ეგეთი ჰითი აკრძალულიაო

   ზეპური ჩრდილოური ტესტების ნულოვან ვიქენდზე "სამმა ერმა" სამივეგან იმარჯვა: ზელანდიამ თავიდან გააბურთავა ინგლისი და მერე თავი მედგრად დაიცვა; უელსმა ავსტრალიას შერკინება გაუთახსირა, მაგრამ ოზებმა თამაშით გააპამპულავეს კელტები; აფრიკამ კი ავდარში ფორა რომ გაფლანგა, ირლანდია კინაღამ ფრეს გამორჩა.

ინგლისმა სიტყვა გატეხა და ტესტ-ჩიბლუხის ნაცვლად თავიდანვე ხელდახელ შეუტია კივებს. ამათაც გამოწვევა მიიღეს და მას შემდეგ, რაც დენ კარტერმა ჯარიმა დაახაია, პირველი მეოთხედის ბოლოს ორი ლელო დადეს: ნალიგარი სონი-ბილ ვილიამსის ოფლოუდით ჯერომ კაინომ ფრთაზე გააქცუნა ჰოსეა გიარი, ელბი მეთიუსონის განდაგან სვლის შემდეგ კი ქიარან რიდმა ახლოდან დაყვინა.

გიარს კრის ეშთონმა კიდეზე დააბიჯებინა, მაგრამ ტელი-რეფი შემტევს მიემხრო. შესვენების წინ ინგლისმა აიწყვიტა, მაგრამ ბენ ფოდენს ლელოში ჩაუწვნენ. მესამე მეოთხედში ეშთონმა დავარდნილ ბურთზე ფეხი მიუკრა სტუმრებს და ძირით ზელანდიელი კვაჭი, დილან ჰარლთი "ორმაგი მოძრაობით" ეწია მიზანს. ჰოდა, "ოლ ბლექსმა" 2007 წლის მსოფლიო თასის აქეთ ევროპაში პირველად (!) მიიღო ლელო.

დასკვნითი ათი წუთის წინ ზელანდიას ფორად 10 ქულა ჰქონდა, კაინო ბოჭვაზე გვერდიდან სისტემატური შესვლისთვის რომ გაუგდეს. ნიკ ისთერის მიძალების შემდეგ, ინგლისის სამსახურში ჩამდგარი სხვა კივი, ნალიგარი შონთეინ ჰაპე ლიგურივე დაჯახებით კიდეზე ალამთან გადადენა ისაია ტოიავამ, რაზეც მერე და მერე დაიჩივლა ბრიტანულმა მედიამ, ირბ-ის წესები ეგეთ ჰითს აქამდე კრძალავენ, რის გამოც საჯარიმო ლელო გვეკუთვნოდაო.

ბილმა მთლად აიშვა

ჭერ-ახდილ "მილენიუმზე" 20 ათასი ბილეთი გაუყიდავი დარჩა, რადგან წლიდან წლამდე ერთი და იგივე სეირი მოყირჭდა ფანობას. ექსპერტებმა გაიხსენეს ოდინდელი სიბრძნეც, მატჩს შერკინება იგებს, სხვაობას კი ბეკები განაპირობებენო, და შენიშნეს, ოზი უკანა-ხაზელები იმდენად მაღალ დონეზე ბურთაობენ, რომ დედალი წინა ხაზის მყოლი გუნდი მაინც უსიტყვოდ იმარჯვებსო.

პირველ ტაიმში საგულისხმო ისღა მოხდა, რომ "ვოლაბიზმა" გამწელი შტურმი ლელოთი ახლოდან დაასრულა, უელსელმა სთივენ ჯოუნზმა კი ორი ჯარიმა გააფუჭა. მეორეში მთლად აიშვა აბორიგენმა ქერთლი ბილმა და როცა ანგარიში 14:9 იყო, მაიკ ფილიპსს ააცალა გადაკიდებული, კარისკენ გაიგორა და რომ არა ჯეიმზ ჰუქის იღბლიანი ბოჭვა, გადაგორებით დაალელოვებდა ტაფიებს.

