ავდარში სქოთური ჯიგრით

   ზეპური ჩრდილოური ტესტების შუა, სამიდან მეორე ვიქენდზე შოტლანდიამ ჯიგრით ძლია უფანტაზიო აფრიკა; ირლანდია ებურთავა ზელანდიას, მაგრამ ვერაფერი დააკლო; ავსტრალიის შერკინება იტალიაშიც შერცხვა, უელსი კი ფიჯთან ფრეს გამორჩა.

სქოთები წინა შაბათს ეშხიანმა ზელანდიამ გააპამპულავა და შვიდჯერ დაალელოვა, აფრიკას კი კივური ნიჭისა რომ არაფერი სცხია, საზარელ ავდარში თანდათან წახდა. ამას დაერთო ოზი რეფის, სთიუართ დიქინსონის მხრივ იაპთა ქრონიკული ათვალწუნება. ჰოდა, დენ პარქსმა ექვსი ჯარიმითა და არეკნით "ნარშავებს" რვა წლის შემდეგ ისევ აძლევინა "ბოკე, ვინც მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია.

აფრიკამ თავიდან შეაგდო ორი გოლი. შოტლანდია შერკინებაში მოპოვებული ჯარიმით დაწინაურდა და ასევე შექმნა 6-ქულიანი მარაგი, ხოლო ფორა გარდასახულ ლელოს იმით გადაამეტა, რომ ჟოან სმითს ბურთის ჩაკვლა დაბრალდა. ამ წაგებით ბოკეს ისევ ჩაუფლავდა ბრიტანული სლემი, რომელიც ერთადერთხელ, 50 წლის წინ გაუხერხებია, ირლანდია კი შემოწყრა იაპ მსაჯს, მორის იონკერს, რიჩი მაკქოუ და საძმო ბურთს რომ გვინელებდნენ, რად არ გაასინბინეო.

ბოდის გაუხუნარი ოსტატობა

"ოლ ბლექსმა" ნაცად ყაიდაზე, გაშლილად იბურთავა, მაგრამ პირველი ლელო ტაიმისთვის წამატებულ დროშიღა დადო, მანამდე კი კიდეც ჩამორჩა. მასპინძელთა ლელო მესამე ხაზმა შეიტანა, კივებმა კი თუმც ორი ხეირი გაფლანგეს, ბრგე ენთონი ბორიჩი ახლოდან, ცალი ხელით მაინც ეწია მიზანს. სტუმრებმა მეორე ტაიმში უფრო გაილაღეს, მაგრამ არც ირლანდია დარჩა ვალში. ჰოდა, ბრაიან ოდრისქოლმა გაუხუნარი ოსტატობით გაახარა ფანობა, რომ ბურთი მიწიდან აიტაცა.

ზელანდიის დამრტყმელს, დენ კარტერს 20 ქულის მოგროვება ჭირდებოდა, რათა ტესტ-რაგბის რეკორდში შეზიარებოდა ინგლისელ ჯონი ვილქინსონს. კაპიტანმა მაკქოუმ მეორე ტაიმში ჯარიმის ნაცვლად ოთხჯერ რომ აიღო შერკინება, კიკერი გაუნაწყენდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ბოლო გარდასხვა ააცდინა, მიზნამდე ორი ქულა დააკლდა. არადა, ერთი ჯარიმაც რომ შეეგდო, "ვილქოს" გაუსწრებდა.

ლამის ტრიბუნაზე ავიდა

იტალია ავსტრალიასაც ისე ეომა, როგორც სხვა გრანდებს და გემოზე არ აბურთავა, მაგრამ ბერიქ ბარნსმა რვა დარტყმით რვა გოლი რომ გაუტანა, მეთ გიტოს მარქაფაში ჯდომა გაუხანგრძლივდა.

ჯეელი ჯეიმზ სლიფერი შერკინებაში სამჯერ დაჯარიმდა, რაც ოზებმა მარტინ კასტროჯოვანის ვირ-ემშაკობას დააბრალეს და ნამატჩევს მსაჯიც გააკრიტიკეს, უფალ ბერდოზს კი კავშირი რომ გაუწყდა ტელი-რეფთან, ხოლო თანა-მსაჯები დაუბრმავდნენ, ლამის ტრიბუნაზე ავიდა, ვიდრე ლუჩანო ორკერას ალალ გოლს ჩაუთვლიდა.

