სიმარდით იქეთ აჯობეს

   ზეპური ჩრდილოური ტესტების სამიდან პირველ ირბ-ულ ვიქენდზე ინგლისმა ეშხიანად დააშამათა ავსტრალია; აფრიკამ მესამე მეოთხედშიღა გაუსწრო უელსს და ბოლოს თავიც დაიცვა; ხოლო ზელანდიამ ბეკებით გააბურთავა უმწეო შოტლანდია.

ინგლისმა იმაზე უკეთ ირაგბა, ვიდრე ერთი კვირით ადრე ზელანდიასთან. უღონო ავსტრალიამ იმდენი იხერხა და იჩალიჩა, რომ მატჩში სულ რვა შერკინება დაინიშნა და ლამის ყველა სასტვენით დასრულდა, მაგრამ ბრეიქდაუნზეც წააგო ბრძოლა, მასპინძელთა ბეკებმა კი სიმარდით იქეთ აჯობეს ნაქებ "ვოლაბებს"

გადასარევად ითამაშეს ბრიტთა ჰავბეკმა ბენ იანგსმა და ორივე გარემარბმა. თობი ფლადმა კარში ჯონი ვილქინსონივით ურტყა, ოზი ჯეელი ჯეიმზ ოქონორი კი ძმობილის დაღუპვას დარდობდა და მიზანს ოთხჯერ ააცდინა. სტუმრებმა ვერც დაცვაში ივარგეს: მეტოქის სამის საპირისპიროდ, 21 ბოჭვა გაუცუდდათ, შეტევის გენიამ, ქვეიდ კუპერმა კი მიმხვდური ექვსჯერ (!) გაატარა.

კადნიერად გააქანა

ოქონორმა თავიდან ააცილა ორი ჯარიმა, ერთხელ კი ოზები ლელოს გამოეკიდნენ. ანგარიში იანგსის გარღვევით გაიხსნა. პომთა პირველ ლელოზე ნალიგარი მაორი შონთეინ ჰაპე მიეძალა, მარკ კვეიტომ და თომ კროფთმა კი ფრთაზე თეთრი ლიგელი, კრის ეშთონი დაგეზეს. ინგლისმა ტაიმი ათით მოიგო, გარდატეხა კი მესამე მეოთხედის შუაში მოხდა:

ვილ გენიამ გაათამაშა ჯარიმა, მაგრამ ლელოს შტურმი იმით დასრულდა, რომ თომ პამერმა პაპუასს ბურთი წაღლიტა და ფერდიც ატკინა, ხოლო იანგსმა კადნიერად გააქანა მოზანგო ქორთნი ლოზი, ვინც ოვალი ეშთონს გადაუგდო. ეს დიაგონალზე გაიქცა, მწარედ მოაღორა დრუ მიჩელი, 85 მეტრი ინავარდა და ანგარიში 26:6 გახდა.

ავსტრალიამ მერეღა გამოიღო ხელი. აბორიგენმა ქერთლი ბილმა გადაიკიდა და აიღო, ლუკ ბერჯესის ჩაჭრის კვალად კი იქეთა ფრთაზე მეტობაც გამოიყენა. აქ ოქონორმა კიდეც დაახაია. ამით სხვაობა 11 ქულა დარჩა, მატჩის მიწურულს კი, კუეტოს რეიდების შემდეგ, ფლადმა წყვილი ჯარიმაც შეაგდო და ინგლისის კაპიტანმა ლუის მუდმა "ქუქის თასი" შემართა.

ხელ-უკუღმა ოფლოუდები

უელსის ახალბედა ფრთამ, ჯორჯ ნორსმა ორი ლელო გაიტანა. "ურჩხულები" პირველ ტაიმში ორჯერ დაწინაურდნენ 11 ქულით, მაგრამ ზედ შესვენების წინ დაემტვრათ თილისმა, გარემარბი შეინ ვილიამსი და ძნელად, რომ "ექვს ერამდე" მოკეთდეს.

აფრიკაც დაირაზმა და პირდაპირი მიძალებით ორი ლელო გაიტანა. მერე სთივენ ჯოუნზმა ნორსს ოსტატურად გადაუკიდა. კრიტიკულ მომენტში ვეტერანი თომ შენქლინი ბურთს ვერ შეელია, "ბოკემ" კი წამატებულ სამ წუთში 15-ფაზიან შტურმს გაუძლო.

ზელანდიამ ტრიბუნალის განაჩენი გაასაჩივრა. ამით კვაჭ კევენ მეალამუს ოთხიდან ორ კვირამდე შეუმცირდა დისკვალიფიკაცია. მის ნაცვლად დაიწყო ახალბედა ჰიკა ელიოთმა. "ოლ ბლექსმა" მწყობრი თამაშით აპამპულავა სქოთები და ბეკებით 7-ჯერ დაალელოვა.