ოზებმა მანამდე მეორე ლელო იმით დადეს, რომ ფრთა ჯეიმზ ოქონორი ბურჯის, გეთინ ჯენქინსის პირისპირ აღმოჩნდა. მერე, მესამეზე, დრუ მიჩელმა რომ იფრინა ორი მბოჭავი, ქვეიდ კუპერის გრძელი პასიდან ოქონორმა ბურჯივე, ბენ ელიგზანდერი გააქანა. ბოლოს მეტოქის უბურთოდ დაჭერისთვის გაასინბინეს თომ შენქლინი. უელსმა შერკინებით თრევისას კინაღამ დაიმსახურა საჯარიმო ლელო, ოზთა ბოლო გოლი კი ქიქოფის მიღებისას, ბრმა ოფსაიდს მოყვა.

ფანებს მოუბოდიშეს

ირლანდიური რაგბის მამებმა საზოგადოებას მოუბოდიშეს, ბილეთების გაყიდვის სტრატეგია უსწორო რომ დავსახეთ, განახლებული "ლენზდაუნ როუდის" კურთხევაზე დასწრების პატივი მოგაკელითო. და მართლაც, 51 700 ფანის დამტევ "ავივაზე" მხოლოდ 35 515 ქომაგი მივიდა და "სამყურებმაც" კოკისპირული წვიმისთვის გამოუსადეგარი ტაქტიკა აირჩიეს.

სტუმარმა, ტრავმებით გამოხშირულმა აფრიკამ გამართულად ირაგბა და საათის თავზე 14 ქულით დაწინაურდა: ჯერ ჟოან სმითმა ჩაუჭრა მოგებულ დერეფანში პასი ჰავბეკ ეოინ რედენს, მერე კი ზეინ კერშნერმა ჯვარზე შეიყვანა ხიო აპლონი. მორნეი სტეინმა ზედიზედ გატანილი 41 (!) გოლის შემდეგ კარს ააცილა ჯარიმა, მის შემცვლელ პატრიკ ლემბს კი პირველივე დარტყმა გაუცუდდა.

ირლანდია უშანსოდ რომ აგებდა, ლენსთერის ღერძის ნაცვლად ბრძოლაში მანსთერელი ვეტერანები ჩააბა. ამათ თამაში გარდატეხეს: 33 წლის რონან ოგარამ ფეხით გადაუკიდა თომი ბოუს; იქვე ჯემი ჰიზლიფი ბურთს ვერ შეელია და მეტობა გაფლანგა. მერე აპლონმა ოგარას მომსხეპი პასის ჩაჭრა დაუპირა და რობ ქარნი ლელოში შეხტა, მაგრამ რონანმა გარდასხვა ძელს მოარტყა და "ბოკემ" სამ წაგებიანი დუბლინური ნავსი გატეხა.

>>>    ჩრდილოეთის ტესტები

ნულოვანი ვიქენდი (6/11)

<<    ინგლისი 16:26 ზელანდია

ინგ: ფოდენი ეშთონი თინდოლი ჰაპე კვეიტო (დ.არმითიჯი 67) <10-9> ფლადი იანგსი (ქეა 72) / შერიდანი (ვილსონი 58) თომფსონი (ჰართლი 51) ქოული; ლოზი პამერი (ეთვუდი 64) კროფთი მუდი^კაპ (ჰ.ფური 67) ისთერი - ლ: ჰართლი; გ 3ჯ: ფლადი

ზელ: მულიაინა როკოთოკო (ტოიავა 58) სბ.ვილიამსი ნონუ ჰ.გიარი <10-9> კარტერი მეთიუსონი (ელისი 52) / ვუდქოქი მეალამუ ო.ფრენქსი (აფოა 76) სორნი ვაითლოქი (ბორიჩი 69) კაინო სბ 72, მაკქოუ^კაპ რიდი - 2ლ: გიარი რიდი; 2გ 4ჯ: კარტერი

რეფ პუატი (სფრ) ლონდონი, თვიქნემი

0:7(18) 0:14(22) 3:14(25) 3:17(32) /
6:17(45) 6:20(48) 13:20(55) 13:23(57) 16:23(66) 16:26(70) სბ(72ზ)

<<    უელსი 16:25 ავსტრალია

უელ: ჰუქი ჰარისი შენქლინი სბ 64 (ჩეკაი 77) ბიშოფი შ.ვილიამსი <10-9> სთ.ჯოუნზი (ბიგარი 65) ფილიპსი (რ.რისი 65) / ჯენქინსი (ჯეიმზი 72) მ.რისი^კაპ (ბენეთი 76) ად.ჯოუნზი; ბრ.დევისი ავ.ჯოუნზი (დნ.ჯოუნზი 75) ლიდიეთი ვორბერთონი (მ.ვილიამსი 65) ჯ.თომასი - ლ: რ.რისი; გ: ბიგარი; 3ჯ: სთ.ჯოუნზი

