, 8 ნომერი რაიან ჯოუნზი, ფულბეკი ლი ბერნი და ფრთა ლი ჰაფ-პენი. 15 ნომრად ჯეიმზ ჰუქი დგას, 95 კეპის პატრონი მწითური მღლეტელი, მარტინ ვილიამსი კი მარქაფაშია, რაკი ჯეელი სემ ვორბერთონი უმჯობინებია უფროსობას.

ავსტრალიას კივთა მჯობნი იგივე 22 მოთამაშე გამოყავს, ოღონდაც მეთ გიტოს ნაცვლად კარში ჯეიმზ ოქონორი დაკრავს, ტაფიები კი ოზებს აშინებენ, "მილენიუმის" სახურავს ახდილს დავტოვებთ, რათა წვიმამ დაალბოს მოედანი და ზედ ვეღარ ინავარდოთო.

ცუდად ენიშნათ

ზეიმი იგეგმებოდა დუბლინში, ძველი "ლენზდაუნ როუდის" ადგილას 320 მილიონ ევროდ აგებული "ავივას" ტესტ-რაგბით კურთხევაზე, მაგრამ ხარბმა კავშირმა ჯერ 340 ევროიან 4-მატჩა პაკეტად ყიდა ბილეთები, მერე კი, 131 და 166 ევროიან ორ-მატჩიანებად. ამეების გამო ხალხს გული აუცრუვდა სეირზე. არადა, ვიდრე 50 ათასა სტადიონი შენდებოდა, ეროვნული სპორტების ბინა "ქროქერზე" საშუალოდ 75 ათასი ქომაგი იკრიბებოდა.

კანჭი რომ მოირჩინა, ირლანდიას კვლავ "ღმერთ კაცი, ბრაიან ოდრისქოლი უყოჩებს. აფრიკას ტრავმათა გამო 13 ოსტატი აკლია, ორი თვის წინდელთან შედარებით კი 15-ეულში რვა დამწყები შეუცვლია. პირველ კეპს მიითვლის მღლეტელი დიონ სტეხმანი და თუ ჟან დეფილიერსი ვერ მოკეთდა, პატრიკ ლემბიც, ხოლო 13 ნომრად იწყებს ზეინ კერშნერი, რაც მედიას ცუდად ენიშნა:

ოთხი წლის წინ, ასეთივე, სლემური ტურნეს სტარტზე, მაგავე პოზიციაზე ბრაიან ჰაბანა დაიყენეს იაპებმა და მოისრნენ.

>>>     ჩრდილოეთის ტესტები   

ნულოვანი ვიქენდი @ შაბ 6/11   
>>     სრული განრიგი

<<    ინგლისი - ზელანდია

ინგ: ფოდენი ეშთონი თინდოლი ჰაპე კვეიტო <10-9> ფლადი იანგსი / შერიდანი თომფსონი ქოული; ლოზი პამერი; კროფთი მუდი^კაპ ისთერი * მრქ) დ.არმითიჯი ჩ.ჰოჯსონი ქეა / ჰართლი ვილსონი; ეთვუდი ჰ.ფური

ზელ: მულიაინა როკოთოკო სბ.ვილიამსი ნონუ ჰ.გიარი <10-9> კარტერი მეთიუსონი / ვუდქოქი მეალამუ ო.ფრენქსი; სორნი ვაითლოქი; კაინო მაკქოუ^კაპ რიდი * მრქ) ტოიავა დონალდი ელისი / ელიოთი ბ.ფრენქსი; ბორიჩი მესამი

რეფ პუატი (სფრ; კიდ: დიქინსონი (ავს, ჩენგლენგი (შტლ; ვიდ დესანტისი (იტა) @ ლონდონი, თვიქნემი 18.30 საქ

უწინ (1905-2009) 33: 6-26*1 (408:784) ლ 41/97
ინგლისში (1905-2009) 20: 4-15*1 (224:369) ლ 20/45
თვიქნემში 19:23 (2005, 20:41 (2006, 6:32 (2008, 6:19 (2009)