აქედან სამი ნალიგარი ცენტრის, სონი-ბილ ვილიამსის მეტწილად ხელ-უკუღმა ოფლოუდებს მოყვა. ორ-ორი ლელო გაიტანეს მოუხელთებელმა ჰოსეა გიარმა და ვეტერანმა მალილი მულიაინამ, ვინც რიჩი მაკქოუს მსგავსად 92-ე კეპი მიითვალა და ეროვნულ რეკორდში შეეზიარა ლეგენდარულ შონ ფითსპატრიკს.

>>>    ჩრდილოეთის ტესტები. I ვიქენდი

<<    ინგლისი 35:18 ავსტრალია

ინგ: ფოდენი ეშთონი თინდოლი (დ.არმითიჯი 64) ჰაპე კვეიტო <10-9> ფლადი (ჩ.ჰოჯსონი 78) იანგსი (ქეა 56) / შერიდანი (ვილსონი 67) ჰართლი (თომფსონი 70) ქოული; ლოზი პამერი (შოუ 71) კროფთი მუდი^კაპ ისთერი (ჰ.ფური 78) - 2ლ: ეშთონი; 2გ 7ჯ: ფლადი

ავს: ბილი ოქონორი ეშლი-კუპერი გიტო სბ 37 (ბარნსი 60) მიჩელი <10-9> ქ.კუპერი გენია (ბერჯესი 49) / რობინსონი (სლიფერი 57) მური ელიგზანდერი; ჩიზომი (მამი 60) შარფი; ელსომი^კაპ ფოქოქი მაკქალმანი (ბრაუნი 60) - 2ლ: ბილი; გ 2ჯ: ოქონორი

რეფ იუბერი (აფრ) ლონდონი, თვიქნემი

 3:0(12) 10:0(25) 10:3(32) 13:3(34) 16:3(37სბ) 16:6(40) /
19:6(43) 26:6(48) 26:13(55) 29:13(57) 29:18(65) 32:18(70) 35:18(77)

<<    უელსი 25:29 აფრიკა

უელ: ბერნი ნორსი შენქლინი (ბიშოფი 39-47) ჰუქი შ.ვილიამსი (ჩეკაი 41) <10-9> სთ.ჯოუნზი ფილიპსი (რ.რისი 70) / ჯეიმზი (იეპი 72) მ.რისი^კაპ (ბენეთი 72) ად.ჯოუნზი; ბრ.დევისი ავ.ჯოუნზი (დნ.ჯოუნზი 74) პაუელი (რ.ჯოუნზი 60) მ.ვილიამსი ჯ.თომასი - 3ლ: ნორსი (1 3) ჰუქი; 2გ 2ჯ: სთ.ჯოუნზი

აფრ: აპლონი ბასონი ფ.სტეინი დეფილიერსი ჰაბანა (კერშნერი 74) <10-9> მ.სტეინი (ლემბი 66) პინარი (ფ.ჰუხარდი 60) / მთავარირა ბ.დიუპლესი (რალეპელი 74) ი.დიუპლესი (ფანდერლინდე 76) ბკ.ბოთა (ფანდერმერვე 60) მეტფილდი^კაპ; სტეხმანი (ალბერცი 48) ჟ.სმითი სპისი - 2ლ: ალბერცი მეტფილდი; 2გ 5ჯ: მ.სტეინი

რეფ ვოლში (ავს) კარდიფი, მილენიუმი

0:3(2) 7:3(6) 14:3(18) 14:6(20) 17:6(28) 17:9(40+3) /
20:9(43) 20:12(47) 20:19(52) 20:26(55) 25:26(57) 25:29(65) ბოლო(80+3)

<<    შოტლანდია 3:49 ზელანდია

შტლ: საუსველი რ.ლამონთი (ვოქერი 41) მ.ევანსი მორისონი შ.ლამონთი <10-9> პარქსი (რ.ჯექსონი 68) მ.ბლერი^კაპ (გ.ლეიდლოუ 39) / ჯექობსენი ფორდი (ს.ლოუსონი 66) მარი (დიქინსონი 21-31, 66) ჰემილთონი (ჰაინსი 41) გრეი; ბრაუნი (რენი 66) ბარქლეი ვერნონი - ჯ: პარქსი

ზელ: მულიაინა ტოიავა კ.სმითი სბ.ვილიამსი ჰ.გიარი <10-9> კარტერი (დონალდი 51) ქოუანი (ელისი 59) / ვუდქოქი ელიოთი (ჰორი 62) ო.ფრენქსი (აფოა 54) სორნი (ბორიჩი 58) ვაითლოქი; მესამი მაკქოუ^კაპ (ბრეიდი 58) რიდი - 7ლ: გიარი (1 4) კარტერი მულიაინა (3 5) სმითი ელისი; 7გ: კარტერი 5, დონალდი 2

რეფ პირსონი (ინგ) ედინბურგი, მარიფილდი

3:0(4) 3:7(10) 3:14(13) 3:21(20) 3:28(29) /
3:35(50) 3:42(67) 3:49(79)