ავს: ბილი ოქონორი ეშლი-კუპერი გიტო (ბ.ბარნსი 68) მიჩელი <10-9> ქ.კუპერი გენია (ბერჯესი 75) / რობინსონი ს.ფაინგა (ედმონდსი 55) ელიგზანდერი (სლიფერი 63) ჩიზომი (მამი 76) შარფი; ელსომი^კაპ ფოქოქი მაკქალმანი - 3ლ: ფოქოქი ბილი ელიგზანდერი; 2გ 2ჯ: ოქონორი

რეფ ვ.ბარნსი (ინგ) კარდიფი, მილენიუმი

3:0(2) 3:7(8) 6:7(32) /
6:14(49) 9:14(53) 9:19(61) 9:22(64სბ) 16:22(71) 16:25(74)

<<    ირლანდია 21:23 აფრიკა

ირლ: ქარნი (ერლსი 76) ბოუ ბ.ოდრისქოლი^კაპ დარსი ფითსჯერალდი <10-9> სექსთონი (ოგარა 67) რედენი (სთრინგერი 67) / ჰილი რ.ბესთი ბაქლი (ქორთი 51) ოკალაჰენი მ.ოდრისქოლი (რაიანი 64) ფერისი დ.ვოლესი ჰიზლიფი - 2ლ: ბოუ ქარნი; გ: ოგარა; 3ჯ: სექსთონი

აფრ: აპლონი ბასონი კერშნერი დეფილიერსი (იაკობსი 70) ჰაბანა სბ 76 <10-9> მ.სტეინი (ლემბი 59) პინარი / მთავარირა ბ.დიუპლესი ი.დიუპლესი (ფანდერლინდე 70) ბკ.ბოთა (ფანდერმერვე 70) მეტფილდი^კაპ; სტეხმანი (დენიელი 67) ჟ.სმითი სპისი - 2ლ: სმითი აპლონი; 2გ: სტეინი ლემბი; 3ჯ: სტეინი

რეფ ოუენსი (უელ) დუბლინი, ავივა

0:3(6) 0:10(18) 3:10(27) 3:13(38) 6:13(40+) /
6:16(53) 9:16(56) 9:23(66) 16:23(69) 21:23(75) სბ(76ა)

>>    ირბ-ის რეიტინგი

8/11) 1 ზელანდია 9304, 2 ავსტრალია 8789, 3 აფრიკა 8621, 4 საფრანგეთი 8275, 5 ინგლისი 8162, 6 ირლანდია 8105, 7 შოტლანდია 7981, 8 არგენტინა 7970, 9 უელსი 7817, 10 ფიჯი 7439, 11 სამოა 7402, 12 იტალია 7297

პლუს/მინუსი: აფრ 99 ირლ, ავს 41 უელ, ზელ 19 ინგ

>>    ტესტების სამი ვიქენდი (საქართველოს დროით)

13/11 18.00 იტალია - არგენტინა ვერონა
  18.30 ინგლისი - ავსტრალია ლონდონი
  18.30 უელსი - აფრიკა კარდიფი
  18.30 ირლანდია - სამოა დუბლინი
  21.00 საფრანგეთი - ფიჯი ნანტი
  21.15 შოტლანდია - ზელანდია ედინბურგი

19/11

23.30

უელსი

-

ფიჯი

კარდიფი

20/11 18.00 იტალია - ავსტრალია ფლორენცია
  18.30 ინგლისი - სამოა ლონდონი
  18.30 შოტლანდია - აფრიკა ედინბურგი
  21.30 ირლანდია - ზელანდია დუბლინი
  23.45 საფრანგეთი - არგენტინა მონპელიე

27/11

18.00

იტალია

-

ფიჯი

მოდენა

  18.30 ინგლისი - აფრიკა ლონდონი
  18.30 შოტლანდია - სამოა აბერდინი
  21.15 უელსი - ზელანდია კარდიფი
  23.45 საფრანგეთი - ავსტრალია პარიზი
28/11 18.30 ირლანდია - არგენტინა დუბლინი

<<< >>>