მონპელიეში კიდევ დამტკიცდა, რომ რაგბი ნოემბერში ღამის ცხრის ნახევარზე არ უნდა იწყებოდეს. წვიმისა და სიცივის გადამკიდე, პუბლიკამ იხილა მდარე ჩიბლუხი. ლელო, რა თქმა უნდა, არ გასულა, მაგრამ საფრანგეთმა რომ მეტად იაქტიურა, მეტი გოლიც გაუტანა არგენტინას და ივნისში სარეკორდოდ წაგებისთვის ოდნავ გადაუხადა სამაგიერო.

უელსს ვერ მიართვეს

მულღაზანზარი გაპროფესიულდა და ევროპაში მორაგბეთაგან სერიოზული ნაკრებები შეადგინა. სამოა ეომა ინგლისს და ტაიმი ერთი ჯარიმითღა წააგო იმის მიუხედავად, რომ ბოჭვათა თანაფარდობა 77/17 იყო. თამაშის განახლებისას "მანუ" წინაც გავიდა, მაგრამ მერე გაპომებულმა კივმა ლიგელმა, შონთეინ ჰაპემ გაჭრა ხაზი და თეთრმა ნალიგარმა, კრის ეშთონმა ვირგლა მეთ ბანაჰანი ახეირა, ხოლო ბოლოსკენ თომ კროფთმა ჩაჭრა სამოელთა ავანტურისტული პასი.

ოზთა და იაპთაგან ძლეული უელსი ფიჯთან აპირებდა გუნების გამოკეთებას, მაგრამ ვერ მიართვეს. ალბერტ ვულივულმა გასრიალებით, ახლოდან აჯობა ჯეიმზ ჰუქს, მეორე ტაიმში კი ლი ბერნს გადაგორებით არ დაამიწებინა. უელსმა ანგარიში შერკინებაში გამოძალული საჯარიმო ლელოთი გაქვითა, სტუმრებმა კი სირენის შემდეგ სოლო მიხდომებით უტიეს და ლელო რომ ვერაფრით დადეს, ჯარიმა კარში დაარტყეს და ფრეს დაჯერდნენ.

>>>    ჩრდილოეთის ტესტები. II ვიქენდი

<<    უელსი 16:16 ფიჯი

უელ: ბერნი ნორსი ჰუქი ბიშოფი (შენქლინი 50) ბრუ <10-9> ბიგარი (სთ.ჯოუნზი 50) რ.რისი (ფილიპსი 50) / ჯეიმზი ბენეთი ად.ჯოუნზი; გოფი (ბრ.დევისი 50) დნ.ჯოუნზი; რ.ჯოუნზი^კაპ ლიდიეთი ჯ.თომასი - ლ: საჯარიმო; გ: სთ.ჯოუნზი; 3ჯ: ბიგარი 2, სთ.ჯოუნზი

ფიჯ: მატავესი მ.ტანგითაკიმბაუ (რატუ 50) ვულივული (ტ.რავანქა 67) ლოვომბალავუ ნგონევა <10-9> მბაი-კეინუკუ სბ 22, კენატალე (ტაკა-მაივაი 55) / მაფუ (დოსი 59) ვეიკოსო (ტაუპატი 53) მანუ^კაპ; ი.რავანქა ნქოვუ; საუკავა რავულო (კალოუ 75) კოიამაიმბოლე (ნქერა 50) - ლ: ვულივული; გ: მბაი; 3ჯ: მბაი (1 3) მატავესი (2)

რეფ გარსეზი (სფრ) კარდიფი, მილენიუმი (52 335)

3:0(7) 3:3(14) 6:3(22სბ) 6:6(25) 6:13(37) /
13:13(61) 16:13(64) 16:16(80+3)