<<    ირლანდია 20:10 სამოა

ირლ: ფითსჯერალდი ბოუ ბ.ოდრისქოლი^კაპ პ.ვოლესი თრიმბლი <10-9> ოგარა სთრინგერი (ბოსი 77) / ქორთი ქრონინი (რ.ბესთი 61) ჰეისი (ჰილი 63) ოკალაჰენი თოუნერი (რაიანი 68) ლიმი ობრაიენი ჰიზლიფი (ფერისი 61) - 2ლ: ჰიზლიფი ოგარა; 2გ 2ჯ: ოგარა

სამ: პ.ვილიამსი ლემი ჯ.პისი (გ.ვილიამსი 78) მაპუსუა ალ.ტუილანგი <10-9> ლავეა (პოლუ-ლეულინგანგა 69) ფოტუალიკი / ტაულაფო (ლემალუ 77) შვოლგერი^კაპ პერენისე; ლევი (ტეკორი 71) თომფსონი; ტრევირანუსი (აიონო 71) სალავეა ჯ.სთაუერსი - ლ: ტუილანგი; გ ჯ: პ.ვილიამსი

რეფ ბრაუნი (ზელ) დუბლინი, ავივა

3:0(2) 10:0(20) 10:7(23) 13:7(31) / 13:10(55) 20:10(67)

<<    საფრანგეთი 34:12 ფიჯი

სფრ: პორიკალი არია მარტი ესტებანე მედარი (პალისონი 76) <10-9> ტრაი (სკრელა 68) იაშვილი (პარა 76) / შუსტერი გირადო (ნუარო 55) დიუკალკონი; მიო-შლუსკი (პიერი 68) ტიონი; უდრაოგო ლაპონდრი არენორდოკი^კაპ (შაბალი 56) - 3ლ: მარტი მედარი საჯ; 2გ 5ჯ: იაშვილი

ფიჯ: ლინგაირი (მატავესი 70) ნანქელევუკი (ლოვომბალავუ 59) ვულივული რამბენი ნალანგა <10-9> მბაი-კეინუკუ კენტალე (ტაკა 77) / დოსი ტუაპატუ (სომოთა 72) მანუ^კაპ; ლევარავუ (კალოუ 72) ნქოვუ; საუკავა ნქერა (რავულო 70) კოიამაიმბოლე - 4ჯ: მბაი

რეფ სმოლი (ინგ) ნანტი, ბოჟუარი

3:0(3) 3:3(14) 3:6(17) 6:6(21) 13:6(34) 16:6(40+) /
21:6(43) 24:6(45) 24:9(49) 24:12(55) 27:12(57) 34:12(70)

<<    იტალია 16:22 არგენტინა

იტა: მაკლეინი ბენვენუტი (სკარპი 76) კანალე მაზი მი.ბერგამასკო <10-9> გაუერი (ორკერა 74) ტებალდი (კანავოზიო 63) / პერუჯინი (ლოჩიჩერო 63) გირალდინი (ონგარო 59) კასტროჯოვანი; დელფავა (დელაპე 71) ხელდენჰეისი; ძანი (დარბიშირი 63) ბარბიერი პარისე^კაპ - ლ: საჯ; გ 3ჯ: ბერგამასკო

არგ: როდრიგესი კამაჩო ტიესი ს.ფერნანდესი გონსალესი <10-9> კონტეპომი^კაპ ვერგაჯო / რონსერო (აიერსა 80) ლედესმა (კრივი 63) შელსო (ფიგაჯო 63) კარისა (ლოსადა 48) გალარსა სბ 77; ფესია დეაჩავალი ხ.ფერნანდესი (გალინდო 35) - ლ: როდრიგესი; გ 5ჯ: კონტეპომი

რეფ პოლოქი (ზელ) ვერონა, ბენტეგოდი

3:0(10) 3:3(18) 6:3(30) 6:6(38) /
6:13(51) 9:13(69) 9:16(71) 9:19(73) სბ(77ა) 16:19(79) 16:22(80+2)

>>    ირბ-ის რეიტინგი

15/11) 1 ზელანდია 9304, 2 აფრიკა 8670, 3 ავსტრალია 8590, 4 ინგლისი 8361, 5 საფრანგეთი 8275, 6 ირლანდია 8105, 7 არგენტინა 8033, 8 შოტლანდია 7981, 9 უელსი 7767, 10 ფიჯი 7439, 11 სამოა 7402, 12 იტალია 7235

პლუს/მინუსი: ინგ 199 ავს, არგ 63 იტა, აფრ 49 უელ * ზელ 0 შტლ, სფრ 0 ფიჯ, ირლ 0 სამ

>>    მეორე ვიქენდი (პარ შაბ)

19/11

23.30

უელსი

-

ფიჯი

კარდიფი

20/11 18.00 იტალია - ავსტრალია ფლორენცია
  18.30 ინგლისი - სამოა ლონდონი
  18.30 შოტლანდია - აფრიკა ედინბურგი
  21.30 ირლანდია - ზელანდია დუბლინი
  23.45 საფრანგეთი - არგენტინა მონპელიე

<<< >>>