<<    უელსი - ავსტრალია

უელ: ჰუქი ჰერისი შენქლინი ბიშოფი შ.ვილიამსი <10-9> სთ.ჯოუნზი ფილიპსი / ჯენქინსი მ.რისი^კაპ ად.ჯოუნზი; ბრ.დევისი ავ.ჯოუნზი; ლიდიეთი ვორბერთონი ჯ.თომასი * მრქ) ჩეკაი ბიგარი რ.რისი / ბენეთი ჯეიმზი; დნ.ჯოუნზი მ.ვილიამსი

ავს: ბილი ოქონორი ეშლი-კუპერი გიტო მიჩელი <10-9> ქ.კუპერი გენია / რობინსონი მური ელიგზანდერი; ჩიზომი შარფი; ელსომი^კაპ ფოქოქი მაკქალმანი * მრქ) თერნერი ბ.ბარნსი ბერჯესი / ს.ფაინგა სლიფერი; მამი ბრაუნი

რეფ ვ.ბარნსი (ინგ; კიდ: პოლოქი (ზელ, ალენი (შტლ; ვიდ ჰიუზი (ინგ) @ კარდიფი, მილენიუმი 18.30 საქ

უწინ (1908-2009) 29: 10-18*1 (411:678) ლ 42/90
უელსში (1908-2009) 19: 8-10*1 (278:353) ლ 26/47
მილენიუმზე 24:22 (2005, 29:29 (2006, 20:32 (2007*მთ, 21:18 (2008, 12:33 (2009)

<<    ირლანდია - აფრიკა

ირლ: ქარნი ბოუ ბ.ოდრისქოლი^კაპ დარსი ფითსჯერალდი <10-9> სექსთონი რედენი / ჰილი რ.ბესთი ბაქლი; ოკალაჰენი მ.ოდრისქოლი; ფერისი დ.ვოლესი ჰიზლიფი * მრქ) ერლსი (თრიმბლი პ.ვოლესი) ოგარა სთრინგერი / ქრონინი ქორთი; რაიანი ლიმი

აფრ: აპლონი ბასონი კერშნერი ჟ.დეფილიერსი (ლემბი) ჰაბანა <10-9> მ.სტეინი პინარი / მთავარირა ბ.დიუპლესი ი.დიუპლესი; ბკ.ბოთა მეტფილდი^კაპ; სტეხმანი ჟ.სმითი სპისი * მრქ) ლემბი (მვოვო) იაკობსი ფ.ჰუხარდი / რალეპელი ფანდერლინდე; ფანდერმერვე ალბერცი (დენიელი)

რეფ ოუენსი (უელ; კიდ: ბ.ლორენსი, ბრაუნი (ზელ; ვიდ ვოთქინსი (უელ) * დუბლინი, ავივა 21.30 საქ

უწინ (1906-2009) 19: 4-14*1 (215:378) ლ 22/57
ირლანდიაში (1906-2009) 12: 4-7*1 (135:192) ლ 14/33
ლენზდაუნზე 17:12 (2004, 32:15 (2006) * ქროქერზე 15:10 (2009)

<<    რაგბი "გლობალის" შოუ-სპორტებზე (* ცოცხლად)

ტეს  

ინგლისი - ზელანდია: შაბ 18.30* 23.30, კვი 04.00 12.00, სამ 14.00

  

უელსი - ავსტრალია: შაბ 18.30* კვი 01.30 16.00, სამ 19.30

  

ირლანდია - აფრიკა: შაბ 21.30* კვი 02.00 13.45, სამ 21.30

ლ4ე  

ინგლისი - პაპუასეთი: შაბ 09.00* 14.00, კვი 03.30,
ორ 03.30, სამ 03.00 16.00

 

ზელანდია - ავსტრალია: შაბ 11.30* 16.00, კვი 05.30,
ორ 01.45 21.00

ზელ  

(ფინალი) ქენთებრი - ვაიქათო: პარ 16.00 21.00,
შაბ 01.30, ორ 05.30 16.00, სამ 10.30

ირბ  

ტოტალ რაგბი: პარ 23.15, შაბ 13.30 18.00 21.00

იუთ  

ბასი - კარდიფი: პარ 23.45* შაბ 02.45 12.00 16.00,
ორ 12.00, სამ 06.00

<<< >>>