<<    იტალია 14:32 ავსტრალია

იტა: მაკლეინი ბენვენუტი კანალე სკარპი (მაზი 61) მი.ბერგამასკო <10-9> ორკერა (ბოკინო 69) გორი (კანავოზიო 61) / ლოჩიჩერო ონგარო (ფესტუჩა 49) კასტროჯოვანი (ჩიტადინი 55) დელფავა (დელაპე 69) ხელდენჰეისი; დარბიშირი (ბარბიერი 55) ძანი პარისე^კაპ - ლ: ბარბიერი; 3ჯ: ბერგამასკო (1 3) ორკერა (2)

ავს: ბილი თერნერი ეშლი-კუპერი (მაკქეიბი 80) ბარნსი მიჩელი <10-9> ქ.კუპერი ბერჯესი / სლიფერი (რობინსონი 69-73) მური (პოლოტა-ნაუ 69) ელიგზანდერი; სიმონსი შარფი (ჩიზომი 69) ელსომი^კაპ ფოქოქი (ჰოჯსონი 69) მაკქალმანი - 2ლ: მიჩელი ელსომი; 2გ 6ჯ: ბარნსი

რეფ ბერდოზი (სფრ) ფლორენცია, არტემიო ფრანკი (40 127)

0:3(3) 0:10(10) 3:10(12) 3:13(14) 6:13(36) 9:13(40+) /
9:16(51) 9:19(54) 9:22(60) 9:25(68) 14:25(72) 14:32(80+)

<<    ინგლისი 26:13 სამოა

ინგ: ფოდენი ეშთონი (დ.არმითიჯი 76) ბანაჰანი ჰაპე (ჩ.ჰოჯსონი 76) კვეიტო <10-9> ფლადი იანგსი (ქეა 69) / შერიდანი ჰართლი (თომფსონი 57) ვილსონი (ქოული 57) ლოზი (ეთვუდი 68) პამერი; ჰესქელი (კროფთი 69) ჰ.ფური ისთერი^კაპ - 2ლ: ბანაჰანი კროფთი; 2გ 4ჯ: ფლადი

სამ: პ.ვილიამსი ლემი (ოტო 60) ჯ.პისი (გ.ვილიამსი 76) მაპუსუა ალ.ტუილანგი <10-9> ლავეა (პოლუ-ლეულინგანგა 67) ფოტუალიკი / ტაულაფო (ჯონსთონი 13-19) შვოლგერი^კაპ (პაულო 49) პერენისე (ჯონსთონი 68) ლევი თომფსონი (ტეკორი 41) ტრევირანუსი (აიონო 65) სალავეა ჯ.სთაუერსი - 2ლ: პ.ვილიამსი ოტო; ჯ: პ.ვილიამსი

რეფ ფითსგიბონი (ირლ) ლონდონი, თვიქნემი (70 553)

0:3(5) 3:3(17) 6:3(27) /
6:8(41) 13:8(48) 16:8(53) 19:8(71) 26:8(73) 26:13(80)

<<    შოტლანდია 21:17 აფრიკა

შტლ: საუსველი ვოქერი (პატერსონი 74) ანსბრო მორისონი შ.ლამონთი <10-9> პარქსი რ.ლოუსონი^კაპ / ჯექობსენი ფორდი (ჰოლი 70) მარი (ლოუ 70) გრეი მაკლაუდი (ვერნონი 35) ჰაინსი ბარქლეი ბრაუნი (რენი 79) - 6ჯ ა: პარქსი

აფრ: კერშნერი აპლონი ფ.სტეინი დეფილიერსი მვოვო <10-9> მ.სტეინი (ლემბი 64) ფ.ჰუხარდი (პინარი 48) / მთავარირა (ფანდერლინდე 73) ბ.დიუპლესი (სტრაუსი 74) ი.დიუპლესი; ბკ.ბოთა (ფანდერმერვე 65) მეტფილდი^კაპ; სტეხმანი (ალბერცი 48) ჟ.სმითი (ალბერცი 21-27) კანკოვსკი - ლ: ალბერცი; 4ჯ: მ.სტეინი

რეფ დიქინსონი (ავს) ედინბურგი, მარიფილდი (35 555)

0:3(3) 0:6(13) 3:6(17) 6:6(20ა) 9:6(24) 12:6(30) 12:9(37) /
12:12(47) 15:12(54) 18:12(63) 21:12(69) 21:17(71)

<<    ირლანდია 18:38 ზელანდია

ირლ: ქარნი (ოგარა 77) ბოუ ბ.ოდრისქოლი^კაპ დარსი ფითსჯერალდი (ერლსი 47) <10-9> სექსთონი რედენი (სთრინგერი 65) / ჰილი რ.ბესთი (ქრონინი 23) ქორთი (ჰეისი 65) ოკალაჰენი მ.ოდრისქოლი (თოუნერი 51) ფერისი დ.ვოლესი (ლიმი 65) ჰიზლიფი - 2ლ: ფერისი ბ.ოდრისქოლი; გ 2ჯ: სექსთონი

ზელ: მულიაინა ჯეინი კ.სმითი ნონუ (სბ.ვილიამსი 59) ჰ.გიარი <10-9> კარტერი ელისი (მეთიუსონი 59) / ვუდქოქი ელიოთი (ჰორი 60) ო.ფრენქსი (აფოა 66) ბორიჩი დონელი (ვაითლოქი 41) კაინო მაკქოუ^კაპ რიდი - 4ლ: ბორიჩი რიდი (2 4) ვაითლოქი; 3გ 4ჯ: კარტერი

რეფ იონკერი (აფრ) დუბლინი, ავივა (46 302)

0:3(7) 3:3(11) 3:6(15) 6:6(26) 6:9(29) 13:9(33) 13:12(35) 13:19(40+) /
13:26(46) 13:33(53) 18:33(57) 18:38(80)

<<    საფრანგეთი 15:9 არგენტინა

სფრ: პალისონი იუჟე რუჟრი (პორიკალი 79) ჟოზიონი ონდრო <10-9> ტრაი (ესტებანე 78) პარა (იაშვილი 78) / დომინგო (დიუკალკონი 56) სერვა (გირადო 66) მა; პიერი (ტიონი 56) ნალე; დიუზოტუარი^კაპ ბონერი შაბალი (არენორდოკი 63) - 4ჯ: პარა; ა: ტრაი

არგ: როდრიგესი კამაჩო ტიესი ს.ფერნანდესი (ვოსხი 67) გონსალესი <10-9> კონტეპომი^კაპ ვერგაჯო / რონსერო (შელსო 67) ლედესმა (კრივი 64) შელსო (აიერსა 50) გალარსა ალვასეტე; ფესია (გალინდო 67) დეაჩავალი (კავეჯო 41) ხ.ფერნანდესი - 3ჯ: კონტეპომი

რეფ კაპლანი (აფრ) მონპელიე, მოსონი (34 993)

3:0(12) 3:3(17) 6:3(26) 9:3(31) /
9:6(47) 12:6(49ა) 15:6(59) 15:9(62)

<<    ირბ-ის რეიტინგი

22/11) 1 ზელანდია 9319, 2 ავსტრალია 8590, 3 აფრიკა 8531, 4 ინგლისი 8361, 5 საფრანგეთი 8321, 6 შოტლანდია 8120, 7 ირლანდია 8090, 8 არგენტინა 7987, 9 უელსი 7704, 10 ფიჯი 7502, 11 სამოა 7402, 12 იტალია 7235

პლუს/მინუსი: შტლ 139 აფრ, ფიჯ 63 უელ, სფრ 46 არგ, ზელ 15 ირლ * ავს 0 იტა, ინგ 0 სამ

<<    მესამე ვიქენდი (შაბ კვი)

27/11

18.00

იტალია

-

ფიჯი

მოდენა

  18.30 ინგლისი - აფრიკა ლონდონი
  18.30 შოტლანდია - სამოა აბერდინი
  21.15 უელსი - ზელანდია კარდიფი
  23.45 საფრანგეთი - ავსტრალია პარიზი
28/11 18.30 ირლანდია - არგენტინა დუბლინი

<<< >>>